Friday, June 21, 2013

აზერბაიჯანი აღლუმისთვის ემზადება

აზერბაიჯანმა რო რუსეთისგან საკმაოდ დიდი რაოდენობით სახმელეთო ტექნიკა იყიდა აღარავისთვის საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს. მალე ეს ტექნიკა ბაქოში გამართულ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე მხოლოდ იმ ტექნიკის ნახევარი ჩანს რასაც აღლუმისთვის ელიან, მეორე ნახევარი ამაღამ მიაღწევს დანიშნულების ადგილზე

ათი ცალი ჩამოწერილი ბულგარული Су-25 საქართველოს

ბულგარეთის მიერ გაეროს 2012 წლის რეესტრში გამოქვეყნებულ მონაცემებში ყველაფერთან ერთად ნახსენებია საქართველოსთვის მიყიდული 10 ცალი მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ამასთან რეესტრში მითითებულია რომ თვითმფრინავები "Expired lifespan, for repair stock"–ის კატეგორიიდანაა, ანუ "რესურს გასული, სათადარიგო ნაწილებისთვის".
ბულგარული პრესის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის 28 ივნისს რეალიზაცია გაუკეთა ბაზმერის აეროდრომზე განთავსებულ ექვს ცალ Су-25К–ს. თვითმფრინავები შემდეგ ფასებში იქნა გაყიდული:
  • საბორტე ნომერი 299  - ფასი: 100 100,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 109 - ფასი: 96 700,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 212 - ფასი: 98 800,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 228 - ფასი: 98 100,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 241 - ფასი: 97 500,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 244 - ფასი: 101 200,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
ტენდერი კომერციულმა სტრუქტურა "ტრანსმობილ"–მა ("Трансмобил") მოიგო, რომელმაც ეს ექვსი თვითმფრინავი საერთო ჯამში 8,08 მილიონ ლევად შეისყიდა. სტრუქტურამ ეს მოიერიშეები 2012 წლის სექტემბერში ქართულ მხარეს მიყიდა, რის შემდეგაც საზღვაო გზით დაშლილი თვითმფრინავები ბულგარეთიდან საქართველოში გადაიტანეს.

ბულგარეთში შეძენილი ჩამოწერილი Су-25–ები დაშლის მომენტში
დაშლილი Су-25–ები სატვირთო ხომალდ PERA–ზე იტვირთება, პორტი ბურგას, 2012 წლის 26 ნოემბერი, იმავე გემზე თვითმფრინავებთან ერთად დაიტვირთა და საქართველოში გამოიგზავნა 6 ცალი საარტილერიო დანადგარი
რაც შეეხება დანარჩენ 4 მოიერიშეს, ზუსტი ინფორმაცია მათ შესახებ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს ის ოთხი თვითმფრინავია რომელიც 2010 წლის დასაწყისში ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "იოტოვ ი სინ"–ს ("Йотов и син") მიჰყიდა (საბორტე ნომრები 106, 107, 110 და 111). თავის მხრივ კომერციული სტრუქტურა "ტრანსმობილ" ამ კოპანიას წარმოადგენდა 2012 წლის ტენდერში, ამიტომ არაა გამორიცხული რომ ის 4 ცალი ინკოგნიტო მოიერიშე სწორედ 2010 წელს ნაყიდი პარტიიდან იყოს.

წყარო:

Thursday, June 20, 2013

ბერლინში ობამას ვიზიტის უსაფრთხოების საინტერესო დეტალი

ობამას ბერლინში ვიზიტისას დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო თემა განიხილეს, მაგრამ ჩვენ ჩვენთვის საინტერესო საკითხს ჩავუჯდეთ, კერძოდ იმ სამხედრო და პოლიციურ ტექნიკას რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.

"Drum"–ის (დოლურა) ტიპის 50 ტყვიანი მჭიდით აღჭურვილი ხელის ტყვიამფრქვევი ΗΚ11Ε, რომელიც  ჯავშანმანქანა TM-170–ის დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულზეა განთავსებული



დამატებით "Витязь"–ის შესახებ

გუშინ უკვე ვწერდი პერსპექტიული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდავცის სისტემის "Витязь"–ის პირველი დებიუტის შესახებ. С-300–ის შესაცვლელი კომპლექსის შექმნაზე მუშაობა კონცერნ "Алмаз"–მა ჯერ კიდევ 1991-1993 წლებში დაიწყო. პირველად კომპლექსი "Витязь" ავიაკოსმოსურ გამოფენა МАКС-1999–ზე იქნა ნახსენები, სადაც ამ კომპლექსის მოდელები იქნა დემონსტრირებული. კომპლექსი С-300ПТ და С-300ПС–ის შესაცვლელად იქმნება. თვითონ "Витязь"–ის შექმნაზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით შეიარაღებაზე 2012 წელს უნდა მიეღოთ. მისი შექმნისას კონცერნ "Алмаз"–მა სამხრეთ კორეისთვის შექმნილი საზენიტო–სარაკეტო კომპლექს KM-SAM–ის შექმნისას დაგროვილი გამოცდილება გამოიყენა. 2010 წელს დაიწყო საკონსტრუქციო დოკუმენტაციის შექმნა, რომლის დასრულებაც 2011 წლისათვის იყო დაგეგმილი. ასევე 2011 წელს უნდა დაწყებულიყო კომპლექსის საველე გამოცდები. მაგრამ უკვე 2010 წელს საცდელი პროტოტიპის შექმნა 2012 წლისათვის გადაიდო, ხოლო მისი გამოცდების დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის. ასევე 2010 წლის გეგმების მიხედვით კომპლექსის ოპერატიული მზადყოფნა 2015 წლისათვისაა დაგეგმილი.
2012 წლის დასაწყისში, რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2020 წლამდე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 30–40 ერთეულ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "Витязь" უნდა მიიღონ, რომლებმაც С-300ПТ და С-300ПС–ები უნდა ჩაანაცვლონ (აღსანიშნავია რომ რუეთის ჰაერსაწინაარმდეგო ძალების შეიარაღებაში არსებული С-300–ებიდან ყველაზე თანამედროვე С-300ПМ2–ებია)
"Витязь" ორი სახეობის რაკეტებს მოიხმარს – ახლო მანძილისთვის, სავარაუდოდ 9М100–ს და საშუალო მანძილისთვის სავარაუდოდ 9М96–ს (თუმცა არაა გამორიცხული გამოყენებული იქნას 48Н6 კლასის რაკეტები).

სამხრეთ კორეული საზენიტო–სარაკეტო კომპლექს KM-SAM Chun Koong–ის რაკეტა და სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერი
С-300–ისა და С-400–ის რაკეტები 48Н6 და მისი სატრანსპორტო–გამშვები კონეტინერები. აღსანიშნავია მსგავსება ამ რაკეტებსა და კონტეინერებსა და კორეული კომპლექსის რაკეტებსა და კონტეინერებს შორის
 სამხრეთ კორეული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი KM-SAM Chun Koong
 საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი KM-SAM Chun Koong–ის მრავალფუნქციური აქტიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგური
МАКС-1999–ზე წარდგენილი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "Витязь"–ის მაკეტი

Wednesday, June 19, 2013

"Алмаз-Антей"–მ პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "ვიტიაზი" (Витязь) წარადგინა

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კონცერმმა "Алмаз-Антей"–მ, ობუხოვის ქარხანაში რუსეთის პრექიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "ვიტიაზის" (Витязь) ჩვენება განახორციელა. აღნიშნულმა სისტემამ რუსეთის არმიაში С-300–ები უნდა ჩაანაცვლოს.
ახალი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი თვითმავალ გამშვებ დანადგარს წარმოადგენს, რომელიც БАЗ–ის შასიზე განთავსებულ ელექტრონული სკანირების სრულრაკურსიან რადართან და სამეთაურო პუნკტთან შეთანხმებით მუშაობს. კომპლექსის საბრძოლო მარაგი С-400–ში გამოყენებული რაკეტებისგან და ახლო მოქმედი რაკეტებისგან შესდგება (სავარაუდოდ კომპლექსში რაკეტა 9М96–ის ბაზაზე შექმნილი რაკეტები იქნება გამოყენებული).
ახალი კომპლექსის გამშვები დანადგარების წარმოება ობუხოვკის ქარხნის ტერიტორიაზე ხორციელდება. როგორც "Алмаз-Антей"–ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა " "Витязь" პირველი თაობის С-300–ებს ჩაანაცვლებს". მისივე სიტყვების თანახმად წელს გამოცდებზე რაკეტები იქნება წარდგენილი.


წყარო:

ვერტმფრენი Ка-52 "Аллигатор" ავიაშოუ Le Bourget-2013-ზე

პარიზში მიმდინარე ავიაშოუ Le Bourget-2013-ზე პირველად განხორციელდა რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52 "Аллигатор"–ის საფრენოსნო დემონსტრაცია. ვერტმფრენმა ეფექტური საჩვენებელი გამოსვლის გარდა დამსწრე საზოგადოების მოწონება თავისი შეფერილობითაც დაიმსახურა.