მძიმე მუხლუხებიანიო პლატფორმა «Армата»-ს ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-14 და შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Т-16 რუსეთის არმიას 2019 წელს უნდა გადეცეს. როგორც წყარო იუწყება სერიული მანქანები საგრძნობლად განსხვავდება იმ სამაკეტო მანქანებისგან, რომლების ხილვასაც ხალხი აღლუმებზე შეეჩვია. გამოცდების შედეგად მათზე შეიცვალა მთელი რიგი კვანძები და აგრეგატები, ტანკმა ასევე მიიღო ახალი სისტემები.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ტანკმა გარეგანი ცვლილებაც განიცადა - მასზე დაყენდა საბროტე პროექციის ახალი დაცვა. რადგანაც არსებულმა საბორტე მოდულებმა გამოცდები ვერ გაიარა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "Стали" იძლებული გახდა დინამიკურიდ აცვის ახალი ბლოკები შეექმნა, რომლებიც წინამორბედთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა სისქეში. ფაქტიურად სრულებით შეიცვლება სავალი ნაწილი - საყრდენი გორგოლაჭები და მუხლუხო. მანქანაზე ასევე დაყენდება სანგრის თვითგათხრის შეცვლილი დანა და კიდევ სხვა წვრილმანები.
წყარო:
P.S. ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად ეს პარტია რუსულ არმიას შარშან უნდა მიეღო, ვნახოთ რას იზამენ ახლა. პლიუს ილუსტრაციაზე ციფრებს მაინცა და მაინც ნუ ენდობით - იგივე წონა 49 ტონა კი არა და 55-60 ტონის ფარგლებშია.