დღეს, ქვემო საქსონში, ქალაქ უნტერლიუსში მდებარე Rheinmetall-ის საამქროდან, ბუნდესვერისთვის განკუთვნილი, მე-200 ქსმ PUMA გამოაგოირეს.
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label Puma. Show all posts
Showing posts with label Puma. Show all posts
Tuesday, June 5, 2018
Saturday, July 22, 2017
ჩეხეთი ახალ ქსმ-ს ეძებს
ჩეხეთის არმია ახალი ქსმ-ის არჩევის მიზნით კანდიდატებს არბენინებს. ტესტებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, ესენია:
- PSM Puma
- Rheinmetall Lynx KF31
- BAE Systems CV90 და CV90 Armadilio
- GDELS ASCOD
წყარო:
PSM Puma
BAE Systems CV90 და CV90 Armadilio
GDELS ASCOD
Rheinmetall Lynx KF3
ბევრი ფოტოები გამოცდებიდან:
Friday, November 29, 2013
Wednesday, October 23, 2013
ბუნდესვერმა ქსმ Puma–ზე უარი თქვა
გფრ–ის თავდაცვის მინისტრმა თომას დე მეზერმა (Thomas de Maiziere), 2013 წლის 18 ოქტომბერს ბუნდესვერის მოხსენებაში განაცხადა რომ, პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma გერმანული არმიის შეიარაღებაში მიღებული არ იქნება და როგორც დაგეგმილი იყო მისი გადაცემა არმიაში 2014 წლის შუა პერიოდში არ დაიწყება. ეს დაკავშირებულია ქსმ Puma–ს კონსტრუქციაში არსებულ მნიშვნელოვან ნაკოლვანებებთან, რომლებიც წინასერიული ხუთი მანქანის გამოცდების დროს გამოვლინდა. ამგვარად გერმანიის სახმელეთო ძალების ბოლო ოცწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ქსმ Puma–ს ძირითად ნაკლოვანებებს შორის ნახსენები იყო ელქეტორნული სისტემების სტაბილურად მუშაობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური დოკუმენტაციის პრობლემები და ასევე მანქანის ძალიან გაზრდილი წონა და ეკიპაჟის წევრების ხილვადობის ცუდი პირობები.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბუნდესვერის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ტექნიკურ ნაკლოვანებებს, რომლებიც ხუთი საცდელი პროტოტიპის გამოცდების დროს გამოვლინდა. კერძოდ აღნიშნავენ ღამე ხედვის არადამაკმაყოფილებელ სისტემას, ცეცხლის მართვის სისტემის და მომავლის ჯარისკაცის ეკიპირების, Gladius–ის და ქსმ–ის შორის უკაბელო ინფორმაციის გადაცემი ინტერფეისის პრობლემებს.
სამხედროების განსაკუთრებულ კრიტიკას მძღოლ–მექანიკოსის ცუდი ხილვადობა იწვევს. მძღოლ–მექანიკოსს გააჩნია სამი დღის პერისკოპული ხელსაწყო, აქედან შესაძლებელია ცენტრალურის ხელსაწყოს ღამის ხელსაწყოთი შეცვლა, მძღოლ–მექანიკოსს ასევე გააჩნია უკანა ხედვის კამერის გამოსახულების ეკრანი. მეთაურის ადგილი ხუთი პერიოსკოპული ხელსაწყოთია აღჭურვილი, ასევე ერთი პერიოსკოპული ხელსაწო აქვს მემიზნეს. ცეცხლის მართვის სისტემა დუბლირებულია – მეთაურისთვის და მემიზნესთვის.
ქსმ Puma–ს კორპუსი შედუღებული ფოლადის ჯავშანფილებისგან შესდგება, რომელზეც დამატებითი ჯავშან მოდულების დაყენებაა შესაძლებელი. საბაზისო დაჯავშნის ვარიანტში მანქანის (ეგრეთ წოდებული ვარიანტი А) წონა 31,45 ტონაა, ხოლო სრულებით დამონტაჟებული დაცვის კომპლექტით (ვარიანტი C) მანქანის საბრძოლო წონა 43 ტონას უტოლდება. ეს ბოლო ციფრი ბუნდესვერის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით გადამეტებულად ითვლება როგორც ოპერატიულ–ტაქტიკური მობილურობისთვის ასევე სავალ ნაწილზე დატვირთვის მხრივ.
წინა სერიული ხუთი მანქანიდან ერთ–ერთი აწყობის მომენტში. კორპუსის პერიმეტრზე კარგად ჩანს დასაკიდი ჯავშან მოდულების ათობით სამაგრი ბოლტი
თომას დე მეზერმა ვერ უპასუხა კითხვას უკავშირდება თუ არა ქსმ Puma–ს პრობლემები სამხედროების მიერ წინასწარ გაწერილ ტაქტიკურ–ტექნიკურ დავალებაში სამეცნიერო–კვლევით საცდელ საკონსტრუქციო სამუშაოს დროს შეტანილ ცვლილებებს. კითხვაზე თუ როდის მიიღებს ბუნდესვერი ახალ ქსმ–ს შეიარაღებაზე, მინისტრმა უპასუხა რომ არ იცის და დაამატა რომ თვის ბოლომდე მანქანის მწარმოებლისგან – Krauss Maffei Wegmann (KMW) და Rheinmetall–ისგან ელის ახსნებს და წინადადებებს. ორივე ეს კომპანია ახორციელებს ქსმ Puma–ს შექმნას და წარმოებას ამ მიზნისთვის მათ მიერ სპეციალურად შექმნილი კონსორციუმი PSM (Project System und Management) GmbH ეგიდით.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 2009 წლის 6 ივლისს KMW და Rheinmetall გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მწარმოებლებს 3,1 მილიარდი ევროს საფასურად 405 ცალი ახალი მანქანა უნდა აეწყოთ. ამ მანქანის პროგრამის მთლიანი ღირებულება 4,3 მილიარდ ევროს უტოლდება. 2012 წელს გფრ–ის შეიარარებული ძალების მორიგი შემცირების მიზეზით ახალი ქსმ–ის შეკვეთა 350 ცალამდე შემცირდა.
წყარო:
Thursday, January 3, 2013
ქართული Super Puma
"2010 წლის 14 ივნისის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში - "რატომ ყიდულობენ ფრანგულ "სუპერპუმებს" - ალადაშვილი წერდა, რომ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საშვეულმფრენო პარკის გადახალისებისა და ორი ფრანგული "სუპერპუმის" შესყიდვის შესახებ განაცხადა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ თბილისის აეროპორტში პირველი ფრანგული შვეულმფრენი ჩამოიტანეს და ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ააწყვეს, თუმცა იგი არა "სუპერპუმა", არამედ ჩვეულებრივი "პუმა" აღმოჩნდა" – ამას ამტკიცებს პატივცემული ირაკლი ალადაშვილი. მაგრამ საკითხი სხვა რამეშია ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ სინამდვილეში რა იყიდა – Puma თუ Super Puma?
ქართული AS.332 L1 Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს
აქამდე ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალების და თვითმხილველების ცნობით (მათ შორის მეც) მხოლოდ Super Puma დაფრინავს ქართულ საჰაერო სივრცეში და თან ყველა სურათზე სავარაუდოდ ერთი და იგივე ვერტმფრენია გამოსახული. ამგვარად ჩნდება ეჭვი ჩვენი საჰაერო ძალების შემადგენლობაში Puma–ს არსებობის თაობაზე. თუმცა სხვადასხვა ინფორმაციის (ძირითადად ჭორების დონეზე) თანახმად ქართულმა მხარემ ერთი ნახმარი Puma და ერთი ახალი Super Puma შეიძინა (პირველი რომელიღაცა აზიურ ქვეყანაში ხოლო მეორე საფრანგეთში). მეორე ვერსიით მხოლოდ ორი ცალი ახალი Super Puma გვყავს, ხოლო ყველაზე გამბედავების განცხადებით ორი Puma და ორი Super Puma შეგვიძენია.
