Showing posts with label Т-64. Show all posts
Showing posts with label Т-64. Show all posts

Friday, July 24, 2020

Uzbekistan is upgrading the T-64B MBT called the T-64MV

Uzbekistan is upgrading the T-64B MBT called the T-64MV. 


Upgrade include:
  • New V-84 engine (it replace the 5TDF)
  • New, digital communication systems «Hytera» (Chinese origin, assembled in Uzbekistan)
  • Improved protection (ERA, Slat Armor)





Thursday, November 14, 2019

ჯავშანთვითშემოქმედების ახალი პორცია უკრაინიდან

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

დიდი ხანია ეს რუბრიკა არ გაგვიხსენებია - ამიტომაც წარმოგიდგენთ უკრაინიდან Т-64-ის ადგილობრივ აპგრეიდს. ტანკები სავარაუდოდ რუს ტერორისტებს ეკუთვნის და ისინი ყველა მხრიდან დინამიკური დაცვის კონტეინერებითაა დახუნძლული

Wednesday, January 23, 2019

Т-72-ის, Т-80-ისა და Т-64-ის სავალი ნაწილის აფეთქებით გამოცდა

ფოტოზე ზევიდან ქვევით - Т-72, Объект-219 (Т-80-ის ქალიშვილობის ინდექსი) და Т-64 გამოსახული. სამივე ტანკი ერთნაირ პირობებში იქნა აფეთქებული. როგორც ვხედავ საუკეთესო ნაღმედეგობა Т-72-მა უჩვენა, ხოლო ყველაზე დიდი დაზიანება Т-64-ის სავალმა ნაწილმა განიცადა.

Sunday, September 24, 2017

Т-64 და მისი კორპუსის კომბინირებული ჯავშანდაცვა

კორპუსის წინა, ზედა დეატლის ჯავშანპაკეტი Т-64А/Т-64Б/Т-72 ტიპის ტანკებისთვის. ჰორიზონტალური სისქე 547-549 მილიმეტრი (დამრგვალებულად 550). კონსტრუქცია ვერტიკალური სიბრტყიდან 68 გრადუსითაა დახრილი და მისი არსებული სისქე 206 მილიმეტრს უდრის, აქედან - 80 მილიმეტრი ზედა ჯავშანფოლადი, ორი 53+53 მილიმეტრიანი (სულ 106 მილიმეტრი) СТБ-3-ФЭФ-Н მარკის სტეკლოტექსტოლიტის პაკეტი და ქვედა, 20 მილიმეტრიანი ჯავშანფოლადის დეტალი.

ჯავშანმედეგობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი M456 ტიპის და ანალოგიური, 450 მილიმეტრი ჯავშანგამტანობის მქონე კუმულაციური ჭურვებით 
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი L26/L36/L52 ტიპის ჭუვებით

Т-64А/Т-64Б ტიპის ტანკები, საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Отражаемость" განხორციელების შემდეგ (დაემატა 30 მილიმეტრიანი ჯავშანფილა). გაუმჯობესება 83 წელს განხორციელდა, როდესაც აღმოჩნდა რომ, ებრაული ქვეკალიბრული ფრტასხმული ჭურვი, M-111, საბჭოთა ტანკებს საკმაოდ დიდი მანძილიდან ხვრეტდა.
ჰორიზონტალური სისქე 630 მილიმეტრი. კონსტრუქცია ვერტიკალური სიბრტყიდან 68 გრადუსითაა დახრილი და მისი არსებული სისქე 236 მილიმეტრს უდრის, აქედან - 30+80 მილიმეტრი ზედა ჯავშანფოლადი, ორი 53+53 მილიმეტრიანი (სულ 106 მილიმეტრი) СТБ-3-ФЭФ-Н მარკის სტეკლოტექსტოლიტის პაკეტი და ქვედა, 20 მილიმეტრიანი ჯავშანფოლადის დეტალი.

ჯავშანმედეგობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი M456 ტიპის და ანალოგიური, 450 მილიმეტრი ჯავშანგამტანობის მქონე კუმულაციური ჭურვებით 
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი, ქვეკალიბრული, ფრთასხმული M111, 1428 მ/წმ დარტყმითი სიჩქარით
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი L26/L36/L52 ტიპის ჭუვებით


ზემოთ მოყვანილი Т-64А/Т-64Б ტიპის ტანკები, საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Отражаемость" განხორციელების (დაემატა 30 მილიმეტრიანი ჯავშანფილა) და დინამიკური დაცვით აღჭურვის შემდეგ.

ჯავშანმედეგობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი M456 ტიპის და ანალოგიური, 450 მილიმეტრი ჯავშანგამტანობის მქონე კუმულაციური ჭურვებით
  •  ვერ იხვრიტება 850-900 მილიმეტრი გამტანობის მქონე ტსმრ-ების მიერ.
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი, ქვეკალიბრული, ფრთასხმული M111, 1428 მ/წმ დარტყმითი სიჩქარით
  • ვერ იხვრიტებოდა 105 მილიმეტრიანი L26/L36/L52 ტიპის ჭუვებით



წყარო - ფორუმ http://otvaga2004.mybb.ru/-ს მომხმარებელი Wiedzmin

Thursday, November 27, 2014

პირდაპირი მოხვედრით დაზიანებული ტანკი

93–ე ცმბ–ის ოფიცრის სიტყვების თანახმად, ტანკ  Т–64–ის კოშკურაში ჰაუბიცა Д–30–ის 122მმ–ნი ჭურვი მოხვდა. ტანკი მწყობრიდანაა გამოსული, ეკიპაჟი, როგორც ამბობენ, არ დაზარალებულა.



Friday, October 10, 2014

World of Tanks უკრაინულად

ხრიაშევატოგოსთან უკრაინული Т-64БВ–ს გასროლის პირდაპირი მოხვედრა რუსი ტერორისტების ტანკზე, გახვრეტა და აფეთქება. World of Tanks უკრაინულად

Thursday, July 24, 2014

Т-64–ის ახალი მოდერნიზაცია

ხარკოვის ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანაში (Харьковский БТРЗ) ტანკების კაპიტალური რემონტის გარდა მათი მოდერნიზაციაც ხორციელდება. ფოტოებზე წარმოდგენილია მოდრენიზირებული Т-64Б/Б1. მანქანა აღჭურვილია ახალი დინამიკური დაცვით. დინამიკური ელემენტები კარგად ფარავს ტანკის როგორც კორპუსის ასევე კოშკურის წინა სექტორს, ასევე საკმაოდ კარგადაა დაცული კორპუსის ბორტები – დინამიკური დაცვა ძრავა ტრანსმისიის განყოფილბამდეა დამონტაჟებული.
ტანკი აღჭურვილია მემიზნის სამიზნე კომპლექსი 1Г42–ით. მთლიანობაში ტანკზე ცმს 1А33 დარჩა.
ყურადღებას იქცევს ისევე კოშკურის უკანა ნაწილში დაყენებული ნიშა – რომელიც დამატებითი საბრძოლო მარაგისა და სათადარიგო ქონებისთვისაა განკუთვნილი.

თვითონ სამოდერნიზაციო ტექნიკას ქარხანა საკუთარი სადგომებიდან იღებს, სადაც ღია ცის ქვეშ დიდი რაოდენობით ტანკები აყენია და უსაქმურად ჟანგდება


სარემონტო ცეხში ხდება ტანკების სრული დაშლა და განახლება

წყარო:
Не такое уж кладбище
Новая модернизация Т-64

Saturday, July 5, 2014

ვაგრძელებთ – შუშიკები უკრაინიდან

კორპუსის წინა ქვედა და უკანა დეტალზე КВС-У–ს გოფრირებული ფრაგმენტიანი БТР-80–ის შესახებ უკვე ვწერდი (ბმული – ჯავშანტექნიკაში უკრაინული თვითშემოქმედების ახალი პორცია) – ამჯერად მისი უკეთესი ფოტოები:

ასევე წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საკონსტრუქციო ბიუროს საამქროდან:

ყუმბარმტყორცნების საწინააღმდეგო ცხაურებით აღჭურვილი БРДМ-2Д. მანქანაზე ცხაურების გარდა ახალი, ПК და АГС-17 აღჭურვილი საბრძოლო მოდული აყენია, რომელიც გარედან იმართება



НСВ-12,7 "Утёс"–ით და ПКМ–ით აღჭურვილი რაღაცა გაურკვეველი საბრძოლო მოდული

БТР-80–ის ანტიკუმულაციური ეკრანების ნახაზი 

ტანკ Т-64БВ–ზე აქტიური დაცვის, Заслон–ის განთავსების სქემა

Friday, June 27, 2014

უკრაინელი ტანკისტები უკრაინელი ქვეითების წინააღმდეგ – Т-64БВ უცნაური აპგრეიდი

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ საველე პირობებში ჯავშანტექნიკის მოდერნიზაციის ექსპერიმენტეს. ამას წინათ БТР-80–ის კუსტარული ცხაურებით აღჭურვის შესახებ ვწერდი – უკრაინული БТР–80–ების კუსტარული ცხაურები. ამჯერად წარმოგიდგენთ უკრაინელი ტანკისტების მიერ კუსტარულად დააპგრედებულ Т-64БВ–ს.

youtubе-ში განთავსებულ ვიდეოშ ჩანს გამწე МАЗ-537, რომელსაც გადაყავს ტანკი Т-64БВ

ტანკს კოშკურის უკანა ნაწილში ეკრანი უყენია, რომელზეც დინამიკური დაცვის, К–1–ის კონტეინერები უყენია. აღსანიშნავია რომ პირველად ასეთი გადაწყვეტილება დნეპრისპირეთის სეპარატისტებმა გამოიყენეს თავიანთ ტანკებზე.

Thursday, June 5, 2014

Т-64Б სლავიანსკთან ბრძოლებში

სლავიანსკთან ბრძოლებში დაზიანებული უკრაინული Т-64Б–ს ვიდეო. სნაიპერული ცეცხლით ტანკის მთელი ოპტიკაა ფაქტიურად მწყობრიდან გამოყვანილი, საზენიტო სამიზნის, ПЗУ-5–ის დამცვი შუშაც კი ჩატეხილია.

ასევე ტანკმა უკანა ნაწილში ყუმბარაც მიიღოო – კუდა ნაწილით თუ ვიმსჯელებთ РПГ-26 უნდა იყოს:


თვითონ ვიდეო:


Saturday, December 15, 2012

საბჭოთა ტანკმშენებლობა – ჩამორჩენა ჩამორჩენად, მაგრამ.........პანორამა?

ამჯერად ბევრი საუბარია ინტერნეტ სივრცეში რუსეთის ტანკმშენებლობის ჩამორჩენაზე მსოფლიოს მეწინავე სატაკო ვეშაპებთან შედარებით (თუმცა არც თი ისე ბევრნი არიან ეს ვეშაპები – აშშ და გერმანია).
მოდით რეალურად ვიმსჯელოთ – ჩამორჩენა არის და ძირითადი ჩამორჩენა ეს ცეცხლის მართვის სისტემაშია. ვერანაირი ავტომატური ტრანსმისია და ჰიდროპნევმატური საკიდარი ვერ გადაწონის კარგ ცეცხლის მართვის სისტემას. ამიტომაც მე პირადად მეორე პლანზე გადამყავს ეს ყველაფერი და პირველ პლანზე კარგი ცეცხლის მართვის სისტემა გადმომყავს. ცმს–ი თვით მეტ–ნაკლებად სუსტ ჯავშანსაც კი უკეთებს კომპენისრებას (ნუ აქ საუბარია მოწინააღმდეგეთა ეკიპაჟების მომზადების ერთნაირ დონის პირობებში).
ხო და ამ უმნიშვნელოვან სფეროში ჯერ კიდევ სსრიკ–ში, 80–იან წლებში შეიმჩნეოდა სუსტი, მაგრამ მაინც ჩამორჩენა და რუსეთის ფედერაციაზე ხო საუბარიც ზედმეტია. ჩამორჩენა ძირითადად ორ საკითხს ეხებოდა – პირველი ეს მეთაურის პანორამული სამიზნეა, ხოლო მეორე ტანკის სითბოვიზორული კამერა. ამ ორივე საკითხში რუსებმა გარღვევა ფაქტიურად ბოლო 7 წელიწადში მოახდინეს (უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ ხარისხობრივი გარღვევა).
მოდით სითბოვიზორებს შევეშვათ, ამჯერად ამაზე საუბარი არაა სტატიის თვითმიზანი და პანორამულ სამიზნეებზე გადავიდეთ – პირველად სერიული მეთაურის პანორამული პერიოსკოპული სამიზნე გერმანულ Leopard-2-ზე გამოჩნდა, ეს იყო მხოლოდ დღის არხით აღჭურვილი სამიზნე სისტემა, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს უზარმაზარი ნაბიჯი იყო, რომლითაც გერმანული ტანკი ბრძოლის ველის კონტროლს უფრო უკეთესად ახორციელებდა ვიდრე სხვა რომელიმე იმ დროის ტანკი – ამის მაგალითად 80–იან წლებში ჩატარებული NATO–ს შეჯიბრებებიც ადასტურებს, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანული კატა ამერიკელ გენერალს (Abrams–ზეა საუბარი) არანაირ შანსს არ უტოვებდა ტურნირების დროს. მეორე ტანკი რომელმაც მართლაც და თანამედროვე სახის მეთაურის პანორამული სამიზნე მიიღო ეს ამერიკული M1A2 იყო 1992 წელს – თანამედროვეს იმიტომ ვიძახი რომ, ეს იყო მსოფლიოში პირველი სერიული პანორამული სამიზნე, რომელიც აღჭურვილი იყო სითბოვიზორით და ლაზერული მანძილმზომით. ამას მოყვა გერმანული Leopard-2A5 და ამის შემდეგ სხვებმაც დაიწყეს ამ პრაქტიკის გამოყენება. აღსანიშნავია რომ ასეთი სამიზნე რუსულმა ტანკმა 2011 წელს მიიღო – როდესაც პირველად ოფიციალურად გამოჩნდა რუსეთის ტანკმშენებლობის სიამაყე T-90MC.
აშკარაა რომ როგორც მინიმუმ 20 წლიანი ჩამორჩენაა, მაგრამ მოდით ისტორიას გადავხედოთ – 70–იან წლებში საბჭოთა კავშირში უკვე სერიოზულად მუშაობდნენ მეთაურის პანორამულ სამიზნეზე და ამის დამადასტურებლად გამოდგება ქვემოთ მოყვანილი მაკეტების და რეალური ტანკის სურათები:

Объект 225/226


Объект 225/226 - პროეტზე მუშაობა 70–იან წლებში დაიწყო, საბრძოლო კომპლექტი 50 გასროლა, აქედან 36 მექანიკურ დამტენში. ტანკის წონა 41,6 ტონა, კუთრი სიმძლავრე 23,5ც.ძ/ტ, სვლის მარაგი გზაზე 600კმ, სვლის მარაგი უგზოობაზე 200კმ. ძრავა აირტურბინული – 1200ც/ძ–ით. 226–ის განსხვავება 225–თთან დიზელის ძრავა იყო და მისი წონა 42,5 ტონამდე იყო გაზრდილი. საწვავის მარაგი 2 ტონას უდრიდა. მანქანის ბალანსირებში, მუხლუხის ანჯამებში და გვერდით ჯავშანში გამოიყენებოდა ტიტანი. ტანკზე გათვალისწინებული იყო ახალი ცეცხლის მართვის სისტემის, «Морж–ის დაყენება, რომლის შემადგენლობაშიც სამეთაურო სამიზნე ხელსაწყო Краб  და პერისკოპი Свисток შედიოდა.

საცდელი მეთაურის პანორამით და სითბოვიზორით აღჭურვილი T-64A

მეორე პროგრამა და ამჯერად სითბოვიზორის გამოყენებით – ეს T-64A–ს პროექტია, რომელიც 80–იანების მეორე ნახევარში განხორციელდა. როგორც სურათიდან ჩანს ტანკი მეთაურის პანორამითაა აღჭურვილი და ამას გარდა ტანკზე ინფრა–წითელი პროჟექტორი არ აყენია, რაც მასზე სითბოვიზორის არსებობას ადასტურებს.

