საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში: NASA–ს კოსმოსური ავტომატური ზონდი Voyager–1 გახდა ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელიც მზის სისტემას გასცდა და აგრძელებს გზას უსასრულობაში.
ამის შესახებ ცნობა NASA–მ 12 სექტემბერს გაავრცელა. სააგენტოს თქმით გაშვებიდან 36 წლის შემდეგ კოსმოსრუი ზონდი Voyager–1 "მზიდან 17,7 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და ის კოსმოში ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე შორი საგანია. ამჟამად Voyager–1 მზესთან მიმართებაში 17კმ/წმ სიჩქარით მოგზაურობს ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლთშორის გაყინულ და ბნელ სივრცეში".
NASA–ს თანამხად, რეალობაში ზონდმა მზის სისტემა ერთი წლის წინ დატოვა, მაგრამ რადგანაც არ არსებობს რაიმე მკაცრად გასაზღვრული რუქა ან ნახაზი, რომელიც გვეტყვის რომ აი ახლა აქ, ამ ადგილას არის მზის სისტემის საზღვარი, ეს სიახლე ახლა გახდა საჯაროდ ცნობილი. ერთი თვის წინ სპეციალური ჯგუფი, რომელიც Voyager–1–ის მოგზაურობას აკვირდება, საბოლოოდ შეთანხმდა იმაზე რომ ზონდმა ჩვენი სისტემის საზღვრები დატოვა. ამ შემთხვევას NASA ზეიმით შეხვდა:
"ეს ის საზღვრია, რომელის შემდეგაც ახალი მოგზაურობა იწყება", განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, ედ სტონმა (Ed Stone).
Voyager–ი კოსმოსში 1977 წლის 5 სექტემბერს იქნა გაშვებული და ის დღემდე განაგრძობს თავის მოგზაურობას და უცნობის სხეულებისა და პლანეტების შესახებ ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნას. ზონდის ბორტზე პლუტონის რეაქტორია, რომელმაც ის ენერგიით 2025 წლამდე უნდა უზრუნველყოს.
წყარო:
P.S. აღსანიშნავია რომ Voyager–1–ის ბორტზე ოქროს ფირფიტაა განთავსებული, რომელზეც დედამიწის შესახებ ისეთი ინფორმაციაა ჩაწერილი, როგორიცაა – მისალმება 55 ენაზე, რამოდენიმე ფოტოსურათი და სხვადასხვა მონაცემები ჩვენი სისტემის შესახებ, 26 სიმღერა თუ მუსიკალური კომპოზიცია და მათ შორის ქართული "ჩაკრულოც".
ინფორმაცია ოქროს ფირფიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – http://goldenrecord.org