ამერიკის არმიამ Textron Marine & Land Systems–თან ტაქტიკური ავტომანქანა HMMWV–ეს მოდერნიზაციის მიზნით 3,29 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მოდერნიზაცია მანქანის ბალისიტკური და ნაღმდგრადობის პარამეტრების გაზრდას ითვალისწინებს. ეს მანქანები პროგრამა JLTV–ის რეალიზაციამდე დარჩება გამოყენებაში, სავარაუდოდ მოდერნიზაცია რამოდენიმე ათასი HMMWV–ეს ჩაუტარდება.
კომპანიის პრეს–რელიზის თანახმად მოდერნიზაციის შედეგად ნებისმიერ HMMWV–ეს ტიპის მანქანაზე შესაძლებელი იქნება სპეციალური მონოკოკის დაყენება. ეს ჯავშანკაფსულა სრულიად ადაპტირებულია ამჟამად არსებულ HMMWV–ეს კონსტრუქციასთან, მართვის და ამძრავობის ხელსაწყოებთან და სისტემებთან.
კაფსულა უზრუნველყოფს ეკიპაჟის ბალისტიკურ დაცვას, ხოლო მისი ნაწილობრივ V–სებური ფსკერის ზრდის მის გადარჩენადობას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შემთხვევაში. ამას გარდა ეკიპაჟის აფეთქებისგან დასაცავად მანქანა აღჭურვილია 5 წერტილიანი დარტყმამდგრადი სავარძლებით.
წინამორბედისაგან ახალი მანქანა შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა:
- გაუმჯობესებული დაცვა (ბალისტიკური და ნაღმდგრადობა).
- კონდიციონერი წინ და უკან.
- საწვავის სისტემის სადესანტო ნაკვეთურიდან გატანა და იზოლაცია.
- აკუმულატორების გარე განყოფილება.
- შიგნიდან სწორი და რბილი ზედაპირი რაც ეკიპაჯის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
- ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
- მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემა (ჭარმი წნევის წარმოქმნის დახმარებით).
აღსანიშნავია რომ HMMWV–ზე ამ ახალი დაცული კაფსული დაყენება უფრო ნაკლებ თანხებსა და ადამიანი–საათი დანახარჯებს მოითხოვს ვიდრე მანამდე მისი უბრალო დაჯავშნისთვის იყო საჭირო.
წყარო: