Monday, December 29, 2014

Т-55 და Т-62 შეფასება ებრაელი სამხედროების მიერ


ისრაელში, ნაალაფარი საბჭოთა ტანკების, Т-55 და Т-62 ექსპულატაციის საფუძველზე დაწერილი დასავლური პუბლიკაციების მიხედვით დაწერილი მოკლედ მიმოხილვა. ასევე ნახსენებია 1982 წლის ომის საფუძველზე Т–72–ის გამოყენების გამოცდილებაც.



Sunday, December 28, 2014

ვითომ Т-14 "Армата"

ინტერნეტში პერსპექტიული რუსული ტანკის, Т-14 "Армата"–ს (Объект 148) გამოსახულების ვიდეო და ფოტო მასალის მუსირება ხდება. გრაფიკული გამოსახულება სავარაუდოდ შარშან, როგოზინისადმი წარდგენილი მოდელების მოტივებზეა შექმნილი – დიმიტრი როგოზინისადმი წარდგენილ ტანკთან დაკავშირებული კითხვა გადაიჭრა. ამიტომაც რეალობისგან ძაან შორს არ უნდა იდგეს, თუმცა განსხვავება ნამდვილი მანქანისგან სავარაუდოდ იქნება. მაგრამ მკითხაობას ჯობია მოსკოვში მაისის აღლუმს დაველოდოთ, რომელზეც ამ ტანკის საჯარო პრეზენტაცია მოხდება – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღლუმისთვის ახალი თაობის ტექნიკას ამზადებს.





Wednesday, December 24, 2014

SR-71–ის დაბიდუბი



გუშინწინ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პილოტირებადი საფენი აპარატი, SR–71–ის, დაბადების დღე იყო, მას 50 წელი შეუსრულდა. ზუსტად 50 წლის წინ, 1964 წლის 22, დეკემბერს აღნიშნულმა ზებგერითმა მზვერავმა პიველი ფრენა შეასრულა.

SR-71–ის პირველი ფრენა

თვითმფრინავის შექმნის შესაზებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი 

Friday, December 19, 2014

უკრაინაში საქართველოსთვის დაღუპილი ქართველი მებრძოლი

გუშინ უკრაინაში  ომში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ალეკო გრიგოლაშვილი, იგივე "Чужой" ანუ "უცხო" (ბეჯი ფორმაზე წარწერით "4UJOI") ის უშუალოდ მტერთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაეცა.
ალეკო უკრაინაში ჩავიდა საბრძოლველად 2-3 თვის წინ.  მას დარჩა  ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, ცხოვრობდა თბილისში ქირით.

გთავაზობთ ფოტოებს და ვიდეოს

 

წყარო:

Thursday, December 18, 2014

ისევ ერაყი და ისევ Abrams–ები

მოკლედ ისტორია ასე განვითარდა – ერაყული არმიის M1A1M ბრძოლაში დააზიანეს (რამდენად სერიოზულად უცნობია, თუმცა ფოტოს მიხედვით ამძრაობა არ უნდა დაეკარგა), ეკიპაჟმა ტანკი მიატოვა და გაიქცა, შემდეგ მოვიდა ISIL იპოზიორა ახალი ტროფეის ფონზე, რო მოსწყინდა ტანკი გაავსო ასაფეთქებლით და ააფეთქა



Tuesday, December 16, 2014

ჩინური J–31–ის ფოტოები ახლოდან

J–31 – ჩინური, მეხუთე თაობის, სტელს გამანადგურებელი, რომელიც ძალიან ჰგავს ამერიკულ F–35–ს. ბევრი ამერიკელი კრიტიკოსის აზრით F–35 სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო – ორძრავიანი, სწრაფი, დიდი იარაღის საცავით, დიდი მოქმედების რადიუსით და რეალური საჰაერო მებრძოლი, თუმცა ახლა უკან მოხედვა გვიანია. 

წყარო:

Monday, December 15, 2014

ქართველები უკრაინის ფრონტზე

ტელეარხ რუსთავი–2–ზე გასული სიუჟეტი:

უკრაინაში ფრონტის პირველ ხაზზე ქართველები იბრძვიან. სხვის ომში დაწყებისთანავე წავიდნენ და ამ დრომდე პოზიციებზე რჩებიან. იმისთვის, რომ დებალცევოდან შორ მანძილზე მდებარე სამხედრო ბანაკებამდე მიხვიდე, რამდენიმე საგუშაგო უნდა გაიარო. უსაფრთხოების გარანტიები აქ არ არსებობს, ყველა კუთხიდან ისვრიან, ამიტომ სპეციალური ეკიპირების გარეშე გადაადგილება ჟურნალისტებისთვისაც აკრძალულია. ქართველი მებრძოლები ამბობენ, რომ ეს სხვისი ომი არ არის, მტერი ორივე ქვეყანას საერთო ჰყავს.

Sunday, December 14, 2014

გერმანიის არმიამ პირველი Leopard-2A7 მიიღო

როგორც ჟურნალი "Jane's Defence Weekly" კრისტოფერ ფ. ფროსის–ის სტატიაში (Christopher F. Foss) "Germany Receives First Leopard 2A7 MBT" იტყობინება, გერმანულმა კომპანია Krauss-Maffei Wegmann–მა (KMW) მიუნხენში მდებარე თავის საწარმოში გერმანიის სახმელეთო ჯარების ინსპექტორს, გენერალ–ლეიტენანტ რეინერ კორფუს, 2014 წლის 10 დეკემბერს ტანკ Leopard–2–ის ბოლო მოდიფიკაცია, Leopard–2A7 გადასცა.
ტანკი Leopard–2A7 წარმოადგენს Leopard–2A5, Leopard–2A6 და Leopard–2PSO (Peace Support Operation) შემდგომ განვითარებას, რომელშიც მაქსიმალურადაა გამოყენებული კანადის არმიის მიერ ავღანეთში ტანკ Leopard–2–ის გამოყენების გამოცდილება.

გერმანულმა არმიამ 20 ცალი Leopard–2A7 შეუკვეთა, რომლიდანაც 19 მანქანა უახლოეს მომავალში 203–ე სატანკო ბატალიონს  (1–ლი სატანკო დივიზიის 21–ე სატანკო ბრიგადა) მიუნხენში, KMW–ს საწარმოდან უნდა გადაეცეს. ბატალიონი აუგუსტდორფში (რეინ–ვესტფალის ჩრდილოეთით) დისლოცირდება და ამჟამად მის შეიარაღებაზე 44 ცალი Leopard–2A6 დგას. ხოლო დარჩენილი ერთი მანქანა საგამოცდო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

როგორც გენერალ–ლეიტენანტმა კორფმა განაცხადა – "გერმანული არმიისთვის ეს კარგი დღეა" და რომ "ისინი ძალიან კმაყოფილები არიან Leopard 2A7–ით". 
რეალობაში Leopard–2A7–ის ეს 20 მანქანიანი პარტია წარმოადგენს ჰოლანდიური არმიის ყოფილ, გადაკეთებულ Leopard–2А6NL–ებს, რომლებიც კანადურმა არმიამ გერმანიას Leopard–2A6M–ბის საკომპენსაციოდ გადასცა. გერმანიის არმია იმედოვნებს რომ დაფინანსების შემთხვევაში, მოახერხებს Leopard–2A6–ბის მთელი პარკის მოდერნიზირებას Leopard–2A7 დონემდე.
ტანკ Leopard–2A7–მა შეინარჩუნა გლუვლულიანი ქვემეხი Rheinmetall 120 mm L/55, თუმცა განაახლდა მისი საბრძოლო კომპლექტი – ტანკების საბრძოლო მარაგის ნომენკლატურაში შევა ახალი თაობის ქვეკალიბრულ–ფრთასხმული ჯავშანგამტანი ჭურვი DM63 APFSDS-T (Armour Piercing Fin Stabilised Discarding Sabot - Tracer) და ასევე უახლესი გერმანული პროგრამირებადი ფუგასური ჭურვი Rheinmetall DM11. შეგახსენებთ რომ, ჭურვ DM11–ის ამფეთქი, უზრუნველყოფს ფუნქციონურობის სამ რეჟიმს: კონტაქტური, შეყოვნებით და საჰაერო აფეთქებით. რეჟიმის კარნახი დამტენის მართვის პანელიდან ხდება, მაშინ როდესაც გასროლა უკვე კამორაშია მოთავსებული, ხოლო საჰაერო აფეთქების რეჟიმის არჩევის შემთხვევაში, აფეთქების დისტანცია ჭურვში ავტომატურად შედის.
Leopard–2A7 გააჩნია გაუმჯობესებული დაცვა, რომელიც მოიცავს ახალი თაობის პასიური ჯავშნის ახალ შემავსებლებს და ნაღმებისგან და ფუგასებისგან დამცავ გაძლიერებულ ფსკერს. მანქანა ასევე აღჭურვილია საბორტე დამატებითი ჯავშნის მოდულების დასაყენებელი მოწყობილობებით, თუმცა თვითონ დამატებითი ჯავშანი გერმანელებს არ შეუკვეთავთ.
სხვა სიახლეებიდან აღსანიშნავია: მძღოლ–მექანიკოსის ახალი სარქველი, ქვემეხის სრულებით ელექტრონული ამძრავები, დამხმარე ძალური დანადგარი (APU) და კონდიციონერი. ბოლო ორი დიდი ხანია გამოჩნდა უცხორუი შეკვეთების Leopard-2–ებზე (საბერძნეთი, ესპანეთი, დანია) – თუმცა გერმანული არმია აქამდე კონდიციონერებზე და დამხმარე ძალურ აგრეგატზე გაურკვეველ ეკონომიას აკეთებდა.
ტანკის მეთაურმა მიიღო კოშკურის სახურავზე განთავსებული პანორამული სამიზნე, რომელშიც შედის მე–3 თაობის სითბური კამერა, ინტეგრირებული ლაზერული მანძილმზომი და დღის CCD ვიდეოკამერა (საუბარია პანორამულ სამიზნე Airbus Defence and Space PERI-17A3–ზე, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ახალ ტანკზე წინამორბედის, Leopard–2A6–ის ძველი პანორამული სამიზნე, PERI-17A2 გადმოიტანეს, რომელიც მე–3 თაობის თბოხედბვის კამერა Attica–თი გაუმჯობესდა). მემიზნეც ასევე მე–3 თაობის თბოხედვის სამიზნეთი არის აღჭურვილი. 
Leopard–2A7–ის პროტოტიპზე ასევე გაიარა გამოცდები 12,7მმ ტყვიამფრქვევით, M2HB–ით აღჭურვილმა დისტანციურად მართვადმა კოშკურა FLW–200–მა, თუმცაღა გერმანულმა არმიამ ასეთი კოშკურები არ შეუკვეთა.

IDEX-2013–ზე წარმოდგენილი  დისტანციური სატყვიამფრქვევო მოდული FLW–200–ით აღჭურვილი ბერძნული Leopard-2HEL
ჯარების ავტომატიზირებული მართვის სისტემის, IFIS–ის დაყენების ხარჯზე ასევე გაუმჯობესდა მანქანის სამეთაურო მართვის დონე, შესაბამისად რადიოსადგურების რაოდენობა სამამდე გაიზარდა – ერთი ინფორმაციის გადაცემაზე მუშაობს. კერძოდ IFIS–ის დაყენება მანქანის მოდერნიზაციის მთავარ დეტალად შეიძლება ჩაითვალოს.

წყარო:

Saturday, December 13, 2014

რუსეთის ეკონომიკური კრიზისი და უკრაინა


მოკლედ რაც უკრაინის კრიზისი დაიწყო გამუდმებით მქონდა ისეთი გრძნობა რომ საქმე გვაქვს ძალიან სიღრმისეულ გეგმასთან, რომელსაც დასავლეთი და კერძოდ აშშ ახორციელებს. 
აზრი კი ასეთი იყო – "აშშ–მ გამოიყენა უკრაინა, რათა რუსეთი ჩაეთრია ისეთ გაწევ გამოწევაში, საიდანაც თვითონ (აშშ), მიუხედავად იმისა როგორ შედეგს დადებდა უკრაინა, მაქსიმალურ მოგებას ნახავდა".
ანუ რუსეთს მისცეს ცრუ გამარჯვების ილუზია – აი ყირიმი დავიბრუნეთ, ვაშაა "Крым наш". ეხლა დონბასიც ჩვენი იქნებაა და "рассеюшка в период". მაგრამ ამ ავანტიურის ფინალი როგორიც არ უნდა იყოს, რუსეთმა დონბასიც რო წაართვას უკრაინას, ყირიმში რო გავიდეს სახმელეთო გზით და შავი ზღვის აკვატორიაში სტრატეგიული დომინანტობა მოიპოვოს, რუსეთი მაინც გეოპოლოტიკურ არენაზე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და აი რატომ:
"რუსეთის ერთადერთი ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ამ ავანტიურიდან ეს არის შეცდომის აღიარება და როგორც მინიმუმ აღმოსავლეთ უკრაინის დათმობა. მაგრამ ეს რუსეთის პოლიელიტის სიკვდილს ნიშნავს და ამაზე კრემლში წამსვლელები არ არიან. ამიტომ იზამენ ყველაფერს რათა დრო გაწელონ. დრო კიდევ მათ წინააღმდეგ მუშაობს, რაც დრო გადის, მით უფრო მტკივნეული ხდება სანქციების შედეგები და აქ მარტო სანქციებზე არაა საუბარი – სანქციების სიმკაცრის მიუხედავად ფინანსური დაბანდება და აქტივობა რუსეთში არარენტაბელური გახდა და ყველა ცდილობს გაიტანოს თავისი ფული რუსეთიდან (ძაან რთული ფინანსური სქემებია, რაც მეც არ მესმის ამიტომ დანარჩენს ქვემოთ მოყვანილ ბმულზე წაიკითხავთ). რაც თავისთავად რუსეთის ეკონომიკას წელს ქვევით ურტყამს და რუსული რუბლი უფასურდება და მისი უარყოფითი რეკორდი 16 წლის წინანდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა, მოკლედ რო ვთქვათ "Привет от Ельцина!!!".
ასევე აშშ–მ გეგმაზომიერად, არაბ შეიხებთან შეთანხმებით დაიწყო ნავთობის ფასის დაგდება, გუშინდელი მდგომარეობით Brent–ის მარკის ბარელი ნავთობი 62 დოლარის ფარგლებში იყო (რაც კრიზისამდელი ფასის ნახევარია), არ დაგვავიწყდეს რომ რუსეთის ბიუჯეტის 50% ნედლეულის ექსპორტის ხარჯზე ივსება, რომელშიც ლომის წილი ნავთობპროდუქტებს უკავიათ და ეხლა წარმოიდგინეთ რა დაემართება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა?
ამ ყველაფერთან ერთად აშშ–მ (თვითონ რუსეთის დახმარებით რა თქმა უნდა) მოახდინა რუსეთის ნამდვილი სახის დემონსტრირება და უკვე ყველამ აღიარა ის რაც მანამდე ისედაც იცოდა – რუსეთი ეს საშიში და არა ადეკვატური გიჟია, რომელსაც ხელში კეტი უჭირავს და რას მოიმოქმედებს არავინ არ იცის. მსოფლიო არენაზე რუსეთი ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუტოლდა".

ანუ რეგიონალური წარმატების მიუხედავად რუსეთი გეოსტრატეგიულ დონეზე აღმოჩნდა პოლიტიკურ–ფინანსური მარცხის წინაშე, რამაც შესაძლებელია მისი ფინანსური კრახი გამოიწვიოს, საუბარი არაა წლევანდელი წლის ან მომავალი წლის შედეგებზე, ეს კრიზისი საკმაოდ დროში გაწელილი შეიძლება აღმოჩნდეს და ამ ყველაფრიდან აშშ ნახულობს ყველაზე დიდ მოგებას. როგორც არ უნდა მოხდეს, უკრაინა თავისი ყირიმითა და აღმოსავლეთით თუ მათ გარეშე რუსეთისა აღარასოდეს არ იქნება და ამერიკის მძლავრი მოკავშირე იქნება რუსეთის საზღვართან, ეს კიდევ რუსეთის რეგიონალური ცრუ გამარჯვებით შენიღბული აშშ–ს ნამდვილი გამარჯვებაა.

