სწავლება «Кавказ-2012»-ის მიმდინარ- ეობისას მოტომსროლელთა მე-19 ცალკეულმა ბრიგადამ, რომელიც ვლადიკავკაზში დისლოცირდება, სამი ჯარისკაცი დაკარგა - ერთი დაიღუპა და ორი მძიმედაა დაჭრილი. ამას გარდა, დაზიანდა ერთი Т-90, ერთი БМП-3 და ერთი ავტოგამწე - ეს ტექნიკა აღდგენას არ ექვემდებარება. კიდევ შვიდი БМП, ტანკი და ავტომანქანა საჭიროებს ხანგრძლივ კაპიტალურ რემონტს.
- კონტრაქტნიკი დაიღუპა РПГ-7-ის ყუმბარასთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო. ყუმბარა მას პირდაპირ ხელებში აუფეთქდა. ხოლო ორი წვევამდელი ჯარისკაცი ავტოგამწის ამობრუნების შემდეგ კაბინაში მოყვა - იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის მმართველობის ოფიცერი.
ბრიგადის კოლონა ეგრეთ წოდებული "სამხრეთ ოსეთის" საზღვრისკენ გადაადგილდებოდა. ავტოგამწე «КамАЗ»-ი ეწეოდა БМП-3-ით დატვირთულ ტრეილერს, ავტოგამწის მძღოლმა ვერ გაართვა თავი მანქანის მართვას რთულ მთიან გზაზე, რის შედეგადაც გამწე და ტრეილერი ამობრუნდნენ და ხეობაში გადაცვივდნენ. ასევე მარშის დროს დაკარგული იქნა ავტოცისტერნა «Урал»-ი.
ოფიცრის სიტყვებით ტექნიკაში დანაკარგები ჯერ კიდევ სწავლების დასაწყისამდე დაიწყო. მუდმივი დისლოკაციის პუნქტზე დარჩა გაუმართავი სამი ტანკი Т-90, ოცი БМП-3 და ინჟინერ-მესანგრეთა ბატალიონის თითქმის მთელი ტექნიკა. რადგანაც საინჟინრო ნაწილები, როგორც წესი ყველაზე კარგად აღჭურვილები არიან, თითქმის მთელი ბატალიონის (მიახლოებით 50%) არაბრძოლისუნარიანობა გახდა მეთაურობის ორგდასკვნების მიზეზი.
ტანკები და საბრძოლო მანქანები ჯერ კიდევ სწავლებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გამოდიოდა მწყობრიდან. ერთ БМП-ზე სრულებით გამოყვანილია მწყობრიდან ძრავა, ერთი ტანკი ხიდზე გავლისას ტრეილერიდან ჩამოვარდა და მდინარეში ჩავარდა, შედეგად მოძვრა კოშკურა, დაიმტვრა შიდა მოწყობილობები და ძრავა (აღდგენას არ ექვემდებარება), კიდევ ორ ტანკს ქვემეხის ლულები გაუსკდა. ასეთი მაშინ ხდება როცა უგზოობაზე ტანკი ლულით მიწაში წაერჭობა, ლულაში მიწა შედის და პირველივე გასროლაზე ის სკდება.
თვითონ სწავლების დროს მებრძოლებმა მდინარის ფორსირებისას ორი БМП-3 ჩაძირეს. გამწეების საშუალებით მოხერხდა მათი ამოთრევა, მაგრამ წყალი იმდენად ღრმა იყო, რომ ერთმა ჯავშანმანქანამ ჰიდროდარტყმა მიიღო. ახლა მისი აღდგენა მხოლოდ მწარმოებელ ქარხანაშია შესაძლებელი.
სროლების ეტაპზე მძღოლ-მექანიკოსმა თავისი БМП-ეს ძრავა მოკლა. მან არ შეამოწმა ზეთის ავზის საცობი, ზეთმა გამოჟონა, ხოლო მებრძოლმა მანქანა დაქოქა და გაზი მისცა.
სამხრეთ სამხედრო ოლქის მმართველობაში პირადი შემადგენლობის და მატერიალური მთელი ეს დანაკარგები პირადი შემადგენლობის მოუმზადებლობით და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების არასრულყოფილებით ახსნეს.
— ტანკი Т-90 და БМП-3 — ეს არის ახალი თაობის ტექნიკა და ათვისებაში და ექსპულატაციაში საკმაოდ რთული. ეკიპაჟის მომზადება მათთვის საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს - თითქმის ერთ წელზე მეტს და ეს მაშინ როდესაც წვევამდელი მხოლოდ წელიწადს მსახურობს. ამგვარ ტექნიკას პროფესიონალები უნდა ატარებდნენ, ხოლო კონტრაქტნიკები ჩვენ არ გვყოფნის - განაცხადა სამხედრო ოქლის მმართველობის წარმომადგენელმა.
გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, ლეონიდ ივაშოვის განცხადებით პირადი შემადგენლობის სუსტი მომზადება - ეს რეფორმების შედეგია.
— პრობლემა კომპლექსურია. სუსტად არიან მომზადებულნი უმცროსი ოფიცრები, ჯარისკაცები და სერჟანტები. არ არსებობს შეიარაღებაში მიღებული თანამედროვე ტექნიკის ტრენაჟორები, მომზადების გაუმჯობესებული პროგრამები, სასწავლო მეთოდური ლიტერატურა - ამბობს აკადემიის პრეზიდენტი.