Showing posts with label ბალტიისპირეთი. Show all posts
Showing posts with label ბალტიისპირეთი. Show all posts

Saturday, March 30, 2019

ძალის დემონსტრირება - 5 ბომბდამშენი B-52H რუსეთის მახლობლად

აშშ-ს საჰაერო ძალები შთამბეჭდავ ფოტოებს ავრცელებს - მათზე ნირვეგიის ზღვის თავზე მფრენი 5 სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H და მისი თანმხლები 3 ნორვეგიული გამანადგურებელი F-16 Viper-ია (ორი F-16AM და ერთი F-16BM) ასახული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მოუქნელი ბომბდამშენები, ბრიტანული ბაზა RAF Fairford-იდან, მთელი ევროპის მაშტაბით ახორციელებდნენ სასწავლო ფრენებს.

ასევე წაიკითხეთ სტატია NATO-ს ხომალდების შავ ზღვაში დაგეგმილი სწავლების შესახებ - NATO-ს ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ


ნორვეგიის ზღვის თავზე ფრენა 2019 წლის 28 მარტს განხორციელდა, მასში ზემოთ ჩამოთვლილი 5 ბომბდამშენი და სამი ნორვეგიული გამანადგურებელი მონაწილეობდა. 6 ბომბდამშენისგან შემდგარი ოპერატიული დაჯგუფება, რომელსაც ასევე  BUFF-საც უწოდებენ (Big Ugly Fat Fellows), ბრიტანულ ავიაბაზა RAF Fairford-ზე 14 მარტს ჩაფრინდა. ყველა ბომბდამშენი აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ბარკსდეილის ავიაბაზაზე დისლოცირებულ ბომბდამშენთა მე-2 ფრთას ეკუთვნის.

როგორ აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიციალურ პრეს რელიზშია ასახული - ნორვეგიელებთან ერთად ფრენის საშუალებით ამერიკელი პილოტები ამ რეგიონს გაეცვნენ და ამავდროულად "გლობალური ძალების გამოყენებით აშშ-ს მოკავშირეებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს".


ბომბდამშენების ევროპაში გადასროლამ და მათმა ოპერატიულმა გაშლამ, "დიდი კონკურენტებისთვის" და პირველ რიგში რუსეთისთვის, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული შესაძლებლობების სიგნალის როლი უნდა შეასრულოს. მიუხედავად იმისა რომ ამერიკის საჰაერო ძალები, საერთო სწავლებებში მონაწილეობის მიზნით, რეგულარულად აგზავნიან დიდ ბრიტანეთში სტრატეგიულ ბომბდამშენებს, ეს გადასროლა მაიანც გამორჩეულია - 2003 წელს, ერაყში შეჭრის შემდეგ, B-52-ების ინგლისში გაშლის ეს ყველაზე მსხვილმაშტაბაიანი შემთხვევაა. როგორც ცნობილია ამ კონფლიქტის დასაწყისში ბრიტანეთიდან ამ ტიპის ოცმა ბომბდამშენმა განახორციელა საბრძოლო ფრენები.

ბრიტანეთში, ავიაბაზა RAF Fairford-ზე დისლოცირებული 6 ამერიკული ბომბდამშენი, საბორტე ნომრები -  60-0024, 60-0025, 61-0013, 60-0058, 61-0015, 60-0032

ბრიტანეთში ამერიკული ბომბდამშენების გადასროლა ეს აშშ-ს მიერ NATO-ს მოკავშირეების დასაწყნარებლად და მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებათა სერიის ფრაგლებში ხორციელდება და ის კრემლის აგრესიის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამ ქმედებების ფარგლებში, 2018 წლის ოქტომბერში, ალიანსმა ბოლო ათწლეულების მანძილზე უმსხვილესი საზღვაო სწავლება - Trident Juncture-2018 განახორციელა, რომლის ნაწილიც ასევე ნორვეგიაში და მის მიმდებარე წყლებში ჩატარდა. ამ სწავლების ფარგლებში აშშ-ს ავიამზიდი ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გაცდა ჩრდილოეთ პოლარულ წრეს. 
თემატური სტატია სწავლება Trident Juncture-2018-ის შესახებ - პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ

ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკული ბომბდამშენების მიერ ბალტიის ზღვის თავზე განხორციელებული ფრენების გამო კრემლის შეშფოთებას გამოხატავდა - კერძოდ მათი აზრით ეს ფრენები კალინინგრადის ოლქის წინააღმდეგ იყო მიმართული.


რეალურად ამერიკულმა ბომბდამშენებმა, 15 მარტიდან მოყოლებული, რამდენიმეჯერ შემოუფრინეს კალინინგრადის ოლქს, იფრინეს ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის საჰაერო სივრცეში და პოლიგონებზე - თუმცა რუსეთის საზღვაო ზონასთან 150 კილომეტრზე, ხოლო სახმელეთო საზღვართან 60 კილომეტრზე ახლოს არ უფრენიათ. აშკარაა რომ ამერიკული ბომბდამშენები სწორედ რუსული ანკლავის შესწავლასა და მასზე ფიქტიური იერიშების დამუშავებას ახორციელებდნენ.

აშშ-ს სტრატეგიული ავიაციის მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოყვანილ სტატიებში:

საპასუხოდ რუსეთმა 29 მარტს ნორვეგიისა და ბრიტანეთის მახლობლად ორი Ту-160-ით 13 საათიანი პატრულირება განახორციელა. ამ ფრენის გზის გადასაჭრელად ბრიტანელებმა გამანადგურებლები აწიეს ჰაერში.

ბრიტანული Typhoon-ების მიერ გაცილებაზე აყვანილი ორი რუსული Ту-160. ჩრდილოეთის ზღვა, 2019 წლის29 მარტი

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს დარჩებიან ამერიგული B-52H-ები ევროპაში, დღევანდელი მდგომარეობით ისინი აქტიურ ფრენებს აგრძელებენ - წარმატებული ფრენა ვუსურვოთ
 

Tuesday, March 26, 2019

კალინინგრადი აშშ-ს სტრატეგიული ავიაციის რკალში

გუშინ სამმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა В-52Н-მა და ერთმა რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავმა Boeing RC-135V-მ რუსეთის დასავლეთ საზღვრები მოინახულეს. კერძოდ ამერიკელებმა ფრენები კალინინგრადის მახლობლად განახორციელეს. 

2017 წელს ბალტიის თავზე განხორციელებული გზი გადაჭრის მომენტი (წყარო - რუსულმა Су-27-ებმა ამერიკული ბომბდამშენებისთვის გზის გადაჭრა განახორციელეს)

როგორც დასავლეთის ავიაწყაროები იუწყებიან -გუშინ ორმა ამერიკულმა B-52H-მა კალინინგრადის საზღვაო საზღვრიდან 140-144 კილომეტრის მანძილზე იფრინა. რის შემდეგაც ერთმა მათგანმა ლიტვის სამხრეთ-დასავლეთისკენ, პოლიგონ კაზულ-რუდესკენ განაგრძო ფრენა. პოლიგონი რუსეთ-ლიტვის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. სამი საათის განმავლობაში ბომბდამშენი სავარაუდოდ პოლიგონზე ბომბდაშენის დამუშავებას ახორციელებდა და დროდადრო კალინინგრადის ოლქს 10-18 კილომეტრზე უახლოვდებოდა. მეორე ბომბდამშენი ლატვიაში, პოლიგონ ადაჟისკენ გაემართა, სადაც ასევე სამი საათი იტრიალა და სავარაუდოდ სახმელეთო დარტყმებზე მუშაობდა.

იმავდროულად დიდბრიტანეთში მდებარე ავიაბაზა მილდენჰოლიდან აშშ-ს საჰაერო ძალების რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი, Boeing RC-135V Rivet Joint, გაემართა რუსეთის საზღვრისკენ, რომელიც ასევე რამდენიმე საათი დაფრინავდა კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ.

В-52Н-ს ტიპის მესამე ბომბდამშენი ბრიტანული ავიაბაზა ფერფორდიდან აფრინდა, შევიდა ბალტიის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და პოლონეთის სანაპიროს გასწვრივ, კალინინგრადის ოლქისკენ აიღო კურსი. კალინინგრადის საზღვაო საზღვრიდან მიახლოებით 158 კილომეტრში, როდესაც ის რუსული ჰსთ-ს მოქმედების ზონაში იმყოფებოდა, ბომბდამშენი მოტრიალდა  ესტონეთისკენ გაფრინდა.

ასევე ცნობილია რომ პარასკევიდან შაბათის ჩათვლით, ოთხი В-52Н ტიპის ბომბდამშენი, რამდენიმე საათის სხვაობით რუსეთის ანკლავთან 160-170 კილომეტრზე მიახლოებას ახორციელებდნენ, შემდეგ კურსს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იცვლიდნენ, შემოუფრენდნენ გოტლანდს და ბრიტანულ ბაზაზე ბრუნდებოდნენ. დამკვირვებლების დასკვნით, ბომბდამშენები კალინინგრადში მდებარე სამიზნეებზე ბომბდაშენის დამუშავებას ახორციელებდნენ.

წინა დღეებში განხორციელებული ფრენების შესახებ უკვე დაიწერა ბლოგში:

ამის პარალელურად რუსებმა კალინინგრადში С-300-ების სმანევრები განახორციელეს. მოხდა მობილური კომპლექსების გაშლა გვარდეისკიდან - სადაც მათი დისლოკაციის ადგილია - ბალტიისკამდე, რომელიც რუსეთის ყველაზე დასავლეთ ქალაქია  და ბალტიის ფლოტის ყველაზემსხვილ ბაზას წარმოადგენს. მსგავსი გადაადგილებები სამხედრო ობიექტების უფრო მჭიდრო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

რუსების მიერ ჰსთ კომპლექსების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჩვენს გვერდზე - Russia deploys S-300 to Baltiysk amid tension with US

Thursday, March 21, 2019

B-52H რუსეთის საზღვრებთან

როგორც ინტერნეტში რუსი პილოტების მიერ გადაღებული ფოტოსურათებიდან ხდება ცნობილი, 2019 წლის 20 მარტს, აშშ-ს საჰაერო ძალების ბომბდამშენთა მე-2 ფრთის მე-20 ბომბდამშენთა ესკადრილიის კუთვნილმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა Boeing В-52Н Stratofortress-მა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", სახმისი AERO32) ბალტიის ზღვის თავზე, კალინინგრადის ოლქის მახლობლად ფრენა განახორციელა. ცნობილია რომ აღნიშნული ბომბდამშენი ინგლისში მდებარე ავიაბაზა ფაირფორდიდან აფრინდა.

 აშშ-ს საჰაერო ძალების ბომბდამშენთა მე-2 ფრთის მე-20 ბომბდამშენთა ესკადრილიის კუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing В-52Н Stratofortress-მა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", სახმისი AERO32). თვითმფრინავი სამძებრ-სამიზნე კონტეინერ Lockheed Martin AN/AAQ-33 Sniper Advanced Targeting Pod-ითა და პრაქტიკული ავიაბომბებითაა აღჭურვილი. ფოტო რუსული გამანადგურებლიდანაა გადაღებული

ცოტა ადრე, 14 მარტს, ამ ბორტმა, ოღონდ სახმისით STRAY83, კალინინგრადის ოლქის მახლობლად იფრინა. ამჯერად ბომბდამშენმა ამერიკიდან პირდაპირ გადმოფრინდა, რის შემდეგაც ბალტიის ზღვის დასავლეთ ნაწილში სასწავლო ბომბდაშენა განახორციელა და ბრიტანულ ავიაბაზაზე, ფაირფორდზე დაეშვა. 18 მარტს იმავე ბომბდამშენმა სახმისით AERO13 ბრიტანეთიდან ჩრდილოეთით, ბარენცის ზღვისკენ იფრინა.

ასევე 20 მარტს კალინინგრადის ოლქთან, ბალტიის ზღვის და პოლონეთის თავზე კიდევ ერთმა В-52Н-მა იფრინა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0024, სახმისი AERO33) ეს ბორტიც, წინამორბედების მსგავსად ბრიტანეთიდან, ფაირფორდის ავიაბაზიდან აფრინდა. იმავე დღეს В-52Н-მა (საბორტე ნომერი 61-0024, სახმისი AERO14 ) ესტონიის ტერიტორიის თავზე ბარაჟირება განახორცელა.

სულ 14-დან 16 მარტის ჩათვლით, ბრიტანულ ავიაბაზა ფაირფორდზე, ამერიკულ ავიაბაზა ბარკსდეილზე (ლუიზიანას შტატი) დისლოცირებული ბომბდამშენთა მე-2 ავიაფრთის კუთვნილი ექვსი ცალი B-52H ტიპის ბომბდამშენი ჩაფრინდა. 2003 წელს ერაყის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ ეს ამერიკული ბომბდამშენების ყველაზე მსხვილი გადასროლაა ევროპაში. ბრიტანულ ფაირფორდზე ჩასული სტრატეგიული ბომბდამშენები ბალტიის ზღვის თავზე ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებენ. 

ბრიტანეთში გადასროლილი В-52Н-ბი:
  • 60-0024 სახმისი STRAY81 (შემდეგ AERO14, შემდეგ AERO33)
  • 60-0025 სახმისი STRAY82
  • 61-0013 სახმისი STRAY83 (შემდეგ AERO13, შემდეგ AERO32)
  • 60-0058 CLIPP91
  • 61-0015 სახმისი DRYER91
  • 60-0032 სახმისი DRYER92

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელზეც ორი რუსული Су-27 ამერიკულ B-52H-ს აცილებს 

აშშ-ს საჰაერო ძალების ბომბდამშენთა მე-2 ფრთის მე-20 ბომბდამშენთა ესკადრილიის კუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing В-52Н Stratofortress-მა (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი 61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", სახმისი AERO32). თვითმფრინავი სამძებრ-სამიზნე კონტეინერ Lockheed Martin AN/AAQ-33 Sniper Advanced Targeting Pod-ითა და პრაქტიკული ავიაბომბებითაა აღჭურვილი. ფოტო რუსული გამანადგურებლიდანაა გადაღებული



სტრატეგიული ბომბდამშენის, Boeing В-52Н Stratofortress-ის (აშშ-ს საჰაერო ძალების ნომერი  61-0013, საბორტე ნომერი "1013", კოდი "LA", მაშინდელი სახმისი STRAY83) ფრენის მარშუტი. 2019 წლის 14 მარტი.

Wednesday, October 24, 2018

სწავლება IronTomahawk 18 - NATO-ს ყველა ტანკი ერთ სასროლეთზე



ლატვიაში, NATO-ს სამხედრო კონტინგენტმა, სატანკო სროლები გამართა. სწავლებაში, სახელწოდებით IronTomahawk 18, შემდეგი ქვეყნების მონაწილეობენ:

  • აშს - M1A2 SEv.2
  • გერმანია - Leopard-2A6
  • ესპანეთი - Leopard-2A6
  • პოლონეთი - PT-91
  • დიდი ბრიტანეთი - Challenger-2




წყარო:
NATO paplašinātās klātbūtnes kaujas grupas piedalās militārajās mācībās “Iron Tomahawk”

Saturday, January 6, 2018

Baltic Air Policing - F-15 vs Су-30СМ


ბალტიისპირეთი საჰაერო სივრცი პოლიცირების ფარგლებში ამერიკულმა F-15-ებმა რუსულ Су-30СМ-ებს გადაუჭრეს გზა. როგორც ნცობილი ხდება, რუსებმა საჰაერო სივცრეში გავლისას დისპეჩერს ტავისი მარშუტი და და მისია არ შეატყობინეს, რასაც ამერიკელებსიგან სათანადო რეაგირება მოჰყვა.