მოდით ამ ჯერზე შევეშვათ ყავის ნალექზე მკითხაობას და იმაზე ვისაუბროთ რაც სახალხოდაა გამოტანილი – ანუ ერთი ცალი Super Puma, რომლის მხილველიც უამრავი ქართველი პირველად 2012 წელს, თბილისში გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე "წარმოებულია საქართველოში" მიმდინარეობის დროს გახდა. როდესაც გამოფენის მიმდინარეობის დროს მიმდებარე ტერიტორიას ჰაერიდან სწორედ ამ ვერტმფრენის დახმარებით აკონტროლებდნენ ქართველი ძალოვნები. იმ დღეს ინტერნეტში ამ ვერტმფრენის რამოდენიმე ფოტოსურათიც გავრცელდა, რომლებსაც დაბლა მოვიყვან.
ქართული AS.332 L1 Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს
სურათებზე ჩემის აზრით Eurocopter AS.332 L1 Super Puma გამოსახული. არაოფიციალური წყაროების თანახმად ეს ყოფილი მალაზიური ბორტი 9M-STS–ია, რომელიც ჩვენმა მხარემ მალაზიური მხარისგან შეისყიდა. ზემოთ მოყვანილი ინტერნეტ რესუსრის თანახმად ეს ვერტმფრენი მალაზის საჰაერო ძალების სამსახურში 2003 წლის აგვისტოში ჩადგა, ანუ დღეს ეს ვერტმფრენი 10 წელზე ცოტა მეტისაა, რაც ვერტმფრენისთვის საშუალო ასაკია და კიდევ მაგდენი უპრობლემოდ უნდა იმსახუროს (თუ რა თქმა უნდა მისი მალაზიური წარმოშობა რეალობას შეესაბამება).
ჩვენი დოსიე:
მალაზიური (სავარაუდოდ უკვე ჩვენი) Eurocopter AS.332 L1 Super Puma (ბორტი 9M-STS)
ჩვენი დოსიე:
1974 წელს, ვერტმფრენი Puma–ს პირველი საცდელი ფრენიდან ცხრა წლის გასვლის შემდეგ, Aerospatiale–ს ხელმძღვანელობამ ვერტმფრენის ღმა მოდერნიზაცია გადაწყვიტა. ეს მოდერნიზაცია სრულებით პასუხობდა 70–იანი წლების შუა პერიოდის ვერტმფრენმშენებლობის სიტუაციას – მიმდინარეობდა ვერტმფრენების თაობათა ცვლა. აშშ–ში გამოჩნდნენ S-70 და S-76, ინგლისელებმა Linx–ის მოდერნიზირებული ვარიანტი – WG.30 ააფრინეს, საბჭოთა კავშირში Ми-8–ის მოდერნიზირებული ვარიანტის – Ми-17–ის შეიარაღებაში მიღება იგეგმებოდა. ფრანგებმაც სწორედ მოდერნიზაციის გზა აირჩიეს – ეს უფრო იაფი და ამავდროულად საკმაოდ ეფექტური მიმართულება იყო ვიდრე ახალი ვერტმფრენის დაპროექტება და შექმნა.
