Saturday, January 5, 2013

აფხაზეთში, რუსების მე–7 ბაზაზე ტანკისტების სწავლება მიმდინარეობს


რუსების მე–7 ბაზაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი ტანკისტების სწავლება მიმდინარეობს. რეალური საბრძოლო სროლებისთვის T–90A-ს ეკიპაჟები ვირტუალურად ემზადებიან – კომპლექსური ტრენაჟორის დახმარებით ისინი სამიზნეს ეკრანზე ანადგურებენ.
კომპლექსური ტრენაჟორი უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების კავშირს მეთაურთან, ასევე ტრენაჟორში ჩადებულია რელიეფის უსწორმასწორობების გადალახვის ფუნქციაც – რის შედეგადაც სიმულატორ–კაბინას რეალური ტანკივით არყევს. უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს სატანკო დუელის წარმოებას ისეთ ტანკებთან, როგორებიცაა დასავლეთის არმიების შეიარარებაში მყოფი – Leclerc, Merkava, Abrams და სხვები. ამას გარდა ტრენაჟორზე შესაძლებელია მსუბუქ ჯავშანტექნიკასთან და დაბალ სიმაღლეზე მფრენ მიზნებთან ბრძოლის ტაქტიკის დამუშავება.


 T–90A-ს ტრენაჟორში მეთაურისა და მემიზნე–ოპერატორის ადგილი

ტრენაჟორის ოპერატორის მართვი პუნქტი


წყარო:

P.S. ყოველმხრივ საინტერესო სიახლეა – პირველ რიგში აშკარაა რომ რუსებთან საბრძოლო დაპირისპირების შემთხვევაში ის ძველი T-62 და  T–72 აღარ დაგვიპირისპირდებიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შემოიყვანა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, არამედ მოგვიწევს თანამედროვე T–90A–სთან ბრძოლა. ამას გარდა ისიც ნათელია რომ ამ ტანკებში საკმაოდ მომზადებული ტანკისტები იჯდებიან. 
ჩვენ რით შეგვიძლია ამას ვუპასუხოთ – T–90A-ს საპირწონე ტანკს ჩვენ კარგა ხანი ვერ ვიყიდით, მაგრამ მის საპირწონე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ყიდვა აშკარად შეგვიძლია.

NATO–ს Patriot-ებმა თურქეთში ჩააღწია


ამერიკელ ჯარისკაცთა 400 კაციანიმ ჯგუფმა, რომლებიც აშშ–ს მიერ თურქეთში გადაგზავნილ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს Patriot–ებს უნდა მოემსახუონ, უკვე დაიწყეს თურქეთში, ავიაბაზა Incirlik–ში ჩასვლა. ამავე ბაზაზე მომავალ კვირას მათი აღჭურვილობა და ტექნჰიკაც ჩავა.
როგორც უკვე ვწერდი ამერიკა თურქეთში ორ ცალ Patriot–ის კომპლექსს აგზავნის, რომლების დისლოკაციის ადგილიც ოკლაჰომაშია. გერმანელი და ჰოლანდილეი ჯარისკაცები თურქეთში მომდევნო კვირას ჩავლენ და მათთან ერთად მათი ტექნიკაც დაიწყებს თურქეთში ჩასვლას.


თურქეთში გასამგზავრებლად გამზადებული ჰოლანდიური Patriot-ები

Patriots to Arrive in Turkey Soon

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცის სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის დაფინანსება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია საკმაოდ საინტერესო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეხება. დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია და ქვეყნის ბიუჯეტს ეხება, მაგრამ ამჯერად ჩვენი ანალიზის ინტერესი ეს არაა – ჩვენ თავდაცვა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული კვლევების და ეროვნული სამხედრო საწარმოო კომპლექსის დაფინანსება გვაინტერესებს.
მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო ვებ–გვერდზე PDF ფორმატში მოყვანილ ოფიციალური დოკუმენტიდან მოვიყვან პირდაპირ ამონაჭრებს:

დოკუმენტი: საქართველოს კანონი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,
თავი III – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია,
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია – გვერდი 13


დოკუმენტი: საქართველოს კანონი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,
თავი V საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები,
მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები,
2 –თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – გვერდი 36



 დოკუმენტი: საქართველოს კანონი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,
თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები,
მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები – გვერდო 93


ზემოთ მოყვანლი დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის

დოკუმენტი: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის,
თავი III 
მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობები 2013-2016 წლებისათვის – გვერდი 36


დოკუმენტი: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის,
მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობები 2013-2016 წლებისათვის,
მხარჯავი დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროგრამები და მათი დაფინანსება – გვერდი 79


ზემოთ მოყვანილი დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:


