Showing posts with label ბაზა. Show all posts
Showing posts with label ბაზა. Show all posts

Thursday, November 7, 2019

რუსი სამხედროები ამერიკულ ბაზას დაეპატრონნენ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

სირიაში, რაქქას პროვინციში, რუსი სამხედროების კოლონა, რომელიც მიალხოებით 40 მანქანისგან შესდგებოდა, აინ-ისსას ბაზაზე შევიდა. აღნიშნულ ბაზაზე ადრე ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

რუსული სამხედრო კოლონის შემადგენლობაში შენიშნული იქნა შემდეგი ავტოტრანსპორტი:

  • Тайфун-К
  • СБМ "Тигр-М"
  • Урал-4320
  • БТР-82А
  • КамАЗ-ის ბაზაზე კავშირისისა და მეთაურობის კუნგები
  • КамАЗ-5350
  • ამას გარდა გამოყენებული იქნა სამოქალაქო სატვირთოები, რომლებმაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები და სამხედროების სხვა ქონებგა შეიტანეს ბაზაზე.

Saturday, December 1, 2018

რუსეთი საქართველოში ამერიკული აეროდრომის წინააღმდეგ

აშშ-ს ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები სწავლება Noble Partner-2018-ზე. ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, საჩვენებელი გამოსვლა (წყარო - Noble Partner 2018 - საჩვენებელი გამოსვლა)

რუსეთი არ მალავს გაღიზიანებას აშშ-საქართველოს შეთანხმების გამო, ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობის თაობაზე. მოსკოვი სეპარატისტებთან ერთად გეგმავს ვაზიანის თემა, ჟენევის დისკუსიების 46-ე რაუნდზე წამოჭრას, რომელიც შვეიცარიაში 10-11 დეკემბერს შედგება. ნახეთ ზაზა წულაძის სიუჟეტი.


Friday, October 16, 2015

ირანის ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა ბაზა

ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars–მა გამოაქვეყნა საშუალო სიშორის, თხევადსაწვავიანი, მობილური სარაკეტეო კომპლექსების, Qadr F და Shahab-3  მიწისქვეშა ბაზის ფოტოსურათები. რაკეტების ფრენის საშუალო მანძილი 1900–2000 კილომეტრს შეადგენს. სააგენტოს განცხადების მიხედვით ბაზა კლდეში, 500 მეტრის სიღრმეზეა გამოჭრილი. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ავიაკოსმოსური ძალების მსგავსი ბაზები "მთელ ქვეყანაშია გაფანტული", აცხადებს Fars, თუმცა ეს ნაკლებად დამაჯერებელია და არაა გამორიცხული რომ ეს ბაზა ერთადერთი იყოს.


Wednesday, August 21, 2013

"Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა

დღეს, 21 აგვისტოს, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღე". გამოფენაზე ურალვაგონმშენი ქარხნის სტენდზე გადაღებული იქნა ჯავშანტექნიკის რამოდენიმე საინტერესო მოდელის ფოტოსურათი: 

"Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა. მარცხნიდან მარჯვნივ – ხიდგამდები, მძიმზე ცეცხლმტყორცნელი სისტემა (ТОС-2) და ნაღმგადამღობი

ხიდგამდები (ძრავის უკანა განლაგებით)

მძიმზე ცეცხლმტყორცნელი სისტემა ТОС-2 (ძრავის უკანა განლაგებით)

ნაღმგადამღობი (ძრავის წინა განლაგებით) 

"Армата"-ს ბაზის შესახებ რამდენჯერმე უკვე ვწერდი: