Saturday, January 19, 2019

აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სტრატეგიული გადახედვა და პერსპექტივები

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ რაკეტსწინააღმდეგო თავდაცვი საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა გამოაქვეყნა. 108 გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა განხილული არსებული და პერსპექტიული საფრთხეები და მათთან ბრძოლის არსებული შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები.

დოკუმენტის თანახმად - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არსებული საფრთხეებისგან მხოლოდ პირობითად იცავს აშშ-ს, მაგრამ უახლოეს მომავალში სიტუაცია რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

ტრამპმა, პენტაგონში დოკუმენტის წარდგენისას, აღნიშნა რომ: "რსთ რუსული 1000 ცალი ბირთვული ქობინისგან დაცვის ნაცვლად, ქვეყანას ნომინალურად იცავს ისეთი შეზღუდული არსენალის მქონე სახელმწიფოებისგან როგორებიც არიან ჩრდილოეთ კორეა და ირანი.

არსებული და პერსპექტიული საფრთხეები (სქემა დოკუმენტიდან)

"ჩვენი მიზანი მარტივია: გარანტირებულად უნდა შევძლოდ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას აშშ-ს მიმართულებით გაშვებული ნებისმიერი რაკეტის აღმოჩენა და განადგურება. მათი არსენალი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ჩვენი ერისთვის მე მხოლოდ ყველაზე ეფექტურ და მოწინავე თავდაცვის სისტემებს მივიღებ" - განაცხადა ტრამპმა დოკუმენტის პრეზენტაციის დროს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი მიმოხილვა, აშშ-ზე ბირთვული და არა ბირთვული იერიშების აღსაკვეცად, მთელი რიგი ინოვაციური სტრატეგიების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ბევრი მათგანი არარეალურად ან სამეცნიერო ფანტასტიკად გამოიყურება.

აშშ-ს "რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს" მთლიანი ფინანსების მოცულობა 2001-2019 წლებში (გრაფიკი დოკუმენტიდან)

დოკუმენტში დეტალურადაა განხილული აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და მათი ძირითადი ელემენტების ლოკაციები. დღეისთვის აშშ-ში რსთ მორიგეობაზე THAAD-ების 7 და Patriot-ების 60 ბატარეა დგას შეიარაღებაზე. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაგემილია პირველის რაოდენობის გაზრდა და პლიუს ამ ორივე სისტემის ერთ თავდაცვით ქსელში ჩართვა, ამის შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი. სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


THAAD-ის 7 და Patriot-ის 60 ბატარეა (ამონარიდი დოკუმენტიდან)

აშშ-ს საზღვაო ძალების შეიარაღებაზე რსთ სისტემა AEGIS-ით აღჭურვილი 38 ცალი საესკადრო ნაღმოსანია, გეგმების თანახმად 2023 წლამდე მათი რაოდენობა 60 უნდა გაიზარდოს (ამონარიდი დოკუმენტიდან)

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სურს გზაგადამჭრელი რაკეტებისა და აღმოჩენის არსებულ სისტემაში ჩართოს ლაზერით შეიარაღებული უპილოტოები და უახლესი F-35 ტიპის გამანადგურებლები. ამასთან ერთად გზაგადამჭრელი რაკეტების კოსმოსში განთავსებაც განიხილება. პენტაგონის აზირთ, ახალი გადაწყვეტილებები აშშ-ს რაკეტსაწიწნააღმდეგო თავდაცვას მოწინააღმდეგის რაკეტების კოსმოსში გასვლამდე განადგურების შესაძლებლობას მისცემს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის კოსმოსის გამოყენების შესახებ აშშ-ს გეგმებზე უკვე დაიწერა ბლოგში, იხილეთ სტატიააშშ-ს ანტისარაკეტო სისტემა და ჰიპერბგერითი საფრთხეები

აშშ-ს რსთ აღმოჩენისა და განადგურების საშუალებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის გეგმები დოკუმენტის თანახმად. GBI-ს ტიპის რაკეტების 44 ცალაიდან 64 ცალამდე ზრდის შესახებ და ამ მიზნისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი (სტატია იხილეთ ბმულზე - დამატებით 6,6 მილიარდი დოლარი აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ქოლგისთვის

"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მიმოხილვის" დოკუმენტი 2010 წლის შემდეგ პირველად გამოიცა და მომდევნო ათი წლის სამოქმედო გეგმას მოიცავს. დოკუმენტი არაკლასიფიცრებულია და მისი თავისუფალი გადმოწერა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელია - 2019 MISSILE DEFENSE REVIEW


P.S. აშშ-ს რსთ სისტემის შესახებ თემატური სტატიები:


Thursday, January 17, 2019

100 კილომეტრზე მოქმედიე ზეზუსტი ჭურვები აშშ-ს არტილერიას

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

Vulcano-ს ზესუტი მართვადი ჭურვების ოჯახობა აშშ-ს და მოკავშირე ძალებს, დიდი კალიბრის ეფექტურ და იაფ თანამედროვე სისტემას სთავაზობს.


BAE Systems და Leonardo გაერთიანდნენ, რათა მყიდველს არსებულ ალტერნატივებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტური, დაბალი რისკის შემცველი და ზუსტად მართვადი გადაწყვეტილება შესთავაზონ.

მაღალი სიზუსტიდა და გაზრდილი სროლის მანძილის მქონე Vulcano უმეტეს სახმელეთო და საზღვაო პლატფორმებთანაა თავსებადი, მათ შორის 155 და 127 მილიმეტრიან საარტილერიო დანადგარებთან. Vulcano-ს ოჯახობა იყენებს ახლ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომელიც ჭურვის კუდა და წინა ფრთასხმულობას ეფუძნება, რისი წყალობითაც მანძილისა და სიზუსტის გაზრდა  ხდება.


ახალი ჭურვები მორგებულია ისეთ საბრძოლო პლატფორმებზე, როგორებიცა Mk 51 Advanced Gun System, საზღვაო ქვემეხი Mk 45 და ჰაუბიცები M777 და M109. ჭურვები ასევე თავსებადია უკვე მწყობრში მყოფ Leonardo-ს საზღვაო ქვემეხებთან - 127/64 LW და 127 / 54C.

Vulcano-ს სროლის მანძილი სხვადასხვა პლატფორმიდან

დღის ფოტო - F-22 და Су-57 ერთნაირი რაკურსით




Wednesday, January 16, 2019

13 ერთეული Су-57-ის მიწოდების ხელშეკრულებას 2020 წელს მოეწერება ხელი

როგორც ცნცობილი ხდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, 13 ცალი Су-57-ის შეყსიდვის ხელშეკრულებას 2020 წელს გააფორმებს. გამანადგურებლების ნაწილი მეორე ეტაბის ძრავებით იქნება აღჭურვილი.


Су-57-ის წარმოებისა და მიწოდების მეორე ხელშეკრულებას 2020 წლისთვის უნდა მოეწეროს ხელი. ხელშეკრულების რეალიზაციისთვის სავარაუდოდ 5 წელი იქნება გათვალისწინებული. პირველი კონტრაქტის თანახმად, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა,  პირველი ორი სერიული მანქანა 2019-2020 წლისთვის უნდა მიიღოს, პირველი 2019, ხოლო მეორე 2020 წელს. ორივე მანქანა პირველი ეტაპის ძრავებით იქნება აღჭურვილი.


წყარო:

P.S. ანუ 2019-2025 წლებში სულ 15 მანქანა იქნება მიწოდებული. წელიწადში 2 მანქანა, ეს ნამდვილად სასწაულია, დამრტყმელი ტემპებით მუშაობენ. როგორც ჩანს 2000-იანების განმავლობაში დაგროვილი ნავთობდოლარები გათავდა. პლიუს რაღაცა უაზრობებში ხარჯავენ ბიუჯეტს -  "Посейдон", "Авангард" და "Буревестник". ეს მცირედი რაოდენობაც ალბათ პენსიების ეკონომიით მოახერხეს.

Tuesday, January 15, 2019

იტალიური Centauro-ს და Freccia-ს გამოცდები რუსეთში

რუსეთში იტალიური ჯავშანტექნიკის და კერძოდ მსუბუქი ტანკის, Centauro-ს და თვლიანი ქსმ Freccia-ს, გამოცდების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი. აღნიშნული ტექნიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომб კუბინკაში მდებარე "38-ე სამეცნიერო კვლევით საინჟინრო ინსტუტში", 2012 წლის მეორე ნახევარში ჩაიყვანა, თემატური სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - იტალიური Centauro და Freccia რუსეთში.

და აი, სწორედ ამ ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოჩნდა ფოტომასალა, რომელზეც ამ ორი იტალიელის თავგადასავლის ნაწილია ასახული. როგორც თარიღებიდან ჩანს, მანქანები რუსეთში, როგორც მინიმუმ, ორი წელი იცდებოდა.

იტალიური თვლიანი ქსმ  Freccia-ს სვლადობის გამოცდა დაშვებული საბურავებით (გამოცდებს ახორციელებენ: მაიორები მ. ნ. გალოჩკინი  ვ. ვ. ბრეხინი და კაპიტანი ვ. ა. ბლოცკი), 2013 წელი

იტალიური მსუბუქი ტანკ Centauro-ში ჩაჯდომის პირობების გამოცდა, 2013 წელი

იტალიური მსუბუქი ტანკ Centauro-ს ევაკუაციავარგიასიანობის შემოწმება შედარებითი გამოცდების მომენტში, 2013 წელი

იტალიური მსუბუქი ტანკის, Centauro-ს, ევაკუაცია. ტანკოდრომი, 2014 წელი


იმავე საიტზე თვითონ რუსული ჯავშანტექნიკის გამოცდის საინტერესო ფოტომასალაცაა გამოქვეყნებული:

დამატებითი კერამიკული დაცვით აღჭურვილი БМП-2-ის ჯავშანდაცულობის გამოცდები, 2013 წელი

ჯავშანმანქანა СПМ-3-ის ნაღმდგრადობის გამოცდა, 2011 წელი

თსდ 2С35 აღმართის დაძლევისას (ხელოვნური წინაღობების კომპოლექსი, 2014 წელი) 

Урал-63099 «Тайфун-У» ნაღმდგრადობის გამოცდაზე

КАМАЗ-78504 «Платформа-О»-ს გამოცდები

Monday, January 14, 2019

ექსკლუზივი - 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი "დიდგორი მეომრის" ბაზაზე

აზერბაიჯნულმა სამხედრო პორტალმა - Azeri Defence-მა, სსსტც "დელტა"-ს უახლესი,120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნის ფოტოსურათი და მოკლე ტტმ გაავრცელა. ნაღმტყორცნი დიდგორი "მეომრის" ბაზაზეა შექმნილი და მისი პრეზენტაცია, ამა წლის 17-21 თებერვალს, აბუდაბიში გამოფენა IDEX-2019-ზეა დაგეგმილი. 



მანქანა 4x4 ფორმულის სავალი ნაწილთაა აღჭურვილი, მისი სიგრძე 7240 მილიმეტრია, სიგანე 2350, საბრძოლო წონა 8200კგ, ძრავის სიმძლავრე 300ცხ/ძ., გარბენი სრული გამართვით 500 კმ. მას 5 მებრძოლის გადაყვანა შეუძლია. 

მანქანის უკანა ნაწილში 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნია დამონტაჟებული. მისი გაშლა, აკეცვა და დამიზნება ამძრავების დახმარებით, ავტომატურად ხორციელდება. ჭურვების დატენვას გათვლა ხელით ახორციელებს. გათვლა 3 კაცისგან შედგება. მსგავსი პრინციპით მოქმედებს ესპანური და უკრაინული სისტემები, რომელთა შესახებაც ბლოგზე უკვე ვწერდი: