As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, October 31, 2015
Wednesday, October 28, 2015
და გამარჯვებულია .....................
გუშინ აშშ-ს საჰაერო ძალების ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის ტენდერზე ვწერდი ბლოგზე. უკვე გაირკვა, გამარჯვებულია.............................NORTHROP GRUMMAN. (წყარო - http://www.defense.gov) სამართლიანი გადაწყვეტილებაა მე მგონი, მისი ორი მოწინააღმდეგე გიგანტი ისედაც ფულში ცურავენ.
დაწვრილებითი ინფორმაცია ბომბდამშენის შესახებ ჯერ არ გახმოვანებულა, ძრავის მწარმოებელიც კი არ დაუსახელებიათ. როგორც განცხადებულია 100 მანქანიანი სერიის შემთხვევაში ცალის ფასი 511 მილიონი დოლარი იქნება.
Boeing-მა და Lockheed Martin-ნმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შედეგით იმედგაცრუებას აცხადებენ და თვლიან რომ მათი წინადადება უფრო უკეთესი იყო. მოცემულ მომენტში მომდევნო ნაბიჯები (სასამართლოში წასვლა არ წასვლა) განხილვის სტადიაშია.
Tuesday, October 27, 2015
ახალი ამერიკული ბომბდამშენი: ვინ მოიგებს კონკურსს?
აშშ-ს საჰაერო ძალების ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის კონტრაქტს ხელს წლის ბოლომდე მოაწერენ. ბომბდამშენის ტენდერში Northrop Grumman და Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ტანდემი დაეჯახნენ ერთმანეთს. როგორც ცნობილია დაბალი შემჩნევადობის ბირთვული ბომბდამშენის პროგრამაში, სახელწოდებით LRS-B, ორი პროტოტიპია აწყობილი, პირველი Northrop Grumman-მა ხოლო მეორე Boeing-ის და Lockheed Martin-ის ერთობლივი ნამუშევარია. ტენდერის გამარჯვებულს სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებენ.~პროგრამის ფარგლებში აშშ-ს ავიაცია 100 ბომბდამშენს შეიძენს, რომლებიც მოძველებულ B-2 Spirit და B-52 Stratofortress ჩაანაცვლებს. ტენდერში გამარჯვებულთან პენტაგონი 80 მილიარდი დოლარი ღირებულების კონტრაქტს გააფორმებს. კონტრაქტის პირველი ნაწილის ფარგლებში აშშ-ს საჰაერო ძალები 21 ბომბდამშენს მიიღებენ ხუთ მცირე პარტიად.
წყარო:
P.S. ვნახოთ რომელი გაიმარჯვებს. Northrop Grumman-ს პლიუსში B-2A-ს და რთული უპილოტოების შექმნა აქვს, ასევე პლიუსია აქტივში საუკუნის კონტრაქტის არქონა. LM/Boeing - შეუზღუდავი საწარმოო პოტენციალი, ფინასები და ლობისტები.
Monday, October 26, 2015
Trident Juncture 2015 - ვაგრძელებთ ფოტოსესიას
2015 წლის 24 ოქტომბერი, NATO-ს ხომალდები სწავლება Trident Juncture 2015-ის ფარგლებში ხმელთაშუა ზღვაში ახორციელებენ მანევრებს
2015 წლის 25 ოქტომბერი, ესპანეთის სანაპირო, სწავლება Trident Juncture 2015 - ნიდერლანდების საზღვაო ძალების ხომალდი HMS Johan
სწავლება Trident Juncture 2015, პორტუგალია, სანტა-მარია, 2015 წლის 21 ოქტომბერი
2015 წლის 24 ოქტომბერი, სწავლება Trident Juncture 2015 - ბალტიისპირეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ესპანეთშ, სან-გეროგიაში
2015 წლის 25 ოქტომბერს ბუნდესვერის გენერალი ჰანს-ლოტარი, სწავლება Trident Juncture 2015-ის დროს ესპანეთში, ქალაქ სან-გეორგიოში ჩაფრინდა ვიზიტით
2015 წლის 23 ოქტომბერი, სწავლება Trident Juncture 2015 - გერმანული არმიის საინჯინრო ქვედანაყოფი პორტუგალიაში, მდინარე ტეჟუზე ხიდს მართავს
Sunday, October 25, 2015
დღის ფოტო – რეიგანის ეპოქის აშშ–ს საზღვაო ფლოტი
1987 წელი – ეგრეთ წოდებული რეიგანის "600 ხომალდიანი" საზღვაო ფლოტის დროინდელი ფოტო. ფოტოზე ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ შემდეგი ხომალდებია განთავსებული:
1–ლი რიგი – USNS Hassayampa (T-AO-145), USS Leftwich (DD-984), USS Hoel (DDG-13)
მე–2 რიგი – USS Kansas City (AOR-3), USS Bunker Hill (CG-52), USS Robert E. Peary (FF-1073)
მე–3 რიგი – USS Long Beach (CGN-9), USS Ranger (CV-61), USS Missouri (BB-63);
მე–4 რიგი – USS Wichita (AOR-1), USS Gridley (CG-21), USS Curts (FFG-38);
მე–5 რიგი USS Shasta (AE-33), USS John Young (DD-973), USS Buchanan (DDG-14)
Subscribe to:
Posts (Atom)