Saturday, July 13, 2013

122 მმ–ნი თვითმავალი სერბული ჰაუბიცა SORA

ჟურნალმა "International Defence Review" გამოაქვეყნა Miroslav Gyurosi–ს სტატია "Serbian 122 mm SORA self-propelled howitzer receives automatic loader", რომელშიც 2013 წლის ივნისში, ბელგრადში გამართულ მე–6 საერთაშორისო გამოფენა "Partner 2013"–ზე წარდგენილი 122მმ–ნი თითმავალი, საბურავებიანი შასის მქონე ჰაუბიცა SORA–ს შესახებაა საუბარი.
122მმ–ნი ჰაუბიცა D-30J–ეს (საბჭოთა Д-30–ის იუგოსლავიური ლიცენზირებული ვარიანტი) მოქანავე ნაწილის გამოყენებით თვითმავალ ჰაუბიცა SORA–ზე მუშაობა 2004 წელს ბელგრადის სამხედრო–ტექნიკურმა ინსტიტუმა დაიწყო. საარტილერიო სისტემის სავალ ნაწილად 6x6 სავალი ფორმულის მქონე სერბული სატვირთო მანქანა FAP 2026 BS/AV–ეს შასია გამოყენებული. SORA–ს პირველი პროტოტიპის საზოგადო ჩვენება 2009 წელს განხორციელდა, მაშინ ეს სისტემა საბურავებიან შასიზე უბრალოდ შემოდგმულ Д-30–ს წარმოადგენდა.
გამოფენა "Partner 2013"–ზე თვითმავალიო საარტილერიო დანადგარი SORA უკვე მეორე საცდელი ეგზემპლარით იყო წარდგენილი. აღსანიშნავია რომ ეს მეორე პროტოტიპი საბოლოო "კონფიგურაციით" იქნა გამოყვანილი და აღჭურვილი იყო დატენვის ავტომატური სისტემით. ავტომატური დამტენი ექვს გასროლას იტევს (ჭურვებს და მუხტებს). თვითონ დამტენი წარმოადგენს ორ დოლურა მექანიზმს, რომლებიც ქვემეხის სახაზინო ნაწილის გვერდებზეა განთავსებული – ჭურვები მარჯვენა დოლურაში, ხოლო მუხტები მარცხენაში.
ავტომატიზაციის წყალობით სარტილერიო დანადგარის გათვლა ორ კაცამდეა შემცირებული (თუმცა, სავარაუდოდ, გათვლაში საბოლოოდ მაინც სამი კაცი იქნება). ამ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს შეეძლება 3,5 წუთიანი ციკლებით აწარმოოს ცეცხლი – 90 წამი ესაჭიროება მანქანის გაჩერებას, გაშლას და სროლისთვის მომზადებას, 60 წამი ექვსი ჭურვის გასასროლად და კიდევ 60 წამი ასაშლელად და გასასვლელად. დანადგარს საერთო ჯამში 40 გასროლიანი საბრძოლო მარაგი ექნება, რომლებიც ძარასზე დაყენებულ სტელაჟებში იქნება განთავსებული.

 თვიტმავალი ჰსაარტილერიო დანადგარის უკანა ხედი – კარგად ჩანს ავტომატური დამტენი მექანიზმის ორი დოლურა 
დანადგარს გააჩნია ინერციული და თანამგზავრული ნავიგაცია, პოზიციონირებისა და ორიენტირების ქვესისტემები და სამგზავრო მდგომრეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში ავტომატური გადასვლის სისტემა. SORA აღჭურვილია საარტილერიო დანადგარის დისტანციურად მართვის სისტემით (ცეცხლის წარმოების ჩათვლით). მოცემული სისტემა შესაძლებელია იყოს როგორც უკაბელო, ასევე კაბელიანი, რომელის დროსაც ქვემეხის მართვა 200 მეტრის მოშორებიდან შეიძლება. ვერტიკალური და ჰორიზონტალური დამიზნების ამძრავების ციფრული მართვის სისტემა წამში 3° გადაადგილების და 0,5 მეათასედი სიზუსტით დამიზნების საშუალებას იძლევა. ჰაუბიცას შეუძლია აწარმოოს ცეცხლი ქვემეხის უკანა მდგომარეობიდან ორივე მხარეს 25 გრადუსზე, აწევის კუთხე –7–დან +70 გრადუსამდეა. დანადგარს სამი ავტომატურად გამოწევადი ტელესკოპური საბრჯენები გააჩნია. SORA–ს საერთო საბრძოლო მასა 18 ტონას უდრის.
ბელგრადი სამხედრო ტექნიკურმა ინსტიტუტმა SORA–ს ავტომატურ დამტენზე მუშაობა 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. ამ სისტემით აღჭურვილი SORA–ს პროტოტიპი 2013 წლის თებერვალ–ივნისში "პირველი ხუთწლედის" (Prva Petoletka Namenska) სახელობის ქარხანაში იქნა აწყობილი. კომპლექსის გამოცდები 2013 წლის ივლისში დაიწყება, თუმცაღა საცეცხლე გამოცდებს 2014 წლის მარტისთვის გეგმავენ.



წყარო:

Friday, July 12, 2013

Stinger-ი რუსეთში

2013 წლის ივნისის ბოლოს ვორონეჟში მდებარე პოლიგონ "პოგონოვოზე" მიმდინარე რუსეთის საარმიო ავიაციის შეჯიბრების შესახებ ტელეარხ "Звезда"–ს მიერ გაკეთებულ რეპორტაჟში საკმაოდ საინტერესო კადრი გამოჩნდა. რეპორტაჟის 02:20 წუთზე ამერიკული გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი FIM-92 Stinger გამოჩნდა. კომპლექსზე კაბელით სავარაუდოდ ოპერატორის სასწავლო–საწვრთნელი კომპლექსი M-134-ია მიერთებული.

თვითონ რეპორტაჟი

Wednesday, July 10, 2013

EF-2000 - ძალიან ძვირი და არასაიმედო

როგორც გერმანული გაზეთი spiegel იუწყება EF-2000-ებს საკმაოდ დიდი პრობლემები აღმოაჩნდა. კერძოდ კი შემდეგ პრობლემებზეა საუბარი:

  1. როგორეც ამბობენ 2011 წლამდე (დარწმუნებით, მაგის მერე უცნობია) EF-2000-სს გერმანიის ავიაციის ფრენის სერთიფიცირება არ ჰქონდა.
  2. ასევე კატაპულტირებად სავარძელს არ ჰქონდა გამოცდები გავლილი და ისე იქნა დაყენებული.
  3. დიდი პრობლემები აღმოაჩნდა პროგრამულ უზრუნველყოფაში - რამდენჯერმე ამის გამო საავარიო სიტუაციაც კი შეიქმნა. როგორც გაზეთი ამბობს იყო შემთხვევა რომ გამანადსგურებელი უმართავი ფრენით აეროპორტის მართვის კოშკურისკენ მიემართებოდა და უკანასკნელ წამს პილოტმა მოახერხა მართვის აღდგენა.
  4. როგორც ცნობილია 7 თვის განმავლობაში გამანადგურებელს 49 სხვადასხვა დეფექტი აღმოუჩნდა, რომლებიც არა მარტო წარმოების ხარისხთან არამედ თვით კონსტრუქციულ გაუთვლელობასთანაცაა კავშირში, რომლებიც დაპროექტებისას იქნა დაშვებული.
  5. ყოველივე ამის გამო იყო შემთხვევები როცა გერმანელი პილოტები ამ გამანადგურებლით ფრენაზე უარს ამბობდნენ.
  6. გამანადგურებლის ფასი საკმაოდ გაიზარდა - 2018 წლამდე 143 გამანადგურებლის შესაძენად (ამჟამად გერმანიის ავიაციის შეიარაღებაზე უკვე დგას 108 ცალი ამ ტიპის გამანადგურებელი) გერმანიის ავიაცია დაგეგმილი 14,7 მილიარდი ევროს ნაცვლად, რომლითაც სხვათა შორის 180 ევროგამანადგურებელი უნდა შეეძინათ, 16,8 მილიარდ ევროს გადაიხდის და ამ ფასში არ შედის T3B ვერსია, რომელიც ყველაზე მეწინავედ და მრავალფუნქციურ ვერსიად ითვლება (ანუ ფაქტიურად გამანადგურებელს მიწაზე მუშაობის შესაძლებლობები არ ექნება). თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ  ეს თანხა შესაძლოა კიდევ ერთი მილიარდით გაიზარდოს.


წყარო:


ტაილანდის Т-84 Оплот-ები

ტაილანდისთვის გამოშვებული პირველი სერიული უკრაინული Т-84 Оплот-ის შესახებ უკვე ვწერდი – ტაილანდის Т-84 Оплот. წარმოგიდგენთ ამ პირველი ტანკის პრეზენტაციის დამატებით ფოტომასალას, რომელიც ფორუმ http://otvaga2004.mybb.ru/–ზე გამოქვეყნდა:

















Tuesday, July 9, 2013

დღის ფოტო – ცეცხლის ქვეშ

ავღანეთი, ჰელმანდის პროვინცია – ავღანელი სნაიპერის მიერ დაცხრილული ქართული კონტინგენტის მანქანა

Monday, July 8, 2013

ებრაული Merkava–ს ეგვიპტური მაკეტი

ფორუმ http://www.militaryphotos.net–ზე განთავსებული იქნა საკმაოდ საინტერესო ფოტოები, რომლებზეც ებრაული ტანკი Merkava–ს ეგვიპტური მაკეტია გამოსახული. როგორც ჩანს ეგვიპტის არმიამ თავისი სატანკო ეკიპაჟების მოსამზადებლად ებრაული ტანკის საკმაოდ დეტალური მაკეტები დაამზადა. მაკეტი სავარაუდოდ საბჭოთა Т-54-ის ბაზაზეა შექმნილი: