T-62, Chieftain and Challenger-1 tanks size comparison
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label Chieftain. Show all posts
Showing posts with label Chieftain. Show all posts
Thursday, July 23, 2020
Tuesday, September 10, 2019
როცა ბრიტანული Chieftain ხარ და ძაან გინდა გავდე საბჭოთა Т-80-ს
სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
OPFOR-ის თემა ბლოგზე ძაან კარგადაა გაშუქებული. თემატური სტატიების ნახვა შემდეგ ბმულებზეა შესაძლებელი:
- საბჭოთა OPFOR–ი
- საბჭოთა OPFOR–ი (ნაწილი–II)
- OPFOR
- ახლანდელი OPFOR
- OPFOR გერმანულად
- OPFOR
- OPFOR Т-80У
- M1A1-ის საინტერესო მოდიფიკაცია
- Т-72 ყველგანმავალი HMMWV-ეს ბაზაზე
ამჯერად წარმოგიდგენთ ბრიტანელების მიერ Т-80-ის იმიტაციის მცდელობის შედეგს - Chieftain-ებზე დაყენებული იქნა დინამიკური დაცვის მაკეტები, როთაც მანქანები საბჭოთა ტანკს მიამსგავსეს (როგორც ჩანს მსგავსი რამე რამდენიმე ტანკზე განხორციელდა - ფოტოებზე ორი სხვადასხვა Chieftain-ია ასახული)
დესერტად ამერიკული Шилка-ს კოსპლეი
Sunday, January 20, 2019
დასავლეთის ყველა მეწინავე ტანკი ბრიტანეთში გამოცდებზე
1987 წლის სექტემბრის თვეში, დასავლეთის 5 ყველაზე მეწინავე ტანკი ერთმანეთს ბრიტანეთში, ბოვინგტონის პოლიგონზე შეხვდა. ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ შემდეგი ტანკებია გამოსახული: ბრიტანული Chieftain Mk-10 და Challenger-1, გერმანული Leopard-2A4, ამერიკული M1A1 Abrams და ბრიტანული Vickers Mk-7/2.
იმ დროს ბრიტანეთის არმიას Chieftain-ის შემცვლელი ესაჭიროებდა, ახალ მანქანას Challenger-1-ის გვერდით უნდა ემსახურა და ეს საცდელი ღონისძიებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილს შეადგენდა. ამ ყველაფერის შედეგად Challenger-2 დაიბადა.
Vickers Mk-7/2 კომპანია Vickers-ის პირადი ინიციატივების გრძელი რიგის ბოლო წარმომადგენელი იყო. მანქანა გერმანული Leopard-2-ის ბაზისგან და მასზე შემოდგმული ბრიტანული კოშკურისგან შესდგებოდა, კოშურა Challenger-ის 120 მილიმეტრიანი კუთხვილულიანი ქვემეხით და Chobham-ის ჯავშნით იყო აღჭურვილი. წარუმატებლობის მიუხედავად Vickers-მა მიიღო ძვირფასი გამოცდილება, რომელიც შემდეგში მას Challenger-2-ის შექმნაში დაეხმარა.
Leopard-2A4 და M1A1 Abrams კონკურსში ერთი მიზეზის გამო მიიწვიეს - ისინი ბრიტანეთის მოკავშირეთა არმიებში დიდი რაოდენობით მსახურობდნენ. საინტერესოა - მიუხედავად იმისა რომ გამოცდების შედეგად Abrams ყველაზე დაცული გამოდგა, ბრიტანელმა სამხედროებმა ცივი ომის კონტექსტისა და ლოჯისტიკური მიზეზების გამო მაინც Leopard-2 მოიწონეს.
Monday, August 19, 2013
Leopard-1 - ბრიტანული ხედვა
ნულოვანი სერიის Leopard–1 (Porsche Type «814″)
გერმანელებმა ბრიტანულ მხარეს ნულოვანი სერიის ტანკი, ნომერით J03 გადასცეს. გამოცდები ლონგ ველლში, ალდერშოტში და სალისბერი–პლეინის პოლიგონზე მიმდინარეობდა 1966–1967 წლებში. გამოცდების მიზანი ბრიტანული ტანკების Chieftain Mk.2 და Centurion Mk.5 გერმანულ ტანკთან შედარება იყო.
როგორც მოსალოდნელი იყო დიდი კუთრი სიმძლავრის გამო, სწორ მონაკვეთებზე Leopard, თავის ბრიტანელ ოპონენტებთან შედარებით უფრო სწრაფი და დინამიკური გამოდგა. აღინიშნა ასევე კარგი მოქნილობა და მაღალი უკუსვლის სიჩქარე. დასერილ ადგილმდებარეობაზე გერმანულმა "კატამ" თავი ცუდად გამოიჩინა – რბილ გრუნტზე (აღმართზე) გადაადგილებისას აღინიშნა მუცელზე დაჯდომისა და მიწაში კორპუსის ცხვირით წარჭობის ტენდენცია.
ფერდობზე გვერდითი დახრილობით სიარულისას მუხლუხის გადაძრომას ჰქონდა ადგილი, ხოლო მუხლუხების მიწაზე მოჭიდების თვისება არასაკმარისად იქნა ცნობილი, მანქანას წაბუქსავების გამო არ შეეძლო 35 გრადუსიანი ბალახით დაფარული აღმართის დაძლევა. ამის პარალელურად მაღალი კუთრი სიმძლავრე მას საშუალებას აძლევდა გადაელახა ხანგრძლივი აღმართები მე–2 და მე–3 გადაცემებზე. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ დასერილ ადგილმდებარეობაზე Chieftain–ის ძვრადობა პრაქტიკულად შეესაბამებოდა Leopard–ის ძვრადობას.
გარკვეული სიურპრიზი გამომცდელებისთვის გამოდგა ის, რომ საკმაოდ მოძველებული Centurion, იმავე პირობებში თითქმის არ ჩამორჩა ახალ მანქანებს. Leopard–ის დიდ უარყოფით მხარედ Chieftain შედარებით ჩაითვალა დასერილ ადგილმდებარეობაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას გაქანის ტენდეცია, უფრო წარმატებული საკიდარისა და სტაბილიზატორის არსებობის გამო Chieftain შეიარაღების უფრო უკეთეს პლატფორმას წარმოადგენდა.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, გზის სწორ მონაკვეთებზე Leopard–მა გადაადგილების შედარებით მაღალი სიჩქარე აჩვენა, მაგრამ ამ პარამეტრშიც ყველაფერი კარგად ვერ იყო. საყრდენი თვლების ბანდაჟების გაცხელების გამო მაქსიმალური სიჩქარით გადაადგილება მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი, 50კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში გადახურება ერთ საათში დგებოდა და მოძრაობის გაგრძელების მიზნით საჭირო იყო სიჩქარის 40კმ/სთ–მდე დაგდება. გაკეთებული იქნა ლოგიკური დასკვნა, რომ პრაქტიკაში გერმანული ტანკის სიჩქარის პოტენციალის რეალიზება გართულებული იყო. Chieftain ასეთი შეზღუდვები არ ჰქონდა და ამიტომ შეეძლო მაქსიმალური სიჩქარით შეუზღუდავად დიდხანს ემოძრავა.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, გზის სწორ მონაკვეთებზე Leopard–მა გადაადგილების შედარებით მაღალი სიჩქარე აჩვენა, მაგრამ ამ პარამეტრშიც ყველაფერი კარგად ვერ იყო. საყრდენი თვლების ბანდაჟების გაცხელების გამო მაქსიმალური სიჩქარით გადაადგილება მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი, 50კმ/სთ სიჩქარის შემთხვევაში გადახურება ერთ საათში დგებოდა და მოძრაობის გაგრძელების მიზნით საჭირო იყო სიჩქარის 40კმ/სთ–მდე დაგდება. გაკეთებული იქნა ლოგიკური დასკვნა, რომ პრაქტიკაში გერმანული ტანკის სიჩქარის პოტენციალის რეალიზება გართულებული იყო. Chieftain ასეთი შეზღუდვები არ ჰქონდა და ამიტომ შეეძლო მაქსიმალური სიჩქარით შეუზღუდავად დიდხანს ემოძრავა.
Leopard J03 1963 წელს იქნა აწყობილი და ბრიტანელებისთვის გადაცემი მომენტში უკვე 18 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. როგორც ბრიტანულმა მხარემ განაცხადა მიუხედავად არსებული დიდი ცვეთისა, ყველა კვანძი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო და გამართულად მუშაობდა.
–სავალ ნაწილში მოხლოდ წამყვანი თვლების კბილანებიანი გვირგვინის შეცვლა გახდა საჭირო. აღინიშნა მუხლუხების რეზინის დეტალების კარგი მდგომარეობა.
–გამოცდებისას 360 კილომეტრის გავლის შემდეგ შეცვლილი იქნა ძალური ბლოკი.
სალსბერი–პლეინის პოლიგონზე გამოცდებისას ეკიპაჟი Leopard–ში 36 საათის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებოდა. აღინიშნა რომ ყველა სამუშაო ადგილს, სივიწროვის მიუხედავად, შესანიშნავი საცხოვრი პირობები ჰქონდა, ხოლო მართვის ხელსაწყოების გამოყენება ადვილად და უბრალოდ ხდებოდა.
უნდა აღინიშნის, რომ ბრიტანელების მიერ გამოვლენილი ბევრი "სუსტი ადგილი" გერმანელებისთვის უკვე ნაცნობი იყო – მიწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებული იყო ზოგიერთი გადაკეთება, რომელიც სერიული წარმოების დროს იქნა დანერგილი და მათი გატარება J03–ზეც უნდა განხორციელებულიყო.
ბრიტანული მხარის დასკვნები:
–უზარმაზარი გარბენისა და ძლიერი ცვეთის გამო ვერ მოხერხდა გერმანული მაქნანის საიმედოობის შეფასება.
–Leopard–ის გამოყენების უბრალოება და სიადვილე და რეგლამენტირებული სამუშაოების გატარებისას ეკიპაჟზე დაბალი დატვირთვა საბრძოლო ამოცანაზე ფოკუსირებისა და მისი მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების საშუალებას იძლევა.
–დასერილ ადგილმდებარეობაზე გადაადგილების მაღალი სიჩქარე.
–დამხმარე ძალური დანადგარის არ არსებობის მიუხედავად, მანქანას 8 საათის განმავლობაში შეუძლია საბრძოლო პოზიციაზე "ფარული დაკვირვების" რეჟიმში იმყოფებოდეს ჩართული კავშირგაბმულობის საშუალებებით, დამიზნების ამძრავებით და პასიურ რეჟიმში ღამე ხედვის ხელსაწყოებით.
–ძალური ბლოკის პრობლემები და მტყუვნებები სერიულ მანქანებზე იქნა გადაჭრილი.
–არასაკმარისი საცეცხლე ძალის გამო მანქანა არ ვარგა საბრძოლო გამოყენებისთვის, შეიარაღების სტაბილიზატორის და ჯავშანდაცვის არ არსებობა, რომელიც ამძრავობის უმნიშვნელო (და ზოგიერთი სცენარისთვის არ არსებული) გაუმჯობესებას შეეწირა.
P.S. გაუგებარია ბრიტანელების პრეტენზიები მუხლუხების მოკიდებასთან დაკავშირებით – მანქანამ 18 000 კილომეტრი გაირბინა ბრიტანულ გამოცდებამდე, რაც საშინელი ციფრია ნებისმიერი ტანკისთვის და 35 გრადუსიან აღმართზე წაბუქსავება საკმაოდ ნორმალურია.
ასევე გაუგებარია ჯავშანდაცვაზე არსებული პრეტენზიაც – Leopard–1–ის ჯავშანდაცვა არასოდეს არ ბრწყინავდა, მაგრამ არც Chieftain არ იყო წასული ამ მხრივ გერმანული კატისგან ძალიან შორს. აშკარა უპირატესობა მხოლოდ კოშკურის შუბლა დაცვაში ჰქონდა.
წყარო:
Sunday, November 25, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)
















