GTK Boxer JODAA (Joint operational demonstrator for advanced applications - მეწინავე აპლიკაციების გაერთიანებული ოპერაციული დემონსტრატორი) - ეს არის ტექნოლოგიებისა და ოპერაციული ფუნქციების დემონსტრატორი. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით, კომპანია Rheinmetall-ის გუნდი "Rheinmetall Landysteme"-აწარმოებს სხვადასხვა კვლევებსა და სამუშაოებს, რათა შეამოწმოს და დაადასტუროს ამ პლატფორმაზე მეწინავე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა.
მარტო ან სხვა მანქანებთან ერთ ქსელში - Rheinmetall-ის JODAA აღფრთოვანებას იწვევს თავისი მოდულური კონცეფციით, ის ერთ მანქანაში რამდენიმე მეწინავე ტექნოლოგიას აერთიანებს. მისი ტექნიკური შესაძლებლობების დიაპაზონი შემდეგ ფუნქციონალს მოიცავს - მანქანის დისტანციურად მართვა, კამერების კონტროლი და რამდენიმე კომპონენტის ავტონომიური მუშაობა. JODAA-დან უპილოტო საფრენი ან სახმელეთო რობოტების მართვა საგრძნობლად აფართოებს ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების დიაპაზონსა და შესაძლებლობებს. თვითონ მანქანის მოდულური კონცეფცია საშუალებას იძლევა მარტივად მოხდეს მანქანის თანამედროვე ბრძოლის ველთან ადაპტირება.