Showing posts with label M17. Show all posts
Showing posts with label M17. Show all posts

Saturday, August 12, 2017

სკანდალი SIG-Sauer P320 გარშემო (პისტოლეტი დაცემისას თვითნებურად ისვრის)

SIG-Sauer P320 30 გრადუსიანი კუთხით დაცემისას თვითნებურად ისვრის
მოკლედ რომ ვთქვათ - სუპერ-თანამედროვე SIG-Sauer P320 მოულოდნელად ТТ-ს ავადმყოფობით დაავადდა, ანუ უხერხულად დაცემის შემთხვევაში თვითნებურად ისვრის. ეს ყველაფერი როგორც მფლობელთა მიერ ჩატარებული ტესტებით, ასევე ამერიკელი პოლიციელების რიგებში დაფიქსირებული უბედური შემთხვევებითაც დასტურდება.


ყველაზე საინტერესო ისაა რომ, ამერიკული არმიისთვის განკუთვნილი M-17 ამ სისუსტით არ ხასიეთდებიან (აშშ-ს არმიის ახალი პისტოლეტის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - Sig Sauer-მა Glock 100 მილიონი დოლარით დაჯაბნა), კომპანიამ აშშ-ს არმიისთვის განკუთვნილ მოდელზე მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი იმუშავა და ბევრი რამე შეცვალა.
ყველაფერი ამიდან ჩანს რომ მწარმოებელმა იცოდა ამ ხარვეზის შესახებ, მაგრამ თავს აჩვენებდა, ვითომდა ყველაფერი წესრიგშიაო. ნუ ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ კედელთან არ მიაყენეს.

წყარო:
SIG Sauer P320 trigger issues: no rest for the wicked!

P.S. აღნიშნული სისუსტით ბევრი პისტოლეტი იტანჯება - ვალტერი, ПМ, S&W-ის მოდელები. აქ უფრო ნაწყენი Glock-ის კვალი შეიმჩნევა.

Monday, July 3, 2017

Sig Sauer-მა Glock 100 მილიონი დოლარით დაჯაბნა

აშშ-ს არმიის ახალი პირსტოლეტი - M17

23 ივნისს, აშშ-ს ფინასთა პალატამ აშშ-ს არმიის მოდულური პისტოლეტის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით Glock-ის პროტესტის დაწვრილებითი ანგარიში გამოაქვეყნა.
17 გვერდიან დოკუმენტში დაწვრილებითაა აღწერილი აშშ-ს არმიის მიერ 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის აგვისტომდე განხორციელებული კონკურსის ქრონოლოგია. კონკურსის მსველობისას ხუთი კომპანიის ცხრა შემოთავაზებიდან ფინალში ორი, Glock და Sig Sauer გავიდნენ.
ფინალში ორი მონაწილე რვა პარამეტრით და ღირებულებით იქნა შეფასებული. Sig Sauer-ის პისტოლეტმა, P320-მა,  შვიდი არაფინანსური პარამეტრიდან ერთში მიიღო შეფასება „დამაკმაყოფილებელი“ (“acceptable”), სამში „კარგი“ (“good”) და სამში „შესანიშნავი“ (“outstanding”), ხოლო მისი კონკურენტი Glock შემდეგნაირად შეფასდა - ერთი „დამაკმაყოფილებელი“, ხუთი „კარგი“ და ერთი „შესანიშნავი“.
ტექნიკური უპირატესობის გარდა Sig-მა მოწინააღმდეგეს ფასშიც აჯობა, Glock-ის მიერ გაკეთებული შემოთავაზება 272 232 263 დოლარი ჯდებოდა, რაც Sig-ის გაკეთებულ 169 527 169 დოლარიან შემოთავაზებაზე 102 705 394 დოლარით ძვირი იყო. სწორედ ამ სხვაობის დამსახურებაა ის, რომ ამ წელს ამერიკის სამხედროები ახალ, M17 და M18 ტიპის, პისტოლეტებს მიიღებენ შეიარაღებაზე.

შეფასების კრიტერიუმები რომლებითაც პისტოლეტები შემოწმდა

თვითონ დასკვნითი, 17 გვერდიანი დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე - Decision

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი „ფასების ანალიზი გვიჩვენებს რომ, Glock-ის ფასთან შედარებით Sig Sauer-ის ფასი 102 705 394 დოლარით ნაკლებია, რაც Sig Sauer-ის წინადადებას სახელმწიფოსთვის უფრო მომხიბვლელს ხდის“.
Glock-მა გააპროტესტა არმიის მატერიალური უზრუნველყოფის მეთაურობის (Army Material Command) მიერ 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება და განაცხადა რომ Sig Sauer-ის წინადადებაში არ იყო გათვალისწინებული აუცილებელი სათადარიგო ნაწილები და სხვა-დასხვა ფაქტორები.
ამ განაცხადის შემდეგ, არმია კვლავ ამოიღო კალკულატორი და ხელახლა დაითვალა ფასები, რის შედეგადაც აღმოჩნდა რომ Sig Sauer-ის ფასი შემოთავაზებულზე 1,6 მილიონი დოლარით მეტი იყო. მაგრამ ამან ფასების 100 მილიონიანი სხვაობა მაინც ვერ გააბათილა.
ამას გარდა Glock-მა, ფინასთა პალატას (Government Accountability Office), წარუდგინა ტყვიაწამალთან, ხელის უსაფრთხოების და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პროტესტები. თუმცაღა დასკვნის თანახმად მას ნაკლებად აქვს ხელშეკრულების გადათამაშების შანსი.
17 ტყვიანი M17, შეიარაღებაზე 1985 წელს მიღებული და უკვე მოძველებული M9 Beretta-ს სხვადასხვა ვარიანტების შესაცვლელადაა განკუთვნილი. ხოლო M18 მოახდენს M11 Sig-ის შევსებას. პირველები ახალ პისტოლეტს, სავარაუდოდ წელს, კენტუკიში მდებარე ფორტ კემბელში ბაზირებული 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.


წყარო:
Sig Sauer beat out Glock by more than $100 million on Army handgun bid

და Glock 23-ის არახდენილი ოცნება