Tuesday, September 5, 2017

NATO-ს მრავალეროვნული ძალების დაჯგუფება პოლონეთსა და ბალტიისპირეთში

როგორც ინტერნეტ რესურსი IHS Jane's იუწყება, 2017 წლის 28 აგვისტოს, "მეწინავე გაფართოებული ყოფნის" (Еenhanced Forward Presence - ЕFP)ფარგლებში, "რუსეთის შესაკავებლად" პოლონეთში, ლიტვასა, ლატვიასა და ესტონეთში გაშლილმა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ოთხივე მრავალეროვნულმა კომბინირებულმა საბრძოლო დაჯგუფებამ სრულ საბრძოლო მზადყოფნას მიაღწია. დაჯგუფებათა სრული მზადყოფნის შესახებ, 27 აგვიტოს, ლატვიაში ბაზირებული მე-4 დაჯგუფების მიერ ეგრეთ წოდებული "საკვალიფიკაციო სწავლებების" (Сertification Еxercise - CERTEX) განხორციელების შემდეგ იქნა გამოცხადებული.
ქვემოთ მოყვანილ (IHS Jane's-ის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი) ინფოგრაფიკაზე ასახულია ოთხივე, პოლონეთში, ლიტვასა, ლატვიასა და ესტონეთში გაშლილი დაჯგუფებების დღევანდელი მდგომარეობა. 

გამოსახულება გადიდებადია

ინფოგრაფიკის მიხედვით ოთხი დაჯგუფება შემდეგნაირად გამოიყურება:
  • კანადის სარდლობით ლატვიაში 1138 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება (კანადელები, ალბანელები, იტალიელები, პოლონელები, სლოვენები და ესპანელები)
  • აშშ-ს სარდლობით პოლონეთში 1270 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება (ამერიკელები, რუმინელები და ბრიტანელები)
  • ბრიტანელების სარდლობით ესტონეთში 1200 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება (ბრიტანელები, ფრანგები და უნგრელები)
  • გერმანელების სარდლობით ლიტვაში 1022 სამხედრო მოსასმახურე იმყოფება (გერმანელები, ბელგიელები, ლუქემბრუგელები, ჰოლანდიელები და ნორბ~ვეგიელები)

Saturday, June 10, 2017

რუსულმა Су-27-ებმა ამერიკული ბომბდამშენებისთვის გზის გადაჭრა განახორციელეს

2017 წლის 9 ივნისს ბალტიის ზღვის თავზე რუსულმა Су-27-ებმა ორ ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენ В-52Н და ორ В-1В გადაუჭრეს გზა. ბომბდამშენები NATO-ს სწავლებში, "Saber Strike" და BALTOPS ღებულობდნენ მონაწილეობას. В-52Н-ები სწავლების დროს დანაღმული წინაღობის დაყენების საიმიტაციოდ იყო მიზიდული. ფოტოები აშშ-ს საჰაერო ძალების საჰაერო ტანკერ Boeing KC-135R-ის ბორტიდანაა გადაღებული.

გზის გადაჭრა ჩერნიახოვის აეროდრომზე (კალინინგრადის ოლქი) ბაზირებული ბალტიის ფლოტის 72-ე საავიაციო ბაზის Су-27-ებმა განახორციელეს.

საჰაერო შეხვედრის მომენტი


ფოტოები სწავლებიდან





Wednesday, May 31, 2017

ესტონეთში გადასროლილი ფრანგული არმია „რუსული საფრთხის“ დასახვედრად ემზადება

ფრანგი სამხედროები ესტონეთში სწავლებაზე 

ფრანგული ინტერნეტ რესურსი «Le Courrier International» სტატიაში, სახელწოდებით “L'armée française s'exerce en Estonie pour contrer la menace russe", იუწყება რომ, 2017 წლის 23 მაისს, სამასმა ფრანგმა სამხედრო მოსამსახურემ და Leclerc-ის ტიპის ტანკებმა (ბალტიისპირეთში ფრანგული კონტინგენტის გადასროლის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - 2017 წელს ფრანგული Leclerc ესტონეთში იქნება გადასროლილი), ესტონეთის ტერიტორიაზე, რუსეთის საფრთხით შეშფოთებული ამ NATO-ს წევრი ქვეყნის დაწყნარების მიზნით, სამხედრო სასწავლო მანევრები დაიწყო.
როგორც საფრანგეთის არმიის ოპერაცია "Lynx"-ის ფარგლებში, ასე ეწოდება ბალტიისპირეთში ფრანგების გაშლას, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა ვიცე პოლკოვნიკმა ლიონელმა (Lionel), საინფორმაციო სააგენტო «France Presse»-ს აუწყა, „ჩემის აზრით, უკანასკნელი წლების მოვლენების გათვალისწინებით, ნორმალურია რომ ბალტიის ქვეყნები თავისი მეზობლის მიმართ შეშფოთებას განიცდიან, მაგრამ დღეს ეს საკომუნიკაციო თემა უფროა“. უსაფრთხოების მიზნით წყარომ სახელი არ დაასახელა, რადგანაც სწავლების მსველობაში სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია.

ფრანგული Leclerc ესტონეთში

ვიცეპოლკოვნიკის გაცხადების თანახმად, ფორმიან ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ რუსეთის საზღვართან ხუთ კილომეტრზე ახლოს მისვლა. NATO-ს სწავლება "Spring Storm", რომელშიც ალიანსის 6000 ჯარისკაცი მონაწილეობს, ესტონეთის ჩრდილოეთით, ტაპას რაიონში მიმდინარეობს.
საფრანგეთის საზღვაო ქვეითების „Scorpions“-ის რაზმის მე-3 ასეულის მეთაურის, კაპიტან ემანუელის, სიტყვების თანახმად, „აქ გაცილებით რთული რელიეფია, ვიდრე ის, რომელთანაც მანამდე გვქონია შეხება, განსაკუთრებით აფრიკასთან შედარებით“.
ფრანგული კონტინგენტი ესტონეთში 20 მარტს ჩავიდა და დღეისთვის ის აქ გაშლილი ბრიტანული სარდლობის ქვეშ მყოფი NATO-ს მრავალეორვნული ბატალიონის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
ბრიტანელების ესტონეთში ჩასვლის შესახბ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ბრიტანული არმია ესტონეთში ჩავიდა
2016 წლის ივლისში ვარშავის სამიტზე NATO-მ პოლონეთში, ლატვიასა, ლიტვასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის გაშლა გადაწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საკუთარ ტერიტორიაზე ამ ბატალიონების განთავსება 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, მოითხოვეს. რუსეთი თავის მხრივ უარყოფს მეზობლების მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს და NATO-ს მის ალყაში მოქცევაში ადანაშაულებს. 
საფრანგეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე ორლოვმა, 19 მაისს განაცხადა რომ, 1812 წლის ნაპოლეონის კამპანიის შემდეგ ფრანგული სახმელეთო ძალები პირველად იმყოფებიან რუსეთის საზღვართან.
ფრანგი ჯარისკაცები ესტონეთში ორი ოთხ-ოთხ თვიანი როტაციის შემდეგ, მეზობელ ლატვიაში განთავსდებიან. ფრანგები ბალტიისპირეთში რეგულარულ საფუძველზე 2004 წლიდან იმყოფებიან და ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეს იცავენ.

Friday, April 21, 2017

F-16 და Eurofighter ბალტიის ცის პატრულირებისას


ნორვეგიული F-16-ები და იტალიელების Eurofighter-ები ლიტვის ცის პატრულირებას ახორციელებენ

წყარო: