Saturday, March 16, 2019

რუსმა მედესანტეებმა БМД-4М-ის მორიგი პარტია მიიღეს


14 მარტს, რუსეთის გვარდიულმა სადესანტო-მოიერიშე წითელდროშოსანმა დივიზიამ ახალი საბრძოლო ტექნიკა მიიღო. კერძოდ ფსკოვის სადესანტო დივიზიას 31 ცალი БМД-4М და 8 ცალი БТР-МДМ «Ракушка» გადაეცა. მანქანები 104- გვარდიულ სადესანტო-საპარაშუტო პოლკის მე-3 სადესანტო მოიერიშე ბატალიონს გადაეცა. ტექნიკის გადაცემამდე ეკიპაჟებმა და მეთაურებმა ქალაქ ომსკში 2 თვიანი გადასამზადებელი კურის გაიარეს.


P.S. როგორც ღია წყაროებიდან ხდება ცნობილი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადესანტო ჯარებს, 2016 წლიდან დღემდე, 6 საბატალიონე კომპლექტი გადაეცა. პლიუს ათი მანქანა 204-ე სასწავლო ცენტრში და 17 რიაზანის უმაღლეს საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებელში. ანუ მთლიანობაში 213 ცალი БМД-4М.




აშშ-ს 2020 წლისთვის მოთხოვნილი სამხედრო ბიუჯეტის მიმოხილვა

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 2020 ფინანსური წლისთვის მოთხოვნილი სამხედრო ბიუჯეტის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ქვემოთ  ბიუჯეტიდან რამოდენიმე საინტერსო მომენტია ამოწეული.

მთლიანობაში სამხედრო ხარჯები წლევანდელთან შედარებით 33.3 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია - შემცირებულია შეიარაღებული ძალების საბაზისო ხარჯები (616.1 მილიარდიდან 544.5 მილიარდამდე) - მაგრამ თითქმის 100 მილიარდითაა გაზრდილი უცოხეთში ოპერირების ხარჯები (ვის და სად უმიზნებენ საინტერესოა).

აშშ-ს 2017-2020 წლის სამხედრო ხარჯები

აღნიშნული ბიუჯეტი შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
  • კოსმოსი - 14.1 მილიარდი
  • კიბერ უსაფრთხოება - 9.6 მილიარდი
  • საჰაერო ძალები - 57.7 მილიარდი
  • საზღვაო ძალები - 34.7 მილიარდი
  • სახმელეთო ძალები - 14.6 მილიარდი
  • მრავალ დონემნური ძალები - 34 მილიარდი. აქედან:

  1. ანტისარაკეტო თავდაცვა - 13.6 მილიარდი
  2. სტრატეგიული ძალები - 14.0 მილიარდი
  3. სპეციალური ოპერაციების ძალები - 3.4 მილარდი
  • ინოვაციებში - 7.5 მილიარდი. აქედან:
  1. სახმელეთი და წყალქვეშა უპილოტო საბრძოლო სისტემები და უპილოტო ლოჯისტიკური კომპლექსები - 3.7 მილიარდი
  2. ხელოვნური ინტელექტი - 927 მილიონი
  3. ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები - 2.6 მილიარდი
  4. ლაზერული ტექნოლოგიები - 235 მილიონი

ბიუჯეტის თანახმად დაგეგმილია ხელფასების 3.1% ზრდა. აგრეთვე უნდა გაიზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 7.7 ათასი სამხედრო მოსამსახურით (აქედან რეზერვი 1.5 ათასით, ხოლო საჰაერო ძალები, არმია და მარინესები მთლიანობაში 6.1 ათასით). გაზრდილია დაფინანსება ტაქტიკური ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის 80%-მდე გასაზრდელად, ამისათვის 41.2 მილიარდის დახარჯვაა დაგეგმილი.

საკმაოდ საინტერესოა ტაქტიკური საბრძოლო მართვადი სარაკეტო შეიარაღების შესყიდვის ტენდენციებიც. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ბოლო სამი წლის ტენდენციაა ასახული (მოცემულია რაოდენობა და მთლიანი ღირებულება):


წყარო - FY2020 Budget Request Overview Book

Friday, March 15, 2019

არტილერისტებო ზალპი - დღეს ქართული არტილერიის დაბადების დღეა

დღეს საქართველოში არტილერიის დღეს აღნიშნავენ და იხსენებენ სამშობლოსათვის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს. 26 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ 15 მარტს ღამით ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, მაშინ როდესაც რუსულ-აფხაზური (მედესანტეები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები) შეიარაღებული ფორმირებები მოჭარბებული ძალებით ახორციელებდნენ ხმელეთიდან შეტევას, ცდილობდნენ დესანტის გადმოსხმას და სოხუმს რუსეთის ავიაცია ბომბავდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქალაქის დაცვაში.


ცხარე ბრძოლები სამ დღეს გრძელდებოდა. საქმე ხელჩართულ ბრძოლებამდეც კი მიდიოდა. თავდაცვის პირველი ხაზი რამოდენიმე ადგილზე გარღვეული იქნა. მაშინ, როდესაც, სოხუმში წინა ხაზზე ალყაში მოქცეული ცალკეული ჯგუფები ბრძოლას განაგრძობდნენ, მოწინააღმდეგის ზოგიერთი მოიერიშე ჯგუფი აჩადარიდან შემოვიდა და შუქურის დასახლებამდე შეაღწია. "მარტის შემოტევის" მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. გუმისთის მარჯვენა ნაპირზე მოქმედებით, 16 მარტს მან გარდატეხა შეიტანა მიმდინარე ბრძოლის მსვლელობაში. არტილერისტები გადამღობავ ცეცხლს აწარმოებდნენ მოიერიშე ჯგუფების ზურგს უკან, თავდამსხმელების მეორე ეშელონი მოსწყვიტეს ავანგარდს, რითაც ჩვენს მებრძოლებს თავდაცვის ხაზის აღდგენაში დაეხმარნენ.

ცნობილია ეპიზოდი, როდესაც გუმისთაზე ერთ-ერთი ქართული დანაყოფის მეთაურმა, დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი რესურსებით ვერ გაუმკლავდებოდა მტრის მოჭარბებულ ძალებს, არტილერიის ცეცხლი თავის პოზიციაზე გამოიწვია. მიუხედავად საშიშროებისა, რომ საარტილერიო ცეცხლს ქართველი ჯარისკაცები შეეძლო ემსხვერპლა, "ბრონირებული მატარებლის" არტილერისტებმა (გვარდიის საარტილერიო ნაწილი, რომლის შეიარაღება სოხუმში იქნა დამონტაჟებული მოძრავ პლატფორმაზე), სწორად გათვლილ კოორდინატებზე დაყრდნობით შესძლეს თავდაცვის ხაზიდან 50 მეტრში გადამღობავი ცეცხლის წარმოება, რის შედეგადაც განმუხტეს შექმნილი კრიტიკული ვითარება.


შემოტევა იქნა შეჩერებული, მაგრამ 18 მარტს გუმისთაზე მთელი დღის განმავლობაში არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით აქტიური პოზიციური ბრძოლები მაინც გრძელდებოდა. 19 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და თვით ქალაქ სოხუმის თავზე გამოჩნდნენ რუსული Су-27С კლასის თვითმფრინავები. ერთი მათგანი, რომელსაც მართავდა პილოტი ვლაცლავ შიპკო ჩამოგდებულ იქნა ქართველთა მიერ სოხუმის გარეუბანში სოფელ შრომასთან - მფრინავი დაიღუპა. 20 მარტს გამთენიისას სოხუმს მიუახლოვდა გემი აფხაზური დესანტით, მაგრამ იგი სანაპირო დაცვის ტექნიკით იქნა ჩაძირული. საღამო საათებში მოწინააღმდეგე კვლავ შეეცადა შეტევის განხორციელებას სოფელ ეშერის გარეუბანში, ხოლო ღამით დაბა აგუძერის მახლობლად. ქართული პოზიციების მიმართულებით ამჯერად ცეცხლი იქნა გახსნილი ზღვიდან - მოწინააღმდეგის გემი კვლავ არტილერიის ცეცხლით განიდევნა. 21 მარტს მდინარე გუმისთაზე სიმშვიდემ დაისადგურა.

ქართული მხრიდან დანაკარგებმა 137 დაღუპულისა და 350 დაჭრილის სახით შეადგინა. აფხაზური მხარის მონაცემებით, მთლიანად "მარტის თავდასხმაში" მათი დანაკარგები  დაახლოებით 400 დაღუპულს, 1 ათას დაჭრილსა და 70 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ითვლიდა.


წყარო:

ყატარს პირველი AH-64E Apache Guardian გადაეცა

არიზონას შტატში, ქალაქ მესაში მდებარე ქარხნის ტერიოტრიაზე, ყატარის მიერ შეკვეთილი AH-64E Apache Guardian-ის ტიპი 24 მოიერიშე ვერტმფრენიდან პირველს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.



ქვეყნის საჰაერო ძალებისთვის პირველი AH-64E Apache Guardian-ის გადაცემის ცერემონიალს ყატარის პრემიერ-მინისტრის მოადგილე თავდაცვით საკითხებში - ჰალიდ ბინ მოჰამედ ალ-ატტიია დაესწრო.

აღნიშნული ვერტმფრენის შესახებ იხილეთ შემდეგი სტატიები:


როგორც ცნობილია, ყატარის მთავრობამ 2014 წელს 24 ცალი AH-64E-ს შესყიდვის გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ვერტმფრენების გარდა უნდა მომხდარიყო 70 პილოტისა და 100 სახმელეთო პერსონალის გაწვრთნა. საბოლოოდ ამერიკულ მხარესთან ხელშეკრულება 2016 წლის ივლისში გაფორმდა, რომლის ღირებულაც 667 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.


AH-64E წარმოადგენს AH-64-ის უახლეს ვერსიას, მისი ძირითადი მომხმარებელი აშშ-ს არმიაა. ის ასევე ცნობილია სახელწოდებით Apache Guardian. აღნიშნული ვერტმფრენი აღჭურვილია მეწინავე სენსორებით, საბორტე ავიონიკითა და ღამის პირობებში მუშაობის გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. ამას გარდა Apache Guardian-ს ორი უპილოტო საფრენი აპარატის მართვაც შეუძლია.


წყარო - Abdulmoiz

Lockheed Martin - Sikorsky Raider-ის სადემონსტრაციო ფრენა

ჩქაროსნული ვერტმფრენის საინტერესო კონცეპტია - ვნახოთ რა გაგრძელებას ჰპოვეს ამერიკის საარმიო ავიაციაში

პირველი ნაბიჯები მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის სარეალიზაციოდ

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საბჭო მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის პროექტში თანამშრომლობაზე შეთანხმდა.


5 მარტს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მრავალმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ NASA, ESA, CSA, JAXA და "Роскосмос"-ი.

განხილვის ძირითადი თემა მთვარის ორბიტაზე განსათავსებელი სადგური LOP-G (Gateway) გახდა. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს პროექტით დაინტერესება და ახალი კოსმოსური ფორპოსტის შესაქმნელად გეგმები შეათანხმეს.

დედამიწის ორბიტის გარეთა ეკქსპედიციებისთვის LOP-G შუალედური სადგური უნდა გახდეს. მას მთვარის მაღალელფსოიდურ ორბიტაზე განათავსებენ და მისი აპოცენტრი 70 ათასი კილომეტრი უნდა იყოს. სადგუს გამოიყენებენ როგოც მთვარის ზედაპირზე გადასასხდომად მივლენილი კოსმონავტები, ასევე შორეულ კოსმოსში სამოგზაუროდ.

შედარება ზომებში - ზედა მთვარის ორბიტაზე განსაTავსებელი პერსპექტიული სადგური, ქვემოთ საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS)

საერთაშორისო კოსმოსური სადგურისგან განსხვავებით ეს სადგური არ იქნება მუდმივად დასახლებული. მას შეეძლება მიიღოს ოთხ კაციანი ეკიპაჟები 30-დან 60 დღის ხანგრძლივობით. LOP-G ექვსი ძირითადი მოდულისგან იქნება აწყობილი. მისი შემადგენლობიდან პირველად კოსმოსში NASA-ს მიერ შექმნილი ელექტროამძრავი მოდული - PPE (Power and Propulsion Element) გავა, რომლის გაშვებაც 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

ორი წლის შემდეგ მოდულთან EM-2 მისიის მონაწილეები ხომალდ Orion-ით მიფრინდებიან. ასტრონავტები PPE მოდულთან ევროპული მოდულის ESPRIT-ის (European System Providing Refuelling, Infrastructure and Telecommunications) და ამერიკული UE-ს (U.S. Utilization Element) ბმას განახორციელებენ. ამ მოდულებმა სადგური კავშირით, სამეცნიერო ექსპერიმენტების ჰერმეტული ნაკვეთურით და საწყისი საცხოვრებელი მოცულობით უნდა უზრუნველყოს, რის შემდეგაც ეკიპაჟი მცირე დროით შესძლებს იქ ცხოვრებას.

Orion-ის გრაფიკული გამოსახულება

მომდევნო წლებში LOP-G ორი სრულფასოვანი საცხოვრებელი მოდულით (ერთი NASA-ს აწყობილი, მეორე ESA-ს და JAXA-ს ერთობლივი ნამუშევარი იქნება) და ერთი მრავალმიზნობრივი მოდულით (მის შექმნაზე "Роскосмос"-ია პასუხისმგებელი) შეივსება, ეს ბოლო ღია კოსმოსში გასასვლელად და მასზე სხვა ხომალდების მისაბმელად იქნება გამოყენებული. LOP-G-სთვის CSA რობოტიზირებულ მკლავ-მანიპულატორს შექმნის, მსგავსი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა დამონტაჟებული. სადგურის მომარაგება ლოგისტიკური მოდულების დახმარებით განხორციელდება (NASA და JAXA). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი დამატებითი საცხოვრებელი სივრცის სახით გამოყენება.

მთვარეზე ექსპედიციისთვის ეკიპაჟი დასაშვებ აპარატს გამოიყენებს. მისი შექმნა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას დაევალება. მიმდინარე გეგმების თანახმად ის 2028 წლისთვის უნდა იყოს მზად.

მთვარეზე დასაშვები მოდული

წყარო:

Thursday, March 14, 2019

JLTV აშშ-ს საზღვაო ქვეითების გამოცდებზე


აშშ-ს არმიის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ქვეითებისთვის შექმნილმა ერთიანმა მსუბუქმა ტაქტიკურმა ჯავშანმანქანა JLTV-მ უკვე დაიწყო სამწყობრო ქვედანაყოფებში საარმიო გამოცდების გავლა. ცნობისთვის ამერიკელმა მარინესებმა საცდელი ექსპლუატაციის გასავლელად წინა თვეს პირველი ექვსი მანქანა მიიღეს.

სავალი შესაძლებლობების გამოცდა უგზოობაზე

თემატური სტატიები  მანქანის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

Wednesday, March 13, 2019

GL40 - ისრაელის არმიის ახალი ყუმბარმტყორცნი


ებრაული IWI-ს მიერ 2012 წელს შექმნილი 40 მილიმეტრიანი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის, GL40-ის, მიეღბას ისრაელის არმია ამ წლის აპრილში დაიწყებს. გათვლის თანახმად ოცეული 2-3 კომპლექსით აღიჭურვება (თითო ყუმბარმტყორცნი ათეულზე). ყუმბარმტყორცნის დაყენება შესაძლებელი იქნება როგორც Tavor-ზე ასევე M4A1-ზე - ამგვარდ ის ისრაელის არმიის შეიარაღებაზე არსებულ ამერიკულ M203 ჩაანაცვლებს.

GL40 ამერიკული M203-ში გამოყენებულ ყუმბარებს მოიხმარს, იმის გათვალისწინებით რომ ლულები ყუმბარმტყორცნებს ერთი სიგრძისა აქვს, სროლის მანძლის ანალოგიურებია - მაქსიმალური 400 მეტრი გრძელი ლულით, ხოლო 300 მეტრი მოკლე ლულიან ვარიანტს. GL40-ის ძირითად ღირსებას მისი დატენვის ხერხი წარმოადგენს - ამერიკულისგან განსხვავებით, რომელიც წინ ცურდება, ის გვერდზე ტრიალდება. ეს საშუალებას იძლევა პერსპექტივაში გამოყენებული იქნას უფრო გრძელი ყუმბარები, რომლებიც ამერიკულ ყუმბარმტყორცნში ფიზიკურად ვერ ჩაიდება.


GL40-ს, ჩვეულებრივი ყუმბარების გარდა (ჯავშანგამტან-მსხვრევადი, საკვამლე, მანათობელი), შეუძლია სპეციალური ყუმბარების გამოყენებაც. როგორც ცნობილი ხდება ამჟამად ებრაული მხარე ორი სახის ახალ ყუმბარაზე მუშაობს:

  • ყუმბარა კარებებისა და კედლების გამოსამტვრევად;
  • აქტიურ რეაქტიული ყუმბარა - მას საკუთარი რეაქტიული ძრავა გააჩნია, რომელიც გასროლის შემდეგ ირთება და ყუმბარის სროლის მანძილს 1 კილომეტრამდე ზრდის. მთელ რიგ სიტუაციებში ეს ყუმბარა ყუმბარმტყორცნ М72 LAW-ის მაგივრად შეიძლება იქნას გამოყენებული (აღსანიშნავია რომ ყუმბარის წონა М72 LAW-ის მეოთხედი იქნება, ხოლო ფასი მესამედი). შესასძლებელი იქნება ყუმბარის მიზნის თავზე პროგრამირებადი აფეთქება.

GL40-თან ერთად, კომპლექტში ახალი სამიზნეც იქნება - რომელიც მიზნამდე მანძილს და აფეთქების წეტრტილის ავტომატურად გამოითვლის. ღამით ცეცხლის წარმოება შაშხანის სტანდარტული ღამის სამიზნიდან იქნება შესაძლებელი.

GL40-ის ტტმ-ი (შედარებისთვის ფრჩხილებში М203-ის ტტმ-ია):

  • კალიბრი – 40 მმ (იგივე);
  • საბრძლო მასალა – 40×46 მმ SR (იგივე);
  • მთლიანი სიგრძე – 413 მმ (380 მმ);
  • ლულის სიგრძე – 303 მმ (305 მმ);
  • წონა, ცარიელის – 1.4 კგ (1.36 კგ).

GL40-ის ვარიანტები:

  • STAND ALONE IWI GL 40 - დამოუკიდებელი ყუმბარმტყორცნი, აღჭურვილია M4-ის მსგავსი ტელესკოპური კონდახით. ამ ვარიანტში ცარიელის წონა 2 კგ-ს უდრი, ხოლო სიგრძე 606/690 მმ (გახსნილი და დაკეცილი კონდახით)
  • X95 IWI GL 40 – შაშხანა Tavor Х95-ისთვის.
  • X95 IWI GL 40 SHORT – წინა მოდელის მოკლე ლულიანი ბვარიანტი (228.5 მმ).
  • ACE IWI GL 40 – შაშხანა Galil ACE-სთვოს.
  • ACE IWI GL 40 SHORT – წინა მოდელის მოკლე ლულიანი ბვარიანტი (228.5 მმ).

წყარო: