Lockheed Martin-ის, 12 ოქტომბერს გავრცელებული, პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას THAAD-ის (Terminal High Altitude Area Defense) მე-300 გზაგადამჭრელი რაკეტა გადასცა. 200 რაკეტიან ზღუდეს კომპანიამ 13 თვის წინ მიაღწია.
როგორც ცნობილია, აშშ-მ რსთ ძალისხმევის გაძლიერება, ერთი წლის წინ დაიწყო და ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტში სათანადო ხარჯებიც იქნა გამოყოფილი. კერძოდ საუბარი იყო რსთ-ს რაკეტების რაოდენობის გაზრდაზე. გაკეთდა როგორც THAAD-ის, ასევე GMD-ს, ახალი რაკეტების შეკვეთები, დაიწყო ახალი, ადრეული გაფრთხილების, რადიოლოკაციური რადარების მონტაჟი.
ამის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:
THAAD - ეს მსოფლიოში ერთადერთი სისტემაა, რომელიც ანადგურებს საფრთხეებს როგორც ატმოსფეროში, ასევე მის გარეთ. ის "ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის (Ballistic Missile Defense System (BMDS)) ძირითად ელემენტს წარმოადგენს, ის მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკრუი რაკეტებისგან იცავს როგორც აშშ-ს, ასევე მოკავშირეების ჯარებს, დასახლებულ პუნქტებს და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.
THAAD-მა თავისი 100% ეფეტურობა დაამტკიცა, ის თავსებადია BMDS-ის სხვა ელემენტებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორებიცაა PAC-3, AEGIS, ადრეული აღმოჩენის სისტემები და "მეთაურობის, კონტროლის, ბრძოლის ველის მართვისა და კავშირგაბმულობის" სისტემა (Command, Control, Battle Management and Communications (C2BMC))
2016 წელს, აშშ-ს არმიამ, THAAD-ის მე-7 ბატარეა გაშალა და დღეისთვის სისტემა იცავს ამერიკულ ჯარებს გუამში და სამხრეთ კორეაში. არაბეთის გაერთიანებული საემირო გახდა ამ სისტემის პირველი უცხოელი მყიდველი, მხარეებს შორის ხელშეკრულებას, ხელი 2011 წელს მოეწერა.
წყარო:
Lockheed Martin Delivers 300th THAAD Interceptor