Showing posts with label CV-90-35. Show all posts
Showing posts with label CV-90-35. Show all posts

Thursday, October 13, 2016

ესტონეთმა ნიდერლანდებიდან ქსმ CV9035NL Mk III-ის პირველი პარტია მიიღო

როგორც ესტონური მასმედია იუწყება, 2016 წლის 7 ოქტომბერს ესტონეთის საზღვაო პორტ პალდისკიში, ფინურმა სატვირთო Finnsun-მა ესტონეთის არმიისთვის ნიდერლანდებში შეძენილი 44 ცალი ქსმ CV9035NL Mk III-იდან პირველი 12 მანქანიანი პარტია ჩაიყვანა. ქსმ-ბთან ერთად ასევე გადაყვანილი იქნა ტანკ Leopard-1-ის ბაზაზე აწყობილი ერთი ცალი სასწავლო მანქანა
ერთ ცალი შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Standard. მთელი ტექნიკა ხომალდიდან გადმოტვირთვის შემდეგ ესტონეთის არმიის ეგერთა 1-ლი ქვეითი ბრიგადის ელიტარულ სკაუტთა ბატალიონის (Scoutspataljon) ბაზაზე, ტაპაში იქნა გადაყვანილი.
როგორც ცნობილია შვედური წარმოების (BAE Systems Land Systems Hägglunds AB) ჰოლანდიის არმიის კუთვნილი 44 ქსმ CV9035NL Mk III-ის  შეძენის 113 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტს ხელი მხარეებმა 2014 წლის 9 დეკემბერს მოაწერეს (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ესტონეთმა ნიდერლანდებთან ქსმ CV9035NL Mk III შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა). შეკვეთაში ასევე შედის ჰოლანდიის არმიის კუთვნილი Leopard-1-ის ბაზაზე შექმნილი ექვსი ცალი ჯავშანმანქანა (ორი სასწავლო, ორი საინჟინრო ტანკი Pionirpanzer და ორი შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Standard) და ასევე სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები, საკუთნო და სწავლების პაკეტი. მიწოდება 2016-2018 წლების განმავლობაში განხორციელდება. აღსანიშნავია რომ 1991 წლიდან ესტონეთის არმიისთვის ეს უმსხვილესი სამხედრო შესყიდვაა.

 ესტონეთში ჩასული ქსმ CV9035NL Mk III-ის პირველი პარტიის ჩამოტვირთვა პალდისკში

წყარო:

Tuesday, February 24, 2015

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ნარავაში

24 თებერვალს, ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ნარვას ოლქში ესტონეთის თავდაცვითი ძალების აღლუმი გაიმართა
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის 97 იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმს თავდაცვითი ძალების მეთაური, რიხო ტერრასა ხელმძღვანელობდა, აღლუმი ჩაიბარა ესტონეთის პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

ჩვენ ჩვენთვის საინტერესო ჯავშანტექნიკაზე გავამახვილებთ ყურადღებას. აღლუმზე გამოყვანილი იქნა ფინური Sisu Pasi XA-180-ბი

ყველაზე საინტერესო ახლად შეძენილი CV–90–35NL იყო. 44 ცალი ასეთი მანქანა ესტონეთმა ნიდერლანდებისგან შეისყიდა (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – ესტონეთმა ნიდერლანდებთან ქსმ CV9035NL Mk III შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა)

ნიდერლანდებში ქსმ–ბთან ერთად ნაყიდი შეჯავშნული საინჟინრო მანქანა Pionirpanzer

ესტონეთის არმიასთან ერთად აღლუმზე ამერიკული არმიაც გამოვიდა, რომელმაც აღლუმში ჯტრ Stryker-ებით ჩამოიარეს




 წყარო:
В Нарве прошел военный парад Сил обороны Эстонии


Wednesday, December 10, 2014

ესტონეთმა ნიდერლანდებთან ქსმ CV9035NL Mk III შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა

2014 წლის 9 დეკემბერს ჰააგში, ესტონეთისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს უკვე დიდი ხნის წინ მსჯელობის საგნად გამხდარ ხელშეკრულებას (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – ესტონეთი CV90–35NL–ებსა და PzH–2000–ებს ყიდულობს – და ჩვენ?), რომლის თანახმადაც ჰოლანიური მხარე 113 მილიონი ევროს საფასურად ესტონეთს შვედური წარმოების (BAE Systems Land Systems Hägglunds AB) 44 ცალ ქსმ CV9035NL Mk III გადასცემს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს Leopard-1–ის ბაზაზე არსებული 6 ცალი ჯავშანმანქანის მიწოდებას (ორი სატანკო ხიდგამდები Biber, ორი მესანგრის მანქანა Pionirpanzer და ორი შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა Standard).

ესტონეტის მინისტრი ნიდერლანდების არმიის საკუთრებიდან შეძენილ ერთ–ერთ ქსმ CV9035NL Mk III–ს ათვალიერებს
CV–90–ის ოჯახობაში ქსმ CV9035NL Mk III ყველაზე თანამედროვედ ითვლება. მანქანები აღჭურვილია მძლავრი, 35მმ–ნი ავტომატური ქვემეხი АТК Bushmaster III–ით (ოფციონალურად შესაძლებელია 50მმ–ნის დაყენებაც), დაცვის ამაღლებული დონით, ცეცხლის მართვის დუბლირებული დღე–ღამის კომპლექსითა და საბორტე ინფორმაციული მართვის სისტემით. მანქანის საბრძოლო მასა 36 ტონას აღწევს.
სულ ნიდერლანდების არმიამ 2004 და 2008 წლის 1,0752 მილიარდი ევროს კონტრაქტების საფასურად 193 ქსმ CV9035NL Mk III–ის სამი ვარიანტი შეიძინა (151 სახაზო მანქანა, 34 სამეთაურო და 8 მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის), რომლებიც შვედური ამწყობი ხაზი BAE Systems Land Systems Hägglunds AB–ედან შემკვეთს 2007–2011 წლებში მიეწოდა.
ჰოლანდიურ არმიაში ამ ქსმ–ებით ოთხი მოტოქვეითი ბატალიონი იყო აღჭურვილი (საშტატო 44 მანქანით) – ორ–ორი მე–13 და 43–ე მოტოქვეით ბრიგადებში. მაგრამ 2011 წელს მე–13 მოტოქვეითი ბრიგადის "მსუბუქ ბრიგადა" გადაკეთების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასთანაც დაკავშირებით ორივე მისი ქვეითი ბატალიონი (მე–17 და 42–ე) 2015 წლიდან საბურავებიან საბრძოლო ტექნიკაზე გადაიარაღდებიან (ჯტრ Boxer, შეჯავშნული სადაზვერვო მანქანები Fennek, შეჯავშნული მანქანები Bushmaster და ჯავშანჯიპები Mercedes-Benz). ორივე ბატალიონის 88 ქსმ CV9035NL Mk III–ს ამოიღებენ ხმარებიდან, აქედან ერთი ბატალიონის ქსმ–ები შენახვაზე დადგება, ხოლო მეორისა – გასაყიდად გამოიტანეს. სწორედ ამ მანქანებს ყიდულობს ესტონეთი. ესტონეთის მიერ ნაყიდი ყველა მანქანა 2007–2008 წლებშია დამზადებული.
შეძენილ პირველ 14 ცალ ქსმ CV9035NL Mk III–ბს და Leopard–1–ის ბაზაზე არსებული ექვსივე მანქანას ნიდერლანდები 2015 წლის თებერვალში მიაწოდებს ესტონეთს, ხოლო 2015 წლის 24 თებერვალს ეს მანქანები ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სასაზღვრო ნარავაში განხორციელდება. დანარჩენი მანქანები მცირე რემონტის შემდეგ 2016–2018 წლებში იქნება გადაცემული.
ეს 44 ცალი ქსმ–ი და Leopard–1–ის ბაზაზე არსებული ექვსივე მანქანა ეგერთა 1–ლი ქვეითი ბრიგადის ელიტარულ სკაუტთა ბატალიონს (Scoutspataljon) გადაეცემა, რომელიც გახდება ესტონეთის არმიის პირველი სრულფასოვანი "მექანიზირებული ქვედანაყოფი". ამჟამად ეს ბატალიონი ყოფილი ფინური საბურავებიანი ჯტრ Sisu XA-180–ებითაა აღჭურვილი.

წყარო:

Sunday, March 23, 2014

ესტონეთი CV90–35NL–ებსა და PzH–2000–ებს ყიდულობს – და ჩვენ?

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ჰოლანდიის არმიის შეიარაღებიდან მოხსნილი და გასაყიდად გამოტანილი 44 ცალი СV9035NL–ები და უცნობი რაოდენობის PzH–2000–ები შეისყიდოს.
ამას გარდა ჰოლანდიის არმიამ გასაყიდად გამოიტანა საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი "Boxer"–ების და სადაზვერვო ჯავშანმანქანა "Fennek"–ის შასიზე დადგმული ტსსკ SPIKE–ს რამდენიმე ერთეული, თუმცა ამ მანქანების შესყიდვის შესახებ ცნობილი არაფერია.
წლის დასაწყისში ესტონეთის თავ.სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებდა ამერიკულ მხარესთან ქსმ "Bradley"–ს შესყიდვის შესახებ, თუმცა შემდეგ უარი ითქვა მისი სიძველის გამო. ასევე უარის ერთერთი სავარაუდო მიზეზი ისიცაა რომ, ამ მანქანასთან ერთად ესტონელებს ტსსკ TOW–ებიც უნდა შეესყიდათ.

წყარო:


P.S. დაველოდოთ როგორ გადაწყვიტავენ ამ შესყიდვის საქმეს ესტონელები. ამ ცოტა ხნის წინათ მანთ Leo-2A4–ების შესყიდვის შანსი გაუშვეს ხელიდანთ საკუთარი შეცდომების გამო.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენი მთავრობა როგორც ჩანს სირაქლემას პოზაშია, მაგრამ ეს იმედია მხოლოდ ჩანს და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რომ სადღაც რაიმე ანდერგრაუნდი გადაადგილებები მაინც ხდება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ეფექტური ნაბიჯები იდგმება. თუმცა დაველოდოთ, ყველაფერი გამოჩნდება თავის დროზე.

Sunday, June 10, 2012

საბრძოლო მანქანის ტენდერი ამერიკული არმიისთვის (გაგრძელება)

როგორც 13 მაისს ბლოგზე გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი ( http://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2012/05/blog-post_13.html ) აშშ-ს არმია აპირებდა გამოეცადა სხვადასხვა ქვეყნის მიერ შეთავაზებული საბრძოლო მანქანები, რათა მომხდარიყო მათგან ერთერთის ამორჩევა, შემდგომში მისი არმიაში დანერგვის მიზნით. 
საუბარი იყო შემდეგ მანქანებზე - Stryker SDVH (აშშ), M2A3 Bradley (აშშ), Bradley GCV (აშშ), Namer (ისრაელი), CV-90-35 (შვედეთი), Puma (გერმანია).
გთავაზობთ რამოდენიმე ახალ ფოტოს ამ მანქანების გამოცდებიდან:

                                                                            CV-90-35


                                                                          Namer

Namer, CV-90-35, Bradley GCV



                                                                    
                                                                    M2A3 Bradley


Namer  


ვიდეო გამოცდებიდან





Sunday, May 13, 2012

საბრძოლო მანქანის ტენდერი ამერიკული არმიისთვის

ამერიკის საწარმოო კომპლექსი ახალი ჯავშანმანქანა GVC (Ground combat Vechicle) შექმნის გარდა ტეტირებას უტარებს უკვე არსებულ მანქანებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მწარმოებლები სთავაზობენ. ამ სხვადასხვა მანქანების შემოწმება ხდება ერთერთის ამორჩევის მიზნით, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს აშშ-ს არმიის მოთხოვნებს.
ამერიკის არმიის ოფიცრებისგან განცხადებით, ტესტირება რომელიც განხორციელდება 17-24 მაისს, არ განხორციელდება მათი შედარების მიზნით, უბრალოდ მოხდება მათი შემოწმება მცირე ხნიანი ოპერაციის განმავლობაში. მანქანები რომლებიც შემოწმდება ამ ტესტირების დროს :

  • Stryker SDVH (Double-V hull)
  • M2A3 Bradley
  • Bradley GCV
  • Namer
  • CV-90-35
  • Puma (მხოლოდ თეორიულად)






Bradley GCV








 CV-90-35 MK III



M2A3 Bradley

Stryker SDVH (Double-V Hull)


Stryker SDVH (Double-V Hull)