Showing posts with label ვიტიაზი. Show all posts
Showing posts with label ვიტიაზი. Show all posts

Friday, June 28, 2013

პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "ვიტიაზი" (Витязь)

საზენიტო კომპლექს "Витязь" 50П6–ის გამშვები დანადგარი. დანადგარის შემადგენლობაშიც 12 ცალი საზენიტო რაკეტა 9М96 შედის, რომლებიც პაკეტში სამ–სამადაა განთავსებული
მოკლედ და ხარისხიანი ფოტოებით საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო–სარაკეტო კომპლექს "Витязь"–ის შესახებ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ იქნა ოფიციალურად წარდგენილი (მის შესახებ მეც ვწერდი – "Алмаз-Антей"–მ პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "ვიტიაზი" (Витязь) წარადგინა, დამატებით "Витязь"–ის შესახებ).
საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Витязь" იქმნება როგორც საშუალო მანძილზე მოქმედი, ობიექტების დასაცავი სისტემა და მისი დანიშნულებაა შეცვალოს მოძველებული საზენიტო კომპლექსები С-300ПТ-1А და С-300ПС.
2009-2011 წლებში ГСКБ "Алмаз-Антей"–მ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დავალებით საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო, სახელწოდებით "Витязь-ПВО" განახორციელა. 
კომპანიის 2011 წლის ანგარიშიდან ჩანს საზენიტო–სარაკეტო კომპლექს 50Р6А "Витязь"–ის ნომენკლატურა:
  • ნაკეთობა 50Н6А - მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური.
  • ნაკეთობა 50К6А - საბრძოლო მართვის პუნკტი.
  • ნაკეთობა 50П6 - გამშვები დანადგარი.
  • 9М96 ტიპის საზენიტო რაკეტები.
ყველა ნაკეთობა ბრიანსკის თვლიანი გამწეების ქარხანაში დამზადებულ მაღალი გამავლობის შასიზე იქნება განთავსებული. სავარაუდოდ კომპლექსის გამოცდები შემოდგომაზე დაიწყება.

საზენიტო კომპლექს "Витязь" 50П6–ის გამშვები დანადგარი. დანადგარის შემადგენლობაში 12 ცალი საზენიტო რაკეტა 9М96 შედის, რომლებიც პაკეტში სამ–სამადაა განთავსებული
БАЗ-69092-012–ზე განთავსებული საბრძოლო მართვის პუნქტი 50К6
БАЗ-69092-012–ზე განთავსებული მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური 50Н6А
რადიოსარელეო სადგური, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურსა,საბრძოლო მართვის პუნკტსა და გამშვებ დანადგარს შორის
სრ 9М96 და მფრლს 50Н6А
P.S. სრ 9М96 ასევე გამოიყენება  სახომალდო სსკ "Редут"–ზე, მისი სროლის მანძილი 30–120 კილომეტრია. თვითონ "Витязь" 50П6–ის საარმიო დასახელება С-350-ია.

წყარო:
ЗРК средней дальности "Витязь"

Thursday, June 20, 2013

დამატებით "Витязь"–ის შესახებ

გუშინ უკვე ვწერდი პერსპექტიული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდავცის სისტემის "Витязь"–ის პირველი დებიუტის შესახებ. С-300–ის შესაცვლელი კომპლექსის შექმნაზე მუშაობა კონცერნ "Алмаз"–მა ჯერ კიდევ 1991-1993 წლებში დაიწყო. პირველად კომპლექსი "Витязь" ავიაკოსმოსურ გამოფენა МАКС-1999–ზე იქნა ნახსენები, სადაც ამ კომპლექსის მოდელები იქნა დემონსტრირებული. კომპლექსი С-300ПТ და С-300ПС–ის შესაცვლელად იქმნება. თვითონ "Витязь"–ის შექმნაზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით შეიარაღებაზე 2012 წელს უნდა მიეღოთ. მისი შექმნისას კონცერნ "Алмаз"–მა სამხრეთ კორეისთვის შექმნილი საზენიტო–სარაკეტო კომპლექს KM-SAM–ის შექმნისას დაგროვილი გამოცდილება გამოიყენა. 2010 წელს დაიწყო საკონსტრუქციო დოკუმენტაციის შექმნა, რომლის დასრულებაც 2011 წლისათვის იყო დაგეგმილი. ასევე 2011 წელს უნდა დაწყებულიყო კომპლექსის საველე გამოცდები. მაგრამ უკვე 2010 წელს საცდელი პროტოტიპის შექმნა 2012 წლისათვის გადაიდო, ხოლო მისი გამოცდების დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის. ასევე 2010 წლის გეგმების მიხედვით კომპლექსის ოპერატიული მზადყოფნა 2015 წლისათვისაა დაგეგმილი.
2012 წლის დასაწყისში, რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2020 წლამდე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 30–40 ერთეულ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "Витязь" უნდა მიიღონ, რომლებმაც С-300ПТ და С-300ПС–ები უნდა ჩაანაცვლონ (აღსანიშნავია რომ რუეთის ჰაერსაწინაარმდეგო ძალების შეიარაღებაში არსებული С-300–ებიდან ყველაზე თანამედროვე С-300ПМ2–ებია)
"Витязь" ორი სახეობის რაკეტებს მოიხმარს – ახლო მანძილისთვის, სავარაუდოდ 9М100–ს და საშუალო მანძილისთვის სავარაუდოდ 9М96–ს (თუმცა არაა გამორიცხული გამოყენებული იქნას 48Н6 კლასის რაკეტები).

სამხრეთ კორეული საზენიტო–სარაკეტო კომპლექს KM-SAM Chun Koong–ის რაკეტა და სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერი
С-300–ისა და С-400–ის რაკეტები 48Н6 და მისი სატრანსპორტო–გამშვები კონეტინერები. აღსანიშნავია მსგავსება ამ რაკეტებსა და კონტეინერებსა და კორეული კომპლექსის რაკეტებსა და კონტეინერებს შორის
 სამხრეთ კორეული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი KM-SAM Chun Koong
 საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი KM-SAM Chun Koong–ის მრავალფუნქციური აქტიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგური
МАКС-1999–ზე წარდგენილი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "Витязь"–ის მაკეტი

Wednesday, June 19, 2013

"Алмаз-Антей"–მ პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "ვიტიაზი" (Витязь) წარადგინა

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კონცერმმა "Алмаз-Антей"–მ, ობუხოვის ქარხანაში რუსეთის პრექიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "ვიტიაზის" (Витязь) ჩვენება განახორციელა. აღნიშნულმა სისტემამ რუსეთის არმიაში С-300–ები უნდა ჩაანაცვლოს.
ახალი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი თვითმავალ გამშვებ დანადგარს წარმოადგენს, რომელიც БАЗ–ის შასიზე განთავსებულ ელექტრონული სკანირების სრულრაკურსიან რადართან და სამეთაურო პუნკტთან შეთანხმებით მუშაობს. კომპლექსის საბრძოლო მარაგი С-400–ში გამოყენებული რაკეტებისგან და ახლო მოქმედი რაკეტებისგან შესდგება (სავარაუდოდ კომპლექსში რაკეტა 9М96–ის ბაზაზე შექმნილი რაკეტები იქნება გამოყენებული).
ახალი კომპლექსის გამშვები დანადგარების წარმოება ობუხოვკის ქარხნის ტერიტორიაზე ხორციელდება. როგორც "Алмаз-Антей"–ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა " "Витязь" პირველი თაობის С-300–ებს ჩაანაცვლებს". მისივე სიტყვების თანახმად წელს გამოცდებზე რაკეტები იქნება წარდგენილი.


წყარო: