რუსული საბრძოლო მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომპლექსი "Уран-9" საბრძოლო პოზიციაზე სირიაში. სავარაუდოდ კომპლექსი საბრძოლო ვიტარებაში გადიოდა გამოცდებს
ჩრდილოეთ კორეაში წარმატებით განხორციელდა მორიგი სარაკეტი გამოცდა, რომლის დროსაც მსხვილკალიბრიანი ზცრს-იდან გაშვებულმა რაკეტამ 380 კილომეტრზე მოახერხა სამიზნის განადგურება. ფრენის დროს რაკეტამ 97კმ სიმაღლეს მიაღწია.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გათვლამ წარმატებით გაუშვა ახალი რუსული ანტირაკეტა. საცდელი გაშვება ყაზახეთში მდებარე რუსულ ბაზა სარი-შაგანზე განხორციელდა.
როგორც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ჰსთ შენაერთის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმირ სერგიენკომ, აღნიშნა - ახალმა რაკეტამ სრულებით დაადასტურა თავისი მონაცემები. მან პირობითი სამიზნე საჭირო სიზუსტით გაანადგურა.
ამა წლის 19 მარსტს, კომპანია Sikorsky-ს (შედის Lockheed Martin-ის კორპორაციაში) კუთვნილ ვესტ-პალმ-ბიჩის აეროდრომზე, Sikorsky-სა და Boeing-ის მიერ ერთობლივად შექმნილი მრავალფუნქციური ვერტმრენის დემონსტრატორის - SB>1 Defiant-ის პირველი ფრენა განხორციელდა (ვერტმფრენის საფირმო სახელწოდება Sikorsky S-100). SB>1-ის შემქნა აშშ-ს არმიის კონკურსის Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფაგრგლებში სადემონსტრაციო პერსპექტიული ჩქაროსნულიო ვერტმფრენის სახით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში უნდა შემუშავდეს პერსპექტიული საარმიო ვერტმფრენების Future Vertical Lift (FVL) კონცეფცია. SB>1-ის პირველი სადემოსნტრაციო პროტოტიპის პრეზენტაცია 2018 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა, პირველი ფრენა თავიდან 2017 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ ვადების არაერთხელ გადაწევის მიზეზით ეს მხოლოდ ორიოდე დღის წინ მოხერხდა.
SB>1 მრავალფუნქციური ვერტმფრენის ქვეპროგრამა Capability Set 3 (Assault) / FVL-Medium-ის მოთხოვნის ფარგლებში იქმნება, ამჟამად პროგრამას Future Long-Range Assault Aircraft (FLRAA) ეწოდება - აღნიშნული პროგრამის მოთხოვნის თანახმად ვერტმფრენმა 12 სრულიად ეკიპირებული ქვეითი 230 კვანძის (428კმ/სთ) ტოლი კრეისერული სიჩქარით უნდა გადაიყვანოს 229 მილ (424 კმ) მანძილზე. ვერტმფრენი FLRAA ორი ცალი General Electric-სის პერსპექტიული ტურბოხრახნული ძრავით იქნება აღჭურვილი, ძრავების ასაფრენის სიმძლავრე 5000 ცხენის ძალას უნდა გაუტოლდეს.
პროგრამა FVL-ზე მუშაობა 2004 წლიდან მიმდინარეობს და ის ხუთი ახალი ვერტმფრენის ან ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მანქანის შექმნას ითვალისწინებს, რომლებმაც 2030-2035 წლისთვის აშშ-ს საარმიო ავიაციის არსებული ვერტმფრენები (OH-58, AH-64, UH-60, CH-47) უნდა შეცვალოს.
