რუსული ტანკებისთვის გრძელი ქვეკკალიბრულების გამოყენება ავტომატური და მექანიზირებული დამტენის თავისებურებების მიზეზით შეუძლებელი იყო. საუბარია უახლეს რუსულ ქვეკალიბრულ ჭურვებზე - 3БМ59 "Свинец-1"–ით აღჭურვილ გასროლა 3ВБМ22-ზე და 3БМ60 "Свинец-2"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ23-ზე (ინფორმაცია ჭურვების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე - ახალი რუსული სატანკო ჭურვები "Свинец", "Грифель" და სხვები). აღნიშნული ჭურვები 740 მილიმეტრამდე გაზრდილი გულარით გამოირჩევიან. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად რუსეთის არმიის სატანკო პარკის მოდერნიზაციის პროექტებში ავტომატური და მექანიზირებული დამტენების გადაკეთება აქტიურად მიმდინარეობს, მაგალითისთვის Т-72Б3 მთელ პარკს ამ ჭურვების გამოყენება უპრობლემოდ შეუძლია. ამავე ჭურვების გამოყენება თავისუფლად შეუძლია Т-90А-ს და მცირედი გადაკეთების შემდეგ Т-80-ებსაც. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე სწორედ ახალი, წაგრძელებული ჭურვის პარამეტრებზე გადაკეთებული მექანიზირებული დამტენია აღჭურვილი.
ფოტოს წყარო:
Механизм заряжания, доработанный под БПС L=740 мм