Friday, July 7, 2017

რუსეთის სამხედრო მანქანის ამერიკული ანალიზი (დოკუმენტი)


ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს მიერ, „სსრკს-ს სამხედრო ძალის“ პირველი ანალიზი, 1981 წელს დაიბჭდა. გამოცემული იქნა 250 000 ეგზემპლიარი, რომელიც შემდეგში რვა ენაზე ითარგმნა. დოკუმენტი არ იყო კლასიფიცირებული და მასზე საზოგადოების ფართო მასებს ჰქონდა წვდომა. სადაზვერვო სააგენტომ ტრადიციებს არ უღალატა და საზოგადოების ფართო მასებს, აშშ-ს წინაშე მდგარი გამოწვევების შესაბამისად, „რუსეთის სამხედრო ძალის“ ანალიზი წარუდგინა. მიმოხილვაში დეტალურადაა აღწერილი რუსეთის, როგორც საფრთხე №1, სამხედრო ძალა და მისი განვითარების პერსპექტივები.
რუსეთის არმია დღეს აღმავლობის გზაზე დგას - რა თქმა უნდა ეს არაა ის მძიმედ შეიარაღებული და მსხვილი სამხედრო შენაერთები, რომელთა წინაც, ცივი ომის დროს, დასავლეთი იდგა. ეს არის შედარებით მცირე ზომის, უფრო მობილური, დაბალანსებული სამხედრო ძალა, რომელსაც ძაან სწრაფად შეუძლია მოახდინოს რეაგირება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების სრულ სპექტრზე. ეს არის სამხედრო ძალა, რომელსაც რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნებში ინტერვენციის გარდა, ახლო აღმოსავლეთშიც ძალუძს ექსპედიციის გაგზავნა. ახალი რუსული არმია, ეს არის ის ხელსაწყო, რომლითაც მოსკოვს სურს მსოფლიოში მრავალპოლუსიანი წყობილების დამყარება.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოება

2015 წელს, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში გადაწყდა გაძლიერებულიყო ქვეყნის თავდაცვა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტაბილურობა, ცხოვრების დონის გაზრდა, კულტურის განვითარება და სხვა ქვეყნებში გავრცელება, ეკონომიკის გაძლიერება და რუსეთის, როგორც მსოფლიო დონის ლიდერის სტატუსის გაუმჯობესება. ეს ეროვნული ინტერესები  თავმოყრილია რვა ეროვნულ, სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტში:
- ეროვნული თავდაცვა
- საზოგადო და სახელმწიფო უსაფრთხოება
- ეცონომიკური ზრდა
- მეცნიერბა, ტექნოლოგია და განათლება
- ჯანდაცვა
- კულტურა
- ბუნებრივი რესურსების რაცოინალური გამოყენება და ცხოვრების სისტემის ეკოლოგიურობა
- სტრატეგიული სტაბილურობა და შესაბამისი სტრატეგიული თანამეგობრობა.
შიდა უსაფრთხოების მიზნით, რუსეთმა გააძიერა შნაგანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანოები და სამინისტროები, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის გარდა, პასუხ საგებენ ოპოზიციურ ძალებთან და ხალხის პროტესტთან გამკლავებაზე.

ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელშიც ასახულია რუსეთის რეჟიმის ყველა ორგანო, სამინისტრო,  თუ სპეცსამსახური და მათი როლი შიდა და გარე უსაფრთხოებაში

სამხედრო ხარჯები

რუსეთის მთავრობა ბოლო ათი წლის განმავლობაში სახმედრო ბიუჯეტს ყოველწლიურად ზრდიდა და 2016 წლისთვის ამ ხარჯებმა პოსტსაბჭოთა ექპოქის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2015 წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 52 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (2017 წლის დოლარის ექვივალენტებში), რას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4% უდრიდა.
2016 წელს სამხედრო ბიუჯეტმა პოსტსაბჭოთა ეპოქის რეკორდი აჩვენა და 61 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც თავის მხრივ მშპ-ს 4,5% უდრიდა. შედარებისთვის, 2006 წელს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 2,4% იყო და 27 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა.

