როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სირიის პალმირას ისტორიული ნაწილის გასანაღმავად რუსი მესანგრეები ახალ დისტანციურად მართვად სადაზვერვო-დასათვალიერებელ კომპლექს „სკარაბეის“ და უკაბელო დასათვალიერებელ მოწყობილობა „სფეროს“ იყენებენ.
„სკარაბეი“ (Скарабей) - ეს რადიომართვადი მოძრავი, საბურავებიანი ბაზაა, რომელზეც მაღალი დაშვების ვიდეოკამერა, მიკროფობი და თბოხედვის ხელსაწყოები აყენია. ბაზის მართვა ვიდეოდაკვირვების მქონე პულტიდან ხორციელდება.
როგორც რელიზშია აღნიშნული „გამოსახულების მიღების მანძილი რადიოტალღების გავრცელების რთულ პირობებშიც კი 250 მეტრს აღწევს, ამასთან მას ნანგრევებშიც კი ადვილად შეუძილა გადაადგილება. რობოტის სიმაღლე სულ რაღაცა 15 სანტიმეტრია. რაც მას გარეშე თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველს ხდის, ხოლო ელექტროძრავები უზრუნველყოფენ მის უხმაურო მუშაობას“.
მოწყობილობა „სფერო“ (Сфера) განსაკუთრებით ძნელად მისადგომი ადგილების გასანაღმავად გამოიყენება, ისეთების როგორებიცაა დანგრეული შენობები და ნანგრევები. ინფორმაციის თანახმად, „ნაკეთობა მცირე ზომის ბურთს წარმოადგენს, რომელიც დიოდური განათებით აღჭურვილი ოთხი ვიდეოკამერით, მიკროფონითა და გადამცემითაა აღჭურევილი“.
პრეს-რელიზში არსებული განცხადების თანახმად „სფერო“ ოთხივე ვიდეოკამერიდან გამოსახულების ერთდროულად გადაცემის საშუალებას იძლევა და თავის ოპერატორებს 360 გრადუსიანი ხედვით უზრუნველყოფს. მოწყობილობის მაღალი სიმყარე მას მრავალჯერადად შეგდების და 5 მეტრი სიმაღლიდან ვარდნის გაძლების საშუალებას აძლევს, ხოლო პოზიციონირების ჩაშენებულ სისტემას შეგდების შემდეგ ის ავტომატურად მოყავს ვერტიკალურ მდგომარეობაში“.
თვითონ მესანგრეები უახლესი დამცავი კოსტუმებით არიან ეკიპირებულნი - განაღმვის საერთო საჯარისო კომპლექტ ОВР-2-02-ით, რომელიც მაქსიმალურად მაღალი დაცვის ხარისხ უზრუნველყოფს. კოსტუმები ტელეკომუნიკაციისა და გაგრილების სისტემებითაა აღჭურვილი.
ასევე აღნიშნულია, რომ ‘ახალი დამცავი კომპლექტი აღჭურვილია ცაფხუტზე დასამაგრებელი ვიდეოკამერით, რომელიც მეთაურს და სხვა სპეციალისტებს ფეთქებადსაშიში მოწყობილობების გაუვნებელყოფის დროს დახმარების გაწევის საშუალებას აძლევს, ხოლო კოსტუმის მთავარ სიახლედ წყლით გაგრილების პორტატული სისტემა გახდა, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კომფორტულ ტემპერატურაზე მუშაობის საშუალებას იძლევა“.