Thursday, August 22, 2013

რამოდენიმე სიახლე რუსული ჯავშანტექნიკის შესახებ

რუსეთში მიმდინარე გამოფენა "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღე"–ს და მასე გამოფენილი მოდელების შესახებ უკვე ვწერდი – "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა. ამავე გამოფენაზე კიდევ რამოდენიმე საინტერესო ჯავშანტექნიკის გარეგანი იერი გამჟღავნდა:
 პლაკატზე გამოსახულია რუსეთის მომავლის არმიის მოტოქვეითებისთვის და მოტომსროლელებისთვის განკუთვნილი ჯავშანტექნიკის სამი სხვადასხვა სახეობა:
პირველი "Бумеранг" - საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი. ფოტოს მიხედვით ძალიან ჰგავს დასავლურ ანალოგებს. მანქანა ნახატის მიხედვით აღჭურვილია აქტიური დაცვის სისტემით (სავარაუდოდ "Афганит") და საბრძოლო მოდული "эпоха"-თი.
ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Курганец-25" – ძრავის წინა განლაგებითა და საბრძოლო მოდული "эпоха"-თი.
ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა "Армата"–ს ბაზაზე – წინა მანქანების მსგავსად აღჭურვილია საბრძოლო მოდული "эпоха"-თი. ტანკისგან განსხვავებით მანქანას ძრავა წინ უყენია.

P.S. რა თქმა უნდა ნახატებზე და მოდელებში ტექნიკა ზუსტად არაა გამოსახული, თუმცა ზუსტადაც რომ იყოს მათ სერიაში ჩაშვებამდე კიდევ ბევრი რამე შეიცვლება. ამიტომ ამ გამოსახულებებზე ბოლომდე ნდობა არშეიძლება, თუმცა რუსული ჯავშანტექნიკის განვითარების ძირითად მიმართულებას სწორედ ასახავს.

Wednesday, August 21, 2013

C-130J-30 Super Hercules მსოფლიოს უმაღლეს აეროდრომზე

2013 წლის 20 აგვისტოს ინდოეთის საჰაერო ძალების 77–ე ესკადრილიის კუთვნილმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა, Lockheed Martin C-130J-30 Super Hercules–მა, მსოფლიოს ყველაზე მაღლმთიან სამხედრო აეროდრომზე, Daulat Beg Oldie–ზე, წარმატებული დაშვება განახორციელა. აეროდრომი ჯამმისა და ქაშმირის შტატის ჩრდილოეთით, კარაკუმში, ლეჰის რაიონში მდებარეობს, ჩინეთის საზღვრიდან 8 კილომეტრის მოშორებით. აეროდრომის სიმაღლე ზღვის დონიდან 16 614 ფუნტია (5065 მეტრი).
დღემდე ამ აეროდრომზე ფრენებს მხოლოდ ინდოეთის საჰაერო ძალების კუთვნილი ვერტმფრენები და სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-32Б ახორციელებდნენ. დატვირთული С-130J-30 Super Hercules–ის მიერ Daulat Beg Oldie–ს აეროდრომზე დემონსტრირებული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზრდის ინდოეთის მიერ ამ რეგიონში სამხედრო მოსამსახურეებისა, აღჭურვილობისა და ქონების გადატანის პოტენციალს.

Lockheed Martin C-130J-30 Super Hercules–ის დაჯდომა Daulat Beg Oldie–ს აეროდრომზე
2008 წლის შეთანხმების თანამხად ინდოეთმა FMS–ის ხაზით 1,059 მილიარდი დოლარის ღირებულების 6 ცალი С-130J-30 მიიღო ამერიკისგან. ყველა თვითმფრინავი 2011 წელს იქნა მიწოდებული და მათთვის სპეციალურად შექმნილ 77–ე "Veiled Vipers"–ების ესკადრილიაში იქნა დაყენებულ სამსახურზე. ესკადრილია ჰინდანის აეროდრომზე ბაზირდება. 2012 წელს ინდოეთმა FMS–ის ხაზით 1,2 მილიარდის რირებულების დამატებით კიდევ 6 ცალი С-130J-30 შეუკვეთა.

წყარო:

"Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა

დღეს, 21 აგვისტოს, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღე". გამოფენაზე ურალვაგონმშენი ქარხნის სტენდზე გადაღებული იქნა ჯავშანტექნიკის რამოდენიმე საინტერესო მოდელის ფოტოსურათი: 

"Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა. მარცხნიდან მარჯვნივ – ხიდგამდები, მძიმზე ცეცხლმტყორცნელი სისტემა (ТОС-2) და ნაღმგადამღობი

ხიდგამდები (ძრავის უკანა განლაგებით)

მძიმზე ცეცხლმტყორცნელი სისტემა ТОС-2 (ძრავის უკანა განლაგებით)

ნაღმგადამღობი (ძრავის წინა განლაგებით) 

"Армата"-ს ბაზის შესახებ რამდენჯერმე უკვე ვწერდი:

Tuesday, August 20, 2013

B-1B Lancer–ის კატასტროფა

სტრატეგიული ბომბდამშენი B-1Β, რომელიც საჰაერო ბაზა Ellsworth–ზე ბაზირდებოდა, მონტანას უდაბნოში ცამოვარდა. ეკიპაჯის ოთხმა წევრმა კატაპულტირება მოასწრო, ოთხივე გადარჩა.
1985 წლის მერე, რაც გამანადგურებელი სერიაში ეს მეცხრე კატასტროფა იყო.

Monday, August 19, 2013

Leopard-1 - ბრიტანული ხედვა

ნულოვანი სერიის Leopard–1 (Porsche Type «814″)
გერმანელებმა ბრიტანულ მხარეს ნულოვანი სერიის ტანკი, ნომერით J03 გადასცეს. გამოცდები ლონგ ველლში, ალდერშოტში და სალისბერი–პლეინის პოლიგონზე მიმდინარეობდა 1966–1967 წლებში. გამოცდების მიზანი ბრიტანული ტანკების Chieftain Mk.2 და Centurion Mk.5 გერმანულ ტანკთან შედარება იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო დიდი კუთრი სიმძლავრის გამო, სწორ მონაკვეთებზე Leopard, თავის ბრიტანელ ოპონენტებთან შედარებით უფრო სწრაფი და დინამიკური გამოდგა. აღინიშნა ასევე კარგი მოქნილობა და მაღალი უკუსვლის სიჩქარე. დასერილ ადგილმდებარეობაზე გერმანულმა "კატამ" თავი ცუდად გამოიჩინა – რბილ გრუნტზე (აღმართზე) გადაადგილებისას აღინიშნა მუცელზე დაჯდომისა და მიწაში კორპუსის ცხვირით წარჭობის ტენდენცია.
ფერდობზე გვერდითი დახრილობით სიარულისას მუხლუხის გადაძრომას ჰქონდა ადგილი, ხოლო მუხლუხების მიწაზე მოჭიდების თვისება არასაკმარისად იქნა ცნობილი, მანქანას წაბუქსავების გამო არ შეეძლო 35 გრადუსიანი ბალახით დაფარული აღმართის დაძლევა. ამის პარალელურად მაღალი კუთრი სიმძლავრე მას საშუალებას აძლევდა გადაელახა ხანგრძლივი აღმართები მე–2 და მე–3 გადაცემებზე. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ დასერილ ადგილმდებარეობაზე Chieftain–ის ძვრადობა პრაქტიკულად შეესაბამებოდა Leopard–ის ძვრადობას.
გარკვეული სიურპრიზი გამომცდელებისთვის გამოდგა ის, რომ საკმაოდ მოძველებული Centurion, იმავე პირობებში თითქმის არ ჩამორჩა ახალ მანქანებს. Leopard–ის დიდ უარყოფით მხარედ Chieftain შედარებით ჩაითვალა  დასერილ ადგილმდებარეობაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას გაქანის ტენდეცია, უფრო წარმატებული საკიდარისა და სტაბილიზატორის არსებობის გამო Chieftain შეიარაღების უფრო უკეთეს პლატფორმას წარმოადგენდა.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, გზის სწორ მონაკვეთებზე Leopard–მა გადაადგილების შედარებით მაღალი სიჩქარე აჩვენა, მაგრამ ამ პარამეტრშიც ყველაფერი კარგად ვერ იყო. საყრდენი თვლების ბანდაჟების გაცხელების გამო მაქსიმალური სიჩქარით გადაადგილება მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი, 50კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში გადახურება ერთ საათში დგებოდა და მოძრაობის გაგრძელების მიზნით საჭირო იყო სიჩქარის 40კმ/სთ–მდე დაგდება. გაკეთებული იქნა ლოგიკური დასკვნა, რომ პრაქტიკაში გერმანული ტანკის სიჩქარის პოტენციალის რეალიზება გართულებული იყო. Chieftain ასეთი შეზღუდვები არ ჰქონდა და ამიტომ შეეძლო მაქსიმალური სიჩქარით შეუზღუდავად დიდხანს ემოძრავა.
Leopard J03 1963 წელს იქნა აწყობილი და ბრიტანელებისთვის გადაცემი მომენტში უკვე 18 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. როგორც ბრიტანულმა მხარემ განაცხადა მიუხედავად არსებული დიდი ცვეთისა, ყველა კვანძი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო და გამართულად მუშაობდა.
–სავალ ნაწილში მოხლოდ წამყვანი თვლების კბილანებიანი გვირგვინის შეცვლა გახდა საჭირო. აღინიშნა მუხლუხების რეზინის დეტალების კარგი მდგომარეობა.
–გამოცდებისას 360 კილომეტრის გავლის შემდეგ შეცვლილი იქნა ძალური ბლოკი.
სალსბერი–პლეინის პოლიგონზე გამოცდებისას ეკიპაჟი Leopard–ში 36 საათის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებოდა. აღინიშნა რომ ყველა სამუშაო ადგილს, სივიწროვის მიუხედავად, შესანიშნავი საცხოვრი პირობები ჰქონდა, ხოლო მართვის ხელსაწყოების გამოყენება ადვილად და უბრალოდ ხდებოდა.
უნდა აღინიშნის, რომ ბრიტანელების მიერ გამოვლენილი ბევრი "სუსტი ადგილი" გერმანელებისთვის უკვე ნაცნობი იყო – მიწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებული იყო ზოგიერთი გადაკეთება, რომელიც სერიული წარმოების დროს იქნა დანერგილი და მათი გატარება J03–ზეც უნდა განხორციელებულიყო.
ბრიტანული მხარის დასკვნები:
–უზარმაზარი გარბენისა და ძლიერი ცვეთის გამო ვერ მოხერხდა გერმანული მაქნანის საიმედოობის შეფასება.
–Leopard–ის გამოყენების უბრალოება და სიადვილე და რეგლამენტირებული სამუშაოების გატარებისას ეკიპაჟზე დაბალი დატვირთვა საბრძოლო ამოცანაზე ფოკუსირებისა და მისი მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების საშუალებას იძლევა.
–დასერილ ადგილმდებარეობაზე გადაადგილების მაღალი სიჩქარე.
–დამხმარე ძალური დანადგარის არ არსებობის მიუხედავად, მანქანას 8 საათის განმავლობაში შეუძლია საბრძოლო პოზიციაზე "ფარული დაკვირვების" რეჟიმში იმყოფებოდეს ჩართული კავშირგაბმულობის საშუალებებით, დამიზნების ამძრავებით და პასიურ რეჟიმში ღამე ხედვის ხელსაწყოებით.
–ძალური ბლოკის პრობლემები და მტყუვნებები სერიულ მანქანებზე იქნა გადაჭრილი.
–არასაკმარისი საცეცხლე ძალის გამო მანქანა არ ვარგა საბრძოლო გამოყენებისთვის, შეიარაღების სტაბილიზატორის და ჯავშანდაცვის არ არსებობა, რომელიც ამძრავობის უმნიშვნელო (და ზოგიერთი სცენარისთვის არ არსებული) გაუმჯობესებას შეეწირა.

P.S. გაუგებარია ბრიტანელების პრეტენზიები მუხლუხების მოკიდებასთან დაკავშირებით – მანქანამ 18 000 კილომეტრი გაირბინა ბრიტანულ გამოცდებამდე, რაც საშინელი ციფრია ნებისმიერი ტანკისთვის და 35 გრადუსიან აღმართზე წაბუქსავება საკმაოდ ნორმალურია. 
ასევე გაუგებარია ჯავშანდაცვაზე არსებული პრეტენზიაც – Leopard–1–ის ჯავშანდაცვა არასოდეს არ ბრწყინავდა, მაგრამ არც Chieftain არ იყო წასული ამ მხრივ გერმანული კატისგან ძალიან შორს. აშკარა უპირატესობა მხოლოდ კოშკურის შუბლა დაცვაში ჰქონდა.

წყარო:

Sunday, August 18, 2013

ცოტა რამე გერმანული Marder–ის შესახებ

ამ ქსმ–ის განხილვისას ძალიან ხშირად მის მაღალ დაცულობას ახსენებენ. რეალობაში რამდენად კარგადაა დაცული  Marder, Marder A1 და Marder A2?

წყარო : H. Lohmann, R.Hilmes. Schützenpanzer Marder: Die technische Dokumentation des Waffensystems. Stuttgart 2011

ქართულად

როგორც ვხედავთ არაფერი განსაკუთრებული საბჭოთა БМП-1 ან БМП-2–თან შედარებით. ფაქტიურად ანალოგიური დაცვა აქვს საბჭოთა და გერმანულ მანქანებს. შედარებით მაღალი ჯავშანდაცვა თავისი დროისთვის (80–90–იანები) Marder A3 გააჩნია, რომელიც გაურკვეველი მანძილიდან იჭერს 30მმ–ნ ჭურვებს :

БМП-1–ის დაცვა "Jane`s"–ის თანახმად


БМПТ ალჟირში

ინტერნეტ ბლოგ secret-difa3–ზე გავრცელდა ალჟირში გამოცდებისას გადაღებული რუსული ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ Терминатор–ის ფოტოსურათები. როგორც ჩანს ლივიაში და სირიაში განვითარებულმა აპოკალიფსურმა მოვლენებმა ალჟირის ხელისუფლებას უბიძგა მაღალტექნოლოგიური, მობილური და საიმედო შეიარაღების შესყიდვისკენ და რაც მთავარია ალჟირი ავადმყოფურად ცდილობს შეიძინოს თანამედროვე დაკვირვების, თვალთვალის და ინფრომაციის ცოცხალ დროში გაცვლის სისტემები.
სავარაუდოდ ამ მიზნით ალჟირმა სწორედ ქალაქის ბრძოლებისთვის შექმნილი რუსული БМПТ Терминатор–ის გამოცდების სურვილი გამოთქვა. გამოცდები როგორც ცნობილია ალჟირის მთებში მდებარე პოლიგონ Hassi Bahbah–ში განხორციელდა.