სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
AUSA 2019-ზე კომპანია Northrop Grumman-ის მიერ პირველად წარადგენილი 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი XM913 Bushmaster (სულ ქვედა), რომლის გვერდით სხვა საშუალო კალიბრის ქვემეხებიც იყო გამოფენილი - ზემოთ 30x113 მმ ჭურვებზე მომუშავე Apache-ს ქვემეხია, ხოლო მის ქვემოთ უკვე 30x173 და 40მმ-ნი ქვემეხი და მისი გასროლები
ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ გამოფენა AUSA 2019-ზე, კომპანია Northrop Grumman-მა პირველად წარადგინა 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი XM913 Bushmaster.
აღნიშნული ქვემეხის შესახებ ბლოგზე უკვეწ დაიწერა:
XM913 - აშშ-ს არმიის 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი
ახალი, ლენტური კვების მქონე, 50 მილიმეტრიანი ქვემეხი აშშ-ს არმიის ახალი თაობის საბრძოლო მანქანებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნულ ქვემეხს ქსმ Bradley-ს 25 მილიმეტრიან М242 ტიპის ქვემეხთან შედარებით, ორჯერ გაზრდილი მოქმედების მანძილი ახასიათებს (4 კილომეტრი 2,5 კილომეტრის საწინააღმდეგოდ)
როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, დღეს М242-თან უპირატესობას ათობით ქვეყანა ფლობს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოპვანი, რომ მოხდეს მისი უფრო მძლავრი ქვემეხით ჩანაცვლება.
50 მილიმეტრიანი ქვემეხი თავის თავში გააერთიანებს მრავალ მაღალტექნოლოგიურ სიახლეს - ცეცხლის მართვის უხალესი სისტემა, ავტომატურად დამიზნების სენსორები, ახალი თაობის საბრძოლო მასალები და ინფორმაციის დამუშავების გაზრდილი სიჩქარე.
მსგავს კალიბრის შექმნა ამერიკელებზე ადრე რუსებმა დაიწყეს, ისინი უკვე მესამე წელია 57 მილიმეტრიანი ქვემეხის საბრძოლო მანქანებზე ადაპტირებაზე მუშაობენ. უკან არც ევროპელები ჩამორჩებიან და 40 მილიმეტრიან ქვემეხს უკვე მასიურ წარმოებაში უშვებენ, უბრალოდ ევროპელებს ერთი მინუსი აქვთ - მათი 40 მილიმეტრიანი ქვემეხი ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს, რომლებიც ჩვეულებრივ ჭურვებთან შედარებით 3-4-ჯერ ძვირია (შეიძლება მეტიც), რაც საკმაოდ არასასიამოვნო მომენტია სწავლებისა და მომარაგებისთვის.
57მმ ქვემეხით აღჭურვილი რუსული ქსმ БМП-3 «Деривация»