Wednesday, October 3, 2012

დღის ფოტო (Double Shot)

მართვად სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი USS Mustin (DDG 89) წყნარ ოკეანეში წვრთნებისას წინა და უკანა Mk-41 ნაკვეთურებიდან ერთდროულად ისვრის SM-2 რაკეტებს.




ხომალდი DESRON-15-ის (Destroyer Squadron) ერთერთი შვიდთაგანი საესკადრო ნაღმოსანია. DESRON-15 მე-7 ამერიკული ფლოტის შემადგენლობაშია რომელიც იაპონიაში, Yokosuka-ს პორტში ბაზირდება (U.S. Navy/ Mass Communication Specialist 2nd Class Devon Dow-ის სურათი).

No comments:

Post a Comment