Friday, July 26, 2019

Challenger-2 იუბილარია, ის 25 წლის გახდა

ზუსტად 25 წლის წინ, ბრიტანეთის არმიას მაშინ ჯერ კიდევ Vickers  Defence Systems-მა, პირველი Challenger-2 გადასცა



Thursday, July 25, 2019

დღის ფოტო - Lockheed-ის შავი ჩიტუნები

Lockheed Martin-ის შავი ჩიტუნები პარკინგზე

ტაილანდისთვის განკუთვნილი პირველი БТР-3КШ

"Укроборонпром"-მა სალიცენზიო წარმოებისთვის ტაილანდს БТР-3КШ-ს პირველი მანქანა-კომპლექტი გადასცა. აღნიშნული სამეთაურო-საშტაბო მანქანა ტაილანდის სახმელეთო ჯარების სარდლობის შეკვეთით შეიქმნა.


აღნიშნული მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა, სტატია იხილეთ ბმულზე - ახალი უკრაინული სამეთაურო-საშტაბო მანქანა БТР-3КШ


Wednesday, July 24, 2019

ISIS-ის წარმოებული ყუმბარმტყორცნები



თავისი სიძლიერის ზენიტში ისლამური სახელმწიფო სამხედრო მრეწველობას ფლობდა და ამ მრეწველობის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს ერთჯერადი ყუმბარმტყორცნები წარმოადგენდა. 

სულ ხალიფატი 4 სახეობის ყუმბარმტყორცნს აწარმოებდა, რომლებიც ქვევითაა მოყვანილი:

ხალიფატის ყუმბარმტყორცნების შესახებ მცირე დოკუმენტის გადმოწერა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი -  Islamic State Recoilless Launcher Systems


ბორისი და Challenger-2


ბრიტანეთის  უკვე თითქმის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი (Boris Johnson), ბრიტანეთის სამეფო სატანკო პოლკის ესტუმრა და ტანკის მეთაურის როლი მოირგო.



Tuesday, July 23, 2019

ერაყული M1A1M - ჯავშანთვითშემოქმედება

როგორც ჩანს ერაყელებს არ მოსწონთ ამერიკული M1A1M-ის შუბლის ჯავშნის მედეგობა კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ და მას იმპროვიზირებული ცხაურებით აძლიერებენ.



Monday, July 22, 2019

ისრაელის F-35I ირანის თავზე

ისრაელის საჰაერო ძალების F-35-ებმა ირანის თავზე იფრინეს და ამის გამო ირანელი გენერალი დაითხოვეს სამსახურიდან.



როგორც უკვე ცნობილია, 2018 წლის მაისში, ისრაელის საჰაერო ძალებმა თავისი F-35-ები ირანის თავზე საბრძოლო-სადაზვერვო მისიაში გამოიყენეს. ამგვარად ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული გამანადგურებელს საბრძოლო ნათლობა მიაღებინა.

ებრაელების ამ ფრენას ირანის საჰაერო ძალების სარდალის, ბრიგადის გენერალ ფარზად ისმაილის კარიერა შეეწირა - ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ, გენერალი თანამდებობიდან, რომელზეც ის 2010 წლიდან იმყოფებოდა, გაათავისუფლა. ქუვეითის გაზეთ Al Jarida-ს თანახმად ქვეყნის ხელისუფლებამ გენერალი ისრაელის F-35-ების მიერ ირანის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ დაითხოვა. ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი.

როგორც გაზეთი იუწყება, მიუხედავად იმისა რომ გენერალი ინცინდენტის მალავდა, მაღალჩინოსნებისთვის ებრაული რეიდების შესახებ სხვა წყაროებიდან მაინც გახდა ცნობილი, რის შემდეგაც ჰამეინის ბრძანებით, ისლამური რევოლუციის მცველთა დაზვერვამ და ირანის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა ერთობლივი გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების თანახმად, ებრაულმა F-35-ებმა შეუმჩნევლად შეაღწიეს ირანის საჰაერო სივრცეში და მაღალი სიმაღლიდან გადაუფრინეს თეგერანს, ისპაჰანს, შირაზს, კარჯარკს და ბანდარ-აბასს და გადაიღეს ირანის ჰსთ სისტემების ადგილმდებარეობა და პოზიციები.

ერთ ერთი წყაროს თანახმად ირანის რადარებმა და მათ შორის რუსეთის მიერ მიწოდებულმა სისტემებმა, ვერ მოახერხეს ებრაული გამანადგურებლების შესვლისას და გამოსვლის დაფიქსირება. ამის შესახებ გენერალმა აისმაილმა დაუმალა ეროვნულ ლიდერს. მაგრამ ირანის დაზვერვას ხელში ჩაუვარდა საიდუმლო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ებრაელებმა მოახერხეს ეფრინათ მგრძნობიარე ინფრასტრუქტურის თავზე და მათთვის ფოტოებიც კი გადაეღოთ. ყველაფერი ამის შემდეგ ირანის ლიდერი, ჰამენეი, ეჭვობს რომ რუსებმა ებრაელებსს ჰსთ სისტემების კოდები გადასცა.

ცნობილია რომ F-35A-ს ებრაული ვერსია - F-35I ყველაზე ძვირად ღირებული ვარიანტია და ამის მიზეზად მასში ინტეგრირებული ებრაული რადიოელექტრონული აპარატურა  სახელდება. ისრაელს უკვე გადაეცა ამ ტიპის ოცამდე გამანადგურებელი, ხოლო ხელშეკრულების სრული რეალიზაციის შემდეგ მათი რაოდენობა 75-მდე გაიზრდება.


წყარო:

აშშ-ს არმის მომავლის ჰაუბიცა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს არმია ოფიციალურად აღიარებს, რომ პროგრამა ERCA-ს (Extended Range Canon Artillery - გაზრდილი მანძილის სალულე არტილერია) შედეგად სრულიად ახალ თვითმავალ ჰაუბიცას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ის დაიწყო როგორც M109-ის მორიგი მოდერნიზაცია, ის გახდება არა M109A8, არამედ XM1299 (შეიარაღებაზე მიღების შემდეგ M1299).


თსდ სპირალური პროგრამით განვითარდება (აშშ-ს არმიაში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სისტემა შეიარაღებაზე დგება და მერე ნელნელა ხდება მასში გაუმჯობესებების დანერგვა). პირველ რიგში აქცენტი გაკეთებულია ქვემეხზე, მისი სიგრძე 58 კალიბრი იქნება და სროლის მანძილი 38-იდან 70 კილომეტრზე ზევით გაიზრდება.

შემდეგში მოხდება ავტომატური დამტენის დაყენება, რაც უკვე არმიას ოპციონალურად მართვად პლატფორმაზე გადასვლის საშუალებას მისცემს. ანუ დანადგარი რობოტიზირებული იქნება, თუმცა ადამიანსაც შეეძლება მისი მართვა.

ანგარიშის მთლიანად - Extended Range Canon Artillery