Friday, April 12, 2019

აშშ-ს სარაკეტო პროგრამა PrSM რუსული "Искандер"-ის წინააღმდეგ


აშშ-ს არმიას, ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლად და კალინინგრადში განთავსებული ბალისტიკურ რაკეტა "Искандер"-თან პარიტეტის მისაღწევად, უფრო მობილური და მძლავრი საცეცხლე საშუალებები ესაჭიროება. როგორც ცნობილია, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები არაერთხელ დაიმუქრნენ რომ საჭიროების შემთხვევაში კალინიგრადიდან "Искандер"-ებსა და С-400-ებს გამოიყენებდნენ.

რაც შეეხება თვითონ "Искандер"-ის რაკეტებს - მათი მოქმედების რადიუსი 440 მილს უტოლდება და მათ თავისუფლად შეუძლიათ მიაღწიონ ბერლინამდე და ასევე შვედეთისა და პოლონეთის ტერიტორიის ორ მესამედსაც ფარავენ.

სწორედ ამ საფრთხესთან დასაპირისპირებლად, აშშ-ს არმიამ წამოიწყო პროგრამა Precision Strike Missile (PrSM), იკითხება როგორც "პრიზმა". აღნიშნული სისტემა "ხმელეთი-ხმელეთი" ტიპის, ზეზუსტ მართვად რაკეტას წარმოადგენს, რომლის გაშვებაც შესაძლებელი იქნება როგორც M270A1 MLRS-სიდან, ასევე M142 HIMARS-იდან.


საბაზისო რაკეტამ 499 კილომეტრის რადიუსში უნდა შეეძლოს გაანადგუროს როგორც წერტილოვანი, ასევე გაშლილი სამიზნეები. მომავალში განვითარების სპირალში ისეთი მახასიათებლები იქნება გაუმჯობესებული, როგორებიცაა - მანძილი, ლეტალურობა და დროში მგრძნობიარე, მოძრავი, გამაგრებული და დროებით გამოჩენილი სამიზნეების განადგურება.

პროგრამა PrSM საარმიო ტაქტიკური რაკეტების ალტერნატივა გახდება - მან უნდა ჩაანაცვლოს ATACMS-ის მოძველებული მონობლოკური და კასეტური რაკეტები. არმიის წარმომადგენლების განცხადების თანახმად - "პრიზმამ" უნდა გაანადგუროს / გააუვნებელყოს / ჩაახშოს სამიზნეები 400 კლომეტრის იქეთ, ზეზუსტი დარტყმების საშუალებით. სისტემა ინტეგრირებული იქნება საველე არტილერიაში და დიდ სიღრმეებზე შეეძლება მხარდაჭერა გაუწიოს ბრიგადებს, დივიზიებს, კორპუსებს, არმიებს, ფრონტებს, გაერთიანებულ კოალიციურ ძალებსა და საზღვაო და საჰაერო სადესანტო ოპერატიულ დაჯგუფებებს როგორც სრულ, ასევე შეზღუდულ საექსპედიციო ოპერაციებში.

პერსპექტიული ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე ორი ამერიკული კომპანია - Raytheon და Lockheed Martin მუშაობს. გეგმის თანახმად სადემონსტრაციო საფრენოსნო ტესტები წლის ბოლოს უნდა განხორციელდეს, ხოლო სისტემამ საწყის საბრძოლო მზადყოფნას 2023 წელს უნდა მიაღწიოს.

Thursday, April 11, 2019

XM913 - აშშ-ს არმიის 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი


როგორც ჩანს შეიარაღების შეჯიბრი სრულ ფაზაში შევიდა - ორი წლის წინ რუსებმა თავისი 57 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი წარადგინეს, რომლითაც ქსმ-ებისა და საარტილერიო ჰსთ კომპლექსების აღჭურვას ფიქრობენ. ოკეანის მეორე მხრიდან პასუხმა არ დააყოვნა და უკვე ამერიკელებიც ფიქრობენ მსხვილ კალიბრზე, რომლითაც თავიანთი პერსპექტიული ქსმ-ი - Next-Generation Combat Vehicle (NGCV) უნდა აღჭურვონ. წინა დღეებში საცდელ პოლიგონზე პირველად განხორციელდა კომპანია Bushmaster-ის 50 მილიმეტრიანი ქვემეხის, XM913-ის, საცეცხლე გამოცდები.




ვერტმფრენი Ми-28А შვედეთში

ვერტმფრენი Ми-28А შვედური არმიის ახალი საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენის კონკურსში 1995 წელს იქნა მივლინებული. კონკურსის მიზანს ტსმრ TOW-ით აღჭურვილი მოძველებული Bo-105-ის ჩანაცვლება წარმოადგენდა. კონკურსში შემდეგი ვრეტმფრენები იყო ჩართული: AH-64A Apache, AH-1W Super Cobra, A-129 Mangusta, Tiger, CSH-2 Rooivalk, Mи-28А და и Ka-50.



Mи-28А შვედეთში 1995 წლის 7 ოქტომბერს ჩაიყვანეს. გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე შვედმა მფრინავმა ვერტმფრენის პილოტირებისა და შეიარაღების ოპერატორის კურსი გაიარა, თუმცაღა გამოცდებზე შვედები მხოლოდ ოპერატორის ადგილზე დაფრინავდნენ, პილოტირებას კიდევ მხოლოდ "მილის" საცდელ-საკოპნსტრუქციო ბიუროს პილოტები ახორციელებდნენ.

გამოცდების მსვლელობისას Ми-28А-მ 30 საათი იფრინა, ფრენების დროს ძრავის მტყუვნებას ადგილი არ ჰქონია. გამოცდების დროს ასევე განხორციელდა ტსმრ 9М120-ის 40 გაშვება, საიდანაც 35-მა მიზანი გაანადგურა (გაშვების მანძილი 4 680 მეტრამდე აღწევდა). რაკეტებისგან განხვავებით საბორტე ქვემეხიდან სროლამ დაუკმაყოფილებლად ჩაიარა - შეიარაღება და სამიზნე კომპლექსი არ იყო განულებული.


გამოცდების დროს ასევე მაღალი შეფასება მიიღო ვერტმფრენის პასიური დაცვის საშუალებებმა (რადიოლოკაციურმა და ოპტიკურმა). ასევე პოზიტიური შეფასება მიიღო პილოტისა და ოპერატორის სამუშაო ადგილების ერგონიმიკამ. შვედების მიერ სუსტ მხარედ დასახელდა ვერტმფრენის ღამის ხედვის ხელსაწყოები, რაც მის ეფექტურობას ღამის პირობებში საგრძნობლად ამცირებდა.

მთლიანობაში გამოცდების შედეგად Ми-28А საიმედო ვერტმფრენად დასახელდა, რომელიც კარგად იყო ადაპტირებული ბრძოლის ველზე საოპერიროდ. მაგრამ კონკურის შედდეგებზე ამანდ დიდი გავლენა ვერ მოახდინა - შვედებმა რუსული ვერტმფრენი უარყვეს. თუმცა კონკურსი მთლიანობაშ წარუმატებელი გამოდგა და მოძველებული Bo-105 ქვეყნის სამსახურში 2010 წლამდე დარჩა.

Wednesday, April 10, 2019

აშშ-ს ავიაციის საბრძოლო მზადყოფნა ზრდას განაგრძობს

6 აპრილს, აშშ-ს საზღვაო ძალების "სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად - გამანადგურებელ F/A-18 Super Hornet-ის ავიაპარკი საბრძოლო მზადყოფნის დაგეგმილ 80%-იან ზღვარს უახლოვდება.



2017 წელს აშშ-ს საზღვაო ძალების F/A-18 Super Hornet-ების მხოლოდ მესამედი იმყოფებოდა საბრძოლო მდგომარეობაში. სამხედრო უწყების მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების თანახმად - 546 საგემბანო გამანადგურებლების თითქმის ნახევარი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. წლევანდელი მონაცემებით გამანადგურებელების 63% -  73%-ს ნებისმიერ მომენტში შეუძლია საბრძოლო ამოცანაზე გასვლა. ამასთან აშშ-ს საზღვაო ძალების სარდლობა წლის ბოლოს ამ მონაცემის 80%-მდე გაზრდას გეგმავს.

თემატური სტატიები:

აშშ-ს საზღვაო ძალების საჰაერო შემადგენლობის მეთაურის, სკოტტ კონნის, განცხადების თანახმად - სამხედრო უწყებამ F/A-18E/F Super Hornet-ების მომსახურების შესაფასებლად და პროცესის გაუმჯობესებისა და დაჩქარების მიზნით მწარმოებელთა წარმომადგენლები მიიწვია. შედეგად ერთი თვითმფრინავის გეგმიური მომსახურების ვადა 120 დღიდან 60 დღემდე შემცირდა, ასევე შემცირდა სათადარიგო ნაწილების მიწოდების დროც - 30-დან 2 დღემდე. ამას გარდა სამხედროებმა საგრძნობლად გაზარდეს F-35-ების პარკის საბრძოლო მზადყოფნის დონეც და ასევე გეგმავენ ამ მაჩვენებლის 80%-მდე გაზრდას.

