Saturday, August 25, 2012

T-72 სერიის ტანკების მოდერნიზაცია - სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები


ალჟირისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული T-72M1

T-72-ის რუსმა მწარმოებლებმა მისი სერიული წაროების და გაუმჯობესების პროცესში დააგროვა უზარმაზარი ტექნიკური გამოცდილება, რომელთა გამოყენებამაც საშუალება მისცა მწარმოებელს ხარისხობრივად აემაღლებინა ტანკების ძირითადი მახასიათებლები და ამით T-72 მიეახლოვებინა მე-3 თაობის ტანკებისთვის.
მოდერნიზაციის ყველა ზომამ გაიარა რუსეთის სტანდარტების მიხედვით დამუშავების მთელი ციკლი და მიღებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო მათი საერთაშორისო ტენდერებზე გამარჯვებები ამ ზომების ეფექტურობაზე მეტყველებს.
ურალის საკონსტრუქციო ბიურო ტანკების მოდერნიზაციისთვის მოქნილ მიდგომას იყენებს, მათ შორის კომპლექსურს, როცა მოდერნიზაციას ექვემდებარება ტანკის ყველა სისტემა, ან ლოკალური, როცა შემკვეთის მოთხოვნით ხდება მხოლოდ კონკრეტული სისტემების მოდერნიზაცია. 

სავარაუდოდ ლივიისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული T-72M1

ალჟირისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული T-72M1

რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული Т-72Б (2011 წლის ნიმუში)


T-72 მოდერნიზაციის დროს გამოყენებული ღონისძიებებია:
  • ახალი, გაზრდილი სიზუსტის მქონე ქვემეხი, რომლის ლულის შეცვლაც შესაძლებელია ქვემეხის კოშკურიდან დემონტაჯის გარეშე.
  • ტანკის მართვადი შეიარაღებით აღჭურვა, რომელიც ზეზუსტ იარაღს მიეკუთვნება და რომელიც ტანკს საშუალებას აძლევს გაანადგუროს მტრის ტექნიკა 5000 მეტრ მანძილზე.
  • ცეცხლის მართვის ახალი სისტემის დაყენება, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი და მოიცავს მემიზნეს მრავალარხიან სამიზნეს და მიზნის ავტომატურ მიმყოლს. სისტემა საშუალებას იძლევა იწარმოოს ცეცხლის დიდ მანძილებზე ნებისმიერ პირობებში და დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მემიზნეს სამიზნეში ინტეგრირებული თანამედროვე სითბოვიზორი, რომელსაც შეუძლია მიზნების 4000 მეტრზე ამოცნობა და უზრუნველყოფს იარაღის ერთნაირად ეფექტურად გამოყენებას როგორც დღე ასევე ღამე. ცეცხლის წარმოებისათვის მოსამზადებელი პროცესის მაღალი ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს მემიზნის კვალიფიკაციისდა მიუხედავად მოხდეს მზინის დაზიანება მაღალი ალბათობით. ამასთან გასროლისათვის საჭირო დრო მცირდება 1,5-ჯერ დღისით და 2-ჯერ ღამით.
  • ციფრული რადიოკავშირის საშუალებების დაყენება უზრუნველყოფს დაცულ და საიმედო კავშირს.
  • უნივერსალური მე-3 თაობის დინამიკური დაცვის დაყენება უზრუნველყოფს ჯავშნის მდგრადობას ყველაზე თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგ.
  • ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების შეცვლის გარეშე 1000 ც/ძ-ნი ძრავის დაყენება, საგრძნობლად ამაღლებს ტანკის დინამიკურ მაჩვენებლებს. ძრავა ადაპტირებულია მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში სამუშაოდ. ძრავის შეცვლაზე საჭირო დრო 3-ჯერ შემცირდა.
მეთაურის ადგილი მოდერნიზირებულ T-72–ში


მემიზნის ადგილი მოდერნიზირებულ T-72–ში

რუსი სპეციალისტების მიერ შეთავაზებული მოდერნიზაციის ღონისძიებები ოპტიმიზირებულია "ფასი-ეფექტურობის" კრიტერიუმის მიხედვით და ოპტიმალური ფინანსური დანახარჯებით ტანკის ეფექტურობის მნიშვნელოვნად ამაღლების საშუალებას იძლევა.

მოდერნიზაციის პროგრამაში შემკვეთის სურვილის მიხედვით ასევე შეიძლება შევიდეს შემდეგი ღონისძიებები:
  • დოკუმენტაციის შექმნა, შემკვეთის სურვილის მიხედვით შექმნილი ნიმუშის ერთობლივი გამოცდები.
  • ლიცენზიურ საფუძველზე მოდერნიზაციის ტექნოლოგიების გადაცემა.
  • წარმოების ორგანიზაცია ან მოდერნიზაციისთვის მანქანამაკომპლექტებლების მიწოდება.
  • სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების მიწოდება და მოდერნიზირებული ტანკების საბრძოლო გამოყენებისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის და რემონტისთვის კვალიფიცირებული პერსონალის მომზადება.
მოდერნიზირებული -72-ის საბრძოლო განყოფილების სასწავლო სტენდი


ოდერნიზირებული T-72-ის ეკიპაჟის საცეცხლე მომზადების კომპიუტერიზირებული ტრენაჟორი

მოდერნიზირებული T-72–დან ნასროლი მართვადი რაკეტის კუმულაციური ქობინის კვალი 5 კილომეტრის მოშორებით მდებარე ჯავშანსამიზნეზე


დღეს შეიარაღების ბაზარზე T-72 მოდერნიზაციის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ფირმებისგან გამომდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ტანკის შემქმნელებს (რუსეთის კომპანიებს) ძალუძთ უმოკლეს დროში და ოპტიმალურ ფასებში განახორციელონ ტანკის მაქსიმალურად ეფექტური მოდერნიზაცია.

ავტორი – Андрей Терликов

წყარო:

Friday, August 24, 2012

"Шквал"–ი ჩინურად

ინტერნეტში გამოჩნდა ჩინური რაკეტა–ტორპედოს საინტერესო ფოტოები, რომელიც რუსული რაკეტა–ტორპედო ВА-111 "Шквал"–ის მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს. პრეზენტაციიდან ჩანს რომ ჩინელებმა სუპერკავიტაციის პრინციპის გამოყენებით შექმნეს იარაღის საცდელი ნიმუში, რომელმაც რუსულ ВА-111 "Шквал"–თან შედარებით უფრო მაღალი სიჩქარე განავითარა (რუსული რაკეტა–ტორპედოს სიჩქარე 200 კვანძის ფარგლებშია). ჩინელებმა მიაღწიეს გარემოს წინაღობის 86,7% შემცირებას და ამის წყალობით შეძლეს 200 კვანძე მეტი სიჩქარის განვითარება .
პრეზენტაციაში საუბარია ტექნოლოგიების დემონსტრატორზე და არა მზა იარაღის სისტემაზე. ამასთანავე ქმნილება საკმაოდ დასრულებულია – ერთ–ერთ სლაიდზე ნახსენებია, რომ 2006 წელს სისტემის შექმნისათვის ავტორებმა ჩინეთის თავდაცვითი მეცნიერების, ტექნიკისა და წარმოების პრემია მიიღო.

Στον internet εμφανίστηκαν ενδιαφέρον φωτογραφίες της Κινεζικης τορπίλας, η οπιοία είναι εκσυχρονισμένη έκδοση του ρωσικου ΝΑ-111 "Shkval". Όπως φαίνεται από την παρουσίαση η κινεζικη έκδοση αναπτύσσει μεγαλύτερη ταχύτητα σε σχέση με την ρωσικη τορπίλα (ρωσικη έκδοση έχει ταχύτητα 200 κόμβους). Η μεγαλύτερη ταχύτητα επιτεύχθηκε χάριν στην μείωση της αντίστασης του περιβάλλοντος κατά 86,7%. 






F-35 – სუპერ გამანადგურებელი თუ გაძვირებული სიამოვნება

თუ ღია ინფორმაციას დავუჯერებთ ახალი ამერიკული F-35 ტექნოლოგიური საოცრებაა და ყველა მოწინააღმდეგეზე მაღლა დგას. ეს ერთადგილიანი გამანადგურებელი იქნება აშშ-ს საზღვაო ქვეითების, საჰაერო და საზღვაო ძალების ძირითადი დამრტყმელი თვითმფრინავი უახლოესი 50 წლის მანძილზე. პენტაგონს დაგეგმილი აქვს შეისყიდოს 2443 ერთეული ასეთი გამანადგურებელი. 

აშშ–ს შეიარაღებული ძალები მთლიანობაში 2443 ცალ F-35 მიიღებს შეიარაღებაში

თვითმფრინავმა უკვე მოხსნა მსოფლიო რეკორდი - პენტაგონმა დაიანგარიშა და 50 წლიანი ექსპულატაციის განმავლობაში ამერიკელ გადამხდელს მოუწევს 1,51 ტრილიონი (1,510 000 000 000) დოლარის გადახდა - ეს არის გამანადგურებლის შექმნის, წარმოების და ექსპულატაციის ფასი. პენტაგონში უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც თვალსყურს ადევნებს პროგრამას და იკვლევს მის ღირებულებას - CAPE (Cost Assessment and Program Evaluation Office).
თვითმფრინავის შექმნის და გამოშვების ღირებულება 332 მილიარდი დოლარია, ძრავის ხარჯები 63,8 მილიარდია. ხოლო მისი ღირებულების ლომის წილს საექსპულატაციო ხარჯები შეადგენს და უტოლდება 1,11 მილიარდ დოლარს, რაც საჭიროა მისი 50 წლიანი შენახვის და მომსახურებისთვის. ეს ფასები დაანგარიშებულია მოსალოდნელი ინფლაციის პროგნოზის გათვლით.

F-35-ს საწარმოო ხაზი


ბოლო დაანგარიშებით გამანადგურებლის შექმნის და ათვისების ღირებულება 396 მილიარდი დოლარია, რაც თავისთავად უკვე წარმოადგენს მსოფლიო რეკორდს და გაცილებით მეტია ვიდრე ამერიკული პროგრამა Apollo, რომლის შედეგადაც 1969 წელს პირველად იქნა გაგზავნილი მთვარეზე ადამიანი. პროგრამა Apollo-მ 1972 წლამდე უსაფრთხოდ მიიყვანა მთვარემდე და უკან დააბრუნა 12 ადამიანი და მისი ღირებულება 25 მილიარდი დოლარის ტოლი იყო. თვით ინფლაციის დაანგარიშებითაც კი, დღესდღეობით პროგრამა Apollo 250 მილიარდზე მეტი არ გამოდის. კიდე ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პროგრამა მანხეტენი, რომლის შედეგადაც აშშ-, ატომური ბომბა შექმნა და მისი ფასი 2 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.
ახალმა გამანადგურებელმა სახელი გაითქვა არა ფასის, არამედ მასში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების წყალობით. ამ 15 მეტრის სიგრძის და 30 ტონა წონის (მოდიფიკაციისდა მიხედვით), ზებგერით და stealth გამანადგურებელს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სახის ბომბები, მართვადი იარაღი და 25 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი (F-35A)
F-35B წარმოადგენს მოკლე აფრენის და ვერტიკალური დაჯდომის თვითმფრინავს და იწოდება STOVL (Short Take off and Vertical Landing) და მისი დანიშნულებაა ჩაანაცვლოს მოძველებული ბრიტანული Harrier-ები, რომლებიც ქვებგერითებია და ჯერ-ჯერობით მათი შემცვლელი არ არსებობს.
მეორეს მხრივ F-35B-ს სიჩქარე 1,6 Mach უდრის - და ამგვარად უფრო ნელია ვიდრე პირველი ზებგერითი თვითმფრინავი Concorde, რომლის სიჩქარეც 2 Mach აღწევდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით F-35C არის სპეციალური მოდიფიკაცია ავიამზიდებისთვის. F-35-ის ყველა ეს სამი მოდიფიკაცია უნიფიცირებული 80% და წარმოადგენენ  stealth თვითმფრინავებს.
ახალი სუპერ გამანადგურებელი წარმოადგენს საერთო თვითმფრინავს, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა მოდიფიკაციის გამანადგურებლების შესაცვლელად, ისეთების როგორებიცაა - გამანადგურებლები F-16 და F-18, ტანკსაწინააღმდეგო და ახლო საჰაერო მხარდაჭერის A-10, AV-8 Harrier და ბომბდამშენი F-111.

