Showing posts with label თავდაცვის სამინისტრო. Show all posts
Showing posts with label თავდაცვის სამინისტრო. Show all posts

Saturday, May 26, 2018

რადიოლოკაციური სადგური GM-403-ის პირველი საჯარო წარდგენა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს პირველი რესუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღინისძიებაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინა მობილური რადიოლოკაციური სადგური GM-403.
შეგახსენებთ რომ, 56 131 369 ევროს ღირებულების ხელშეკრულება, Thales Raytheon Systems–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2015 წლის ივლისში მოეწერა, რომლის თანახმადაც, კომპანიამ ქართულ მხარეს ორი რადიოლოკაციური სადგური, ერთი GM200 და ერთი GM400, უნდა მიაწოდოს. გავრცელებული ფოტოეის მიხედვით, კომპანიამ თაისი ვალდებულება უკვე შეასრულა.

აღნიშნული ხელშეკრულებს შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ფრანგული რაკეტები ქართული ცის დასაცავად

რადიოლოკაციური სადგურის მცირე ტტმ

თავისუფების მოედანზე ფართო მასებისთვს წარმოდგენლი რლს GM-403

P.S. ერთი საინტერესო დეტალი - ჩვენს რადიოლოკაციურ კომპლექსზე არ აყენია ჩემი-სხვისი მომთხოვნი Thales TSA-3520, რომელიც, როგორც წესი ძირითადი ანტენის თავზე, დამატებითი, მცირე ზომის ანტენის სახით უნდა ეყენოს. როგორ ჩანს ჩვენებმა ავიაციის არ არსებობის მიზეზით თანხა დაზოგეს და არაა გამორიცხული, რომ თვითონ მწარმოებელმაც უარი თქვა ამ აპარატურის გადმოცემაზე.

მარცხნივ ჩვენი კომპლექსი, მარცხნივ სტანდარტულ კონფიგურაციაში

Saturday, July 22, 2017

ქართული არმიის მომავალი 4 წლის ფინანსური ხარჯები და ტრანსფორმაციის გეგმები


თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული „თეთრი წიგნი“ გამოაქვეყნა, რომელიც ქართული არმიის განვითარების, ტრანსფორმაციისა და დასავლეთ პარტნიორებთან იონტეგრირების გაუმჯობესების გეგმებს ასახავს, დოკუმენტში ასევე საუბარია თავდაცვის ბიუჯეტის პრიორიტეტულ გადანაწილებაზე და ხარჯების ცვლის შესახებ.
P.S. ტექსტში წითელი კურსივი ჩემია!!!

შესავალი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თეთრეი წიგნი“ უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტია, რომელის ეფუძნება ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტებით გაწერილ ღირებულებებს, ინტერესებს, საფრთხეებს და განსაზღვრავს ტავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების (სშძ) სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს 2017-2020 წლებისთვის.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ძლიერი და ეფექტური თავდაცვის უწყების და თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომელსაც ხელეწიფება არსებულ საფრთხეებზე რეაგირება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვა.

„თეთრი წიგნი“ ასევე მოიცავს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020-ის“ (თსმ) პროცესში განხორციელებულ ძალათა ოპტიმიზაციის შედეგებს, დოკუმენტში ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს და განსაზღვრავს იმ ღონისძიებათა პაკეტს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემის სრული ტრანსფორმაციის, „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომისა და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების წარმატებით განხორციელებისათვის.  

კომპლექსური და დინამიური უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“ დოკუმენტში წარმოადგინა „ტოტალური ტავდაცვის“ პრინციპი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო რესურსების ფართო და კოორდინირებულ გამოყენებას. „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის განხორციელება მოითხოვს სამოქალაქო ტავდაცვის სისტემის დანერგვას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვიტარებასა და რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის შექმნას.