პირველ რიგში გადაწყდა ძალური აგრეგატის შეცვლა – ამ მიზნით შეიქმნა ახალი ძრავა Makila, რომლის დახმარებითაც Super Puma–ს მეორე პროტოტიპმა, სახელწოდებით AS.331-01, პირველი ფრენა 1977 წლის 4 ივნისს განახორციელა. მაგრამ ეს პროტოტიპი Super Puma–ს წინაპრად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მასზე ძრავის შეცვლის გარდა არანაირი გადაკეთება არ განხორციელებულა და ის ისევე ძველი Puma იყო. პროექტის თანახმად კი Super Puma თავისი წინაპრისაგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. კონსტრუქტორებმა ეკიპაჟის და მგზავრების გადარჩენადობის გაზრდის მიზნით სერიოზულად გადახედეს ვერტმფრენის კონსტრუქციას და მასში ცვლილებები შეიტანეს, რამაც ვერტმფრენის ჩამოვარდნის ან ავარიული დაშვების შემთხვევაში მისი მგზავრების გადარჩენის შანსები გაზარდა. დაცემის დროს წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის ჩახშობა შასის და ფსკერს ევალებოდა. საცდელი მაკეტის სხვადასხვა სიმაღლიდან ჩამოგდებისა და მთელი რიგირ გამოთვლების შედეგად გაძლიერებული იქნა – კაბინის და სატრანსპორტო ნაკვეთურის იატაკი, შასის ძირითადი საყრდენების დგარები (ისინი დამატებითი ამორტიზატორებით გაძლიერდა), კუდა კოჭის ქვეშ დაყენდა კილი, რომელიც არა მარტო ახშობდა დარტყმის ენერგიას, არამედ საკურსო მდგრადობასაც აუმჯობესებდა. მცირე ზომის მოედნებზე მანევრულობის მოხერხებულობის გაზრდის მიზნით გადაკეთდა შასი – ცვლილებები შეეხო წინა საყრდენს – ის ერთსაბურავიანი გახდა, ამასთან მანქანის მობრუნების რადიუსიც შემცირდა.
ასევე მიმინარეობდა fenestron-ის ტიპის კუდა ხრახნით აღჭურვილი Super Puma–ას გამოცდებიც. fenestron–ის დაყენება SA.330-05–ზე განხორციელდა, რომელსაც ამის შემდეგ SA.330Z ეწოდა. ამ ვერტმფრენის პირველი ფრენა 1975 წელს განხორციელდა. მაგრამ საფრენმა გამოცდებმა ამ ტიპის ხრახნის რაიმე უპირატესობა ვერ აჩვენა და შედეგად ამ იდეაზე უარი იქნა ნათქვამი.
Fenestron-იანი SA.330Z
მწევ ხრახნთან მიმართებაში ყველაფერი გარკვეული იყო – კომპოზიტური მასალისგან გაკეთებული ოთხი ფრთით აღჭურვილი ხრახნი, ასეთი ხრახნები უკვე ყენდებოდა SA.330J–ზე და SA.330L–ზე. ასევე მოხდა ფიუზელაჟის გაკეთილშობილება – რადიოლოკაციური სადგურის დაფარვის მიზნით მასზე უფრო წაგრძელებული წინა ნაწილი დაყენდა, რის შედეგადაც ვერეტმფრენი უფრო გალამაზდა. დაბალი სიჩქარით ფრენისას ტანგაჟზე მართვის გაუმჯობესების მიზნით შემოღებული იქნა მართვადი სტაბილიზატორი, რომელიც კუდა ხრახნის პილონის მარცხენა მხარეზე იქნა დამაგრებული. აეროდინამიკური წინაღობის შესამცირების მიზნით მზიდი ხრახნის თეფში გარსშემომდენით დაფარეს. რადგანაც ვერტმფრენი პირველ რიგში სამოქალაქო ბაზრისთვის იყო განკუთვნილი უარი ითქვა სატვირთო ნაკვეთურის გვერდებზე განლაგებულ ორ, დიდ გადასაწევ კარებზე და მათ ნაცვლად უფრო მცირე ზომის კარებები დაყენდა.
მაგრამ Super Puma–ს დაპროექტებისას სამხედროების მოთხოვნებიც იქნა გათვალისწინებული. ვერტმფრენის სამხედრო ვარიანტში ეკიპაჟის დასაცავად გათვალისწინებული იყო კევლარის ჯავშანი. პასიური დაცვის გაზრდის მიზნით გატარებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები – გაიზარდა საბრძოლო დაზიანებებისადმი ვერტმფრენის მდგრადობა, გაიზარდა საბორტე აღჭურვილობის ასორტიმენტი, მოხერხდა მანქანის ინფრაწითელი სიგნატურის მცირედი შემცირებაც.
ძრავა Makila–ს დიდმა სიმძლავრემ კონსტრუქტორებს საშუალება მისცა ვერტმფრენის ორი საბაზო ვარიანტი შეექმნათ – "მოკლე" და "გრძელი". მოკლე ფუზელაჟიანი ვარიანტი პირველ რიგში განკუთვნილი იყო იმათთვის ვისთვისაც მნიშვნელობა ჰქონდა მანქანის კლიმატურ და სიმაღლებრივ (მაღალ ტემპერატურაზე ძრავის სიმძლავრე ეცემა) მახასიათებლებს, ხოლო "გრძელი" განკუთვნილი იყო იმათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ხალხის და ტვირთის რაც შეიძლება დიდი რაოდენობის გადაყვანა და სიმაღლებრივ მახასიათებლებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. "მოკლე" მოდელი მზადდებოდა როგორც სამხედრო ვარიანტში სახელწოდებით – AS.332B, ასევე სამოქალაქო ვარიანტში, სახელწოდებით – AS.332C. ორივე ვარიანტის კაბინის ზომები იდენტური იყო, სატვირთო კაბინის მოცულობა SA.330–ის სატვირთო კაბინისხელა იყო და 11,4 კუბურ მეტრს უდრიდა. "გრძელ" მოდელს (სამხედრო AS.332M და სამოქალაქო AS.332L) 76 სანტიმეტრით გრძელი ფიუზელაჟი ჰქონდა, რის შედეგადაც სატვირთო ნაკვეთურის მოცულობა 13,3 მეტრკუბამდე გაიზარდა. "მოკლე" მოდელს სამხედრო ვარიანტში 20 ჯარისკაცი გადაჰყავდა ხოლო სამოქალაქო ვარიანტში 17 მგზავრი, "გრძელ" მოდელს ოთხი კაცით მეტის გადაყვანა შეეძლო.
ქართული AS.332 L1 Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს
AS.332–001 პირველი სრულფასოვანი Super Puma გახდა. AS.332–001 დაუსრულებელი, 539–ე Puma SA.330–ის გადაკეთებით შეიქმნა. მანქანამ პირველი ფრენა 1978 წლის 13 სექტემბერს განახორციელა. წლის ბოლომდე ვერტმფრენმა 27 საათი იფრინა, რის შემდეგაც მასზე მწევი ხრახნის ლილვი და საკისარი იქნა შეცვლილი და ასევე დაყენდა ძრავის ახალი კონსტრუქციის ჰაერმიმღები. რის შემდეგაც გამოცდები განახლდა. ერთერთი ფრენის დროს ვერტმფრენმა 300კმ/სთ სიჩქარე განავითარა (ძველ Puma–ზე 4კმ/სთ–ით მეტი). ფრენები 1980 წლის ივლისამდე გრძელდებოდა, მისი დასრულება ვერტმფრენის "ავარიული დაშვებით" განხორციელდა, რომელიც რეალობაში კონტროლირებად ვარდნას წარმოადგენდა. ვერტმფრენის გარეგანი იერი აღადგინეს, ამ დაშვების შემდეგ ის პარიჟის ავიასალონზეც კი გამოფინეს, მაგრამ მეტად ის ჰაერში აღარ აწეულა.
მეორე Super Puma მიწოდებული იქნა როგორც სერიული მანქანა და საქარხნო ნომერიც კი მიიღო – 2001. Puma–ს სერიული ნომრები ციფრი "1" იწყებოდა, ხოლო Super Puma–ს ნომრების დაწყება ციფრი "2" გადაწყდა. რეალობაში პირველი, მეორე და მესამე "სერიული" ვერტმფრენები საფრენოსნო გამოცდეებისთვის იყო განკუთვნილი. ყველა ეს მანქანა "მოკლე" ვარიანტებს წაროადგენდა, ნომერი 2003 ვერტმფრენი სამხედრო ვარიანტში იყო აწყობილი. 1980 წელს მანქანა 2001 გაგზავნილი იქნა ეგვიპტეში, სადაც მან ცხელ კლიმატში გაიარა გამოცდები. FAA–ს სტანდარტის სერტიფიკატი ვერტმფრენის სამოქალაქო ვარიანტმა, AS.332C–ემ 1981 წლის 14 ოქტომბერს მიიღო.
ნომერი 2004 მანქანა გახდა პირველი სერიული "გრძელი" ვერტმფრენი, რომელიც AS.332L კონფიგურაციაში იყო აწყობილი. პირველი ფრენა მან 1980 წლის 10 ოქტომბერს განახორციელა. ეს ვერტმფრენი არქტიკულ გამოცდებს კანადაში, ახალ შოტლანდიაში გადიოდა. შემდეგში სამოქალაქო ავიაციისთვის "გრძელი" მოდელის ორი ვარიანტი ეწყობოდა – 21 ადგილიანი AS.332L და 24 ადგილიანი AS.332L–1.
ქართული Super Puma 2012 წლის 26 მაისს თბილისში გამართულ გამოფენა "დამზადებულია საქართველოში" კონტროლის დროს
AS.332 - არის საჭის ხრახნით, ორი ტრუბოხრახნული ძრავით და სამსაყრდენიანი შასით აღჭურვილი ერთხრახნიანი ვერტმფრენი.ვერტმფრენის ფუზელაჟი ფოლადის, უსაფრთხოდ დეფორმირებადი კონსტრუქციისაა. შუშები მოყინვისაწინააღმდეგო სისტემითაა აღჭურვილი. ეკიპაჯის კაბინას ორი, სწრაფადმოძრობადი გვერდითი კარები გააჩნია. სატვირთო კაბინის ზომები შემდეგია – 6.05 х 1.8 х 1.55 მეტრი და გვერდებზე აღჭურვილია თითო გადასაწევი, 1.35 х 1.35 მეტრი ზომების მქონე კარით, კაბინის იატაკის ფართობი 7,8 კვადრატული მეტრია. კაბინის უკანა ნაწილში ტრაპეციის ფორმის სარქველია განთავსებული, რომლის ზომაც საფუძველში 0,98, ხოლო ზედა მხარეში 0,7 მეტრია. კაბინაში 21–დან 25–მდე მედესანტე თავსდება, ან 16 დაჭრილი (12 საკაცეებზე და 4 სავარძლებში) თანმხლებ პირთან ერთად ან 24 მგზავრი ჩვეულებრივ ვარიანტში და 8–15 მგზავრი კომფორტულ ვარიანტში.
კუდა კოჭა პროფილირებული კვეთისაა და გადადის პროფილირებულ დამაბოლოებელ კოჭაში კილის სახით, რომელზეც დაყენებულია სტაბილიზატორი და საჭის ხრახნი, საკუდე კოჭას ქვეშ დიდი, ფუზელაჟისქვეშა კილი აყენია. სტაბილიზატორი ტრაპეციის ფორმისაა, რომელსაც 1,34 კვადრატულ მეტრამდე გაზრდილი ფართობი და ამოტრიალებული აეროდინამიკური, დიდი სიმრუდის პროფილი გააჩნია.
შასი აკეცვადია, სამსაყრდენიანი, ცხვირა საყრდენით. ის გათვლილია ვერტიკალურად 3მ/წმ სიჩქარით დაცემის გასაძლებლად. მწევი ხრახნი აღჭურვილია ფრთების და მუხრუჭის სახსრული სამაგრით. ყოველი ფრთის ვერტიკალური სახსარი აღჭურვილია ელასტომერული საკისარით, რომელიც ფრთის ვიბრაციის დემფერირებას ახდენს. ფრთები კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული, ფრთის ქორდა 0,6 მეტრია. საჭის ხრახნის ხუთფრთიანია, მისი დიამეტრი 3,05 მეტრია, და გააჩნია გაუმჯობესებული პროფილი.
ძრავები განთავსებულია ფიუზელაჟის ზედა მხარეზე, მწევი ხრახნის წინ, ისინი დაფარულია გარსშემომდენით და გააჩნიათ მტვერდამცავი განცალკევებული ჰაერმიმღებები. მონტაჟ/დემონტაჟისთვის ძრავის ჰაერშემომდენის წინა კონსოლა მიმმართველების დახმარებით წინ ცურდება. მომსახურების გასაადვილებლად ძრავის გარსშემომდენებს ორი ასახდელი პანელი გააჩნიათ. ძრავებს მოდულური კონსტრუქცია გააჩნიათ. ძრავა Makila–1A–ს წონა აღჭურვილობით 242 კილოა.
აირტურბინული ძრავა Makila–ს აკეტი ჭრილში
ვერტმფრენის AS.332B, В1 და С ვარიანტებს მთლიანობაში 1560 ლიტრა ტევადობის ხუთი რბილი ავზი გააჩნიათ. AS.332L, LM და М ვარიანტებს ექვსი რბილი ავზი აქვთ, რომელთა ტევადობაც 2060 ლიტრს უტოლდება. გათვალისწინებულია 1900 ლიტრი ტევადობის ოთხი შიდა ავზის და ორი 700 ლიტრიანი დასაკიდი ავზის დაყენება. საბრძოლო ვერტმფრენების ავზები პროტექტირებულია. მთავარი რედუქტორი ხუთსაფეხურიანი, მოდულური კონსტრუქციისაა, აღჭურვილია ორი ტორსმზომით და ორი გაცალკევებული პოხვის ჯაჭვით, რედუქტორი ძრავებს შორისაა განთავსებული. ვერტმფრენის მართვის სისტემა ჰიდრავლიკურია, დუბლირებული, შეწყვილებული ჰიდროგამაძლიერებლით.
AS.332 L1–ის ტაქტიკურ–ტექნიკური მონაცემები:
- მაქსიმალური წონა – 8 600კგ.
- მაქსიმალური წონა გარე ტვირთით – 9 350კგ.
- მარგი დატვირთვა – 4 085კგ.
- ცარიელის წონა – 4 515კგ.
- ტევადობა – 2 პილოტ + 19 მგზავრი (კომფორტულ კონფიგურაციაში).
- ძალური დანადგარი – 2 ტურბოხრახნული ძრავა
- ძრავის ტიპი – Makila-1A1
- ძრავის სიმძლავრე – 1 400 კვტ/1,877 ც/ძ ლილვიზე
- მაქსიმალური კრეისერული სიჩქარე – 262კმ/სთ.
- ფრენის მაქსიმალური მანძილი – 866კმ.
- ფრენის მაქსიმალური მანძილი – 454კმ. (8 600კგ)
- სიგრძე – 16.29მ.
- ხრახნის დიამეტრი – 15,6მ.
- სიმაღლე – 4,8მ.
- პრაქტიკული ჭერი – 6 000მ. (6 100მ. სხვა წყაროების თანახმად)
- სწრაფამწეობა – 8,2მ/წმ–ში (8 600კგ)
ქართული AS.332 L1 Super Puma (2012 წლის აგვისტო, ყაზბეგი)
წყარო:
Sunday, June 10, 2012
საბრძოლო მანქანის ტენდერი ამერიკული არმიისთვის (გაგრძელება)
როგორც 13 მაისს ბლოგზე გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი ( http://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2012/05/blog-post_13.html ) აშშ-ს არმია აპირებდა გამოეცადა სხვადასხვა ქვეყნის მიერ შეთავაზებული საბრძოლო მანქანები, რათა მომხდარიყო მათგან ერთერთის ამორჩევა, შემდგომში მისი არმიაში დანერგვის მიზნით.
საუბარი იყო შემდეგ მანქანებზე - Stryker SDVH (აშშ), M2A3 Bradley (აშშ), Bradley GCV (აშშ), Namer (ისრაელი), CV-90-35 (შვედეთი), Puma (გერმანია).
გთავაზობთ რამოდენიმე ახალ ფოტოს ამ მანქანების გამოცდებიდან:
CV-90-35

Namer
გთავაზობთ რამოდენიმე ახალ ფოტოს ამ მანქანების გამოცდებიდან:
CV-90-35

Namer
Namer, CV-90-35, Bradley GCV
M2A3 Bradley

Namer
ვიდეო გამოცდებიდან
Subscribe to:
Posts (Atom)
















