და ეს ყველაფერი სავარაუდოდ წინასწარი იყო დაგეგმილი, ასეთ აზრს გამოთქვამს რუსი ბიზნესმენი და ეკონომისტი, სლავა რაბინოვიჩი – "Великий де-леверджинг ускорит это превращение. А возможно, в этом и заключался первоначальный план от 1-го марта сего года".

რაც შეეხება ზემოთ შეპირებულ ბმულს, ოღონდ გაფრთხილებთ ბევრი საკითხავია და ფინანსური ტერმინებით გადატვირთული, თუმცა საკმაოდ საინტერესო სტატიაა, რომელიც რუსი ბიზნესმენისა და ეკონომისტის, სლავა რაბინოვიჩის მიერაა დაწერილი და კარგადაა ახსნილი თუ რატომ ერხევა რუსეთის ეკონომიკას – Начался финансовый крах фашистской России. Почему?


P.S. დიდი ეკონომისტი და პოლიტოლოგი არა ვარ, ამიტომ ძაანაც ნუ გამაკრიტიკებთ.

Friday, December 12, 2014

აშშ–ს სენატის უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქტი – სამხედრო დახმარება უკრაინას


აშშ–ს კონგრესმა მიიღო აქტი, რომლიც ერთხმოვნად იყო მიღებული სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის მიერ. აქტი მოუწოდებს გაუწიოს უკრაინას დახმარება სამხედრო, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო სფეროში. ასევე აქტის თანახმად როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და მოლდავეთს ენიჭებათ აშშ–ს განასკუთრებული მეკვაშირის, არა NATO–ს წევრი ქვეყნის სტატუსი და აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. 


სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე – S.2828 - Ukraine Freedom Support Act of 2014

დღის ფოტო – დილის განწყობისთვის

2008 წელი, ჩადი – შვედური არმიის მოტომექანიზირებული ქვედანაყოფი პატრულირების მომენტში

Wednesday, December 10, 2014

AIM-120C7–ის წარმატებული გამოცდები არქტიკული პირობებში

2014 წლის 8 დეკემბერი, შვედეთი, ვიდსელის საგამოცდო პოლიგონი – ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოახდინეს კომპანია Raytheon–ის AMRAAM (Advanced Medium Range Air-to-Air Missile) AIM-120C7–ის 5 საცდელი გაშვება. სროლები სექტემბერში დაწყებული  სწავლება "თორის უროს" (Thor's Hammer) ფარგლებში განხორციელდა.

თითო AMRAAM გაშვებული იქნა გამანადგურებელ F-16 და F/A-18, ხოლო ხმელეთიდან განხორციელდა სამი NASAMS (National Advanced Surface-to-Air Missile System) რაკეტის გაშვება. ხუთივე რაკეტამ მიზანს მიაღწია, განადგურებული იქნა სხვადასხვა ტიპისა და პროფილის საჰაერო სამიზნეები. აქედან ნორვეგიამ განახორციელა ერთი ცალი AIM-120C7 რაკეტის გაშვება NASAMS–ის კომპლექსიდან, ფინეთმა ასევე სახმელეთო ბაზირების NASAMS–იდან ორი ცალი AIM-120C7 გაუშვა, ხოლო შვეიცარიამ და თურქეთმა შესაბამისად F-18–დან და F-16–დან განახორციელეს საჰაერო სროლები.

შვედეთმა სწავლება "თორის უროს" ფარგლებში საჰაერო ბაზირების ერთი ცალი AMRAAM AIM-120C7 გაუშვა 

ორვეგიამ სწავლება "თორის უროს" ფარგლებში სახმელეთო ბაზირების, თვითმავალი NASAMS–იდან ერთი ცალი AIM-120C7 გაუშვა 
ფინეთმა სწავლება "თორის უროს" ფარგლებში სახმელეთო ბაზირების, კონტეინერული NASAMS–იდან ორი ცალი AIM-120C7 გაუშვა  

წყარო:

ესტონეთმა ნიდერლანდებთან ქსმ CV9035NL Mk III შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა

2014 წლის 9 დეკემბერს ჰააგში, ესტონეთისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს უკვე დიდი ხნის წინ მსჯელობის საგნად გამხდარ ხელშეკრულებას (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – ესტონეთი CV90–35NL–ებსა და PzH–2000–ებს ყიდულობს – და ჩვენ?), რომლის თანახმადაც ჰოლანიური მხარე 113 მილიონი ევროს საფასურად ესტონეთს შვედური წარმოების (BAE Systems Land Systems Hägglunds AB) 44 ცალ ქსმ CV9035NL Mk III გადასცემს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს Leopard-1–ის ბაზაზე არსებული 6 ცალი ჯავშანმანქანის მიწოდებას (ორი სატანკო ხიდგამდები Biber, ორი მესანგრის მანქანა Pionirpanzer და ორი შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა Standard).

ესტონეტის მინისტრი ნიდერლანდების არმიის საკუთრებიდან შეძენილ ერთ–ერთ ქსმ CV9035NL Mk III–ს ათვალიერებს
CV–90–ის ოჯახობაში ქსმ CV9035NL Mk III ყველაზე თანამედროვედ ითვლება. მანქანები აღჭურვილია მძლავრი, 35მმ–ნი ავტომატური ქვემეხი АТК Bushmaster III–ით (ოფციონალურად შესაძლებელია 50მმ–ნის დაყენებაც), დაცვის ამაღლებული დონით, ცეცხლის მართვის დუბლირებული დღე–ღამის კომპლექსითა და საბორტე ინფორმაციული მართვის სისტემით. მანქანის საბრძოლო მასა 36 ტონას აღწევს.
სულ ნიდერლანდების არმიამ 2004 და 2008 წლის 1,0752 მილიარდი ევროს კონტრაქტების საფასურად 193 ქსმ CV9035NL Mk III–ის სამი ვარიანტი შეიძინა (151 სახაზო მანქანა, 34 სამეთაურო და 8 მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის), რომლებიც შვედური ამწყობი ხაზი BAE Systems Land Systems Hägglunds AB–ედან შემკვეთს 2007–2011 წლებში მიეწოდა.
ჰოლანდიურ არმიაში ამ ქსმ–ებით ოთხი მოტოქვეითი ბატალიონი იყო აღჭურვილი (საშტატო 44 მანქანით) – ორ–ორი მე–13 და 43–ე მოტოქვეით ბრიგადებში. მაგრამ 2011 წელს მე–13 მოტოქვეითი ბრიგადის "მსუბუქ ბრიგადა" გადაკეთების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასთანაც დაკავშირებით ორივე მისი ქვეითი ბატალიონი (მე–17 და 42–ე) 2015 წლიდან საბურავებიან საბრძოლო ტექნიკაზე გადაიარაღდებიან (ჯტრ Boxer, შეჯავშნული სადაზვერვო მანქანები Fennek, შეჯავშნული მანქანები Bushmaster და ჯავშანჯიპები Mercedes-Benz). ორივე ბატალიონის 88 ქსმ CV9035NL Mk III–ს ამოიღებენ ხმარებიდან, აქედან ერთი ბატალიონის ქსმ–ები შენახვაზე დადგება, ხოლო მეორისა – გასაყიდად გამოიტანეს. სწორედ ამ მანქანებს ყიდულობს ესტონეთი. ესტონეთის მიერ ნაყიდი ყველა მანქანა 2007–2008 წლებშია დამზადებული.
შეძენილ პირველ 14 ცალ ქსმ CV9035NL Mk III–ბს და Leopard–1–ის ბაზაზე არსებული ექვსივე მანქანას ნიდერლანდები 2015 წლის თებერვალში მიაწოდებს ესტონეთს, ხოლო 2015 წლის 24 თებერვალს ეს მანქანები ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სასაზღვრო ნარავაში განხორციელდება. დანარჩენი მანქანები მცირე რემონტის შემდეგ 2016–2018 წლებში იქნება გადაცემული.
ეს 44 ცალი ქსმ–ი და Leopard–1–ის ბაზაზე არსებული ექვსივე მანქანა ეგერთა 1–ლი ქვეითი ბრიგადის ელიტარულ სკაუტთა ბატალიონს (Scoutspataljon) გადაეცემა, რომელიც გახდება ესტონეთის არმიის პირველი სრულფასოვანი "მექანიზირებული ქვედანაყოფი". ამჟამად ეს ბატალიონი ყოფილი ფინური საბურავებიანი ჯტრ Sisu XA-180–ებითაა აღჭურვილი.

წყარო:

Tuesday, December 9, 2014

კბილებიანი V-22–ის პირველი საცეცხლე გამოცდა

ტეხასი, ფორტ უერტი, 2014 წლის 8 დეკემბერი – Bell Helicopter, a Textron Inc. company–ს განაცხადების თანახმად, კონვერტოპლან Bell Boeing V-22 Osprey–სპირველმა საცეცხლე გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა. გამოცდები შტატ არიზონაში, იუმაში მდებარე აშშ–ს არმიის პოლიგონზე, გასულ თვეს განხორციელდა.


"კონვერტოპლანის საცეცხლე გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა", განაცხადა Bell Boeing V-22–ის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვინს ტობინმა (Vince Tobin). "ჩვენ ვაჩვენეთ რომ შესაძლებელია V-22–ის სხვადასხვა სახის შეიარაღებით აღჭურვა და მათი წარმატებული გამოყენება. ვულოცავ გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა".
Bell Boeing V-22 აშშ–ს საზღვაო ქვეითების რიგებში მყოფი ყველაზე უსაფრთხო საჰაერო ხომალდია. 2007 წლის მერე, რაც მოხდა მისის შეიარაღებაზე მიღება, მან ავღანეთში, სპარსეთის ყურესა და ხმელთაშუა ზღვაში მეწინავე მაჩვენებლებს მიაღწია. Osprey მომხმარებელს გამოყენების ფართო სპექტრს სთავაზობს, ისეთებს როგორიცაა – რეიდები, ევაკუაცია, დაზარალებულთა დახმარება, მომარაგება, VIP გადაზიდვები და თანამშრომლობა უსაფრთხოების მიზნით.
"საცეცხლე შესაძლებლობების ინტეგრაცია Osprey–ს მისიების შემადგენლობას გაზრდის", დასძნა ტობინმა. "ეს შეიარაღება, როგორც კი დამონტაჟდება კონვერტოპლანზე, უზრუნველყოფს მას დამატებითი საცეცხლე შესაძლებლობებით და შეამცირებს მის დამოკიდებულებას მეწინავე მომარაგების სადგურებზე (Forward Arming and Refueling Points – FARPs), რომელთა დაყენებაც ხშირად V-22–ის თანმხლები ვერტმფრენებისთვისაა საჭირო. ამ სადგურების გარეშე, შესაძლებელი იქნება V-22–ის უფრო ხშირად და უფრო მალე გაშვება მისიებზე".


Sunday, December 7, 2014

საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან–ივეს ლე ადრიანმა (Jean-Yves Le Drian) სამთო ქვეითების 27–ე საარტილერიო ბრიგადაში ვიზიტისას წარმოადგინა საფრანგეთის არმიისთვის განკუთვნილი ორი, ახალი თაობის ჯავშანმანქანის, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6 კოცეპტი, რომლებიც EBMR Scorpion–ის პროგრამის ფარგლებში იქმნება. პროგრამაზე ფრანგული კომპანიების, Nexter Systems, Renault Trucks Defense და Thales–ის მიერ დროებით შექმნილი კონსორციუმი, GME მუშაობს.

მრავალფუნქიური ჯავშანმანქანა GRIFFON (Multi-Role Armoured Vehicle GRIFFON)

 სადაზვერვო–საბრძოლო ჯავშანმანქანა  JAGUAR (Reconnaissance and Combat Armoured Vehicle JAGUAR)

EBMR–ის ხელშეკრულების თანახმად, მრავალფუნქიური ჯავშანმანქანა GRIFFON (Multi-Role Armoured Vehicle GRIFFON) და სადაზვერვო–საბრძოლო ჯავშანმანქანა  JAGUAR (Reconnaissance and Combat Armoured Vehicle JAGUAR) შესაბამისად VAB და AMX10RC, ERC Sagaie და VAB Hot ჩაანაცვლებენ. რომლებიც 70–80–იანი წლებიდან იწარმოება და ბოლო 30 წელია ფრანგული არმიის მიერ ფართოდ გამოიყენება ყველა ოპერაციებში.

მანქანები რომლებიც EBMR Scorpion–ის პროგრამის ფარგლებში იქნება შეცვლილი

VAB

AMX10RC

ERC Sagaie

VAB Hot

ხელშეკრულება პროგრამი ყველა ეტაპს მოიცავს – დაპროექტება–შემუშავებიდან დაწყებული, საგამოცდო პროტოტიპის აწყობითა და საწარმოო ხაზის მოწყობით დამთავრებული. ასევე GME–ს მიზანია მოახდინოს ხანგრძლივ პერსპექტივაში მანქანების მომსახურება–რემონტის ინტეგრირება.
GME–ში შემავალი სამი კომპანიის ინოვაციები და know-how ტექნოლოგიები მობილურობაში, დაცვასა და ციფრულ სფეროში გაერთიანდება Scorpion–ის პროგრამაში. SCORPION EBMR–ებით აღჭურვილი მომავლის ტაქტიკური ჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობები წინა თაბის ქვედანაყოფებთან შედარებით საგრძნობლად გაიზრდება.
ამ პროგრამას NEXTER, RTD და Thales–ისთვის და ასევე GME–ს სხვა მცირე ქვემიმწოდებლებისთვის საკმაოდ დიდი და სტრუქტურული მნიშვნელობა აქვს. განვითარება–დაპროექტების სტადიაში შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, ხოლო უშუალოდ სერიულ წარმოებაში 1700 მუშა დასაქმდება.
სულ შეკვეთილია 2000–მდე მანქანა და მათი მიწოდება გეგმის მიხედვით 2018 წელს უნდა დაიწყოს.

 Griffon VBMR 6x6 მოკლე ტტმ:
  • წონა – 20–24ტ კონფიგურაციისა და დანიშნულების მიხედვით
  • დანიშნულება – ქვეითთა სატრანსპორტო მანქანა, სამედიცინო, სამეთაურო და არტილერიის სადაზვერვო მანქანა.
  • ეკიპაჟი – 2+8 კაცი (კოფიგურაციის მიხედვით)
  • შეიარაღება – 40მმ–ნი აყტ და 7,62 ტყვიამფრქვევი ან 12,7მმ ტყვიამფრქვევი
  • დაცვა – ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო
  • მოქმედების რადიუსი – 800კმ 

Griffon VBMR 6x6–ის ბროშურა - Griffon VBMR 6x6

Jaguar EBRC 6x6 მოკლე ტტმ:
  • წონა – 25ტ
  • ეკიპაჟი – 3 კაცი (ორი კაცი კოშკურაში)
  • შეიარაღება – 40მმ–ნი ქვემეხი, ტელესკოპური ჭურვებით
  • მართვადი შეიარაღება – ორი ცალი მართვადი საშუალო მანძილის რაკეტა
  • დაცვა – ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო
  • მოქმედების რადიუსი – 800კმ 
Jaguar EBRC 6x6–ის ბროშურა:
Jaguar EBRC 6x6
აღწერა:
Jaguar EBRC 6x6 reconnaissance and combat armoured vehicle EBMR Scorpion


წყარო: