Showing posts with label სახმელეთო თემატიკა. Show all posts
Showing posts with label სახმელეთო თემატიკა. Show all posts

Sunday, October 20, 2019

ახალი რუსული სახმელეთო უპილოტო მანქანა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, "პერსპექტიული კვლევების ფონდმა" (Фонд перспективных исследований - ФПИ) პირველად განახორციელა ექსპერიმენტალური რობოტის, "Маркер"-ის, საჯარო დემონსტრაცია.


"დემონსტრაციის დროს შესრულებული იქნა რობოტექნიკური კომპლექსის დანიშნულ უგზოო მარშუტზე გადაადგილება, მოძრაობა ავტონომიურ რეჟიმში, რომლის დროსაც ხდებოდა წინაღობების აღმოჩენა და შემოვლა და ასევე მანქანის ბორტიდან უპილოტო საფრენი აპარატების ავტონომიურ რეჟიმში გაშვება" - განაცხადა მწარმოებელმა.

აღნიშნულ პროექტრზე "პერსპექტიული კვლევების ფონდი" და სამეცნიერო საწარმოო ორგანიზაცია "ანდროიდული ტექნიკა" (НПО "Андроидная техника" ), 2018 წლის მარტიდან მუშაობენ.

პირველი ეტაპის ფარგლებში, შექმნილი იქნა ორი მუხლუხოვანი პლატფორმა, რომლებზეც სახმელეთო რობოტოტექნიკის დამუშავება მიმდინარეობს. მანქანები  მარგი დატვირთვის უნიფიცირებული მოდულითა და მცირე უპილოტოების გაშვების კასეტური მოდულებითაა აღჭურვილი.

Tuesday, September 3, 2013

სხვადასხვა МАКС-2013-ზე

მოსკოვში 27 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე მიმდინარე ავიაკოსმოსურ სალონზე ავია, კოსმოსური და ჰაერსაწინააღმედგო ტექნიკისა და სისტემების გარდა სახმელეთო თემატიკის ტექიკა და აღჭურვილობაც იყო გამოყვანილი:

ყუმბარმტყორცნების ამუნიცია


ავტომატური საავიაცო ქვემეხების ამუნიცია

მრავალფუნქციური ყველგანმავლის, Тигр-ის ბაზაზე დამონტაჟებული თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი КОРНЕТ-ЭМ 

უკრაინული მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი "КОРСАР". აღსანიშნავია კომპლექსის რაკეტა ახალი საბრძოლო ქობინით: მსხვრევად–ფუგასური დამრტყმელი ბირთვით, მსუბუქი ჯავშანტექნიკისთვის მისწრებაა

უკრაინული სავერტმფრენო ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი  "БАРЬЕР-В"