Showing posts with label Т-16. Show all posts
Showing posts with label Т-16. Show all posts

Thursday, February 14, 2019

რუსეთის არმიას 2019 წელს «Армата»-ს პლატფორმაზე შექმნილ 12 ტანკი და 4 სარემონტო საევაკუაციო მანქანა გადაეცემა



მძიმე მუხლუხებიანიო პლატფორმა «Армата»-ს ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-14 და შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა  Т-16 რუსეთის არმიას 2019 წელს უნდა გადეცეს. როგორც წყარო იუწყება სერიული მანქანები საგრძნობლად განსხვავდება იმ სამაკეტო მანქანებისგან, რომლების ხილვასაც ხალხი აღლუმებზე შეეჩვია. გამოცდების შედეგად მათზე შეიცვალა მთელი რიგი კვანძები და აგრეგატები, ტანკმა ასევე მიიღო ახალი სისტემები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ტანკმა გარეგანი ცვლილებაც განიცადა - მასზე დაყენდა საბროტე პროექციის ახალი დაცვა. რადგანაც არსებულმა საბორტე მოდულებმა გამოცდები ვერ გაიარა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "Стали" იძლებული გახდა დინამიკურიდ აცვის ახალი ბლოკები შეექმნა, რომლებიც წინამორბედთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა სისქეში. ფაქტიურად სრულებით შეიცვლება სავალი ნაწილი - საყრდენი გორგოლაჭები და მუხლუხო. მანქანაზე ასევე დაყენდება სანგრის თვითგათხრის შეცვლილი დანა და კიდევ სხვა წვრილმანები.

წყარო:

P.S. ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად ეს პარტია რუსულ არმიას შარშან უნდა მიეღო, ვნახოთ რას იზამენ ახლა. პლიუს ილუსტრაციაზე ციფრებს მაინცა და მაინც ნუ ენდობით - იგივე წონა 49 ტონა კი არა და 55-60 ტონის ფარგლებშია.

Monday, September 14, 2015

პლატფორმა "Армата"

ტელერახ "ვარსკვლავის" (ЗВЕЗДА) ეთერში გავიდა გადაცემა "სამხედრო მიღების" (Военная приемка) ახალი ეპიზოდი, რომელშიც პერსპექტიულ რუსულ მძიმე მუხლუხოვან პლატფორმა "Армата" მიმოხილიეს, გადაცემა ძირითადად ტანკ Т–14 მიეძღვნა, თუმცა ასევე გააშუქეს "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი მქსმ Т–15 და შსსმ Т–16.

გადაცემაში რაიმე კონკრეტული მონაცემები არ დასახელებულა, სამაგიეროდ აჩვენეს შიგნიდან როგორც ტანკი Т–14 ასევე მქსმ Т–15, ასევე ნაჩვენები იქნა შსსმ Т–16–ის მუშაობაც – ამწეკრანის მეშვეობით მანქანამ ძრავა ასწია. თვითონ შსსმ Т–16 დიბანიჯური დაცვითა და ანიტკუმულაციური ეკრანებითაა აღჭურვილი.

ტანკის კაბინა საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება, მასში ასევე საკმაოხალვათობაა, როგორც ჩანს რუსმა კონსტრუქტორებმა ეკიპაჟის ერგონომიკაზეც დაიწყეს ფიქრი. მძღოლ მექანიკოსი ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში მართავს ტანკს, ტანკის სამართავად რუსულ ტანკებზე ასე შეჩვეული ბერკეტების ნაცვლად საჭე გამოიყენება (მძღოლ–მექანიკოსის განლაგება და მართვის ორგანოები ამერიკულ ტანკ Abrams–ში ანალოგიურადაა)

Х–ებური ძრავა 12Н360 რობოტიზირებულ სიჩქარეთა კოლოფთან მონობლოკშია გაერთიანებული. სიჩქარეთა კოლოფს სულ 8 სიჩარე აქვს, რევერსის დახმარებით ტანკის უკუსვლის სიჩქარე წინ სვლის ანალოგიურია. 

მქსმ Т–15 საკმაოდ დიდი სადესანტო განყოფილება აქვს, დესანტის ჩასხდომა–გადმოსხდომა ორ დინებადაა შესაძლებელი. დესანტის რაოდენობა 8 კაცია, პლიუს 3 კაცი ეკიპაჟი. დესანტისთვის საკმაოდ უბრალო, ბრეზენტის სავარძლებია.

შსსმ Т–16–ის შესახებ საინტერესო ფაქტიც გახმოვანდა – მანქანის ევაკუაცია ბრძოლის ველიდან ეკიპაჟს გარეთ გამოუსვლელად შეუძლია.