P.S. როგორც ვხედავთ ამ მხირვ სსრკ–ში ჯერ კიდევ 70–იან წლებში მიმდინარეობდა მუშაობა. დაზუსტებით უცნობია თუ რატომ ითქვა უარი ამ კონცეფციაზე – მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს ზემოდან წამოსული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – როდესაც მხოლოდ რაოდენობა ადარდება სსრკ–ს მმართველობას და არა ტექნოლოგიური უპირატესობა. სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას შეეწირა საბჭოთა სითბოვიზორების პროგრამებიც – როდესაც მეთაურობის გამო უარი ითქვა ამ მიმართულებით განვითარებაზე.

Thursday, November 1, 2012

1700 T-64 ჯართში


















მიახლოებით ერთი წლის წინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დაჩქარებული ტემპებით მოეხდინა საბჭოთა კავშირის დროინდელი ტანკ Т-64-ების პარკის ლიკვიდაცია. გუშინ, 2012 წლის 31 ოქტომბერს, გაზეთ "Красная звезда"-ში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო გამონთავისუფლებული მოძრავი სამხედრო ქონების გასაყიდად აუქციონს ატარებს, სადაც ასეთი შემოთავაზებები ფიგურირებს:

1 - შავი მეტალის ნარჩენები და ნაჭრები - 14 099,895 ტონა, დაუშლელი, დაბინძურებული.
  • ალუმინის შენადნობის საფუძვლიანი ფერადი ლითონების ნაჭრები და ნარჩენები - 141,712 ტონა, დაუშლელი, დაბინძურებული. წარმოშობის წყარო: ჯავშანტექნიკის კორპუსების, ტანკის კოშკურების, კვანძების და მოწყობილობების ჩამოწერისა და დემილიტარიზაციისგან (Т-55 - 1ც, Т-62 - 19ც, Т-64 - 386ც, Т-72 - 61ცт, БМП - 60ც, БТР - 36ც, БТС - 1ც, БРДМ - 19ც, МТП - 1ც.). ადგილმდებარეობა: კრასონიარსკის მხარე, დასახლება კოზულკა 66205.

2 - შავი მეტალის ნარჩენები და ნაჭრები - 14 945,514 ტონა, დაუშლელი, დაბინძურებული.
  • ალუმინის შენადნობის საფუძვლიანი ფერადი ლითონების ნაჭრები და ნარჩენები - 107,607 ტონა, დაუშლელი, დაბინძურებული. წარმოშობის წყარო: ჯავშანტექნიკის კორპუსების, ტანკის კოშკურების, კვანძების და მოწყობილობების ჩამოწერისა და დემილიტარიზაციისგან (Т-64 - 497ც, БМП-1 - 5ც, БТР-70 - 15ც). ადგილმდებარეობა: ალტაის მხარე, სოფ. ტოპჩიხა.

3 - შავი მეტალის ნარჩენები და ნაჭრები - 16 289 680 ტონა, დაუშლელი, დაბინძურებული.
  • ალუმინის შენადნობის საფუძვლიანი ფერადი ლითონების ნაჭრები და ნარჩენები - 72,837 ტონა, დაუშლელი, დაბინძურებული. წარმოშობის წყარო: ჯავშანტექნიკის კორპუსების, ტანკის კოშკურების, კვანძების და მოწყობილობების ჩამოწერისა და დემილიტარიზაციისგან (Т-62 - 8ც, Т-64 - 608ც, Т-72 - 50ც, БТР-60 - 4ც, БМП - 38ც, БРДМ - 7ც, БРМ - 18ც). ადგილმდებარეობა: ნოვოსიბირსკის რაიონი, დასახლება შილოვო.
წყარო:


P.S. ამგვარად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთ ჯერზე 1702 ცალი Т-64-ის ჩამოწერას აპირებს.