Showing posts with label 2018. Show all posts
Showing posts with label 2018. Show all posts

Monday, July 29, 2019

აშშ-ს ავიაციის ტექნიკური გამართულობა გაუარესებას განაგრძობს


როგორც ამერიკული ინტერნეტ რესურსი "Air Force Times" იუწყება - 2018 ფინანსურ წელს (დასრულდა 2018 წლის 30 სექტემბერს), აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის ტექნიკური გამართულობის დონე წინა წელთან შედარებიT კიდევ უფრო დაეცა. აშშ-ს საჰაერო ძალების ტექნიკური გამართულობის დონე 2012 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს დაბლა იწევს - ბოლო ექვსი წლის მანძილზე ეს დონე 8%-ით შემცირდა.

აშშ-ს საჰაერო ძალებიუს ტექნიკური გამართულობის დონე 2018 ფინანსურ წელს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს აშშ-ს საჰაერო ძალების 87 სახეობის საფრენი აპარატიდან, 39 ტექნიკური გამართულობის პრობლემას წააყწდა და აქედან რამდენიმე სერიოზულს.

კონკრეტულად მეხუთე თაობის Lockheed Martin F-35A Lightning II ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური გამართულობა 5%-ით შემცირდა (აშშ-ს ავიაციის F-35A-ს პარკის 148 მანქანიდან მხოლოდ ნახევარს შეუძლია იფრინოს).  ასევე საგრძნობლად შემცირდა Boeing F-15E Strike Eagle-ს პარკის მზადყოფნაც (დაიწია 4%-ით, აის მიზეზი სავარაუდოდ ამ ტიპის გამანადგურებლის აქტიური საბრძოლო გაფრენები სახელდება), კონვერტოპლან Bell Boeing CV-22 Osprey-ს მზადყოფნამ (7%), ასევე დაიწია მფრინავი რადარების Boeing E-3G Sentry AWACS-ების (9%-ით), სამხედრო სატრანსპორტო Lockhеed C-130H Hercules-ების (5%-ით) და სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავ Beechcraft T-6A Texan II (10%-ით) მზადყოფნამ.

აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის ტექნჰიკური გამართულობის დინამიკა 2012-2018 წლებში


Friday, December 28, 2018

"დელტას" სამხედრო წარმოება და საექსპორტო პერსპექტივები

დელტას გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა, მიმდინარე წელი შეაჯმა.


გუშინ, 27 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა, მიმდინარე წელი შეაჯამა და  ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და შექმნილი პროდუქტების თაობაზე მოხსენება გააკეთეა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


შესავალი

ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ცენტრის კვალიფიკაციური პერსონალი დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო 1998-2010 წლების პერიოდში განადგურებული საწარმოო ბაზა, დაიხარჯა დიდი რესურსი და ფინანსები იმისთვის, რომ აღმდგარიყო 31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ნაწილი მაინც.

აშენდა და ძირეულად გარემონტდა ახალი საწარმოები, სადაც ახლა მიმდინარეობს ჯავშანმანქანების საამწყობო პროცედურები და მეტალურგიული სამუშაოები. აღდგენილ იქნა ძველი შენობა-ნაგებობების უმეტესი ნაწილი, მოხდა ჯართად გაყიდული უნიკალური ჩარხ-დანადგარების გამოსყიდვა, უზრუნველყოფილ იქნა მომუშავე პერსონალის ანაზღაურების სტაბილიზაცია, გავაუმჯობესეთ, როგორც საწარმოო ბაზა, ისე სამუშაო პირობები. 

განადგურებული და გაძარცვული საწარმოო ბაზის აღდგენა 

აეწყო პროდუქტის სერიული წარმოებები, ისეთი ექსპერიმენტალური ნაკეთობები, როგორიც იყო ჯავშანმანქანები, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები და ა.შ. ექსპერიმენტალური ნაკეთობის სტადიიდან გადავიყვანეთ სერიულ წარმოებაზე, ერთეულების ნაცვლად ვაწარმოეთ ასობით და გავიტანეთ საერთაშორისო ბაზარზე.

დელტამ საკუთარი წვლილი შეიტანა როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სოფლისმეურნეობის სფეროში ბუნებრივი პირობებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ვინაიდან ექსპორტზე გავიტანეთ ათობით მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

დიდძალი შრომის შედეგად  ქვეყანამ შეძლო ეროვნული სამხედრო წარმოებისთვის დადებითი რეპუტაციის შექმნა საერთაშორისო დონეზე. შედეგად, ღირსეული ადგილი დავიმკვიდრეთ საერთაშორისო ბაზარზე.

დღეს, ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია მათი ძველი ვერსიებისგან განსხვავებით,  მხოლოდ საგამოფენო ექსპონატი აღარაა. ეს არის  პროდუქტი, რომელიც დიდი  ინტერესით სარგებლობს და წარმატებით იყიდება საერთაშორისო ბაზარზე.  


ცენტრის წარმატებულ პროექტებს შორისაა

  • 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნი 

დელტამ დაასრულა დიდგორი მეომარის ახალი „მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის“  შექმნა.  ეს არის ახალი სიტყვა საარტილერიო სისტემებში, რომელიც დამონტაჟებულია დიდგორი მეომარის უკანა მოდულურ ნაკვეთურში.

დიდგორი "მეომარის" ბაზაზე შექმნილი 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნის ფართო მასებისთვის წარდგენა 17-20 თებერვალს მოხდება

დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია - უნიფიცირებული სავალი ნაწილი,  ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს და სწორედ ამ ნაწილშია დამონტაჟებული მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული.

დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის საზოგადოების ფართო მასებისთვის წარდგენა მოხდება 2019 წლის 17-20 თებერვალს დაგეგმილ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე.

"დელტას" მიმდინარე პროექტები



სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით: „მნიშვნელოვანია, რომ ინსფრასტუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. 2019 წელს ახალი შესაძლებლობა გვექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ისეთი დეტალების წარმოება აღვადგინოთ, როგორიც არის თვითმფრინავის ცენტროპლანი. 2019 წელს “დელტა” საავიაციო მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ”.

მომავალ წელს "დელტა" საავიაციო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს



  • ახალი ქართული მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი

2018 წლის 26 მაისს დელტამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართულ საზოგადოებას წარუდგინა უახლესი ქართული ჯავშანმანქანის, დიდგორი მეომარის, პირველი პროტოტიპი. „მეომარი“  დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაციაა, თუმცა ის  სრულიად ახალი კონცეფციის მიხედვით არის შექმნილი და განსხვავებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, რაც ჯავშანდაცულობის, ერგონომიულობისა და სავალი მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში გამოიხატება.

დიდგორი "მეომარის" კონცეფცია

„მეომარის“  კონსტრუქცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესენია უნიფიცირებული სავალი ნაწილი, ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. 

მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს.

  • აშენდა საქართველოს უახლესი ისტორიის პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო ბაზა
გადაიდგა კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი ადგილობრივი წარმოებისა და მეცნიერების განვითარებისკენ და საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, პირველად საქართველოს ისტორიაში, იხსნება  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალი საწარმოო ბაზა.


საწარმოო ბაზაზე ოპერირებას დაიწყებს დელტას შვილობილი კომპანია, „ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი“, სადაც დასაქმებული 140 კვალიფიკაციური პერსონალი და მეცნიერ-მუშაკი,  მზად არის გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დამწყებ პრაქტიკოსებს, მისცეს მეტი დასაქმების შანსი და საშუალება მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში რომლებსაც უჩნდებათ დასაქმების მეტი შესაძლებლობა.

  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

ამბიციური პროექტი იყო თანამედროვე ავტომატიზირებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც, რომელიც კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მიუხედავად სისტემის სირთულისა, „დელტას“ სპეციალისტებმა ის უმოკლეს ვადებში დაამზადეს და დღეისათვის კახეთის რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 8-10 ჯერ ამცირებს, რაც დასეტყვილი ფართობების და მიყენებული ეკონომიკური ზარალის მნიშვნელოვან კლებაში გამოიხატება. აღნიშნულ სისტემას მსოფლიოში არ ჰყავს ანალოგი.

2018 წლიდან კახეთის რეგიონს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისი გაუწია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა.

დასაცავი ტერიტორიის ოდენობამ შეადგინა 800’000 ჰექტარი, აქედან დაისეტყვა მხოლოდ 4’460 ჰექტარი, ეფექტიანობამ შეადგინა 97,9% რამაც ქვეყანას 32 922 000 ლარის ღირებულების ზარალი აარიდა 2 650 000 ლარის საოპერაციო ხარჯის ფასად.

"დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობა 

  • ჯავშანჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის” შეკვეთილი 5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დამზადებისა და მიწოდება წარმატებით შესრულდა. დამატებით განთავსდა 6.3 მლნ ლარამდე შეკვეთა რომლის მიწოდებაც განხორცელდება მომდევნო წელს.

საქართველოს შეიარაღებული ძალებმა 2018 წლის განმავლობაში  5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების რამდენიმე ათას კომპლექტ  ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს მიიღო, რომელთა ტექნიკური მონაცემები მორგებულია როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს ისე საერთაშორისო სტანდარტებს რაც თავის მხრივ, განაპირობებს როგორც შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემების უნიფიცირებას, ისე მათ თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. 

"დელტამ" წელს თავდაცვის სამინისტროს 5 მილიონი ლარის ინდდაცვის საშუალებები მიაწოდა

მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება „დელტას“ წარმოებული საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I და საერთო-საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I.  აღნიშნული  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დამზადების ტექნოლოგია, სქემატური გათანაწყობა, ჯავშანდაცულობის მაჩვენებლები და საჯავშნე მასალების გამოცდები, NATO-ს ქვეყნებში მიღებული სტანდარტების და პროცედურების დაცვით ხორციელდება.

  • სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანების წარმოების სამმხრივი პროექტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით დელტას საწარმოო ბაზაზე სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია როზენბაუერთან თანამშრომლობით ხორციელდება 2 სახეობის სახანძრო დანიშნულების ავტომანქანის შექმნის პროექტი, რომელთა პირველი პროტოტიპები გამოჩნდება 2019 წელს.


ცენტრი ამ პროექტში ჩაერთო შასების გაძლიერების მიმართულებით, ვინაიდან არსებობს აღნიშნულის შესრულების შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება. სუპერსტრუქტურა წარმოადგენს როზენბაუერის მიერ შესასრულებელ ნაწილს, ხოლო დელტა მონაწილეობას მისი ინტეგრაციისა და შასის გაძლიერების ნაწილში მიიღებს.


  • საერთაშორისო გაყიდვები

2015 წელს გადაიდგა უდიდესი ნაბიჯი როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასშტაბური რეალიზაცია. დელტამ გაიმარჯვა საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული 6 ერთეული ისეთი მწარმოებლის ჯავშანმანქანები, როგორიცაა Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco და სხვა.

  • სსიპ „დელტა“-ს მიერ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის მიწოდებულია 120მმ იანი ნაღმმტყორცნი მისაბმელით.  
  • გრძელდება საუდის არაბეთთან კონტრაქტი და 2015 წელს საუდის არაბეთში გამართულ ტენდერში გამარჯვების შედეგად დელტამ საუდის არაბეთს უნდა მიაწოდოს ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ასზე მეტი სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა. პროექტი  სრულდება და მიმდინარეობს მიწოდება გრაფიკის მიხედვით.
  • დაიწყო სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების ინდონეზიისთვის მიწოდების პროექტიც, გაფორმებულია ხელშეკრულება, მიღებულია საავანსო გადახდა და მიმდინარეობს მუშაობა წარმოების მიმართულებით. ეს დელტას მიერ ახალი რეგიონის ათვისების მაჩვენებელია.
  • მიმდინარეობს მოლაპარაკება, ნორვეგიული მხარესთან უახლესი სისტემებით აღჭურვილი სადაზვერვო მოდულების მიწოდებაზე.

  • ევროსატორი-11-15 ივნისი, 2018 წ. 

საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას “მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების შეიარაღების ნიმუშები, რომელთა შორის არის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები, ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.

ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული დისტნაციური საცეცხლე მოდული

ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლი და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია.  დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.

განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა „მყუდრომ“, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა.

  • IDEX-2019  17-21 თებერვალი


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს სამუშაოები ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარსადგენად. ეს არის  ერთადერთი სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი  სამ სერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია  MENA-ს რეგიონში   (Middle East and North Africa - შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს. აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა  ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.


მადლობას ვუხდი "დელტას" პრეს სამსახურს მოწოდებული ინფორმაციისთვის.

Friday, December 14, 2018

ჯტრ Namer-ისა და Eitan-ის საბრძოლო მოდული გამოცდების შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკისა და Merkava-ს შექმნის სამმართველომ წარმატებით დაასრულა Namer-ისა და Eitan-ისთვის გაბნუთვნილი, უკაცური კოშკურის გამოცდების პირველი ეტაპი.



გამოცდების ფარგლებში პირობითი სამიზნეების მიმართულებით გაშვებული იქნა Gil-ის ტიპის (Spike-MR ან Spike-LR) რამდენიმე ტსმრ. გამოცდები 2018 წლის 12 დეკემბერს, ნეგევის უდაბნოში მდებარე "სედმას" სასროლეთზე განხორციელდა

როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული ჯტრ Namer-ზე იყო დამონტაჟებული. ვიდეოზე ასევე ჩანს ტსმრ-ის განთავსების ადგილი და მისი ამოწევის მექანიზმი.



აღნიშნული საბრძოლო მოდულის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა: კოშკურითა და ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი ჯტრ Namer

Tuesday, December 11, 2018

რუსეთის საჰაერო ძალებს მე-100 Су-35С გადაეცა

რუსეთის საჰაერო ძალებს მე-100 Су-35С გადაეცა


კომპანია "Сухой"-მ, ააწყო და რუსეთის "საჰაერო-კოსმოსურ ძალებს" მეასე სერიული Су-35С გადასცა. გამანადგურებლის გადაცემის ცერემონიალი ამურის კომსომოლსკში გაიმართა.



Saturday, December 8, 2018

რუსული ჯავშანტექნიკის მასიური თავმოყრა უკრაინის საზღვართან


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, არმიის გენერალის, ვიქტორ მუჟენკოს განცხადების თანახმად, რუსეთი, უკრაინის საზღვართან, 2014 წლის შემდეგ (როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა), თავისი ჯარების ყველა მასირებულ თავმოყრას ახორციელებს.

ჯარების თავმოყრა რუსეთმა აგვისტოს თვიდან დაიწყო და ნოემბერში გადაღებული თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაცა 10 კილომეტრში, დასახლებული პუნქტი "კამენსკ-შახტინსკის" შემოგარენში, ასობით ჯავშანტექნიკასა და ავტოტრანსპორტს მოუყარა თავი. ფოტოებიუს მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე  Т-62М ტიპის რამდენიმე ასეული  ტანკია გადასროლილი, ასევე ლოკაციაზე ასეულობითაა სხვა ჯავშან, საარტილერიო და სატრანსპორტო ტექნიკა. 

წყარო:

დ.პ. "კამენსკ-შახტინსკის" გარეუბანში დისლოცირებული რუსული ტექნიკა (ფოტო გადიდებადია)

პირდაპირი და საგზაო მანძილი სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის ადგილიდან უკრაინის საზღვრამდე

Thursday, December 6, 2018

ლევან იზორია საფრანგეთში ჰსთ სისტემების შესაძენად მიემგზავრება

ლევან იზორია: „მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას“


თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს პირველად შემუშავდა გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს. „განვსაზღვრეთ 5 ძირითადი პრიორიტეტი - ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, კონტრმობილურობის, არტილერიისა და სადაზვერვო შესაძლებლობის გაძლიერება. წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას. ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრმობილურობის მიმართულებით გერმანიამ სურვილი გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ამ ინიციატივას უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივები განხორციელდება სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და არტილერიის მიმართულების განვითარების კუთხით.

ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის შესახებაც ისაუბრა, რაც ეროვნული რესურსების მობილიზებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, მათ შორის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს. „უწყებათშორისი თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს ჩვენ მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის კომისია შევქმენით. ვმუშაობთ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე, რომლის პროექტსაც დეკემბერში წარვადგენთ და მომავალი წლის დასაწყისში ამ სტრატეგიას ახალი უშიშროების საბჭო მიიღებს. ეს სტრატეგია დაეფუძნება, სწორედ, ტოტალური თავდაცვის პრინციპს და ამ პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება ცალკეული უწყებებისთვის ამოცანები და ფუნქციები“, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. მინდა მადლობა ვუთხრა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომელთანაც თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო





Georgian Defence Minister will leave for France tomorrow to sign a new deal with the country for the purchase of air-defence systems.


Izoria stated today that the Defence Ministry budget was increased by 20 per cent this year, which provides the opportunities to sign one more deal with France regarding the systems which will boost Georgia’s self-defense capabilities.


 At the beginning of the year we purchased anti-tank systems [from US]. Now I am leaving for France to sign a new deal about the anti-air systems as this is one of the priority directions for the ministry. We have already received the first wave of anti-air systems and made them active,” Izoria said.


განახლება:


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ. 
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება.

წყარო: Levan Izoria

Sunday, December 2, 2018

საარტილერიო გამოცანა

აშშ, იუმას საცდელი პოლიგონი, საინტერესოა რას ტესტავენ ამერიკელები?

Saturday, December 1, 2018

რუსეთი საქართველოში ამერიკული აეროდრომის წინააღმდეგ

აშშ-ს ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები სწავლება Noble Partner-2018-ზე. ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, საჩვენებელი გამოსვლა (წყარო - Noble Partner 2018 - საჩვენებელი გამოსვლა)

რუსეთი არ მალავს გაღიზიანებას აშშ-საქართველოს შეთანხმების გამო, ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობის თაობაზე. მოსკოვი სეპარატისტებთან ერთად გეგმავს ვაზიანის თემა, ჟენევის დისკუსიების 46-ე რაუნდზე წამოჭრას, რომელიც შვეიცარიაში 10-11 დეკემბერს შედგება. ნახეთ ზაზა წულაძის სიუჟეტი.


ავიაკოსმოსური და თავდაცვითი წარმოების გამოფენა Japan Aerospace 2018


ავიაკოსმოსური და თავდაცვითი წარმოების გამოფენა Japan Aerospace 2018


2018 წლის 28 ნოემბერს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში, ავიაკოსმოსური და თავდაცვითი წარმოებისსაერთაშორისო გამოფენა Japan Aerospace 2018 გაიხსნა.


კომპანია BELL-ის პავილიონი

კომპანია AIRBUS-ის პავილიონი

კომპანია General Atomics Aeronautical Systems-ის პავილიონი

კომპანია General Atomics Aeronautical Systems-ის მიერ წარმოდგენილი, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის სახმელეთო სადგური

 MBDA-ს პავილიონი

იაპონური ავიაინჟინერინგი 
 

 იაპონური სატრანსპორტო თვითმფრინავი C-2 

F-35-ის მაკეტი

იაპონიის სახმელეთო რსთ კომპლექსი AEGIS

მეწინავე საბორტე რადიოლოკაციური კომპლექსები
 

ჩინური, ჩუნგ შანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ შექმნილი, ორმაგი დანიშნულების, ხელის ყუმბარმტყორცნი Kestrel 

ჩინური, ჩუნგ შანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ შექმნილი,  40 მილიმეტრიანი ყუმბარები, საარტილერიო ამფეთქები და სერვოამძრავები

 ჩინური, ჩუნგ შანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, 70 მილიმეტრიანი საავიაციო რაკეტების ბაზაზე შექმნილი ზცრს