2013 წელს აშშ-ს არმიამ, Joint Multi-Role (JMR) Technology Demonstrator (TD)-ს ფარგლებში, ტექნოლოგიების დემონსტრატორად Bell Helicopter-სისა და Lockheed Martin-ის კონვერტოპლანი V-280 და Sikorsky-სა და Boeing-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი SB-1 Defiant იქნა აირჩია, ამ ორ ლიდერთან ერთად შერჩეული იქნა კომპანია Karem Aircraft-ის კონვერტოპლანი და AVX-ის ჩქაროსნული ვერტმფრენი - 2014 წლის აგვისტოში ეს ბოლო ორი კონკურსიდან მოიხსნა, რის შემდეგაც კონკურენცია, JMR TD-ს კონკურსის ფარგლებში, უკვე აშშ-ს საავიაციო გიგანტებს შორის მიმდინარეობს, რომლებსაც 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პირველი სადემონსტრაციო პროტოტიპები 2017 წლის ბოლოსთვის უნდა წარედგინათ (ეს პირობა მხოლოდ კონვერტოპლანმა V-280-მა შეასრულა). ორივე პროექტის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო ხარჯების მხოლოდ 20% ანაზღაურებს, დანარჩენი კომპანიების ჯიბიდან გადის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო მანქანების შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:
თავისი არსით, JMR TD-ს ფარგლებში წარმოდგენილი ორივე პროექტი მრავალფუნქციურ საფრენ აპარატს წარმაოდგენს, რომლებმაც აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე არსებული Sikorsky UH-60 Black Hawk (კატეგორია JMR-Medium / FVL-Medium) უნდა ჩაანაცვლოს. ამავდროულად ორივე კომპანია აცხადებს რომ აშშ-ს არმიის ქვეპროგრამა Capability Set 3 / FVL-Attack-ის (Boeing AH-64 Apache-ს შესაცვლელად) ფარგლებში თავიანთი მანქანების საიერიშო ვარიანტზეც მუშაობენ.
ვერტმფრენი SB>1 კომპანია Sikorsky-ს მიერ შემუშავებულ შეწყვილებულ ხრახნებსა და უკან განთავსებულ მიმწოლ ხრახნს იყენებს. ამ სქემას კომპანია ექსპერიმეტალურ ვერტმფრენზე - X2-ზე იყენებდა, რომელის 2008-2011 წლებში გადიოდა გამოცდებს და ამ მზიდი მოწყობილობის წყალობით მოახერხა 460კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ანალოგიური მზიდი მოწყობილბა გამოცდებს გადიოდა 5 ტონიან Sikorsky S-97 Raider-ზეც, რომელის განცხადებული მაქსიმალური სიჩქარე 444, ხოლო კრეისერული 407 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.
SB>1-ის პირველი პროტოტიპის მაქსიმალური ასაფრენი წონა 32 000 ფუნტია (14 515 კგ), ტევადობა 18 კაცი. საცდელი ნიმუშები 4000 ცხენისძალიანი ტურბოხრახნული ძრავებით, Honeywell T55-ითაა აღჭურვილი (ანალოგიური ძრავები CH-47 Chinook-ზე გამოიყენება). აღნიშნული ძრავები 250 კვანძ (460კმ/სთ) მაქსიმალურ კრეისერულ სიჩქარეს უზრუნველყოს. მაგრამ კომპანიის განცხადების თანახმად, FLRAA-ს პროექტში მოთხოვნილი ფრენის მაძილის მიღწევა პერსპექტიული FATE ძრავებით იქნება შესაძლებელი.
Sikorsky SB>1-ს კონკურენტმა Bell-Lockheed Martin-ის V-280 Valor-მა, პირველი ფრენა 2017 წლის 18 დეკემბერს განახორციელა.
ფოტოზე ზევიდან ქვევით - Т-72, Объект-219 (Т-80-ის ქალიშვილობის ინდექსი) და Т-64 გამოსახული. სამივე ტანკი ერთნაირ პირობებში იქნა აფეთქებული. როგორც ვხედავ საუკეთესო ნაღმედეგობა Т-72-მა უჩვენა, ხოლო ყველაზე დიდი დაზიანება Т-64-ის სავალმა ნაწილმა განიცადა.
საკმაოდ სახალისო ვიდეო - 700 გასროლა უწყვეტი ჯერით M249 SAW ტიპის ტყვიამფრქვევიდან. ტყვიამფრქვევი მაყუჩითაა აღჭურვილი. 300 გასროლის შედეგად მაყუჩმა წნევას ვერ გაუძლო და გასკდა, 500 გასროლის შემდეგ გადატყდა. მოკლედ იხილეთ და დასკვნა თვითონ გააკეთეთ:
უკანასკნელი გამოცდების დროს, ამერიკელებმა უჩვენეს, თუ რა შეუძლია მათ უახლეს, მე-5 თაობის, F-35 ტიპის გამანადგურებელს. საბრძოლო მანქანამ AIM-9X ტიპის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის გაშვება ამობრუნებულ მგომარეობაში განახორციელა. როგორც ამას უწოდებენ რაკეტა უარყობით გადატვირთვისას იქნა გაშვებული.
როგორც ჩანს აშშ-ი 2000-იანების დასაწყისში მოულოდნელად ამოტივტივდა ჰიდროპნევმატურად მართვადი სატანკო საკიდრის თემა. ნამდვილად არ ვიცი რისი მიღწევა სურდათ სამხედროებს ამ პროგრამის რეალიზაცით - მაგრამ როგორც იტყვიან, ცდების შედეგები სახეზეა.
ამ პროგრამის განხორციელების რალური მიზეზების შესახებ ამჯერად მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია. ნუ როგორც მინიმუმ ეგრევე ჩანს რომ, ქვემეხის დახრის კუთხის ქვედა ზღვარი მკვეთრად გაიზარდა, რაც ტანკს კარგად დაცული გორაკების უკნიდან ცეცხლის წარმოების გაზრდილ შესაძლებლობებს აძლევს - თავის მხრივ ეს ტანკის ტაქტიკურ შესაძლებლობებს აფართოებს. ასევე გადახრა შესაძლებელია უკანა მხარესაც და ამის შედეგად ლულის აწევის კუთხეც იზრდება - რაც მთელ რიგ შემთხვევებში სასარგებლოც კი იქნება. სრულიად სხვა საქმეა თუ რა ჯდება ეს ყველაფერი და რამდენადაა ამ თანხის დახარჯვა გამართლებული.
და რამდენადაც ისევე ჩვეულებრივი გრეხვითი ღერძებით მოგორავე Abrams-ების მიხედვით შემიძლია ვიმსჯელო, ამ პროგრამაში „რაღაცამ არ გაამართლა“. როგორც ჩანს პროგრამის მთლიანი ღირებულება იმ მომენტში საერთაშორისო დაძაბულობის ვარდნის ფონზე საკმაოდ მაღალი გამოდგა და თემა მომავლისთვის სათავსოში გადაინახეს. მაგრამ როგორც მე მეჩვენება, ამ გამოცდების შედეგები შეიძლება ახალ ტანკში იქნას გამოყენებული, რომლის შესახებაც ჭორები კარგა ხანია დადის. რათქმა უნდა M1 Abrams ძალიან კარგი ტანკია, მაგრამ მისი უსასრულოდ მოდერნიზაციაც გამორიცხულია.
აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ს ში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს საცდელი გაშვება
სიტუაცია
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მთავარი კომპონენტის მორიგი გამოცდები განხორციელდა. გამოიცადა ანტირაკეტა GBI-თ (Ground-Based Interceptor) აღჭურვილი სახმელეთო ბაზირების სისტემა GMD (Ground-based Midcourse Defense). ამ მომენტისთვის აშშ-ს ეროვნულ რსთ სისტემაში ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც (თეორიულად) საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, კონკრეტულად კი ტრაექტორიის შუა ნაწილში საბრძოლო ქობინის, ჩამოგდება შეუძლია.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის პირობითი ჩამოგდება პირველად განხორციელდა - მანამდე კიდევ სისტემის გაშლა მიმდინარეობდა და თითქოსდა საბრძოლო მორიგეობაზეც კი იქნა დაყენებული, მიუხედავად იმისა რომ არცერთხელ არ იყო ძირითადი საფრთხის წინააღმდეგ გამოცდილი. საშუალო მანძილის მქონე ბალისტიკური რაკეტების იმიტატორებზე განხორციელებული გამოცდებიც მაინცა და მაინც დიდ იმედებს არ იძლეოდა, წარუმატებელი და წარმატებული გაშვებების რაოდენობა თანაბარი იყო და გაუმჯობესება არ შეიმჩნეოდა. შექმნის დროს წარმოშობილი პრობლემები, და კერძოდ არსებულ CE-II-ის ტიპის გზაგადამჭრელებზე (რომლებსაც მორიგეობიდან არავინ არ ხსნის) გამოვლენილი ფატალური ხარვეზები გახდა გამოცდების სამწლიანი შეჩერების მიზეზი.