აშშ-ს საზღვაო ძალების Super Hornet-ებისა და Growler-ების მზადყოფნის ინფოგრაფიკა

გამანადგურებელი Boeing F/A-18 Hornet და მისი უახლესი მოდიფიკაცია F/A-18E/F Super Hornet, აშშ-ს საზღვაო ძალების შეიარაღებაზე 1983 წლიდან იმყოფება და მათი თანდათანობითი ჩანაცვლება უახლესმა F-35C Lightning II-მა უნდა განახორციელოს. ამ უკანასკნელის პროგრამა გრაფიკს რამდენიმე წლით ჩამორჩება, რაც კომპანია Boeing-ს საშუალებას აძლევს როგორც განაგრძოს F/A-18E/F Super Hornet-ის პროგრამა, ასევე წარადგინოს მისი უახლესი მოდიფიკაციებიც.


Sunday, April 7, 2019

.50 BMG კალიბრის პოლიმერული ვაზნები აშშ-ს საზღვაო ქვეითებისთვის

აშშ-ს საზღვაო ქვეითები .50 BMG კალიბრის პოლიმერული ვაზნების შეძენას გეგმავენ - თუმზაღა ტრადიციული კონსტრუქციის ვაზნები ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება შეიარაღებაზე


აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი  2 400 000 ცალი .50 BMG კალიბრის პოლიმერული (კომპოზიტური) ჰილზის მქონე ვაზნების შესყიდვას გეგმავს. ამ ვაზნის მასრა რამდენიმე დეტალისგან შესდგება - მასრის კორპუსი პოლიმერულია და შეერთებულია თითბერისგან დამზადებული ფსკერის ნაწილთან. საზღვაო ქვეითთა სარდლობა (Marine Corps Systems Command — MCSC) გეგმავს ერთადერთ მომწოდებელთან - MAC, LLC-სთან (მასაჩუსეტის შტატი, სენტ ლუისი) გააფორმოს ხელშეკრულება.

MAC LCC-ის მიერ წარმოებული კომპოზიტურმასრიანი  .50 BMG კალიბრის ვაზნა


ხელშეკრულების ფარგლებში შემკვეთს ჩვეულებრივ ვაზნებთან ერთად სავარაუდოდ ჯავშანგამტანი ვაზნებიც უნდა მიეწოდოს. როგორც ცნობილია კომპანია MAC-ი ამ ცოტა ხნის წინ Nammo-ს ნაწილი გახდა, რომელიც თავის მხრივ ჭურვებისა და ვაზნების წარმოებაზეა სპეციალიზირებული. იანვარში Nammo-მ კომპანია MAC-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა და Nammo Small and Medium Caliber Ammuniton-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, რეიო ბრაგბერის განცხადების თანახმად - ეს ნაბიჯი Nammo-სა და MAC-ს ახალ ტექნოლოგიებში ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

MAC LCC-ის კომპოზიტურმასრიანი ვაზნის სქემა საპატენტო დოკუმენტაციიდან

პოლიმერულ მასრიანი ვაზნები არც თუ ისე ახალი კონცეფციაა. მასრების დამზადებაში პოლიმერების გამოყენების იდეა პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში გახმოვანდა. თვითონ კომპანია MAC-ი უკვე აწარმოებს 338 Norma Magnum (LWMMG) კალიბრი ვაზნებს მსუბუქი ტყვიამფრქვევებისთვის.

კლასიკური .50 კალიბრის ვაზნებთან შედარებით, ახალი პოლიმერულუ მასრიანი ვაზნები 25%-ით (ზოგიერთი წყაროს თანახმად 45%) იძლევა წონის შემცირების შესაძლებლობას. სამხედროთა მოთხოვნის თანახმად ახალი ვაზნები წინამორბედების ბალისტიკას უნდა იმეორებდეს, ასევე უნდა ჰქონდეს მიზანზე მსგავსი ზემოქმედება და უზრუნველყოფდეს ტყვიამფრქვევის ავტომატიკის გამართულ მუშაობას (მათი გადაკეთების გარეშე).


რუსული არმია და როსგვარდია სააღლუმო რეპეტიციებს გადის

რუსეთი, ალაბინო, წინასააღლუმო რეპეტიცია - ალექსეი კუდრენკოს ფოტოები

არმია 

 

როსგვარდია