აშშ-ს საჰაერო ძალები შთამბეჭდავ ფოტოებს ავრცელებს - მათზე ნირვეგიის ზღვის თავზე მფრენი 5 სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H და მისი თანმხლები 3 ნორვეგიული გამანადგურებელი F-16 Viper-ია (ორი F-16AM და ერთი F-16BM) ასახული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მოუქნელი ბომბდამშენები, ბრიტანული ბაზა RAF Fairford-იდან, მთელი ევროპის მაშტაბით ახორციელებდნენ სასწავლო ფრენებს.
ასევე წაიკითხეთ სტატია NATO-ს ხომალდების შავ ზღვაში დაგეგმილი სწავლების შესახებ - NATO-ს ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ
ნორვეგიის ზღვის თავზე ფრენა 2019 წლის 28 მარტს განხორციელდა, მასში ზემოთ ჩამოთვლილი 5 ბომბდამშენი და სამი ნორვეგიული გამანადგურებელი მონაწილეობდა. 6 ბომბდამშენისგან შემდგარი ოპერატიული დაჯგუფება, რომელსაც ასევე BUFF-საც უწოდებენ (Big Ugly Fat Fellows), ბრიტანულ ავიაბაზა RAF Fairford-ზე 14 მარტს ჩაფრინდა. ყველა ბომბდამშენი აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ბარკსდეილის ავიაბაზაზე დისლოცირებულ ბომბდამშენთა მე-2 ფრთას ეკუთვნის.
როგორ აშშ-ს საჰაერო ძალების
ოფიციალურ პრეს რელიზშია ასახული - ნორვეგიელებთან ერთად ფრენის საშუალებით ამერიკელი პილოტები ამ რეგიონს გაეცვნენ და ამავდროულად "გლობალური ძალების გამოყენებით აშშ-ს მოკავშირეებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს".
ბომბდამშენების ევროპაში გადასროლამ და მათმა ოპერატიულმა გაშლამ, "დიდი კონკურენტებისთვის" და პირველ რიგში რუსეთისთვის, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული შესაძლებლობების სიგნალის როლი უნდა შეასრულოს. მიუხედავად იმისა რომ ამერიკის საჰაერო ძალები, საერთო სწავლებებში მონაწილეობის მიზნით, რეგულარულად აგზავნიან დიდ ბრიტანეთში სტრატეგიულ ბომბდამშენებს, ეს გადასროლა მაიანც გამორჩეულია - 2003 წელს, ერაყში შეჭრის შემდეგ, B-52-ების ინგლისში გაშლის ეს ყველაზე მსხვილმაშტაბაიანი შემთხვევაა. როგორც ცნობილია ამ კონფლიქტის დასაწყისში ბრიტანეთიდან ამ ტიპის ოცმა ბომბდამშენმა განახორციელა საბრძოლო ფრენები.
ბრიტანეთში, ავიაბაზა RAF Fairford-ზე დისლოცირებული 6 ამერიკული ბომბდამშენი, საბორტე ნომრები - 60-0024, 60-0025, 61-0013, 60-0058, 61-0015, 60-0032
ბრიტანეთში ამერიკული ბომბდამშენების გადასროლა ეს აშშ-ს მიერ NATO-ს მოკავშირეების დასაწყნარებლად და მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებათა სერიის ფრაგლებში ხორციელდება და ის კრემლის აგრესიის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამ ქმედებების ფარგლებში, 2018 წლის ოქტომბერში, ალიანსმა ბოლო ათწლეულების მანძილზე უმსხვილესი საზღვაო სწავლება - Trident Juncture-2018 განახორციელა, რომლის ნაწილიც ასევე ნორვეგიაში და მის მიმდებარე წყლებში ჩატარდა. ამ სწავლების ფარგლებში აშშ-ს ავიამზიდი ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გაცდა ჩრდილოეთ პოლარულ წრეს.
თემატური სტატია სწავლება Trident Juncture-2018-ის შესახებ - პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ
ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკული ბომბდამშენების მიერ ბალტიის ზღვის თავზე განხორციელებული ფრენების გამო კრემლის შეშფოთებას გამოხატავდა - კერძოდ მათი აზრით ეს ფრენები კალინინგრადის ოლქის წინააღმდეგ იყო მიმართული.
რეალურად ამერიკულმა ბომბდამშენებმა, 15 მარტიდან მოყოლებული, რამდენიმეჯერ შემოუფრინეს კალინინგრადის ოლქს, იფრინეს ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის საჰაერო სივრცეში და პოლიგონებზე - თუმცა რუსეთის საზღვაო ზონასთან 150 კილომეტრზე, ხოლო სახმელეთო საზღვართან 60 კილომეტრზე ახლოს არ უფრენიათ. აშკარაა რომ ამერიკული ბომბდამშენები სწორედ რუსული ანკლავის შესწავლასა და მასზე ფიქტიური იერიშების დამუშავებას ახორციელებდნენ.
აშშ-ს სტრატეგიული ავიაციის მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოყვანილ სტატიებში:
საპასუხოდ რუსეთმა 29 მარტს ნორვეგიისა და ბრიტანეთის მახლობლად ორი Ту-160-ით 13 საათიანი პატრულირება განახორციელა. ამ ფრენის გზის გადასაჭრელად ბრიტანელებმა გამანადგურებლები აწიეს ჰაერში.
ბრიტანული Typhoon-ების მიერ გაცილებაზე აყვანილი ორი რუსული Ту-160. ჩრდილოეთის ზღვა, 2019 წლის29 მარტი
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს დარჩებიან ამერიგული B-52H-ები ევროპაში, დღევანდელი მდგომარეობით ისინი აქტიურ ფრენებს აგრძელებენ - წარმატებული ფრენა ვუსურვოთ