რუსეთი ფედერაციის სამხედრო ბიუჯეტის დინამიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში
 მოსკოვი სტრატეგიული შეიარაღების პროგრამაში 19,4 ტრილიონი რუბლის (285 აშშ დოლარის ექვივალენტი) დახარჯვას გეგმავს. პროგრამა 2011-დან 2020 წლამდე გაგრძელდება. ყოველწლიურად მოსკოვი ამ სფეროს კვლევებსა, განვითარებაში, მოდერნიზაციასა და გადაიარაღებაში დაბანდებულ თანხებს ზრდის. დაგეგმილი თანხის 31% პირველ ხუთწლედში (2011-2015) დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი 70% დახარჯვა 2016-2020 წლებშია დაგეგმილი.
2017 წელს სამხედრო ხარჯები 30% შემცირდა და 2013 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ფასებთან. რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადების თანახმად, მომავალ წლებში ქვეყნის თავდაცვითი ხარჯები ნომინალურ ზღვარზე გაიყინება.
ასევე ანალიზი უკეთდება რუსეთის სამხედრო ძლიერების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა:
- სტრატეგიული/ბირთვული შეიარაღება (მიწისქვეშა, მიწისზედა მობილური, საჰაერო და საზღვაო კომპონენტებს)
- ქიმიურ-ბიოლოგიური შეიარაღება (1996 წელს რუსეთის მიერ გაკეთებული დეკლარაციის თანახმად, ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ქიმიური აგენტების რაოდენობა გააჩნდა, რაც იმ მომენტში 40 000 მეტრიკულ ტონას უტოლდებოდა. 2017 წლის იანვარში გაკეთებული განცხადების თანახმად რუსეთის არმიამ ქიმიური აგენტების 96,4% ლიკვიდაცია მოახდინა, ხოლო 2020 წლისთვის მათი სრული ლიკვიდაციაა დაგეგმილი).
- დახურული სივრცე/წვდეომის აკრძალვა (Anti-access/area denial - A2/AD) (მოიცავს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს).
- პრევენციული დარტყმები
- კოსმოსი/ანტიკოსმოსი
- კიბერ სფერო (კიბერუსაფრთხოება, ფსიქოლოგიური ოპერაციები, საინფორმაციო უსაფრთხოება, ტროლების არმია და სხვა)
- არაპირდაპირი მოქმედება (მოიცავ სასურველ ქვეყნებში/რეგიონებში ამბოხების ან რროტესტის ტალღის წამოწევას, მაგალითად უკრაინაში), იგივე ჰიბრიდული ომი.
- რადიოელექტრონული ბრძოლა
- ძალის დემონსტრირება (შორეული ავიაცია, საზღვაო ძალები, ექსპედიციები მოშორებულ რეგიონებში)
- მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა (საუბარია მოსკოვში მდებარე, საიდუმლო მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, სახელწოდებით Метро-2)
- შენიღბა და შეცდომაში შეყვანა (საოყველთაოდ ცნობილი Маскировка)

ტროლების არმია
დოკუმენტში ბევრი საინტერესო ცხრილი თუ გრაფიკული გამოსახულებაა, რაც მარტივად აღსაქმელ და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. ქვემოთ დოკუმენტიდან რამოდენიმე ამონაჭერია მოყვანილი:

რუსეთი ხუთ სტრატეგიულ გაერთანებულ სამეთაუროდაა დაყოფილი - დასავლეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთი (არქტიკული) მეთაურობა
რუსეთის შიდა უსაფრთხოებაზე და წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურები და მათი პირადი შემადგენლობა

რუსეთის არმიის ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სტრუქტურა
რუეთის არმიის ცალკეული მოტორიზირებული ბრიგადის საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა




მთლიანად 116 გვერდიანი დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე - RUSSIA MILITARY POWER

Wednesday, July 5, 2017

უახლესი F-35 თავდაყირა ისვრის

უკანასკნელი გამოცდების დროს, ამერიკელებმა უჩვენეს, თუ რა შეუძლია მათ უახლეს, მე-5 თაობის, F-35 ტიპის გამანადგურებელს. საბრძოლო მანქანამ AIM-9X ტიპის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის გაშვება ამობრუნებულ მგომარეობაში განახორციელა. როგორც ამას უწოდებენ რაკეტა უარყობით გადატვირთვისას იქნა გაშვებული.

Monday, July 3, 2017

Sig Sauer-მა Glock 100 მილიონი დოლარით დაჯაბნა

აშშ-ს არმიის ახალი პირსტოლეტი - M17

23 ივნისს, აშშ-ს ფინასთა პალატამ აშშ-ს არმიის მოდულური პისტოლეტის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით Glock-ის პროტესტის დაწვრილებითი ანგარიში გამოაქვეყნა.
17 გვერდიან დოკუმენტში დაწვრილებითაა აღწერილი აშშ-ს არმიის მიერ 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის აგვისტომდე განხორციელებული კონკურსის ქრონოლოგია. კონკურსის მსველობისას ხუთი კომპანიის ცხრა შემოთავაზებიდან ფინალში ორი, Glock და Sig Sauer გავიდნენ.
ფინალში ორი მონაწილე რვა პარამეტრით და ღირებულებით იქნა შეფასებული. Sig Sauer-ის პისტოლეტმა, P320-მა,  შვიდი არაფინანსური პარამეტრიდან ერთში მიიღო შეფასება „დამაკმაყოფილებელი“ (“acceptable”), სამში „კარგი“ (“good”) და სამში „შესანიშნავი“ (“outstanding”), ხოლო მისი კონკურენტი Glock შემდეგნაირად შეფასდა - ერთი „დამაკმაყოფილებელი“, ხუთი „კარგი“ და ერთი „შესანიშნავი“.
ტექნიკური უპირატესობის გარდა Sig-მა მოწინააღმდეგეს ფასშიც აჯობა, Glock-ის მიერ გაკეთებული შემოთავაზება 272 232 263 დოლარი ჯდებოდა, რაც Sig-ის გაკეთებულ 169 527 169 დოლარიან შემოთავაზებაზე 102 705 394 დოლარით ძვირი იყო. სწორედ ამ სხვაობის დამსახურებაა ის, რომ ამ წელს ამერიკის სამხედროები ახალ, M17 და M18 ტიპის, პისტოლეტებს მიიღებენ შეიარაღებაზე.

შეფასების კრიტერიუმები რომლებითაც პისტოლეტები შემოწმდა

თვითონ დასკვნითი, 17 გვერდიანი დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე - Decision

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი „ფასების ანალიზი გვიჩვენებს რომ, Glock-ის ფასთან შედარებით Sig Sauer-ის ფასი 102 705 394 დოლარით ნაკლებია, რაც Sig Sauer-ის წინადადებას სახელმწიფოსთვის უფრო მომხიბვლელს ხდის“.
Glock-მა გააპროტესტა არმიის მატერიალური უზრუნველყოფის მეთაურობის (Army Material Command) მიერ 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება და განაცხადა რომ Sig Sauer-ის წინადადებაში არ იყო გათვალისწინებული აუცილებელი სათადარიგო ნაწილები და სხვა-დასხვა ფაქტორები.
ამ განაცხადის შემდეგ, არმია კვლავ ამოიღო კალკულატორი და ხელახლა დაითვალა ფასები, რის შედეგადაც აღმოჩნდა რომ Sig Sauer-ის ფასი შემოთავაზებულზე 1,6 მილიონი დოლარით მეტი იყო. მაგრამ ამან ფასების 100 მილიონიანი სხვაობა მაინც ვერ გააბათილა.
ამას გარდა Glock-მა, ფინასთა პალატას (Government Accountability Office), წარუდგინა ტყვიაწამალთან, ხელის უსაფრთხოების და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პროტესტები. თუმცაღა დასკვნის თანახმად მას ნაკლებად აქვს ხელშეკრულების გადათამაშების შანსი.
17 ტყვიანი M17, შეიარაღებაზე 1985 წელს მიღებული და უკვე მოძველებული M9 Beretta-ს სხვადასხვა ვარიანტების შესაცვლელადაა განკუთვნილი. ხოლო M18 მოახდენს M11 Sig-ის შევსებას. პირველები ახალ პისტოლეტს, სავარაუდოდ წელს, კენტუკიში მდებარე ფორტ კემბელში ბაზირებული 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.


წყარო:
Sig Sauer beat out Glock by more than $100 million on Army handgun bid

და Glock 23-ის არახდენილი ოცნება 

Merkava Mk3 BAZ მინუს კოშკურა

უკოშკურო Merkava Mk3 BAZ - ამბობენ ფუგასმა გაალამაზაო, რასაც უკანა მარჯვენა ნაწილში განთავსებული საბრძოლო მარაგის დეტონაცია მოჰყვა (თუმცა არც ტსმრ-ია გამორიცხული). კოშკურა ან საბუქსიროდ მოხსნეს ან დეტონაციამ გაისროლა. წინა ბულდოზერი სწორედ კოშკურას მიათრევს

პოლონეთის არმიის ახალი თვითმავალი ნაღმტყორცნი


პლონეთის არმიის მე-17 მექანიზირებულმა ბრიგადამ „RAK“-ის ტიპის 8 ცალი, 120 მილიმეტრიანი, თვითმვალი ნაღმტყორცნი მიიღო. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმადა, პოლონეთის არმია 2020 წლისთვის 128 ცალ „RAK“-ს, (64 საბურავებიან შასიზე და 64 მუხლუხებიანზე) მიიღებს.
„RAK“-ის ტიპის, თანამედროვე, 120 მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმტყორცნი, საბურავებიან ჯტრ „Rosomaka”-ს ბაზაზეა შექმნილი და ღჭურვილია დატენვის ავტომატიზირებული სისტემით. აღნიშნულ ნაღმტყორცნს სიშორის სხვადასხვა დიაპაზონში დახრის კუთხის შეცვლით და სხვადასხვა ნაღმების გამოყენებით შეუძლია მოწინააღმდეგის პოზიციაზე საცეცხლე იერიშის განხორციელება.
მახასიათებლები:
  • ალიბრი - 120მმ
  • გათვლა - 3 კაცი
  • ვერტიკალური დამიზნების კუთხე - მინუს 3-დან +85 გრადუსამდე
  • ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - 360 გრადუსი
  • სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული ნაღმით - 8000-8500მ
  • სროლის მაქსიმალური მანძილი რეაქტიული ნაღმით - 12000მ
  • სწრაფსროლა - 10-12 გასრეოლა წუთში
  • მწარმოებელი - Huta Stalowa Wola - HSW (პოლონეთი), WB Electronics (პოლონეთი)
აღნიშნული სისტემის შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი:


გამოფენა "IWA OutdoorClassics 2017" (ფოტოები)

სამოქალაქო და უწყებრივი უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ტექნიკის, აქტიური მოწყობილობების, სპორტული სროლისა და ნადირობის სპეციალიზირებული საერთაშორისო გამოფენა IWA OutdoorClassics 2017