Saturday, November 16, 2019

რუსების პერსპექტიული უპილოტო "Орион" ადგა და ჩამოვარდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


რუსეთის პერსპექტიული სამხედრო უპილოტო "Орион", რიაზანის ოლქში, საცხოვრებელი კორპუსების გვერდით ჩამოვარდა. ინცინდენტის დროს არავინ არ დაზარალებულა.

უპილოტოს ექსპერიმენტალური ნიმუში საცდელი ფრენის დროს ჩამვოარდა. წინასწარი ვერსიის თანახმად ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკის გაუმართაობა დასახელდა.






Thursday, November 14, 2019

ტრამპისა და ერდოღანის შეხვედრის შედეგების მცირე დეტალები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


გუშინ ვაშინგტონში ტრამპსა და ერდოღანს შორის ხანგრძლივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები რა თქმა უნდა მარტივი არ იქნებოდა. ასევე უცნობია რაზე შეთანხმდა ორი ქვეყნის ლიდერი. მაგრამ თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრეს რელიზში შავით-თეთრზე ერთი მცირე ფრაზა წერია - სხვა ყველა ფრონტზე ურთიერთობის გაგრძელების გარანტად, თურქეთის მიერ რუსული С-400-ების შეძენის პრობლემის მოგვარება დასახელდა. 


მთლიანად პრეს-რელიზი იხილეთ ბმულზე - President Donald J. Trump Is Committed to Direct Engagement and Diplomacy with Turkey

ჯავშანთვითშემოქმედების ახალი პორცია უკრაინიდან

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

დიდი ხანია ეს რუბრიკა არ გაგვიხსენებია - ამიტომაც წარმოგიდგენთ უკრაინიდან Т-64-ის ადგილობრივ აპგრეიდს. ტანკები სავარაუდოდ რუს ტერორისტებს ეკუთვნის და ისინი ყველა მხრიდან დინამიკური დაცვის კონტეინერებითაა დახუნძლული

NATO-ს ფართომაშტაბური სწავლება "რკინის მგელი — 2019"

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ლიტვაში, პაბრადეს პოლიგონზე, NATO-ს ფართომაშტაბური სწავლება "რკინის მგელი — 2019" დაიწყო (Iron Wolf ან ლიტვურად Geleżinis Vilkas). სწავლებებში 11 ქვეყნის (ლიტვის, ბელგიის, ჩეხეთის, ბრიტანეთის, ესტონეთის, აშშ-ს, პოლონეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, პორტუგალიისა და გერმანიის) 4000 სამხედრო მოსამსახურე და 1000 ერთეულზე მეტი ტექნიკა იქნება ჩართული.


"მანევრების მიზანს, რომელშის ლიტვისა და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნები არიან ჩართულები, ძალების მიერ ამოცანების ეფექტურად დაგეგმისა და შესრულებისთვის შეთანხმებული მოქმედების დახვეწა წარმოადგენს" - ნათქვამია NATO-ს პრეს რელიზში.

სწავლება 18 ნოემბრამდ ეგაგრძელდება, რის შემდეგაც ტექნიკა და პირადი შემადგენლობა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება.

Wednesday, November 13, 2019

ATAK T-129 Phase-2 - თურქული ვერტმფრენის მოდერნიზაცია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც ჩანს თურქებმა თავიანთი მოიერიშე ვერტმფრენის, ATAK T-129-ის (რომელიც იტალიური A129 Mangusta-ს ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს) მოდერნიზაცია დაიწყეს. გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით თუ ვმისჯელებათ, ვერტმფრენზე თავდაცვითი სისტემები დაყენდა:
  • MWS (Missile Warning System) - სარაკეტო იერიშის გამაფრთხილებელი სისტემა
  • LWR (Laser Warning Reciever) - ლაზერული დაშუქების გამაფრთხილებელი სენსორი
  • RWR (Radar Warning Reciever) - რადარული დაშუქების გამაფრთხილებელი სენსორი
  • RF Jammer - რადიოხარვეზების სისტემა


ლაზერული Boxer-ი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

გერმანელების 5 კილოვატიანი ლაზერი ჯტრ Boxer-ის ბაზაზე

Strv 81, Strv 103, Strv 122 - შვედური ტანკების სახელები და მათი დეფინიცია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როდესაც საუბარი მიდის შვედურ ტანკებზე, ჩვენ ვისმენთ შემდეგ ინდექსებს - Strv 81, Strv 103 ან Strv 122. რა არის ეს? შემთხვევითი ასოებისა და ციფრების კრებული თუ სხვა რამე?

Strv ეს შემოკლებული Stridsvagn, რაც შვედურიდან ითარგმნება როგორც - საბრძოლო ტანკი.

ციფრების საქმე კიდევ უფრო რთულადაა. ნომერი შეიცავს ძირითადი შეიარაღების კალიბრს სანტიმეტრებში და მოდელის რიგითობის ციფრს.

Strv 122 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი შვედური Leopard-2A5).

შესაბამისად შვედური ტანკების სახელები შემდეგნაირად შეგვიძლია გავშიფროთ:

  • Strv 81 - 8 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (84 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Centurion Mk. 3)
  • Strv 101 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (105  მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Centurion Mk. 10)
  • Strv 102 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (105  მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი მოდერნიზირებული Strv 81)
  • Strv 103 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-3 მოდელი (ცნობილი უკოშკურო S-tank)
  • Strv 104 - 10 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-4 მოდელი (მოდერნიზირებული Strv 103)
  • Strv 121 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის 1-ლი მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი Leopard-2A4)
  • Strv 122 - 12 სმ კალიბრის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო ტანკის მე-2 მოდელი (120 მმ-ნი ქვემეხით აღჭურვილი შვედური Leopard-2A5).


ამას გარდა სახელწოდებებს ზოგჯერ ასოებსაც უმატებენ, რაც აღნიშნული მოდელის მოდერნიზაციას აღნიშნავცს, მაგალითად Strv 103B, Strv 102R, Strv 122B.

Monday, November 11, 2019

Tetris Challenge 80 lvl.

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ისრაელის ავიაციამ tetris challenge-ს ფარგლებში ყველაზე დიდი და რთული ჩვენება მოაწყო. ამის იქეთ ალბათ რომელიმე ავიამზიდის ეკიპაჟი გამოზიდავს შიგთავსს და ამით დამთავრდება.

ვიდეო

Sunday, November 10, 2019

სსრკ-ს ფლოტის ხომალდის გატაცების ამბავი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

დღევანდელ დღეს, 1975 წლის 10 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლებისადმი პროტესტის მიზეზით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა ხელში ჩაიგდო სსრკ-ს ფლოტის წყალქვეშანავსაწინააღმდეგო ხომალდი "Сторожево́й". საბჭოეთმა ბალტიის ზღვის ნახევარი ფლოტი და 60-მდე საფრენი აპარატი გაშალეს მათ დასაკავებლად.

ხომალდის დაკავება მოხერხდა, ბუნტისთავი ღალატის მუხლით დახვრიტეს, დანარჩენებს სხვადასხვა სახის სასჯელი მიესაჯა. 


აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი შემდეგში ტომ კლენსის წიგნის, "ნადირობა წითელ ოქტომბერზე"-ს შთაგონების წყარო გახდა და ამ წიგნზე შონ კონორის მონაწილეობით ფილმიც გადაიღეს.