რუსების მე–7 ბაზაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი ტანკისტების სწავლება მიმდინარეობს. რეალური საბრძოლო სროლებისთვის T–90A-ს ეკიპაჟები ვირტუალურად ემზადებიან – კომპლექსური ტრენაჟორის დახმარებით ისინი სამიზნეს ეკრანზე ანადგურებენ.
კომპლექსური ტრენაჟორი უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების კავშირს მეთაურთან, ასევე ტრენაჟორში ჩადებულია რელიეფის უსწორმასწორობების გადალახვის ფუნქციაც – რის შედეგადაც სიმულატორ–კაბინას რეალური ტანკივით არყევს. უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს სატანკო დუელის წარმოებას ისეთ ტანკებთან, როგორებიცაა დასავლეთის არმიების შეიარარებაში მყოფი – Leclerc, Merkava, Abrams და სხვები. ამას გარდა ტრენაჟორზე შესაძლებელია მსუბუქ ჯავშანტექნიკასთან და დაბალ სიმაღლეზე მფრენ მიზნებთან ბრძოლის ტაქტიკის დამუშავება.
T–90A-ს ტრენაჟორში მეთაურისა და მემიზნე–ოპერატორის ადგილი
ტრენაჟორის ოპერატორის მართვი პუნქტი
წყარო:
P.S. ყოველმხრივ საინტერესო სიახლეა – პირველ რიგში აშკარაა რომ რუსებთან საბრძოლო დაპირისპირების შემთხვევაში ის ძველი T-62 და T–72 აღარ დაგვიპირისპირდებიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შემოიყვანა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, არამედ მოგვიწევს თანამედროვე T–90A–სთან ბრძოლა. ამას გარდა ისიც ნათელია რომ ამ ტანკებში საკმაოდ მომზადებული ტანკისტები იჯდებიან.
ჩვენ რით შეგვიძლია ამას ვუპასუხოთ – T–90A-ს საპირწონე ტანკს ჩვენ კარგა ხანი ვერ ვიყიდით, მაგრამ მის საპირწონე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ყიდვა აშკარად შეგვიძლია.