დღეისთვის ალიასკის რაიონში GMD-ს გაშლა პრაქტიკულად დასრულდა - ამ მომენტისათვის მორიგეობაზე 36 რაკეტაა დაყენებული და წლის ბოლომდე დაგეგმილია 44 ანტირაკეტის (მათ შორის 4 ცალის კალიფორნიაში მდებარე ნახევრადსაცდელ ცენტრში) მწყობრში ჩაყენება. სწორედ ამიტომ სასწორზე ძალიან ბევრი რამე იყო დადებული - საჭირო იყო კონგრესში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ანტისარაკეტო ზღუდის მშენებლობის მომხრეებისთვის ხელში სერიოზული კოზირის მიცემა და იმის ჩვენება რომ, შეცდომები გამოასწორეს და უკვე რეალურად მუშაობენ. ლობისტების პრობლემის მოგვარებას მხოლოდ კიმის ფაქტორი ვერ ეყოფოდა.
სწორედ ამიტომაც აიღეს და უკვე მოდერნიზირებული გზაგადამჭრელი CE-II Block-1 გამოსცადეს, ამჯერად უკვე სრულფასოვანი ბალისტიკური სამიზნის წინააღმდეგ (როგორც გამოთვლები უჩვენებს ეს იყო 5800კმ სიშორის მქონე რაეტის იმიტატორი). წარმატებული გამოცდა მძლავრი ბაზა იქნება და უახლოეს მომავალში კონგრესში შეტანილი რსთ-ს გაფართოების კანონპროექტს სავარაუდოდ მწვანე შუქს აუნთებენ.
გამოცდა FTG-15-ის
ფარგლებში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ში შემავალი ანტირაკეტა
GBI-ს მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის განადგურების სავარაუდო რაიონი.
2017 წლის 30 მაისი
გამოცდა
როგორც ამერიკის თავდაცვის სამინისტროს „აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის სააგენტო“ (US Missile Defense Agency) იუწყება, 2017 წლის 30 მაისს, აშშ-ს ეროვნული სარაკეტო თავდაცვის კომპლექს Ground-based Midcourse Defense-ს (GMD) ანტირაკეტა, GBI-მ, მომდევნო გამოცდის დროს, წარმატებით მოახდინა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის იმიტატორის კინეტიკური განადგურება. ეს ანტირაკეტა GBI-ს მიერ ბალისტიკური რაკეტის იმიტატორის განადგურების პირველი გამოცდა იყო.
FTG-15 სახელით ცნობილი გამოცდის დროს, ბალისტიკური რაკეტის სამიზნე-იმიტატორის გაშვება, წყნარ ოკეანეში მდებარე მარშალის კუნძულების ატოლ, კვადჯელეინის, პოლიგონიდან მოხდა. სამიზნის აღმოჩენა და მისი გაცილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით, მათ შორის რადიოლოკაციური სადგური SBX-ის, საშუალებით ხდებოდა.
ანტირაკეტა GBI (ნომერი GBI 58) კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის ავიაბაზის პოზიციიდან იქნა გაშვებული და სამიზნე გარეატმოსფერული გზაგადამჭრელი ЕKV CE-II Block-1-ის (ეს გაშვება აღნიშნული გზაგადამჭრელისთვის პირველი იყო) მეშვეობით პირდაპირი დარტყმით წარმატებით გაანადგურა. როგორც ცნობილი ხდება, გამოცდების ტელემეტრიის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გამოცდა FTG-15-ში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-სში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს გამოცდების სქემატური გამოსახულება. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო, 2017 წლის 30 მაისი
ამ მომენტისთვის აშშ-ს ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ში 36 გაშლილი ანტირაკეტა GBI ირიცხება (საიდანაც სავარაუდოდ 20 ან 24 ანტირაკეტა EKV CE-I ტიპის გზაგადამჭრელით, ხოლო დანარჩენი 12 ან 16 ცალი EKV CE-II გზაგადამჭრელითაა აღჭურვილი). აღნიშნული ანტირაკეტები ალიასკას შტატში, ვანდერბერგში მდებარე, ფორტ-გრილის ანტისარაკეტო თავდაცვის ობიექტებზეა დისლოცირებული. 2017 წლის ბოლოსთვის ყველა დაგეგმილი GBI-ს ტიპის 44 ცალი რაკეტა საბრძოლო მორიგეობაზე უნდა იქნას გაშლილი, ამასთან, როგორც ვარაუდობენ, ფორტ-გრილისთვის განკუთვნილი დაგეგმილი რვა ცალი GBI, მოდერნიზირებულ EKV CE-II Block-1-ის ტიპის, გზაგადამჭრელებს მიიღებს (სულ დაგეგმილი 11 ცალი EKV CE-II Block-1 ტიპის გზაგადამჭრელის დამზადება, ერთი FTG-15-ის სახელით ცნობილი გამოცდებისთვის, რვა ცალი ახალი ანტირაკეტებისთვის და ორი ცალი უკვე გაშლილი ანტირაკეტების EKV CE-I ტიპის გზაგადამჭრელის შესაცვლელად).
30 მაისის გამოცდებამდე, 1999 წლიდან, ბალისტიკური სამიზნეების გზის გადაჭრის მიზნით (საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების იმიტატორებზე) GBI-ს ტიპის რაკეტების 17 საცდელი გაშვება განხორციელდა. აქედან მხოლოდ ცხრა გაშვება ჩაითვალა წარმატებულად. EKV CE-II-ის ბოლოს წარმატებული გამოცდა 2014 წლის ივნისში მოხდა. 2016 წლის დასაწყისში რაკეტა GBI-ს ახალი ამაჩქარებლის, С2-ის ტელემეტრიული გამოცდა, სახელწოდებით GM CTV-02+, წარმატებით განხორციელდა.
აშშ-ს ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექს GMD-ს ში შემავალი ანტირაკეტა GBI-ს საცდელი გაშვება
Perdix - ასე ეწოდება ახალ ამერიკულ უპილოტო საფრენ კომპლექსს. კომპლექსში შედის გამანადგურებელი F/A-18 და micro-drone-ბით აღჭურვილი კონტეინერები. აღნიშნული სისტემის გამოცდა გასულ ოქტომბერს კალიფორნიაში მდებარე საგამოცდო პოლიგონ Chine Lake-ს ტერიტორიაზე განხორციელდა. გამოცდების დროს სამმა F/A-18-მა 103 ცალი მინი უპილოტო Perdix გაუშვა, რომლებმაც შემდეგში პენტაგონის ტერმინოლოგიის თანახმად "ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების" (collective decision-making) საჩვენებელი ოპერაცია განახორციელეს, რომლის დროსაც ადაპტირებული საფრენოსნო წყობა (adaptive formation flying) გამოიყენეს და ასევე პლანირების შესაძლებლობებიც აჩვენეს (self-healing).
2016 წლის 25 ივნისს რუსულ-ინდურმა ერთობლივმა კომპანია BrahMos Aerospace-მ ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა BrahMos-ით აღჭურვილი ინდოეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელ Су-30МКИ-თ სადემონსტრაციო ფრენა განახორციელა.
ფრენა ნასიკში მდებარე ინდოეთის სახელმწიო აეროკოსმოსური კორპორაცია Hindustan Aeronautics Limited-ის (HAL) აეროდრომიდან განხორციელდა ფრენის შედეგად BrahMos Aerospace-მ "წარმატებულად განახორციელა ყველაზე მეწინავე ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა BrahMos-ისა და ინდოეთის ძირითადი გამანადგურებლის, Су-30МКИ-ს, თავსებადობის დემონსტრირება".
კორპორაცია 2,5 ტონიანი რაკეტის პირველი საჰაერო საცდელი სროლების განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს
აშშ–ს ფლოტმა 7 და 9 ნოემბერს Lockheed Martin–ის წარმოებული ბალისტიკური რაკეტა Trident II D5–ის ორი წარმატებული გაშვება განახორციელა. აღნიშნული რაკეტა მსოფლიოში ყველაზე საიმედოდ ითვლება, მის ანგარიშზე 1989 წლიდან, შეიარაღებაზე მიღებიდან, 157 წარმატებული გაშვებაა.
აშშ–ს ფლოტის მიერ 7 და 9 ნოემბერს განხორციელებული Trident II D5–ის ორი წარმატებული გაშვებიდან ერთ–ერთი – წყალქვეშა ნავმა რაკეტის გაშვება წყალქვეშა მდგომარეობიდან განახორციელა
გერმანული გაზეთის, Sueddeutsche Zeitung–ის 28 აგვისტოს სტატიის თანახმად გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეფექტური G36–ბის ნაწილს HK417–ებით ჩაანაცვლებს. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მდივანმა, კეტრინ სუდერმა (Katrin Suder) განაცხადა – 600 ერთეული ავტომატური შაშხანა HK417–სა და 600 ერთეული ტყვიამფრქვევ MG4–ის შესასყიდად უკვე გამოყოფილია 18 მილიონი ევრო (20 მილიონი აშშ დოლარი). შეიარაღების აღნიშნული პარტია ფრონტზე, კერძოდ კი ავღანეთში მყოფ გერმანულ ქვედანაყოფებს 2016 წლის შუა პერიოდისთვი გადაეცემათ.
ავტომატური შაშხანა HK417, რომელიც სახელწოდებით G27P გერმანიის სპეციალური დანიშნულების ზოგიერთ ქვედანაყოფში უკვე გამოიყენება, 2016 წლის ზაფხულისთვის იქნება მიღებული ქვედანაყოფებში. შაშხანის ბოლო გამოცდებმა აჩვენეს რომ მას არ გააჩნია გადახურების შედეგად გამოწვეული ცეცხლის სიზუსტის პრობლემები, რომლითაც G36 იტაჯებოდა.
ბუნდესვერის არსენალში არსებული 160 000 შაშხანიდან მხოლოდ 1200–ის ჩანაცვლება დროებით ზომას წარმოადგენს და ეს ნაბიჯი საბრძოლო ზონაში მყოფი სამხედროებისთვის იქნა გადადგმული. თუმცაღა ორივე შაშხანა ერთი და იგივე მწარმოებლის, Heckler & Koch–ის ნაწარმია.
ბუნდესვერის ტაბელური იარაღის გარშემო სკანდალი გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ცხელ კლიმატში მისი სიზუსტის პრობლემების შესახებ ინფორმაციამ მასმედიაში გაჟონა. G36–ს საბოლოო შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ამ წელს, ოღონდ უფრო მოგვიანებით იქნება მიღებული.
HK417–ის ავტომატიკა დგუშის მოკლე სვლის პრინციპზე მუშაობს. შაშხანა 7,62x51 NATO–ს ვაზნებს მოიხმარს. აღნიშნული კალიბრი G36–ის კალიბრისგან განსხვავდება, თუმცაღა ვაზნის ეს ცვლილება ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთის არმიების მიერ ავღანეთში და ერაყში მიღებული გამოცდილების გამოძახილია – როდესაც ქვედანაყოფს მოწინააღმდეგესტან სამუშაოდ უფრო გრძელი და მძლავრი ხელი დასჭირდათ მათ გამოსავალი ამ ვაზნაში ნახეს.
გერმანული არმიის ქვედანაყოფებში მოხდა იარაღის გამრავალფეროვნება – ფოტოზე ვხედავთ G-36, FN Minimi, G-28, G-22 და MP-7
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე, და ბუნდესვერის გენშტაბის მეთაურზე, ფოლკერ ვიკერზე, დაყრდნობით, 30 მარტს, ავტომატური შაშხანა Heckler & Koch G36–ის საიმედოობის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დადგინა, რომ შაშხანა G–36–ის ლულის გახურების შედეგად საგრძნობლად ეცემა სროლის სიზუსტე. კერძოდ ლულის კომპზოტური სადები გახრუების შემდეგ ფართოვდება, რის შედეგადაც სიზუსტის გადახრა განცახდებულთან შედარებით 50სმ–თი იზრდება.
წინა გამოცდებმა, რომლებიც 2014 წლის თებერვალში განხორციელდა, ან ყველა იარაღზე ვერ აღმოაჩინეს ეს პრობლემა, ან ეს გადახრა ტყვია–წამლის უხარისხობას დაბრალდა. ბოლო გამოცდებმა პრობლემის მიზეზად, გარე ფაქტორებისა და ტყვია–წამლისგან დამოუკიდებლად, თვითონ G–36 დაასახელა.
ეს პრობლემა ძალიან ცხელი კლიმატის პირობებში და/ან ინტენსიური სროლის დროს იჩენს თავს. ავღანეთში მომსახურე გერმანელმა ჯარისკაცებმა ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ განაცხადეს.
ბოლო გამოცდები ბუნდესვერის იარაღისა და ტყვია–წამლის ტექნიკურმა ცენტრმა, ფრაუნჰოფერის ინსტიტუტმა (Fraunhofer Institute, the Bundeswehr's Technical Centre for Weapons and Ammunition (WTD 91)) და მატერიალების და საწვავ–საპოხი მასალების სამეცნიერო–კვლევითმა ინსტიტუტმა Research Institute for Materials, Fuels, and Lubricants (WIWeB)) ერთობლივად განახორციელეს.
თვითონ კომპანია Heckler & Koch კვლევებში არ იყო მიწვეული და ის მის შედეგებს უარყოფს. მისი მტკიცებით, ბუნდესვერისთვის მიწოდებული 178 000 ცალი G–36 და მისი სხვადასხვა ვარიანტები, მოთხოვნილ სტანდარტებს შეესაბამებ და მიღება ჩაბარების დროს შემოწმებული იქნა როგორც კომპანიის ასევე ბუნდესვერის მიერ. "ზარალის ანაზღაურების ნებისმიერი ფაქტიური ან იურიდიული პრეტენზია საფუძველს მოკლებულია" – განაცხადა კომპანიამ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ფონ დერ ლაიენმა ორაზროვნად განაცხადა, თუ რას უნდა ელოდეს ბუნდესვერი ამ გამოცდების შედეგად. "უახლოეს მომავალში ჩვენ დავინახავთ თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი შეიარაღებული ძალებისთვის და თუ იქნება მიღებული შეიარაღებაზე სხვა საიერიშო შაშხანა" – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ამ ახალი აღმოჩენებისგან დამოუკიდებლად, პრობლემასთან საბრძოლველად 2014 წელს მიღებული იქნა სხვადასხვა ზომები. კერძოდ ჯარისკაცებს მიეცათ რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ იარაღი, რომ ის გახურებისგან დაიცვან და ასევე ქვედანაყოფებში მოხდა იარაღის გამრავალფეროვნება, რათა მისი საცეცხლე შესაძლებლობები მხოლოდ G–36 არ ყოფილიყო დამოკიდებული.
ვებგვერდზე armyrecognition.com განთავსებული იქნა Eurosatory-2012–ზე განხორციელებული ჩინური ჯავშანმანქანა «Tiger»–ის გამოცდების საინტერესო ფოტო. ჯავშანმდგრადობის გამოცდისას მანქანაში შემქმნელი კომპანიის გენერალური დირექტორი ვანგ ბაო ხო იჯდა. მანქანის მდგრადობა 7,62მმ ტვყიებით გამოიცადა (ჩინური AK-47-თ):