Thursday, January 24, 2019

ის რაც გერმანელების მიერ მოდერნიზირებული Challenger-2-ის შესაახება ცნობილი

ია რაც გერმანელების მიერ მოდერნიზირებული Challenger-2-ის შესაახება ცნობილი (ამ ტანკის პრეზენტაციის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ბრიტანული Challenger-2 გერმანული Rheinmetall-ისგან):

  • კოშკურა ახალია და არა გადაკეთებული (ეს ევროპაში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ახალი კოშკურაა).
  • კოშკურა ახალი შენადნობებითაა დამზადებული, რაც მის წონას ამცირებს და აქტიური დაცვის დაყენების შემთხვევაში მანქანის წონა წინა ვერსიის ფარგლებში რჩება.
  • გამოყენებულია გერმანული ქვემეხი L55A1 - ეს ქვემეხი გერმანულ Leopard-2A6/7 ვერსიებში გამოყენებული ქვემეხის გაგრძელებაა და მისგან განსხვავებით გუმჯობესებული მონაცემებით გამოირჩევა.
  • კოშკურა შიგნიდან სრულიად გადაწყობილია - მასში ბრიტანული განცალკევებული გასროლების ნაცვლად ერთიანი მასრული, გერმანული წარმოების, ჭურვებია განთავსებული. მათი ნაწილი უკანა ნიშაშია ჩალაგებული, სადაც მათი დეტონაციის შემთხვევაში ჭარბი წონა ამოსაგდები პანელების საშუალებით გაედინება გარეთ.
  • მეთაურისა და მემიზნის სამიზნე კომპლექსები უახლესი ბრიტანული ქსმ-ის, Ajiax-ის, ანალოგიურია.
  • საბრძოლო მარაგი მრავალფუნქციური PAB (Programmable Air Burst) DM11 -ისგან და ქვეკალიბრული DM53-სისგან შესდგება.
  • ბრიტანული ძრავა-ტრანსმისია გერმანული უახლესი ძრავა MTU883-ითა და ტრანსმისია Renk-ითაა შეცვლილი.
  • 2018 წელს, გამოცდებზე, ქვემეხ L55A1-იდან გაშვებულმა DM53-მა, სამიზნე Т-72 გამჭოლად გახვრიტა - გახვრიტა კორპუსის წინა დეტალი, კოშკურის კალათი, ძრავის ბლოკი და უკანა ჯავშანფილა.
  • ტანკს არაოფიციალურად Challenger-3 ეძახიან.

Wednesday, January 23, 2019

Т-72-ის, Т-80-ისა და Т-64-ის სავალი ნაწილის აფეთქებით გამოცდა

ფოტოზე ზევიდან ქვევით - Т-72, Объект-219 (Т-80-ის ქალიშვილობის ინდექსი) და Т-64 გამოსახული. სამივე ტანკი ერთნაირ პირობებში იქნა აფეთქებული. როგორც ვხედავ საუკეთესო ნაღმედეგობა Т-72-მა უჩვენა, ხოლო ყველაზე დიდი დაზიანება Т-64-ის სავალმა ნაწილმა განიცადა.

უახლესი რუსული სტრატეგიული უპილოტო С-70 Охотник

ფოტოზე სავარაუდოდ კომპანია "Сухой"-ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფი სტრატეგიული მოიერიშე უპილოტოს - С-70-ის (საკონსტრუქციო-საცდელი სამუშაო Охотник) პირველი პროტოტიპია გამოსახული. თუმცაღა ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია, ამიტომ დაველოდოთ დასაბუთებას.

