Saturday, March 29, 2014

დღის ფოტო – სხვაობა შედარებისას იგრძნობა

ვისაც ან უნახავს ან უფრენია C-130–ით, იცის რომ ის დიდი თვითმფრინავია – ახლა წარმოიდგინეთ რამხელაა C–5

Thursday, March 27, 2014

Wednesday, March 26, 2014

დღის ფოტო (უფრო სწორედ ფოტოები) – ორი უსასრულობის შეხვედრა ადენის ყურეში

22 მარტი, აშშ–ს საზღვაო ფლოტის ორი ავიამზიდის – CVN-75 "Harry S. Truman"–ისა და CVN-77 "George H. W. Bush"–ის შეხვედრა ადენის ყურეში

სხვადასხვა ავიამზიდზე მომსახურე ორი დის ემოციური შეხვედრა

ქმარი, ავიამზიდ "Harry S. Truman"–ის საავიაციო შეიარარების მე–2 კლასის სერჟასნტი, ეხვევა თავის ცოლს, რომელიც ასევე მე–2 კლასის შეიარაღების სერჟანტია ავიამზიდ "George H. W. Bush"–ზე

JAS 39E – ეს არა მხოლოდ მოდიფიკაციაა, ეს ახალი გამანადგურებელია

კომპანია SAAB–მა, გამანადგურებელ JAS–39E Gripen–ის პროექტის შესახებ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იქნა მომზადებული, დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა. თუმცაღა ამას წინ 6 წლიანი სამეცნიერო–კვლევითი სამუშაო უსწრებდა წინ. ფაქტიურად JAS–39E Gripen ეს არის ახალი გამანადგურებელი, რომელსაც წინამორბედ JAS–39C/D ვერსიასთან ძალიან ცოტა საერთო აკავშირებს.
ცარაიელი გამანადგურებლის წონის უმნიშვნელო ზრდის მიუხედავად, 5900–დან 6300 კგ–მდე, საწვავის მარაგის გამანადგურებელში თითქმის გაორმაგდა და 3360კგ–ს მიაღწია. ასევე 2000კგ–თი გაიზარდა მაქსიმალურმ ასაფრენი წონა.
ახალი ძრავის, General Electric F414-ის წყალობით, რომლის წევა 6,5ტ (ფორსაჯზე 10ტ) უდრის, გამანადგურებელს შეუძლია განახორციელოს უფორსაჟო ზებგერითი ფრენა M=1,25 სიჩქარეზე. ბრაზილიელების განცხადების თანახმად, გამანადგურებლის ფრენის რადიუსი 1300კმ–ს, ხოლო ფრენის სიშორე 4000კმ–ს უდრის (ქვეყნის ზომების გათვალისწინებით მათთვის ეს მნიშვნელოვანია).
თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება მოძრავ სამაგრზე დამონტაჟებული AESA რადარით (ხედვის არე ±100 გრადუსი), ინფრაწითელი ლოკატორით (აფიქსირებს თვითმფრინავის ზედაპირის უმნიშვნელო ტემპერატურულ ცვლილებას თვით ზომიერ ბგერამდელი სიჩქარით ფრენის დროსაც) – მოკლედ ყველაფერი სპეციალურად ისეა რომ გამანადგურებელმა Stealth-ებთან ბრძოლა შესძლოს.
და რაც მთავარია, ხელმარჯვე ოსტატები – Gripen–ის ერთი საფრენი საათი დღეს 7500$ ჯდება – შეადარეთ ამერიკული გამანადგურებლების, F-16–ისა და F=35–ის ფრენის ღირებულებას, რომელიც 20–30 000$ დოლარს უდრის. SAAB–ის განცხადების თანახმად JAS–39E–ს საფრენოსნო საათის ღირებულება 40% იქნება შემცირებული (ბრაზილიელები საათში 4000$–ზე საუბრობენ).
სუფთა თეორიულად JAS–39E–ს მე–5 თაობისგან აშკარად გამოხატული "Stealth" მახასიათებლების არ ქონა განასხვავებს (თუმცაღა RCS საკმაოდ შემცირებულია)... მაგრამ, აშშ–ს ფლოტის წარმომაგენლები – რომლებსაც დიდი ხანია "Stealth"–ები არ უყვართ, აღნიშნავენ რომ დღეს–დღეობით უფრო მნიშვნელოვანია არა "Stealth"–ობა, არამედ გადარჩენადობაა. და აი სწორედ აქ Gripen–ს ყველაფერი წესრიგში აქვს – ახალი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა, საბუქსირე სატყუარები, თანამედროვე საინფორმაციო სისტემები, რაც მის გადარჩენადობას თანამედროვე "Stealth"–ების დონეზე სწევს, ანუ შვედების შეფასებით – რუსული თანამედროვე, ციფრული ჰსთ სისტემებისა და მე–5 თაობის გამანადგურებლის, Т–50–ის წინააღმდეგ.


წყარო:

Monday, March 24, 2014

დღის ფოტო – გაიზარდა იხვის ჭუკი

კიდევ ერთი მახინჯი იხვის ჭუკი, ამჯერად ბრიტანული ვერტიკალური აფრენ დაფრენის გამანადგურებელი Harrier.

შორეული 60–იანები – Harrier–ის პროტოტიპი XV-6A Kestrel აშშ–ში გამოცდებზე

აშშ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის AV-8B Harrier II+ დღეს


P.S. აღარ ვიცი რა დავაწერო – ნახე ათი განსხვავება თუ ნახე ათი მსგავსება :D

უკრაინის გვარდიის ახალი БТР-4–ები

როგორც უკრაინის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, ა.ავაკოვის ფეისბუკის გვერდიდან ხდება ცნობილი – მალიშევის სახელობის ქარხანაში დარჩენილი БТР-4Е–ბი, უკრაინის ახლად შექმნილ ეროვნულ გვარდიას გადასცეს.
ჯტრ–ებს შორისაა, ამ ცოტა ხნის წინათ წარმოდგენილი დამატებით დასაკიდ ჯავშნიანი ვარიანტიც (ცენტრში) (ამ ვარიანტის შესახებ უკვე ვწერდი – ხარკოვის მანქანათმშენებელ ბიუროში БТР-4–ის დამატებით ჯავშნიანი ვარიანტი შექმნეს).
როგორც ჩანს ჯეტ–რები საესპორტოდ განკუთვნილი პარტიებიდანაა ("უდაბნოს" შეფერილობა), ნაწილი საერთოდ არაა შეღებილი და დაკომპლექტებული (მარჯვნიდან მე–2 სამიზნის გარეშეა).

(ფოტოები გადიდებადია)

Sunday, March 23, 2014

ესტონეთი CV90–35NL–ებსა და PzH–2000–ებს ყიდულობს – და ჩვენ?

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ჰოლანდიის არმიის შეიარაღებიდან მოხსნილი და გასაყიდად გამოტანილი 44 ცალი СV9035NL–ები და უცნობი რაოდენობის PzH–2000–ები შეისყიდოს.
ამას გარდა ჰოლანდიის არმიამ გასაყიდად გამოიტანა საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი "Boxer"–ების და სადაზვერვო ჯავშანმანქანა "Fennek"–ის შასიზე დადგმული ტსსკ SPIKE–ს რამდენიმე ერთეული, თუმცა ამ მანქანების შესყიდვის შესახებ ცნობილი არაფერია.
წლის დასაწყისში ესტონეთის თავ.სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებდა ამერიკულ მხარესთან ქსმ "Bradley"–ს შესყიდვის შესახებ, თუმცა შემდეგ უარი ითქვა მისი სიძველის გამო. ასევე უარის ერთერთი სავარაუდო მიზეზი ისიცაა რომ, ამ მანქანასთან ერთად ესტონელებს ტსსკ TOW–ებიც უნდა შეესყიდათ.

წყარო:


P.S. დაველოდოთ როგორ გადაწყვიტავენ ამ შესყიდვის საქმეს ესტონელები. ამ ცოტა ხნის წინათ მანთ Leo-2A4–ების შესყიდვის შანსი გაუშვეს ხელიდანთ საკუთარი შეცდომების გამო.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენი მთავრობა როგორც ჩანს სირაქლემას პოზაშია, მაგრამ ეს იმედია მხოლოდ ჩანს და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რომ სადღაც რაიმე ანდერგრაუნდი გადაადგილებები მაინც ხდება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ეფექტური ნაბიჯები იდგმება. თუმცა დაველოდოთ, ყველაფერი გამოჩნდება თავის დროზე.