2011 წელს ХК ОАО "НЭВЗ Спюз"–მა საკუთარი ინიციატივით დაიწყო კერამიკულ ჯავშანზე მუშაობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 7 სხვადასხვა სახეობისა და 32 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯავშანკერამიკის წარმოება აითვისა.
- 5 სახეობის ჯავშანკერამიკა შექმნილია პირადი შემადგენლობის 5,45 და 7,62 კალიბრის ტყვიებისგან დასაცავად.
- 4 სახეობის კერამიკა შექმნილია მსუბუქი ტექნიკის 7,62, 12,7 და 14,5 კალიბრის ტყვიებისგან დასაცავად.
- შექმნის სტადიაშია რადიომშთანთქავი ჯავშანკერამიკის რამოდენიმე ნაირსახეობა, რომლებიც ხომალდებზე განსათავსებლადაა განკუთვნილი (რათა შეამციროს მათი შემჩნევადობა თვითდამიზნებადი რადიოთავაკებით აღჭურვილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან).
მთლიანობაში ორი წლის განმავლობაში კომპანიამ 8 ნატურალური გამოცდა ჩაატარა აკრედიტირებულ საგამოცდო ცენტრებში. ბოლო გამოცდები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით ჩატარდა, კომპანიამ კუბინკას საგამოცდო პოლიგონზე განახორციელა. გამოცდაზე წარდგენილი იყო ორი სხვადასხვა მწარმოებლის კერამიკული ფილებით აღჭურვილი БРДМ-3, რომელიც 14,5 მილიმეტრის ჯავშანგამტანი ტყვიებით დაცხრილეს. სულ განხორციელდა 68 ჩათვლითი გასროლა.
ХК ОАО "НЭВЗ Спюз"–ის კერამიკის ფილებით აღჭურვილი БРДМ-3 და სროლის შედეგები
სხვა კომპანიის კერამიკით აღჭურვილი БРДМ-3 და სროლის შედეგები
ХК ОАО "НЭВЗ Спюз"–ის კერამიკის ფილებით აღჭურვილი БРДМ-3 სროლამდე, სროლის შემდეგ და სროლის ეფექტი შიგნიდან
БТР-80–ის ზედა ბორტზე, გვერდით და შუბლა პროექციებზე და ასევე БРДМ-3–ის კოშკურაზე დაყენებულია გარე დასაკიდი ჯავშან ბლოკებმა, მასით 70,0 კგ/მ2, წარმატებით გაიარეს გამოცდები 14,5მმ–ნი ტყვიამფრქვევ КПВТ–ეს Б-32 ტყვიების წინააღმდეგ, გამოცდები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს НИИЦ БТ 3 ЦНИИ–ში განხორციელდა. გამოცდები შემდეგ მანძილებზე განხორციელდა – 200მ, 100მ, 50მ, 30მ და 10მ–ზე, მათ შორის ზამთრის პირობების იმიტაციის პირობებში,"–50С ტემპერატურაზე".
ასევე აღსანიშნავია რომ ამ დღეებში, რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბრონნიცას პოლიგონზე, "ავტომობილისტის დღისადმი" მიძღვნილ ღონისიების ფარგლებში თანამედროვე და პერსპექტიული ტექნიკის ჩვენება გაიმართა. ამ ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნა დამატებითი ჯავშანდაცვით აღჭურვილი БТР-82А და МТ-ЛБ. რაიმე ინფორმაცია ამ დაცვის შესახებ ჯერ–ჯერობით უცნობია.