Thursday, December 17, 2015

ფრანგული რაკეტები ქართული ცის დასაცავად

2015 წლის 10 ივლისს, პარიზში საქართველოსა თავდაცვის სამინისტროსა და ევროპული წამყვანი რაკეტმშენებლის, MBDA–ს და ფრანგული Thales–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქართული მხარე საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიშყიდის.
რაკეტმწარმოებელი, ევროპული კონსორციუმი MBDA, რომელიც BAE SYSTEMS (37.5% წილი კომპანიაში), EADS (37.5%) და FINMECCANICA (25%) შერწყმით წარმოიქმნა და Thales Raytheon Systems, რომელიც ფრანგული Thales–ისა და ამერიკული Raytheon–ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, ქართულ შეიარაღებულ მხარეს ერთ ბატარეა ხმელეთი–ჰაერი ტიპის რაკეტებს, VL MICA–ს, ორ რადარს, GM200 და GM400 და მართვისა და სამეთაურო ცენტრს მიაწოდებს, რომელიც NATO–ს საჰაერო თავდაცვის სისტემებთან იქნება თავსებადი.
ხელშეკრულება მხარეებს შორის, ამა წლის 10 ივლისს, პარიზში გაფორმდა. ქართული მხრიდან მას ხელი თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ხოლო ფრანგული მხარიდან კომპანია MBDA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანტუან ბუვემ მოაწერეს. ხელშეკრულების ღირებულება 109 512 305 ევროს შეადგენს. კომპანია ქართულ არმიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სარაკეტო კომპლექსებს მიაწოდებს. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე, 56 131 369 ევროს ღირებულების ხელშეკრულება Thales Raytheon Systems–თან იქნა გაფორმებული, რომლის თანახმადაც ქართული მხარე რადარებსა და მართვის ცენტრს მიიღებს.

წყარო:


No comments:

Post a Comment