წიგნში გაანალიზირებული ხუთი სტრატეგიული მიმართულება:

1. სტრატეგიული მართვა 
2017-2020 წლების ღონისძიებები:
  • ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი
  • უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმების (ამოცანებისა და ღონისძიებების) დახვეწა
  • ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა
  • წვრთნების ჩატარება სტრატეგიულ დონეზე უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მიზნით
  • საინფორმაციო სივრცეში თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწა


2. შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია
2017-2020 წლების ღონისძიებები:
  • ძალათა მართვის სისტემა
  • თავდაცვის რესურსების მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია
  • რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება.

ეს ბოლო მუხლი საკმაოდ საინტერესოა და იმედის მომცემად გამოიყურება, კერძოდ:
„ტოტალური თავდაცვის“ პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ეფექტური რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა. ამ მიმართულებით დაგეგმილია არსებული კოცეფციის გადახედვა, განახლება და დამტკიცება. კოცეფცია წარმოადგენს სამხედრო რეზერვის გენერირებისა და სწრაფი მობილიზების საფუძველს. დოკუმენტი უზრუნველყოფს რეზერვის სისტემის მაქსიმალურად მარტივ და მოქნილ ორგანიზებას, მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების თავდაცვისთვის და მართვისა და კონტროლის ტავსებადობას შეიარაღებულ ძალებთან. კოცეფცია ითვალისწინებს სამკომპონენტიანი რეზერვის სისტემის შემოღებას (შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი) შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. დოკუმენტის პროექტი საზოგადოებას მიმდინარე წელს წარედგინება, 2918 წელს კი დაგეგმილია საპილოტე პროგრამის ამუშავება.
3. შეიარაღებული ძალების მზადყოფნა (რადგანაც ეს პუნქტიც საკმაოდ საინტერესოა მისი მთლიანად კოპირება მოვახდინე)
შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით, უპირატესობა მიენიჭება შემდგომი კომპონენტების გაუმჯობესებას: სამანევრო (ქვეითი, მექანიზირებული ქვეითი და ჯავშანსატანკო); საჰაერო თავდაცვა, ჯავშანსაწინააღმდეგო, სამხედრო-საინჟინრო (კონტრმობილურობა), არტილერია და სადაზვერვო სისტემები.

2017-2020 წლის ღონისძიებები:
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის თვისობრივი გაუმჯობესება: 
შეიარაღებულ ძალებში გაწვეული წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად. განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურისთვის.
  • ქვედანაყოფების სტატუსისა და შეფასების ანგარიშების სისტემა (USERS):  
განახლდება არსებული შეფასების სისტემის კრიტერიუმები, როგორიცაა: პერსონალი, წვრთნა და შენარჩუნება.
  • „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ 
სამინისტროს ხელმძღვანელობა სრულიად აანალიზებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერით ინიცირებული პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ტავდაცვის სამინისტრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურ შესრულებას და მათ რესურსობრივ (საფინანსო-საბიუჯეტო) უზრუნველყოფას.
4. ინსტიტუციური განვითარება
  • 2017-2020 წლების ღონისძიებები:
  • სამხედრო კარიერის მართვის სისტემის გაუმჯობესება
  • სამოქალაქო პერსონალის მართვის სისტემის განვითარება
  • დაზვერვის სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა
  • წვრთნების ხარისხის გაუმჯობესება
  • პროფესიული სამხედრო განათლების გაუმჯობესება
  • სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • საერთო-საჯარისო მომზადების ცენტრი
  • თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB)
  • ლოგისტიკური მხარდაჭერა
  • თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სოციალური და სამედიცინო მომსახურება
  • ინფორმაციული სისტემები/კიბერუსაფრთხოება
  • რესურსების მართვა და ანგარიშგება


5. მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობა

*********************************************************************************
ბიუჯეტი
2017 წელს შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება ბიუჯეტის 4,1%, რაც 27 470 000 ლარს უდრის. 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზრდება და 61 200 000 ლარს გაუტოლდება (დაგეგმილია 2 მაგი ზრდა). 2020 წლისთვის შემცირდება ხარჯები პერსონალზე და კვლევასა და განვითარებაზე (6 და 1 პროცენტით შესაბამისად), ხოლო 1,8% გაიზრდება მშენებლობისა ხარჯები. 

თავდაცვის სამინისტრო მომავალი ოთხი წლის ბიუჯეტის განაწილების გეგმა

წყარო:

ბრიფინგი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დაწყებასთან დაკავშირებით

თავდაცვის მინისტრის ბრიფინგი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დაწყებასთან დაკავშირებით
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შესახებ სპეციალური ბრიფინგი არმიჰოლში წარადგინა.
თავდაცვის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა წვრთნებში მონაწილე ქვეყნების შესახებ და ამ სწავლების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის ბრიფინგის შემდეგ სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ სწავლების მიმდინარეობისა და წვრთნებში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა.
თავდაცვის მინისტრის ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნება და სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.
დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა. ძირითადი კონტინგენტის გადმოსროლა 25 ივლისიდან განხორციელდება. ფოთის პორტში უკვე შემოვიდა წვრთნაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა და დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილდება.
,,ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები ,,SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო ,,SEE BREEZE” - უკრაინაში.
სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა ,,NOBLE PARTNER 2017“.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და მიზნად სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ისახავს.
სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც. სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვის თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის.
,,ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, მასშტაბები გაიზარდა და წელს მასში ნატოს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

წყარო:

Thursday, December 17, 2015

ფრანგული რაკეტები ქართული ცის დასაცავად

2015 წლის 10 ივლისს, პარიზში საქართველოსა თავდაცვის სამინისტროსა და ევროპული წამყვანი რაკეტმშენებლის, MBDA–ს და ფრანგული Thales–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქართული მხარე საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიშყიდის.
რაკეტმწარმოებელი, ევროპული კონსორციუმი MBDA, რომელიც BAE SYSTEMS (37.5% წილი კომპანიაში), EADS (37.5%) და FINMECCANICA (25%) შერწყმით წარმოიქმნა და Thales Raytheon Systems, რომელიც ფრანგული Thales–ისა და ამერიკული Raytheon–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, ქართულ შეიარაღებულ მხარეს ერთ ბატარეა ხმელეთი–ჰაერი ტიპის რაკეტებს, VL MICA–ს, ორ რადარს, GM200 და GM400 და მართვისა და სამეთაურო ცენტრს მიაწოდებს, რომელიც NATO–ს საჰაერო თავდაცვის სისტემებთან იქნება თავსებადი.
ხელშეკრულება მხარეებს შორის, ამა წლის 10 ივლისს, პარიზში გაფორმდა. ქართული მხრიდან მას ხელი თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ხოლო ფრანგული მხარიდან კომპანია MBDA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანტუან ბუვემ მოაწერეს. ხელშეკრულების ღირებულება 109 512 305 ევროს შეადგენს. კომპანია ქართულ არმიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სარაკეტო კომპლექსებს მიაწოდებს. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, 56 131 369 ევროს ღირებულების ხელშეკრულება Thales Raytheon Systems–თან იქნა გაფორმებული, რომლის თანახმადაც ქართული მხარე რადარებსა და მართვის ცენტრს მიიღებს.

წყარო:


Tuesday, December 15, 2015

პოლკოვნიკი ჯანჯღავას საჯარო ლექცია „ხალიფატიდან ისლამურ სახელმწიფომდე - საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“


 დღეს, 19 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს შეიარარებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნიკოლოზ ჯანჯღავას საჯარო ლექცია „ხალიფატიდან ისლამურ სახელმწიფომდე - საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“ გაიმართა. 
მინდა დიდი მადლობა გადავუხადა ბატონ ნიკოლოზს და ასევე ამ ღონისძიების ყველა ორგანიზატორს ძალიან საინტერესო ლექციისთვის, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურიცაა და ჩვენი რეალობის ნაწილს წარმოადგენს.


P.S. ჩვენ ვართ კარგი მებრძოლები, თუმცა ცუდი ჯარისკაცები (c) ნიკოლოზ ჯანჯღავა. იდეალური გამოსვლა იყო, დიდი მადლობა!

Tuesday, August 11, 2015

ტანკოდრომი ვაზიანში

ძალიან მაგარი და საინტერესო სიახლე თავდაცვის სამინისტროსგან – ტანკოდრომი გახსნეს და პლიუს მინისტრის ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი განცხადება:

ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მანქანების ტარების ველის (ე.წ. ტანკოდრომი) გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. გენერალური შტაბის უფროსმა IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ახალი სასწავლო ობიექტის გახსნა მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში თავდაცვითი საშუალებების განახლების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწავლო ობიექტს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრიც გამოიყენებს.
„ვაზიანში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ეს ტანკოდრომიც ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ნაწილი იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს ოფიციალურად გაიხსნება. შეიარაღებისა და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერების თვალსაზრისით აქტიური მოქმედებები დავიწყეთ, ფრანგული კონტრაქტი მთელი ამ მოქმედებების მხოლოდ ნაწილია. ძალიან ბევრი შესყიდვა აქვს დაგეგმილი თავდაცვის სამინისტროს, რის შესახებაც, რა თქმა უნდა, დეტალურად ვერ ვისაუბრებთ. დაგეგმილია, როგორც ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების ფუნდამენტური მოგვარება, ასევე შეიარაღებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ვაზიანში საზეიმოდ გახსნილ საბრძოლო მანქანების ტარების ველს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭა. კაპრალი უგრეხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 44-ე სატანკო ბატალიონის II სატანკო ასეულში ტანკის მძღოლ-მექანიკოსად მსახურობდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად სპეციალურად მოწყობილ კარავში ე.წ. ტანკოდრომის შესაძლებლობებს გაეცნენ. მოგვიანებით ასევე სპეციალურად მოწყობილ ველზე ჯავშანტექნიკის საჩვენებელი სწავლება გაიმართა და სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანებმა სხვადასხვა სირთულის მანევრები შეასრულეს.
ე.წ. ტანკოდრომი მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკის (ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა) მძღოლ მექანიკოსებისა და მეთაურებისთვის რეალური საბრძოლო პირობების მსგავს დაბრკოლებებს შეიცავს. 
სატანკო გვარეობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლია შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამ თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტანკის ეკიპაჟებისთვის ტექნიკის ტარების ველებისა და საბრძოლო დირექტრისების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტანკისტების მზადყოფნის დონის ამაღლებას.





წყარო:
ვაზიანში საბრძოლო მანქანების ტარების ველი გაიხსნა

Wednesday, July 22, 2015

ქართული ჰსთ სისტემის შესახებ

საფრანგეთიშ შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩეხეთში ჩავიდა, სადაც მას საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს:


ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრამდე, სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო.
თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ჩეხეთის საჰაერო ძალების სარდლის და სამხედრო მაღალჩინოსნების თანხლებით უკვე იმყოფებოდნენ კომპანიებში - „LOM PRAHA“ (ფირმის ოფიციალური ვებ გვერდი – Lom Praha) და „VR GROUP“ (ვებ გვერდი – VR Group), რომელიც ახალი თაობის სიმულაციური ცენტრების წამყვანი კომპანიაა. ამ წუთებში ქართული დელეგაცია მასპინძელ მხარესთან ერთად კომპანია “ERA”-ში იმყოფება (ვებ გვერდი – ERA). “ERA” მსოფლიოში სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მას მოგებული აქვს ტენდერი ნატოს წევრი ქვეყნების VERA NG რადარით მომარაგებაში და ისინი, სწორედ, ამ კომპანიის სახელწოდების თანამედროვე რადარებს იყენებენ. “ERA”-ს წარმომადგელებემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და რადიო ტექნიკური სადაზვერვო საშულებები და სარადარო სისტემები გააცნეს.

კომპლექსი VERA NG

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებენ.



წყარო:


P.S. საფრანგეთში რადარები და ჰსთ კომპლექსი (თუმცა გაურკვეველია რა ტიპზეა საუბარი), ჩეხეთში სიმულატორები და რადარები – საინტერესო ძვრებია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.