С-70 Охотник - ფოტო გადიდებადია


ისრაელის გამანადგურებლების ავიადარტყმის შედეგები

თანამგზავრული ფოტოგადაღებებზე სპეციალიზირებული ებრაული კომპანიის, ImageSat Intl.-ის, მიერ გავრცელებული ფოტომასალიდან აშკარა ხდება რომ, ებრაულმა ავიაციამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და ირანელების მიერ სირიაში გამოყენებულ ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა. ქვემოთ მოყვანილ ფოტომასალაზე ნათლადაა ასახული ეს დაზიანებები:

ვიდეო - იერიშამდე, იერიშის მსვლელობისას და იერიშის შემდეგ



განადგურებული რადარ JY-27-ის, Панцирь-С1-ისა და საწყობის განლაგება დამასკოს აეროპორტში

 დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი, განადგურებული ირანული საწყობი

აეროპორტის პერსონალი გაფრთხილებული იქნა - როგორც ფოტოზე ჩანს პერსონალის ავტომანქანები გასულია აეროპორტიდან

დამასკოს აეროპორტში განადგურებული Панцирь-С1 (ამ შემთხვევის შესახებ ბლოგში უკვე დაიწერა - ისრაელის ავიაიერიში და -2 სირიული Панцирь-С1)

დამასკოს აეროპორტში განადგურებული ჩინური წარმოების რადარი JY-27 

ბრიტანული Challenger-2 გერმანული Rheinmetall-ისგან


გერმანულმა Rheinmetall-მა, 21-დან 24 იანვრის ჩათვლით მიდმინარე საერთაშორისო გამოფენა "International Armor and Vechicle-2019-ზე ბრიტანეთის არმიის კონკურსისთვის შექმნილი Challenger-2-ის მოდერნიზაცია წარადგინა. ტანკი ფრანგული კომპანია Thales Defence-ს პანორამული სამიზნით (იგივე სამიზნე აყენია ახალ ბრიტანულ ქსმ AJAX-ზე) და გერმანული 120 მილიმეტრიანი ქვემეხით, L-55A1-ითაა აღჭურვილი. ქვემეხი L55A1-ის შექმნაზე Rheinmetall მუშაობს და ის წარმოადგენს Leopard 2A6/А7 დაყენებული ქვემეხის, L55-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. L55A1-ს ლულის არხში დასაშები წნევის გაზრდილი ზღვარი უნდა ჰქონდეს (წინამორბედი L55-ის 670 Pa-სთან შედარებით გაზრდილია 700 Pa-მდე), ასევე გაზრდილია ლულის სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუმჯობესებულია ეჟექტორი და უკუგორვის საწინააღმდეგო მოწყობილობა და სავარაუდოდ 20% უნდა გაიზარდოს ახალი ჭურვების ჯავშანგამტანობაც.

ტანკის კოშკურა და შიდა გათანწყობა წესით სრულიად გადაკეთდა. როგორც ცნობილია ის სრულებით ახალია, მასში ახალი მარკი ჯავშან ფოლადია გამოყენებული, რაც მის წონას ამცირებს და მასზე აქტიური დაცვის დაყენების საშუალებას იძლევა.

P.S. გერმანელების მიერ ამ ტანკის გამოგორებასთანაა ალბათ დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ გერმანულმა Rheinmetall-მა ბრიტანული BAE Systems-ისგან, ბრიტანეთში ტანკმშენებლობის სექტორის 55% პროცენტი შეიძნა, BAE Systems-მა თავის მხრივ 45% დაიტოვა. 

Monday, January 21, 2019

ისრაელის ავიაიერიში და -2 სირიული Панцирь-С1


წუხელ, 2 საათისთვის, ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს სირიის ჰსთ ძალების კუთვნილი Панцирь-С1 შეეწირა. ვიდეოში ორი კომპლექსის განადგურებაა ასახული, პირველი სავარაუდოდ Панцирь-С1 უნდა იყოს, ამ აზრის სასარგებლოდ რაკეტების ორსაფეხურიანი ძრავა და გაშვებების სიხშირეც მოწმობს. მეორე კომპლექსი კიდევ ზუსტად Панцирь-С1-ა, მანქანა გაჩერებულ მდგომარეობაშია, რადიოლოკაციური სადგური ჩაკეცილია, ქვემეხები საბრძოლო მდგომარეობაშია, რაკეტების მარცხენა ბლოკი რაკეტების სრული კომპლექტითაა აღჭურვილი (მეორე გვერდი ფიზიკურად არ ჩანს ვიდეოზე). შესაბამისად უკვე 3 განადგურებული Панцирь-С1 ჩაიწერა ისრაელის ავიაციის ანგარიშზე.


წინა ჯერზე განადგურებული სისტემის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:
ისრაელის ავიაციის იერიშის შედეგად განადგურებული სირიის სამხედრო ობიექტები

ისრაელმა იერიშები ქუდსის ძალებზე მიიტანა. ებრაულმა მხარემ იერიშის წინ სირია გააფრთხილა ხელი არ შეეშალა ამ ავიადარტყმებისთვის, სირიელებმა მაინც გახსნეს ცეცხლი, შესაბამისად ეს ჰსთ კომპლექსებიც გაანადგურეს.

ჰსთ პოზიციებზე და კუდსის ძალებზე განხორციელებული ავიადარტყმები


ირანელთა საწყობები სირიელთა სამხედრო ბაზაზე

ირანული სამიზნეები დამასკის აეროპორტში

Sunday, January 20, 2019

წიგნი THE U.S. ARMY IN THE IRAQ WAR

სამხედრო ისტორიით დაინტერესბულთათვის საკმაოდ საინტერესო წიგნი, სახელწოდებით "THE U.S. ARMY IN THE IRAQ WAR"

1300 გვერდი, 1000 გრიფმოხსნილი დოკუმენტი. განხილულია დეტალურად მთელი ოპერაცია, პოლიტიკური ასპექტები, რუქები, საინტერესო ფოტომასალა.

გადმოსაწერი ბმულები:


დასავლეთის ყველა მეწინავე ტანკი ბრიტანეთში გამოცდებზე


1987 წლის სექტემბრის თვეში, დასავლეთის 5 ყველაზე მეწინავე ტანკი ერთმანეთს ბრიტანეთში, ბოვინგტონის პოლიგონზე შეხვდა. ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ შემდეგი ტანკებია გამოსახული: ბრიტანული Chieftain Mk-10 და Challenger-1, გერმანული Leopard-2A4, ამერიკული M1A1 Abrams და ბრიტანული Vickers Mk-7/2.

იმ დროს ბრიტანეთის არმიას Chieftain-ის შემცვლელი ესაჭიროებდა, ახალ მანქანას Challenger-1-ის გვერდით უნდა ემსახურა და ეს საცდელი ღონისძიებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილს შეადგენდა. ამ ყველაფერის შედეგად Challenger-2 დაიბადა.

Vickers Mk-7/2 კომპანია Vickers-ის პირადი ინიციატივების გრძელი რიგის ბოლო წარმომადგენელი იყო. მანქანა გერმანული Leopard-2-ის ბაზისგან და მასზე შემოდგმული ბრიტანული კოშკურისგან შესდგებოდა, კოშურა Challenger-ის 120 მილიმეტრიანი კუთხვილულიანი ქვემეხით და Chobham-ის ჯავშნით იყო აღჭურვილი. წარუმატებლობის მიუხედავად Vickers-მა მიიღო ძვირფასი გამოცდილება, რომელიც შემდეგში მას Challenger-2-ის შექმნაში დაეხმარა.


Leopard-2A4 და M1A1 Abrams კონკურსში ერთი მიზეზის გამო მიიწვიეს - ისინი ბრიტანეთის მოკავშირეთა არმიებში დიდი რაოდენობით მსახურობდნენ. საინტერესოა - მიუხედავად იმისა რომ გამოცდების შედეგად Abrams ყველაზე დაცული გამოდგა, ბრიტანელმა სამხედროებმა ცივი ომის კონტექსტისა და ლოჯისტიკური მიზეზების გამო მაინც Leopard-2 მოიწონეს.