ორი დღის წინ უკრაინაში, ოდესის პორტში, საერთაშორისო სწავლება See Breeze-2019-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სწავლებაში 19 ქვეყნის 33 ხომალდი და 27 საფრენოსნო აპარატი იყო ჩართული.
სწავლების მცირე სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- მონაწილე ქვეყნები - უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, საქართველო, დანია, იტალია, ლატვია, ესტონეთი, კანადა, ლიეტუვა, მოლდავეთი, ნორვეგია, რუმინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, თურქეთი და შვედეთი.
- სწავლებაში მონაწილეობდა 3000-ზე მეტი სამხედრო მოსასმახურე, 33 ხომალდი და 27 საფრენოსნო აპარატი
- სწავლების მსვლელობისას ხომალდის ეკიპაჟებმა 2 500 მილი დაფარეს
- ავიატორებმა 300 საატზე მეტი იფრინეს
- საზღვაო ქვეითებმა სამასზე მეტი საპარაშუტო ხტომა განახორციელეს
- დაივერებმა წყა,ლქვეშ სამასი საათი დაჰყვეს
- ისევე როგორც შარშან, სწავლება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, პორტებსა, აეროპორტებსა და პოლიგონებზე (ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების) განხორციელდა.
უკრაინულ-ამერიკული სწავლება See Breeze, რომელი 1997 წლიდან მოყოლებული Sea Breeze ყოველწლიურად ტარდება, წელს ოდესაში 1 ივლისს დაიწყო და ტრადიციულად ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერსა და წყალქვეშ მიმდინარეობდა.