ზემოთ მოყვანილი დოკუმენტებიდან ჩანს რომ წელს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "დელტას" დაფინანსება გაიზარდა 9,7 მილიონი ლარით. ასევე ჩანს რომ 2014 წელს ეს დაფინანსება 3,5 მილიონი ლარით გაიზრდება. 2015 წელს ამ თანხას 5 მილიონი ლარი დაემატება და 50 მილიონს გაუტოლდება, მომდევნო წელს კი სამეცნიერო კვლევებზე 55 მილიონი, ანუ ხუთი მილიონი ლარით მეტი იქნება გამოყოფილი.
როგორც ვხედავთ მომდევნო სამ წელიწადში სამხედრო–კვლევებსა და მრეწველობაში ჩადებული თანხა თითქმის ორჯერ გაიზრდება (31 ილიონი 2012 წელს, 55 მილიონი 2016 წელს).
ასევე თანდათანობით გაიზრდება არმიის დაფინანსებაც – 2013 წელი – 660 მილიონი, 2014 წელი – 700 მილიონი, 2015 წელი – 750 მილიონი, 2016 წელი – 800 მილიონი.
ანუ მომდევნო ოთხ წელიწადში დაფინანსება 140 მილიონით გაიზრდება.

Friday, January 4, 2013

დამწვარი Т-80У

2003 წლის 28 ივლისის, მოსკოვის დროით 11 საათი 20 წუთი, კანტემიროვსკის მე–4 გვარდიულ დივიზიის ერთერთი პოლკის სატანკო ბატალიონის Т-80У–ს, რომელიც ბოქსებში იდგა, ცეცხლი გაუჩნდა. უფროსი ლეიტენატი როდიონ პოპოლუდნევი შეეცადა მეორე ტანკით ალმოდებული ტანკის ბოქსებიდან ევაკუაციას, მაგრამ ამ დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ოფიცერი დაიჭრა. სამხედრო ნაწილში ოპერატიულად იქნა შემქნილი სახანძრო ჯგუფი რომელიც ხანძრის ლიკვიდაციას შეუდგა.

ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა რიგითი ალექსეი ზახაროვი. ხანძრისა და საბრძოლო მარაგის დეტონაციის შედეგად ცხრა საბრძოლო მანქანა განადგურდა, მათ შორის 1985 წელს გამოშვებული სამი ცალი ტანკი Т-80У. ასევე დაზიანდა რამდენიმე სახანძრო მანქანა. ხანძრის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დასახელდა – გაუმართავი ელექტროგაყვანილობა ან უსაფრთხოების წესების დარღვევა – სავარაუდოდ სამუშაოების ჩატარებისას ვიღაცამ სიგარეტს მოუკიდა. ასევე არაა გამორიცხული რომ ცხელი ამინდის პირობებში მოხდა ზეთით გაჟღენთილი ჩვარის აალება.


კანტემიროვკაში დამწვარი Т-80У–ები უტილიზაციას 61БТРЗ–ს ეზოში ელიან


P.S. საკმაოდ ხშირია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო ნაწილებში ხანძრები – არავის არ დავიწებია შარშან ტყვიაწამლის საწყობებში მომხდარი მთელი რიგი ხანძრებისა, რომლის შედეგადაც ასობით ტონა საბრძოლო მასალა დაიწვა. ასევე არც თუ ისე იშვიათია ტექნიკის ბოქსებში ან სწავლებებზე ხანძრით დაწვა და განადგურება, რაც მხოლოდ ორ რამეზე მოწმობს – პირველი ის რომ ჩვენი მეზობლის ტექნიკა საკმაოდ მოძველებულია და ვერანაირ უსაფრთხო მუშაობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე ის რომ პირადი შემადგენლობის მომზადების და პროფესიონალიზმის დონეა დაბალი და უსაფრთხოების წესებს არ იცავენ.

Thursday, January 3, 2013

ქართული Super Puma


"2010 წლის 14 ივნისის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში - "რატომ ყიდულობენ ფრანგულ "სუპერპუმებს" - ალადაშვილი წერდა, რომ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საშვეულმფრენო პარკის გადახალისებისა და ორი ფრანგული "სუპერპუმის" შესყიდვის შესახებ განაცხადა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ თბილისის აეროპორტში პირველი ფრანგული შვეულმფრენი ჩამოიტანეს და ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ააწყვეს, თუმცა იგი არა "სუპერპუმა", არამედ ჩვეულებრივი "პუმა" აღმოჩნდა" – ამას ამტკიცებს პატივცემული ირაკლი ალადაშვილი. მაგრამ საკითხი სხვა რამეშია ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ სინამდვილეში რა იყიდა – Puma თუ Super Puma?

 ქართული AS.332 L1 Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს

აქამდე ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალების და თვითმხილველების ცნობით (მათ შორის მეც) მხოლოდ Super Puma დაფრინავს ქართულ საჰაერო სივრცეში და თან ყველა სურათზე სავარაუდოდ ერთი და იგივე ვერტმფრენია გამოსახული. ამგვარად ჩნდება ეჭვი ჩვენი საჰაერო ძალების შემადგენლობაში Puma–ს არსებობის თაობაზე. თუმცა სხვადასხვა ინფორმაციის (ძირითადად ჭორების დონეზე) თანახმად ქართულმა მხარემ ერთი ნახმარი Puma და ერთი ახალი Super Puma შეიძინა (პირველი რომელიღაცა აზიურ ქვეყანაში ხოლო მეორე საფრანგეთში). მეორე ვერსიით მხოლოდ ორი ცალი ახალი Super Puma გვყავს, ხოლო ყველაზე გამბედავების განცხადებით ორი Puma და ორი Super Puma შეგვიძენია. 
მოდით ამ ჯერზე შევეშვათ ყავის ნალექზე მკითხაობას და იმაზე ვისაუბროთ რაც სახალხოდაა გამოტანილი – ანუ ერთი ცალი Super Puma, რომლის მხილველიც უამრავი ქართველი პირველად 2012 წელს, თბილისში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე "წარმოებულია საქართველოში" მიმდინარეობის დროს გახდა. როდესაც გამოფენის მიმდინარეობის დროს მიმდებარე ტერიტორიას ჰაერიდან სწორედ ამ ვერტმფრენის დახმარებით აკონტროლებდნენ ქართველი ძალოვნები. იმ დღეს ინტერნეტში ამ ვერტმფრენის რამოდენიმე ფოტოსურათიც გავრცელდა, რომლებსაც დაბლა მოვიყვან.


ქართული AS.332 L1 Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს

სურათებზე ჩემის აზრით Eurocopter AS.332 L1 Super Puma გამოსახული. არაოფიციალური წყაროების თანახმად ეს ყოფილი მალაზიური ბორტი 9M-STS–ია, რომელიც ჩვენმა მხარემ მალაზიური მხარისგან შეისყიდა. ზემოთ მოყვანილი ინტერნეტ რესუსრის თანახმად ეს ვერტმფრენი მალაზის საჰაერო ძალების სამსახურში 2003 წლის აგვისტოში ჩადგა, ანუ დღეს ეს ვერტმფრენი 10 წელზე ცოტა მეტისაა, რაც ვერტმფრენისთვის საშუალო ასაკია და კიდევ მაგდენი უპრობლემოდ უნდა იმსახუროს (თუ რა თქმა უნდა მისი მალაზიური წარმოშობა რეალობას შეესაბამება).

მალაზიური (სავარაუდოდ უკვე ჩვენი) Eurocopter AS.332 L1 Super Puma (ბორტი 9M-STS)



ჩვენი დოსიე:

