Thursday, December 31, 2015

პოლონეთი Leopard 2A4-ბის მოდერნიზაციას იწყებს


2015 წლის 28 დეკემბერს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინსპექტორატის წარმომადგენელმა, სახელმწიფო ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის, Polska Grupa Zbrojeniowa-ს (PGZ), წარმომადგენელთან, პოლონეთის არმიის 128 ცალი Leopard 2A4-ის Leopard 2A4PL დონემდე მოდერნიზაციის შესახებ მოაწერა ხელი. კონტრაქტის ღირებულება 2,415 მილიარდ ზლოტს უტოლდება (მიახლოებით 622 მილიონი დოლარი).

მოდერნიზაციას განახორციელებენ გლივიცაში მდებარე ZM Bumar-Łabędy (უშუალოდ სამუშაოები), ვარშავაში მდებარე PCO (ცეცხლის მართვის სისტემა) და პოზნანში მდებარე ძრავასარემონტო ქარხანა Wojskowe Zakłady Motoryzacyjne (ძრავების რემონტი). ქვემიმწოდებლებად საწარმოები ZM Tarnów და Rosomak იქნებიან მიზიდული. გერმანული მხირდან მოდერნიზაციის პროგრამაში პარტნიორობას Rheinmetall Landsysteme გასწევს. ZM Bumar-Łabędy-მ შეიარაღების ინსპექტორატისგან კონტრაქტის მიხედვით ავანსად უკვე მიიღო 500 მილიონი ზლოტი. ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულია სათადარიგო ნაწილების მნიშვნელოვანი რაოდენობის შესყიდვა და პოლონეთში Leopard 2-ების უზრუნველსაყოფად სპეციალური სასაწყობე და ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა.

მოდერნიზაციის პროექტი პოლონურმა მხარემ და გერმანულმა Rheinmetall Landsysteme-მ ერთად შეიმუშავეს და ის არანაირ კავშირში არაა Rheinmetall Revolution პროექტთან. აღნიშნული მოდერნიზაციის პროგრამა, Leopard 2A4PL, პოლონელებმა Rheinmetall Landsysteme-ს და მის კონკურენტ,  Krauss-Maffei Wegmann-სა და თურქულ  Aselsan-ს შორის აირჩიეს.

მოდერნიზაციას ექვემდებარება პოლონეთის არმიისთვის გერმანიის საწყობებიდან 2002-2003 წლებში უფასოდ გადაცემული 128 ცალი Leopard-2A4, რომლებიც მე-10 (10. Brygady Kawalerii Pancernej im. gen. broni Stanisława Maczka) და მე-11 (11 Lubuska Dywizja Kawalerii Pancernej) ჯავშანსაკავალერიო დივიზიების ორ-ორ ბატალონის შეიარაღებაზე იმყოფება. ეს მანქანები 1985-1987 წლებშია აწყობილი.

ხელშეკრულების თანახმად პირველი ექვსი ტანკის მოდერნიზაცია, გერმანიაში, Rheinmetall Landsysteme-ს და პოლონელი სპეციალისტების ძალებით, 2016-2017 წლებში უნდა განხორციელდეს,  რის შემდეგაც პროტოტიპები გამოცდებს გაივლიან. გამოცდების შემდეგ ZM Bumar-Łabędy-ს ქარხანა, დარჩენილი 122 მანქანის მოდერნიზაციას განახორციელებს, რომლებიც პოლოეთის არმიას 2019-2020 წლებში უნდა გადაეცეს. ხელშეკრულებაში ოფციად ასევე ჩართულია იმ 14 ცალი Leopard 2A4-ის მოდერნიზაცია, რომლების პოლონურმა არმიამ 2014 წელს შეიძინა და რომელთა ექსპულატაციაც 34-ე ჯავშანსატანკო ბრიგადაში (34. Brygady Kawalerii Pancernej im. Hetmana Wielkiego Koronnego Jana Zamoyskiego) ხორციელდება, რომელიც ზემოთ ნახსენები მე-11 დივიზიის შემადგენლობაშია. ამ მანქანების მოდერნიზაციის შესახებ გადაწყვეტილება 2015 წელს იქნება მიღებული.

კონტრაქტის პირობების თანამხად ორმა ცალმა მოდერნიზირებულმა ტანკმა (Rheinmetall Landsysteme-სი და ZM Bumar-Łabędy-ს სანიმუშე, პირველი მანქანები) გამოცდების გაძლიერებულ პროგრამა უნდა გაიარონ, მათ შორის დაცვის გამოცდაც.

მანქანების Leopard 2A4PL დონემდე მოდერნიზაციის პროგრამა IBD Deisenroth Engineering-ის პასიური, დამატებითი ჯავშანმოდულების დახმარებით ითვალისწინებს კოშკურისა და კორპუსის წინა ნაწილების დაცვის გაძლიერებას. ამასთან მანქანის საერთო წონა 60 ტონას არ უნდა გასცდეს. მანქანაზე ასევე ყენდება კოშკურისა და ქვემეხის ელექტრო ამძრავები. კომპანია  РСО განახორციელებს ცეცხლის მართვის სისტემის მოდერნიზაციას და ასევე ტანკზე განათავსებ წრიული ხედვის ვიდეოკამერებს. ტანკი ადაპტირებული იქნება ქვეკალიბრული ჭურვების, DM63-ების სასროლად. ასევე შესაძლებელი იქნება ახალი ამერიკული, 120მმ-ნი სატანკო გასროლების გამოყენებაც. ტანკზე ძრავა  MTU MB 873 Ka-501 ეყენება, როელიც კაპიტალურ რემონტს გაივლის.


წყარო:

Checkered Flag


Shaw AFB-იდან F-22 Raptor-ისა და T-38 Talon-ნის და Eglin AFB-იდან F-35 Lightning II-ის შეხვედრა Aggressors-ების F-16-თან Tyndall-ის ავიაბაზაზე, სადაც სწავლება Checkered Flag 16-1 გაიმართება. სწავლების მიზანია მოშორებულ ბაზაზე გამანადგურებელთა დიდი რაიოდენობის ოპერატიული გაშლის დახვეწა (U.S. Air Force/Senior Airman Sergio A. Gamboa).





Tuesday, December 22, 2015

Lockheed Martin–მა წელს 45 ცალი F–35 ააწყო



კომპანია Lockheed Martin–მა შემკვეთს 45–ე და ამ წელს ბოლო F–35 გადასცა. საერთო ჯამში ეს 154–ე სერიული და 174–ე სულ აწყობილი F-35–ია.

წელს შემკვეთს გადაეცა:
  • 29 ცალი F-35A (26 აშშ–ს საჰაერო ძალებს, 2 ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალებს და 1 იტალიის საჰაერო ძალებს)
  • 8 ცალი F-35B (აშშ–ს საზღვაო ქვეითების კორპუს)
  • 8 ცალი F-35C (4 აშშ–ს საზღვაო ძალებს, 4 აშშ–ს საზღვაო ქვეითების კორპუს)


შარშან კომპანიამ შემკვეთს 36 ცალი გამანადგურებელი მიაწოდა, ხოლო მომავალ წელს დაგეგმილია 50 ცალი გამანადგურებლის აწყობა.

წყარო:

Thursday, December 17, 2015

ფრანგული რაკეტები ქართული ცის დასაცავად

2015 წლის 10 ივლისს, პარიზში საქართველოსა თავდაცვის სამინისტროსა და ევროპული წამყვანი რაკეტმშენებლის, MBDA–ს და ფრანგული Thales–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქართული მხარე საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიშყიდის.
რაკეტმწარმოებელი, ევროპული კონსორციუმი MBDA, რომელიც BAE SYSTEMS (37.5% წილი კომპანიაში), EADS (37.5%) და FINMECCANICA (25%) შერწყმით წარმოიქმნა და Thales Raytheon Systems, რომელიც ფრანგული Thales–ისა და ამერიკული Raytheon–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, ქართულ შეიარაღებულ მხარეს ერთ ბატარეა ხმელეთი–ჰაერი ტიპის რაკეტებს, VL MICA–ს, ორ რადარს, GM200 და GM400 და მართვისა და სამეთაურო ცენტრს მიაწოდებს, რომელიც NATO–ს საჰაერო თავდაცვის სისტემებთან იქნება თავსებადი.
ხელშეკრულება მხარეებს შორის, ამა წლის 10 ივლისს, პარიზში გაფორმდა. ქართული მხრიდან მას ხელი თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ხოლო ფრანგული მხარიდან კომპანია MBDA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანტუან ბუვემ მოაწერეს. ხელშეკრულების ღირებულება 109 512 305 ევროს შეადგენს. კომპანია ქართულ არმიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სარაკეტო კომპლექსებს მიაწოდებს. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, 56 131 369 ევროს ღირებულების ხელშეკრულება Thales Raytheon Systems–თან იქნა გაფორმებული, რომლის თანახმადაც ქართული მხარე რადარებსა და მართვის ცენტრს მიიღებს.

წყარო:


Tuesday, December 15, 2015

პოლკოვნიკი ჯანჯღავას საჯარო ლექცია „ხალიფატიდან ისლამურ სახელმწიფომდე - საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“


 დღეს, 19 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნიკოლოზ ჯანჯღავას საჯარო ლექცია „ხალიფატიდან ისლამურ სახელმწიფომდე - საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“ გაიმართა. 
მინდა დიდი მადლობა გადავუხადა ბატონ ნიკოლოზს და ასევე ამ ღონისძიების ყველა ორგანიზატორს ძალიან საინტერესო ლექციისთვის, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურიცაა და ჩვენი რეალობის ნაწილს წარმოადგენს.


P.S. ჩვენ ვართ კარგი მებრძოლები, თუმცა ცუდი ჯარისკაცები (c) ნიკოლოზ ჯანჯღავა. იდეალური გამოსვლა იყო, დიდი მადლობა!

Saturday, December 12, 2015

დასავლეთის საჰაერო "სამება"

ამერიკის, ინგლისისა და საფრანგეთის გამანადგურებლები აშშ–ში. ლენგლის ავიაბაზაზე ერთობლივი სწავლების დროს

Thursday, December 10, 2015

აშშ–ს AH-64D და დანიის Leopard-2A5 ერთ მწყობრში

აშშ–სა და დანიის არმიების ერთობლივი სწავლება. დანია, ვარდეს კომუნა, 2015 წლის 


Sunday, December 6, 2015

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა უკრაინულად

ქვემოთ მოყვანილი უკრაინის საჰაერო–სადესანტო ჯარების ზცრს–ების კოლონა. აღნიშნული ზცრს–ები წარმოადგენს საჰაერო უმართავი რაკეტების ბლოკის Б-8М/М1–ისა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Стрела-10"–ის ბაზის (МТ-ЛБ) ნაჯვარს. როგორც ჩანს უკრაინელები ცდილობენ მაქსიმალურად გააძლიერონ ქვედანაყოფები საცეცხლე საშუალებებით და ამისთვის არატრადიციულ გზებსაც არ ერიდებიან. თუმცაღა იდეა არც ისე ახალია და თვით ავღანეთის კონფლიქტიდან იღებს სათავეს.

აშშ–ს საჰაერო ძალები საჰაერო შეიარაღების დეფიციტს განიცდის


გაზეთ USA Today–ში აშშ–ს ავიაციის მიერ საბრძოლო მასალების საწყობების დაცლის შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია დაიბეჭდა.

სტატიიდან ფაქტების მოკლე ამონარიდი რომ გავაკეთოთ მივიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
– მიმდინარე კომპანიაში აშშ–ს საჰაერო ძალებმა 20 000–ზე მეტი საავიაციო დამაზიანებელი საშუალება გამოიყენეს (მხოლოდ საჰაერო ძალებმა, რადგანაც საერთო ციფრი ოქტომბრის ბოლოს 28 500 აღწევდა).

– გასული ივლის–აგვისტოს განმავლობაში თვითმფრინავები გაფრენებიდან მხოლოდ ნახევარ შემთხვევაში ახდენდნენ იარაღის გამოყენებას. ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 60% ხოლო ნოემბერში 65% მიაღწია.

– არმიის გენერლის, ლლოიდ ოსტინის (Lloyd Austin) განცხადების თანახმად ავიადარტყმების შედეგად ISIS–ის დანაკარგებმა 23 000 კაცს მიაღწია. 

ეს კომპანია აშშ–მ 2014 წლის აგვისტოში წამოიწყო, როდესაც ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბა განახორციელა, ხოლო სირიაში ავიადარტყმები ერთი თვით გვიან განახორციელა.

პენტაგონის წარმომადგენლების თანახმად საბრძოლო მარაგების საწყობები მალე ცარიელდება და ამიტომ საჭიროა ახალი შეკვეთების განთავსება.

წყარო:

6 დეკემბერი – უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე


ჩვენი მოძმე ერის, უკრაინის არმია დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს, 6 დეკემბერი უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა – მივულოცოთ და ვუსურვოთ გამარჯვება მონღოლურ ორდაზე.

მ დღესთან დაკავშირებით სტუდია AZMT Production–მა საკმაოდ ეფექტური ვიდეო ჩაწერა

მე–5 არხის მიერ გადაღებული ვიდეო

Saturday, December 5, 2015

ჯავშანმანქანა "Дозор-Б"–ს პირველი პარტია

ჯავშანმანქანა "Дозор-Б"-ეს პირველი პარტია უკვე კიევშია

Thursday, December 3, 2015

RAF vs ISIS

ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა ისლამური სახელმწიფოს, ISIS–ის, წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია, სახელწოდებით "Defeating Daesh" წამოიწყო. ამ მიზნით ბრიტანეთიდან, ავიაბაზა Lossiemouth–იდან კუნძულ კვიპროსსზე, ავიაბაზა Akrotiri–ზე 6 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი, EF-2000 Typhoon, გადაფრინდა. მანამდე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კვირპოსზე მდებარე ბრიტანული ავიაბაზიდან საბრძოლო გაფრენები უკვე განახორციელეს Tornado–ებმა.


Wednesday, December 2, 2015

F-16–ბის მშიერი ხროვა

აშშ–ს საჰაერო ძალების გამანადგურებელი F-16C Fighting Falcon–ები ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს ახორციელებენ საწვავის საჰაერო გამართვას საჰაერო ტანკერ KC-135 Stratotanker–ებიდან


P.S. 29 გამანადგურებელი 4 ცალ საჰაერო ტანკერზე!!!

Monday, November 30, 2015

თვითმავალი ბლოკ–პოსტი ერაყული არმიისგან

ერაყის არმიამ ქ. რამადს მომარაგების გზები გადაუჭრა და იერიშისთვის ემზადება. გაშლის წინა ერაყულ არმიაში საინტერესო ჯავშანი იქნა შემჩნეული:

P.S. დანარჩენ მანქანებზე ალბათ ტომრები და ქვიშა არ ეყოთ.