F-35C-ს პირველი დაჯდომა ავიამზიდის გემბანზე



ამ გზით პენტაგონი გეგმავს განახორციელოს თვითმფრინავთა პარკის უნიფიკაცია და ამგვარად შეამციროს მათი წარმოების და შენახვის ღირებულება.
საჰაერო ბრძოლებში F-35 ოთხჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე მისი მოწინააღმდეგე მე-4 თაობის გამანადგურებლები - ამბობს Lockheed Martin-ის ვიცე პრეზიდენტი გამანადგურებლის ოპერატიული კვლევების საკითხში George Standridge. მისივე თქმით გამანადგურებელი რვაჯერ ეფექტურია სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ და სულ ცოტა სამჯერ ეფექტური მტრის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. 
ტექნიკურ საკითხებში  Lockheed Martin საკმაოდ ბევრს ხარჯავს, რის შედეგადაც გამანადგურებელი აღჭურვილია ყველაზე ძლიერი ძრავით, რაც კი ოდესმე დაყენებულა გამანადგურებელზე - Pratt & Whitney F-135 (191 kN წევა ფორსაჟით, რაც მიახლოებით 20 ტონას უდრის). ძრავა თავისი წინამორბედებისგან  40% ნაკლებ დეტალებს შეიცავს და ასევე გაცილებით მარტივი, საიმედო და ადვილი სარემონტოა. STOVL თვითმფრინავებში ბრიტანული Rolls-Royce-ს ტექნოლოგიების საფუძველზე ამერიკელებმა F-35C-თვის შექმნეს ძრავა F-135-600

რავა F-135 სტატისტიკური გამოცდები

ახალი თვითმფრინავის ელექტრონული მოწყობილობები ასევე მეწინავე კატეოგირას მიეკუთვნება - ასე აცხადებს F-35-ის  პროგრამის მმართველი და აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი Dan Crowley: "ყველაზე მძლავრი და სრულყოფილი ელექტორნული მოწყობილობები რომლებიც კი დღემდე დაყენებულა გამანადგურებელზე."
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა გამანადგურებლის პროტოტიპები უკვე კარგა ხანია აშშ-ს არმიის წარმომადგენლების მეგობრული ცხცხლის ქვეშ იმყოფება. რეალობაში პროგრამა დღეს-დღეობით, 2001 წლის მერე, რაც გადაწყდა მისი შესყიდვა, ყველაზე მძიმე პერიოდს გადის.
2001 წელს ეს გამანადგურებელი მოიხსენიებოდა როგორც ყველაზე იაფი და ყველაზე ეფექტური გამანადგურებელი რაც კი ოდესმე შეუქმნია აშშ-ს. დღეს - უამრავი პრობლემის, შეყოვნებების და ფასის მომატების შემდეგ ამაზე საუბარიც კი აღარ მიდის.
"პროგრამა ორ რამეს წარმოადგენს  - სკანდალს და ტრაგედიას", ასე დაიწუწუნა გასულ დეკემბერს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა არიზონადან, ჯონ მაკკეინმა. ამერიკელები ბოლო ათი წელია ზიდავენ პროგრამის სიმძიმეს, რომელიც უკვე დაჯდა 56 მილიარდი დოლარი და შედეგად მხოლოდ 20 ერთეული საცდელი თვითმფრინავია შექმნილი.

F-35–ების წინა სერიული პარტია


პენტაგონმა, გასული წლის ბოლოს, მწარმოებელს გადასცა გამანადგურებლის ხარვეზების საკმაოდ მოზრდილი და სერიოზული სია. ფორსაჟი იწვევს გამანადგურებლის კორპუსის დაზიანებას. საწვავის დაქცევის შეთავაზებული სისტემა ხანძრის საშიშროებას უქმნის თვითონ გამანადგურებელს. ასევე დადგინდა რომ გამანადგურებლის კორპუსის მოსალოდნელ რესურსს ვერ პასუხობს.
ასევე არ მომხდარა გამანადგურებლის გამოცდა ელვის წინააღმდეგ, კონდიციონერი ვერ აგრილებს კოკპიტს, პილოტის ჩაფხუტი ვერ ფუნქციონირებს გამართულად, თვითმფრინავს არ შეუძლია ატაროს ერთდროულად საკმარისი საწვავი და შიდა შეიარაღება და ამას გარდა დღეს ის ნაკლებად ადაპტირებულია სახმელეთო მიზნების გასანადგურებლად.
საფრენოსნო გამოცდები საკმაოდ ჩამორჩება გრაფიკს და ბოლო თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი - პროგრამის ფასი ტრაგიკულადაა გაზრდილი.
და ყველაფერთან ერთად პენტაგონმა უნდა გადაყლაპოს F-35A მოქმედების რადიუსის შემცირება, F-35B ასაფრენი მანძილის გაზრდა და სხვა ტექნიკური ცვლილებები. და ის თუ რატომ არ გაიყინა F-35-ის პროგრამა მწარმოებელი ფირმის ჭკვიანური საერთაშორისო პოლიტიკის დამსახურებაა.
პროგრამის თანამონაწილე რვა ქვეყანა (ავსტრალია, დანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა, ნორვეგია და თურქეთი) თავის წილ თანხებს იხდის გამანადგურებლის შექმნაში, ხოლო პენტაგონი უცვლელად იტოვებს გამანადგურებლების რაოდენობას : "მომავლისთვის გვესაჭიროება" - განაცხადა მათმა ხელმძღვანელმა.

პროგრამაში მონაწილე ქვეყნების დროშებით მოხატული F-35


ტანკ Arjun Mk II-ის პირველი სურათი

ინდურმა ჟურნალმა "The Week"-მა, 2012 წლის 5 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა ტანკ Arjun Mk-II-ის პროტოტიპის პირველი სურათი, რომელიც ივნისიდან მოყოლებული პოხრანას პოლიგონზე გადის გამოცდებს.


ტანკი Arjun Mk–II წარმოადგენს Arjun Mk–I–ის მოდრენიზირებულ ვარიანტს.

ინდური ტანკის ახალი სურათები გამოცდებიდან:



Arjun Mk–II სასროლეთზე

Arjun Mk–II–ის სამეთაურო პანორამა

Thursday, August 23, 2012

იტალიური Centauro და Freccia რუსეთში

ამ კვირას რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტში იტალიიდან თვლიანი ჯავშანტრანსპორტიორები, Centauro და  Freccia იქნა ჩატანილი. მანქანები რუსეთის არმიის ინტერესებისთვის იქნება გამოცდილი.







RDE-2012 გაიხსნა

გუშინ გაიხსნა გამოფენა "Оборона и защита -2012", სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკა.



 




ასევე წარმოდგენილი იქნა კორპორაცია "Защита"–ს ნაწარმი, ისეთები როგორებიცაა – "Скорпион", "Булат" და შეჯავშნულძარიანი კამაზი.