1974 წელს, ვერტმფრენი Puma–ს პირველი საცდელი ფრენიდან ცხრა წლის გასვლის შემდეგ, Aerospatiale–ს ხელმძღვანელობამ ვერტმფრენის ღმა მოდერნიზაცია გადაწყვიტა. ეს მოდერნიზაცია სრულებით პასუხობდა 70–იანი წლების შუა პერიოდის ვერტმფრენმშენებლობის სიტუაციას – მიმდინარეობდა ვერტმფრენების თაობათა ცვლა. აშშ–ში გამოჩნდნენ S-70 და S-76, ინგლისელებმა Linx–ის მოდერნიზირებული ვარიანტი – WG.30 ააფრინეს, საბჭოთა კავშირში Ми-8–ის მოდერნიზირებული ვარიანტის – Ми-17–ის შეიარაღებაში მიღება იგეგმებოდა. ფრანგებმაც სწორედ მოდერნიზაციის გზა აირჩიეს – ეს უფრო იაფი და ამავდროულად საკმაოდ ეფექტური მიმართულება იყო ვიდრე ახალი ვერტმფრენის დაპროექტება და შექმნა.
პირველ რიგში გადაწყდა ძალური აგრეგატის შეცვლა – ამ მიზნით შეიქმნა ახალი ძრავა Makila, რომლის დახმარებითაც Super Puma–ს მეორე პროტოტიპმა, სახელწოდებით AS.331-01, პირველი ფრენა 1977 წლის 4 ივნისს განახორციელა. მაგრამ ეს პროტოტიპი Super Puma–ს წინაპრად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მასზე ძრავის შეცვლის გარდა არანაირი გადაკეთება არ განხორციელებულა და ის ისევე ძველი Puma იყო. პროექტის თანახმად კი Super Puma თავისი წინაპრისაგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. კონსტრუქტორებმა ეკიპაჟის და მგზავრების გადარჩენადობის გაზრდის მიზნით სერიოზულად გადახედეს ვერტმფრენის კონსტრუქციას და მასში ცვლილებები შეიტანეს, რამაც ვერტმფრენის ჩამოვარდნის ან ავარიული დაშვების შემთხვევაში მისი მგზავრების გადარჩენის შანსები გაზარდა. დაცემის დროს წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის ჩახშობა შასის და ფსკერს ევალებოდა. საცდელი მაკეტის სხვადასხვა სიმაღლიდან ჩამოგდებისა და მთელი რიგირ გამოთვლების შედეგად გაძლიერებული იქნა – კაბინის და სატრანსპორტო ნაკვეთურის იატაკი, შასის ძირითადი საყრდენების დგარები (ისინი დამატებითი ამორტიზატორებით გაძლიერდა), კუდა კოჭის ქვეშ დაყენდა კილი, რომელიც არა მარტო ახშობდა დარტყმის ენერგიას, არამედ საკურსო მდგრადობასაც აუმჯობესებდა. მცირე ზომის მოედნებზე მანევრულობის მოხერხებულობის გაზრდის მიზნით გადაკეთდა შასი – ცვლილებები შეეხო წინა საყრდენს – ის ერთსაბურავიანი გახდა, ამასთან მანქანის მობრუნების რადიუსიც შემცირდა.
ასევე მიმინარეობდა fenestron-ის ტიპის კუდა ხრახნით აღჭურვილი Super Puma–ას გამოცდებიც. fenestron–ის დაყენება SA.330-05–ზე განხორციელდა, რომელსაც ამის შემდეგ SA.330Z ეწოდა. ამ ვერტმფრენის პირველი ფრენა 1975 წელს განხორციელდა. მაგრამ საფრენმა გამოცდებმა ამ ტიპის ხრახნის რაიმე უპირატესობა ვერ აჩვენა და შედეგად ამ იდეაზე უარი იქნა ნათქვამი.
Fenestron-იანი SA.330Z


მწევ ხრახნთან მიმართებაში ყველაფერი გარკვეული იყო – კომპოზიტური მასალისგან გაკეთებული ოთხი ფრთით აღჭურვილი ხრახნი, ასეთი ხრახნები უკვე ყენდებოდა SA.330J–ზე და SA.330L–ზე. ასევე მოხდა ფიუზელაჟის გაკეთილშობილება – რადიოლოკაციური სადგურის დაფარვის მიზნით მასზე უფრო წაგრძელებული წინა ნაწილი დაყენდა, რის შედეგადაც ვერეტმფრენი უფრო გალამაზდა. დაბალი სიჩქარით ფრენისას ტანგაჟზე მართვის გაუმჯობესების მიზნით შემოღებული იქნა მართვადი სტაბილიზატორი, რომელიც კუდა ხრახნის პილონის მარცხენა მხარეზე იქნა დამაგრებული. აეროდინამიკური წინაღობის შესამცირების მიზნით მზიდი ხრახნის თეფში გარსშემომდენით დაფარეს. რადგანაც ვერტმფრენი პირველ რიგში სამოქალაქო ბაზრისთვის იყო განკუთვნილი  უარი ითქვა სატვირთო ნაკვეთურის გვერდებზე განლაგებულ ორ, დიდ გადასაწევ კარებზე და მათ ნაცვლად უფრო მცირე ზომის კარებები დაყენდა.
მაგრამ Super Puma–ს დაპროექტებისას სამხედროების მოთხოვნებიც იქნა გათვალისწინებული. ვერტმფრენის სამხედრო ვარიანტში ეკიპაჟის დასაცავად გათვალისწინებული იყო კევლარის ჯავშანი. პასიური დაცვის გაზრდის მიზნით გატარებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები – გაიზარდა საბრძოლო დაზიანებებისადმი ვერტმფრენის მდგრადობა, გაიზარდა საბორტე აღჭურვილობის ასორტიმენტი, მოხერხდა მანქანის ინფრაწითელი სიგნატურის მცირედი შემცირებაც.
ძრავა Makila–ს დიდმა სიმძლავრემ კონსტრუქტორებს საშუალება მისცა ვერტმფრენის ორი საბაზო ვარიანტი შეექმნათ – "მოკლე" და "გრძელი". მოკლე ფუზელაჟიანი ვარიანტი პირველ რიგში განკუთვნილი იყო იმათთვის ვისთვისაც მნიშვნელობა ჰქონდა მანქანის კლიმატურ და სიმაღლებრივ (მაღალ ტემპერატურაზე ძრავის სიმძლავრე ეცემა) მახასიათებლებს, ხოლო "გრძელი" განკუთვნილი იყო იმათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ხალხის და ტვირთის რაც შეიძლება დიდი რაოდენობის გადაყვანა და სიმაღლებრივ მახასიათებლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. "მოკლე" მოდელი მზადდებოდა როგორც სამხედრო ვარიანტში სახელწოდებით – AS.332B, ასევე სამოქალაქო ვარიანტში, სახელწოდებით – AS.332C. ორივე ვარიანტის კაბინის ზომები იდენტური იყო, სატვირთო კაბინის მოცულობა SA.330–ის სატვირთო კაბინისხელა იყო და 11,4 კუბურ მეტრს უდრიდა. "გრძელ" მოდელს (სამხედრო AS.332M და სამოქალაქო AS.332L) 76 სანტიმეტრით გრძელი ფიუზელაჟი ჰქონდა, რის შედეგადაც სატვირთო ნაკვეთურის მოცულობა 13,3 მეტრკუბამდე გაიზარდა. "მოკლე" მოდელს სამხედრო ვარიანტში 20 ჯარისკაცი გადაჰყავდა ხოლო სამოქალაქო ვარიანტში 17 მგზავრი, "გრძელ" მოდელს ოთხი კაცით მეტის გადაყვანა შეეძლო.
ქართული AS.332 L1 Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს
 
AS.332–001 პირველი სრულფასოვანი Super Puma გახდა. AS.332–001 დაუსრულებელი, 539–ე Puma SA.330–ის გადაკეთებით შეიქმნა. მანქანამ პირველი ფრენა 1978 წლის 13 სექტემბერს განახორციელა. წლის ბოლომდე ვერტმფრენმა 27 საათი იფრინა, რის შემდეგაც მასზე მწევი ხრახნის ლილვი და საკისარი იქნა შეცვლილი და ასევე დაყენდა ძრავის ახალი კონსტრუქციის ჰაერმიმღები. რის შემდეგაც გამოცდები განახლდა. ერთერთი ფრენის დროს ვერტმფრენმა 300კმ/სთ სიჩქარე განავითარა (ძველ Puma–ზე 4კმ/სთ–ით მეტი). ფრენები 1980 წლის ივლისამდე გრძელდებოდა, მისი დასრულება ვერტმფრენის "ავარიული დაშვებით" განხორციელდა, რომელიც რეალობაში კონტროლირებად ვარდნას წარმოადგენდა. ვერტმფრენის გარეგანი იერი აღადგინეს, ამ დაშვების შემდეგ ის პარიჟის ავიასალონზეც კი გამოფინეს, მაგრამ მეტად ის ჰაერში აღარ აწეულა.
მეორე Super Puma მიწოდებული იქნა როგორც სერიული მანქანა და საქარხნო ნომერიც კი მიიღო – 2001. Puma–ს სერიული ნომრები ციფრი "1" იწყებოდა, ხოლო Super Puma–ს ნომრების დაწყება ციფრი "2" გადაწყდა. რეალობაში პირველი, მეორე და მესამე "სერიული" ვერტმფრენები საფრენოსნო გამოცდეებისთვის იყო განკუთვნილი. ყველა ეს მანქანა "მოკლე" ვარიანტებს წაროადგენდა, ნომერი 2003 ვერტმფრენი სამხედრო ვარიანტში იყო აწყობილი. 1980 წელს მანქანა 2001 გაგზავნილი იქნა ეგვიპტეში, სადაც მან ცხელ კლიმატში გაიარა გამოცდები. FAA–ს სტანდარტის სერტიფიკატი ვერტმფრენის სამოქალაქო ვარიანტმა, AS.332C–ემ 1981 წლის 14 ოქტომბერს მიიღო.
ნომერი 2004 მანქანა გახდა პირველი სერიული "გრძელი" ვერტმფრენი, რომელიც AS.332L კონფიგურაციაში იყო აწყობილი. პირველი ფრენა მან 1980 წლის 10 ოქტომბერს განახორციელა. ეს ვერტმფრენი არქტიკულ გამოცდებს კანადაში, ახალ შოტლანდიაში გადიოდა. შემდეგში სამოქალაქო ავიაციისთვის "გრძელი" მოდელის ორი ვარიანტი ეწყობოდა – 21 ადგილიანი AS.332L და 24 ადგილიანი AS.332L–1.
ქართული Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს

ტექნიკური აღწერა:

AS.332 - არის საჭის ხრახნით, ორი ტრუბოხრახნული ძრავით და სამსაყრდენიანი შასით აღჭურვილი ერთხრახნიანი ვერტმფრენი.
ვერტმფრენის ფუზელაჟი ფოლადის, უსაფრთხოდ დეფორმირებადი კონსტრუქციისაა. შუშები მოყინვისაწინააღმდეგო სისტემითაა აღჭურვილი. ეკიპაჯის კაბინას ორი, სწრაფადმოძრობადი გვერდითი კარები გააჩნია. სატვირთო კაბინის ზომები შემდეგია – 6.05 х 1.8 х 1.55 მეტრი და გვერდებზე აღჭურვილია თითო გადასაწევი, 1.35 х 1.35 მეტრი ზომების მქონე კარით, კაბინის იატაკის ფართობი 7,8 კვადრატული მეტრია. კაბინის უკანა ნაწილში ტრაპეციის ფორმის სარქველია განთავსებული, რომლის ზომაც საფუძველში 0,98, ხოლო ზედა მხარეში 0,7 მეტრია. კაბინაში 21–დან 25–მდე მედესანტე თავსდება, ან 16 დაჭრილი (12 საკაცეებზე და 4 სავარძლებში) თანმხლებ პირთან ერთად ან 24 მგზავრი ჩვეულებრივ ვარიანტში და 8–15 მგზავრი კომფორტულ ვარიანტში.
კუდა კოჭა პროფილირებული კვეთისაა და გადადის პროფილირებულ დამაბოლოებელ კოჭაში კილის სახით, რომელზეც დაყენებულია სტაბილიზატორი და საჭის ხრახნი, საკუდე კოჭას ქვეშ დიდი, ფუზელაჟისქვეშა კილი აყენია. სტაბილიზატორი ტრაპეციის ფორმისაა, რომელსაც 1,34 კვადრატულ მეტრამდე გაზრდილი ფართობი და ამოტრიალებული აეროდინამიკური, დიდი სიმრუდის პროფილი გააჩნია.
შასი აკეცვადია, სამსაყრდენიანი, ცხვირა საყრდენით. ის გათვლილია ვერტიკალურად 3მ/წმ სიჩქარით დაცემის გასაძლებლად. მწევი ხრახნი აღჭურვილია ფრთების და მუხრუჭის სახსრული სამაგრით. ყოველი ფრთის ვერტიკალური სახსარი აღჭურვილია ელასტომერული საკისარით, რომელიც ფრთის ვიბრაციის დემფერირებას ახდენს. ფრთები კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული, ფრთის ქორდა 0,6 მეტრია. საჭის ხრახნის ხუთფრთიანია, მისი დიამეტრი 3,05 მეტრია, და გააჩნია გაუმჯობესებული პროფილი.
ძრავები განთავსებულია ფიუზელაჟის ზედა მხარეზე, მწევი ხრახნის წინ, ისინი დაფარულია გარსშემომდენით და გააჩნიათ მტვერდამცავი განცალკევებული ჰაერმიმღებები. მონტაჟ/დემონტაჟისთვის ძრავის ჰაერშემომდენის წინა კონსოლა მიმმართველების დახმარებით წინ ცურდება. მომსახურების გასაადვილებლად ძრავის გარსშემომდენებს ორი ასახდელი პანელი გააჩნიათ. ძრავებს მოდულური კონსტრუქცია გააჩნიათ. ძრავა Makila–1A–ს წონა აღჭურვილობით 242 კილოა.
აირტურბინული ძრავა Makila–ს აკეტი ჭრილში

ვერტმფრენის AS.332B, В1 და С ვარიანტებს მთლიანობაში 1560 ლიტრა ტევადობის ხუთი რბილი ავზი გააჩნიათ. AS.332L, LM და М ვარიანტებს ექვსი რბილი ავზი აქვთ, რომელთა ტევადობაც 2060 ლიტრს უტოლდება. გათვალისწინებულია 1900 ლიტრი ტევადობის ოთხი შიდა ავზის და ორი 700 ლიტრიანი დასაკიდი ავზის დაყენება. საბრძოლო ვერტმფრენების ავზები პროტექტირებულია. მთავარი რედუქტორი ხუთსაფეხურიანი, მოდულური კონსტრუქციისაა, აღჭურვილია ორი ტორსმზომით და ორი გაცალკევებული პოხვის ჯაჭვით, რედუქტორი ძრავებს შორისაა განთავსებული. ვერტმფრენის მართვის სისტემა ჰიდრავლიკურია, დუბლირებული, შეწყვილებული ჰიდროგამაძლიერებლით.

AS.332 L1–ის ტაქტიკურ–ტექნიკური მონაცემები:

  • მაქსიმალური წონა – 8 600კგ.
  • მაქსიმალური წონა გარე ტვირთით – 9 350კგ.
  • მარგი დატვირთვა – 4 085კგ.
  • ცარიელის წონა – 4 515კგ.
  • ტევადობა – 2 პილოტ + 19 მგზავრი (კომფორტულ კონფიგურაციაში).
  • ძალური დანადგარი – 2 ტურბოხრახნული ძრავა
  • ძრავის ტიპი – Makila-1A1
  • ძრავის სიმძლავრე – 1 400 კვტ/1,877 ც/ძ ლილვიზე
  • მაქსიმალური კრეისერული სიჩქარე – 262კმ/სთ.
  • ფრენის მაქსიმალური მანძილი – 866კმ.
  • ფრენის მაქსიმალური მანძილი – 454კმ. (8 600კგ)
  • სიგრძე – 16.29მ.
  • ხრახნის დიამეტრი – 15,6მ.
  • სიმაღლე – 4,8მ.
  • პრაქტიკული ჭერი – 6 000მ. (6 100მ. სხვა წყაროების თანახმად)
  • სწრაფამწეობა – 8,2მ/წმ–ში (8 600კგ)


 ქართული AS.332 L1 Super Puma (2012 წლის აგვისტო, ყაზბეგი)



წყარო:


დამრტყმელი ვერტმფრენი Cobra ირანულად

ირანის ახალი თავდაცვის მინისტრის, Ahmad Vahidi–ს წარდგენის ცერემონიალზე ასევე მოხდა სხვა სიახლის წარდგენაც – მოხდა ახალი ირანული დამრტყმელი ვერტმფრენი «Toufan–2» (ქარიშხალი–2) პრეზენტაცია, რომლის გამოცდებიც სულ ახლალხანს დაიწყო. 



ახალი ვერტმფრენი წარმოადგენს «Toufan»–ის ხაზის გაგრძელებას, რომელიც თავის მხრივ AH-1–ის უბრალო ასლია (ან შეიძლება გადაკეთებაც კი). აღსანიშნავია რომ ირანმა რევოლუცამდე  ამერიკისგან 202 ერთეული ამ ტიპის ვერტმფრენი იყიდა. 












როგორც ჩანს «Toufan–2» აღჭურვილია ირანული წარმოების არც თუ ისე ცუდი საბორტე ელექტრონიკით და ოპტიკით. ამ ვერტმფრენის გარდა ირანი  Bell–214–ის ბაზაზე სხვა ვერტმფრენებსაც აწარმოებს, ისეთებს როგორებიცაა – სატრანსპორტო Panha–1, Panha–2 და Shahriar.

Wednesday, January 2, 2013

HAWK vs Missile

მიწა–მიწა კლასის რაკეტა «Honest John»–სის გადაჭერა საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი HAWK–ის მიერ – კომპლექსის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გამოცდის ფარგლებში. 


ორ ქვედა სურათზე გამოსახულია მიწა–მიწა კლასის რაკეტა MGM-52 «Lance»–რის გადაჭერა HAWK–ის მოდერნიზირებული რადარი AN/TPS-59(V)3–ით და ასევე მოდერნიზირებული რაკეტა MIM-23K/MIM-23J–ით. სურათები გადაღებულია 90–იანების დასაწყისში, ამერიკის საზღვაო ქვეითების მიერ ჩატარებული ცდების დროს.

"In 1991, the USMC successfully demonstrated the use of a modified Lockheed Martin AN/TPS-59 tactical long-range radar system to search and track Theater Ballistic Missiles (TBM) in conjunction with a Hawk fire-control unit. The AN/TPS-59(V)3 radar can track targets at up to 475 km (295 miles) range and 150 km (90 miles) altitude. Although no actual firing took place, these tests prompted the USMC to upgrade its Hawk units with an anti-TBM capability. The MIM-23G/H Hawk missiles were upgraded to Enhanced Lethality Missile configuration, designated MIM-23K and MIM-23J, respectively (note "reversed" suffix letters). The MIM-23J/K has a new high-grain fragmentation warhead and new fuzing circuitry to make it effective against ballistic missiles, and in 1994, several intercepts of MGM-52 Lance  short-range ballistic missiles were successful. The MIM-23L and MIM-23M missiles have the new fuzing circuits of the MIM-23K and MIM-23J, respectively, but don't have the latter's new warhead."
წყარო:
Raytheon SAM-A-18/M3/MIM-23 Hawk




ასევე აღსანიშნავია რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამხრეთ კორეამ ბალისტიკურ რაკეტებთან საბრძოლველად საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი HAWK გააუმჯობესა.

P.S. ეს ანტისარაკეტო შესაძლებლობები საკმაოდ საინტერესოა იმ ჭორების ფონზე, რომლების თანხმადაც ამერიკამ საქართველოს საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი HAWK–ები გადასცა (რამდენად რეალურია არ ვიცი, მაგრამ ამაზე საუბარი და ჭორები ამ ცოტა ხნის წინა ინტენსიურად მიმდინარეობდა ქართულ ინტერნეტ სივრცეში). 

«Patriot» – ოპერაციის დასაწისი

2012 წლის 4 დეკემბერს NATO–ს ხელმძღვანელობამ თურქეთის ტერიტორიაზე საზენტიო–სარაკეტო სისტემების, «Patriot»–ების გაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. NATO–ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გაშლის ოპერაცია 2013 წლის დასაწყისში დაიწყება და 2014 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მისი მიზანი თურქეთისა და სირიის საზღვრის 900 კილომეტრიანი მონაკვეთის გაკონტროლება და სირიის მხრიდან პოტენციური საჰაერო დარტყმებისგან თურქეთის დაცვაა.
NATO–ს ხელმძღვანელობამ თავისი მეკავშირის საჰაერო სივრცის დასაცავად გადაწყვიტა «Patriot»–ის ყველაზე თანამედროვე ვერსიის, PAC-3–ის გაშლა, რომელიც მხოლოდ აშშ–ს, ნიდერლანდებისა და გერმანიის შეიარარებაში იმყოფება. ყოველი ამ ქვეყანათაგანი თურქეთს ორ ასეთ კომპლექსს მიაწოდებს, თავისი საბრძოლო გათვლებით, რომლებიც მთლიანობაში 400 კაცი იქნება.
ორი ამერიკული სისტემა ქალაქ ღაზიანტებთან განთავსდება და საჰაერო სივრცეს სირიულ ქალაქ ალეპუმდე გააკონტროლებს. ჰოლანდიური «Patriot»–ები თურქეთის სამხრეთ პროვინცია ადანაში განთავსდება და ხმელთაშუა ზღვის საჰაერო სივრცეს სირიის პორტებამდე – ლატაკიამდე და ტარტუსამდე გააკონტროლებს. ორი გერმანული სისტემა პროვინცია კახრამანმარშში, საზღვრიდან 100 კილომეტრში განთავსდება და მათ და ამერიკელებს საერთო სამოქმედო ზონა ექნებათ.
2012 წლის დეკემბერში ბუნდესვერმა, მას მერე რაც თურქეთმა დახმარებისთვის მიმართა, გადაწყვიტა ამ ქვეყანაში «Patriot»–ის ორი სისტემა გაეგზავნა, მაგრამ როგორც გერმანიის სამხედრო მეთაურობა აცხადებს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სირიის ტერიტორიაზე "არასაფრენი ზონა" იქნება გამოცხადებული.
დღეს სისტემების გასაშლელი მომზადებები უკვე დასრულებულია. როსტოკთან მდებარე ქალაქ ზანიცში და ბად–ზულცეში დისლოცირებული მე–2 ჰაერსაწინააღმდეგო ესკადრილიის ქვედანაყოფები მზად არიან გამშვებების, რადიოლოკაციური სადგურების და ტექნიკური უზრუნველყოფისგან შემდგარი კოლონით დაიძრნენ. ტექნიკის გადაცემა 2013 წლის 7 იანვარს, პორტ ტრავემუნდეში (ლიუბეკი) განხორციელდება. აქედან სისტემები 8 იანვარს თურქეთში ზღვით იქნებიან გადაყვანილები და იქედან გასაშლელად კახრამანმარშში იქნებიან გადასროლილები.
სისტემების გათვლის 170 გერმანელი ჯარისკაცი ადგილზე თვითმფრინავებით მოგვიანებით იქნებიან გადაყვანილები. მომავალში ქვედანაყოფის შემადგენლობა სავარაუდოდ 400 კაცამდე გაიზრდება. გეგმის ტანახმად 1 თებერვალს გერმანული კონტინგენტი საბრძოლო რეჟიმზე უნდა იქნას გაყვანილი.
2006 წლიდან მოყოლებული დრემდე გერმანიაში 24 ჰაერსაწინაარმდეგო ქვედანაყოფი მსახურობს, რომლებიც «Patriot»–ებითაა აღჭურვილი. ყოველი კომპლექსის შემადგენლობაში შედის:
  • ბატაერის ცეცხლის მართვის პუნქტი AN/MSQ-104 (Engagement Control Station – ECS)
  • მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-65 (Radar Set – RS)
  • რვა გამშვები დანადგარი М901 (Launching Station – LS), ყოველი მათგანი ოთხი რაკეტა, MIM104C არის აღჭურვილი
  • ელექტროსადგური (Electric Power Plant – EPP ან Strom-Erzeuger-Aggregat – SEA)
  • ანძა–ანტენასთან და უზრუნველყოფის ჯგუფთან დამაკავშირებელი პუნქტი (AMG)

ქვემოთ მოყვანილია 2010 წელს გადაღებული გერმანული «Patriot»–ების სურათები, რომლებიც როსტოკ–ვარნემიუნდეში, სამხედრო–საზღვაო ბაზა «Hohe Düne» დისლოცირდება.