Friday, May 4, 2012

«Скорпион-2М» გამოფენა KADEX-2012-ზე

გუშინ, ასტანაში გახსნილ სამხედრო ექსპოზიციაზე კორპორაცია ЗАШИТА-ს მიერ წარმოდგენილი იქნა მსუბუქი საიერიშო ჯავშანავტომობილი «Скорпион-2М»-ის ორნაირი ვერსია.




მრავალმიზნობრივი ჯავშანავტომობილი «Скорпион-2М» შექმნილია კორპორაცია ЗАШИТА-ს მიერ და განკუთვნილია რუსულ არმიაში მოძველებული УАЗ-ების ჩასანაცვლებლად. 
როგორც ცნობილია რუსულ არმიაში ამჟამად მიმდინარეობს ამ ავტომობილის რამდენიმე ვარიანტის გამოცდები. წარმატების შემთხვევაში მოხდება რუსული არმიისთვის მისი სერიული შესყიდვა.
მანქანა აღჭურვილია ტურბო შებერვიანი, პოლონური დიზელის ძრავა Andoria 0501 ADCR-თ.

ძრავის ტექნიკური მონაცემები:
  • ქვეყანა - პოლონეთი
  • მწარმოებელი -  Andoria-Mot Sp. z o.o.
  • მოცულობა - 2,636 კუბური სანტიმეტრი.
  • მაქსიმალური სიმძლავრე - 100 კილოვატი 
  • საწვავის მიწოდება ცილინდრებში -  Common Rail-ის სქემით
  • ხარჯვა - 210 გრამი კილოვატ საათზე
  • ჩაშვების წინა გამათბობელი -  Eberspecher
  • რესურსი - 150 000 კმ

ამჟამად კორპორაცია ЗАШИТА ახორციელებს მხოლოდ ძრავის აწყობას, რუსეთის არმიისგან შეკვეთის შემთხვევაში, სერიული წარმოების 2 წლის განმავლობაში მოხდება ძრავის 100% წარმოების ათვისება.

მანქანის ტექნიკური მონაცემები:
სიჰრძე - 5190 მმ
სიგანე – 2150 მმ
სიმაღლე – 2060 მმ
სრული წონა – 5500 კგ
აღჭურვილი წონა – 4000 კგ
ტვირთამწეობა - 1500 კგ
დესანტის ადგილი - 5
ძრავის ტიპი - დიზელი, ტურბოშებერვით
მაქსიმალური სიჩქარე - 130 კმ/სთ
სვლის მარაგი - 1000კმ
საწვავის ავზის ტევადობა - 300ლ
სავალი ბაზა - 4х4
წამყვანი თვლები - ყველა
დაკიდება წინა/უკანა - დამოუკიდებელი
სიჩქარეთა კოლოფი - მექანიკური ან ავტომატური, 5 სიჩქარიანი.







მანქანა უზრუნველყოფს ცეცხლასროლი იარაღისგან რუსეთის ფედერაციის ГОСТ Р 50963–96 სტანდარტის 6а დაცვის დონეს და შექმნილია კონსტრუქციით რომელიც იცავს ეკიპაჟს მანქანის ქვეშ აფეთქებული 6 კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეტქებელი მოწყობილობებისგან.
ჯავშნით აღჭურვილია მანქანის - სახურავი, ეკიპაჟის ნაკვეთური პერიმეტრზე, ფსკერი, საწვავის ავზები, ძრავის ნაკვეთური.
მანქანის სახურავში არსებულ სარქველში შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის და კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის განთავსება.


                                       

წყარო:

გამოფენა KADEX - 2012-ზე ყაზახეთმა Т-72-ის საკუთარი მოდერნიზაცია წარადგინა

გამოფენა KADEX - 2012-ზე, რომელიც დღეს გაიხსნა ქალაქ ასტანაში, ყაზახეთმა წარადგინა  Т-72-ის საკუთარი მოდერნიზაცია. მოდერნიზაცია სავარაუდოდ ებრაული მხარის მხარდაჭერით განხორციელდა. ამ აზრს ისიც ადასტურებს რომ ყაზახურ ტანკს და ქართულ   Т-72SIM-ს ბევრი საერთო აქვს.










როგორც სურათებიდან ჩანს ტანკი აღჭურვილია ახალი ტიპის დინამიკური დაცვის კომპლექსით (სავარაუდოდ საბჭოთა Контакт-1-ს ვარიაციაა, თუმცა არაა გამორიცხული ებრაული კომლექსი იყოს), საბორტე ცხაურებით, ასფალტზე სასიარულო რეზინის ბალიშებით და რაც მთავარია ახალი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც ჩვენი   Т-72SIM-1-ს ანალოგიური უნდა იყოს. ტანკი ასევე აღჭურვილია ებრაული თანამგზავრული ნავიგაციის სისტემით, მძღოლ–მექანიკოსის ღამის ხედვის თერმული კამერით, დამხმარე ძალური აგრეგატით და ბრძოლის ველის ინფორმაციის მართვის სისტემით.








KADEX - 2012

დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიხსნა სამხედრო ტექნიკის გამოფენა KADEX - 2012. წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს გამოფენიდან:

Super Puma

МиГ-29

МиГ-27

Су-25

UAV Sercher-MkIII

UAV Sercher-MkIII

Су-27 და МиГ-31

Ми-26

УРАЛ-ის სატვირთოები

БТР-80

უკრაინული  სატვირთო КрАз

БТР-82А უნაგირა გამწევზე

ყაზახეთის მიერ მოდერნიზირებული T-72

ყაზახეთის მიერ მოდერნიზირებული T-72

БТР-60 КШМ

БМПТ

ТОС-1А «Солнцепёк»

БТР-82А

უნაგირა გამწევი

ადგილობრივი წარმოების ჯავშანავტომობილი SARBAZ

ადგილობრივი წარმოების ჯავშანავტომობილი SARBAZ 

თურქული Cobra და რუსული Тигр

HUMWWE და Land Rover

ფირმა КамАз-ის მიერ შექმნილი MRAP-ი Таифун-ი

C-300




Thursday, May 3, 2012

ქართველები ავღანეთში

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ქართული კონტინგენტის ავღანური ყოველდღიურობიდან