Thursday, May 31, 2018

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღეზე GM-200-ის ტიპის რადარი წარადგინეს

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
საჰაერო თავდაცვის დღესთან დაკავშირებით მოედანზე წარმოდგენილი იყო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის საფრანგეთში შეძენილი ახალი ტექნიკა.

მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 2018 წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას მოხმარდება.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოედანზე წარმოდგენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში უმწიკვლო სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი და მედლები გადაეცათ. ასევე წარმატებული სამსახურისთვის გამოეცხადათ მადლობა.

ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ახალი ტაძრის მშნებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკველი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა. 

1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს.მას შემდეგ სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო GM-403 და GM-200-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგურები, მათი სამეთაურო-მართვის მანქანა და საზენიტო კომპლექსი SPYDER 

წყარო:
სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

Wednesday, May 30, 2018

უკრაინის Т-84-ები გერმანიაში ჩავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანახმად, უკრაინული Т-84 ტიპის ტანკები გერმანიაში, საერთაშორისო სწავლება Tank Challenge-ში, მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.


გრაფენვერში (გერმანია) უკრაინული Т-84 ტიპის ტანკები გერმანიაში, საერთაშორისო სწავლება Strong Europe Tank Challenge 2018-ში, მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. 3 ივნისს შეჯიბრების ოფიციალური გახსნა შესდგება. საუკეთესო სატანკო ოცეულის წოდებისთვის ერთმანეთს 8 ქვეყნის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან.


იმის გათვალისწინებით რომ მონაწილეობენ ისეთი ტანკები როგორებიცაა - Leo-2A4 (ავსტრია), Leo-2A5 (პოლონეთი), Leo-2A6 (გერმანია), Challenger-2 (დიდი ბრიტანეთი), Abrams M1A2 SEP v2 (აშშ), Т-84 (უკრაინა), AMX–56 Leclerc (საფრანგეთი), Strv.122 (შვედეთი), შეჯიბრება საკმაოდ საინტერესო იქნება.

წყარო:

Rafale-ს შემქმნელი, სერჟ დასსო გარდაიცვალა

2018 წლის 28 მაისს, პარიზში, 94 წლის ასაკში, ჯგუფ Groupe Industriel Marcel Dassault-ის მეპატრონე და ცნობილი ფრანგული ავიამშენებელი კომპანიის, Dassault Aviation-ის, საკონტროლო პაკეტის (50,21%) მფლობელი, სერჟ დასსო გარდაიცალა.


სერჟ დასსო, 1925 წლის 4 აპრილს, ცნობილი ფრანგი ავიაკონსტრუქტორისა და მეწარმის, მარსელ ბლოკის (1892-1986, 1946 წელს მარსელ ბლოკმა გვარი დასსოდ გადაიკეთა) ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტექნიკური სკოლა და შემდეგ აერონავტიკის ეროვნული ინსტიტუტი (SUPAERO), 1951 წელს მამამისის კუთვნილი ავიაკომპანიის, Génération aéronautique Marcel Dassault-ის, საკონსტრუქციო ბიუროში ინჟინრად ჩაირიცხა. 1955 წელს კომპანია Dassault-ის საფრენოსნო გამოცდების დირექტორი გახდა, ხოლო 1961 წელს ამავე კომპანიის ექსპორტის დირექტორად დაინიშნა. 1962 წლიდან კურირებდა Dassault-ის ბიზნეს-ავიაციის მიმართულებას. 1986 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობად მიიღო ჯგუფი Dassault Industries (ამჟამად Groupe Industriel Marcel Dassault) და მაშინდელი საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სათავეში ჩაუდგა Dassault Aviation-ს. 2000 წლიდან Dassault Aviation-ის საპატიო თავმჯდომარედ იყო არჩეული.

სერჟ დასსო გამანადგურებელ Dassault Rafale-ს შემქნის აქტიური მხარდამჭერი იყო, მან მისი შექმნის წარმატებით დასრულება და საფრანგეთის საზღვაო და საჰაერო ძალების ძირითად გამანადგურებლად გაყვანა მოახერხა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით დაიცვა Dassault Aviation-ის დამოუკიდებლობა და არ დაუშვა მისი მრავაალრიცხოვანი ეროვნული და საერთაშორისო შერწყმის პროექტებში ჩართვა, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა, 1990-იანებსა და 2000-იანებში, აქტიურად კურირებდა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით განახორციელა Dassault Aviation-ის დივერსიფიცირება და მისი შემოსავლების სამოქალაქო სექტორზე (ბიზნეს-ავიაცია) გადაორიენტირება. ამ ყველაფერმა, ბოლო ოცდაათი წლის მანძლზე, კომპანია გადაარჩინა და სერჟ დასსოს მამამისზე არანაკლები რეპუტაცია შეუქმნა.

სერჟ დასსო აქტიურად აფართოვებდა Groupe Industriel Marcel Dassault-ის ბიზნეს იმპერიას, გახდა კომპანია Dassault Systèmes-ის, ბელგიური ავიაკომპანია SABCA-ს, მედიაკონცერნების Figaro Group (გამოსცემს გაზეთ Le Figaro) და L'Express Group-ის, ასევე სააქციონერო სახლ Artcurial-ის, ღვინოს მწარმოებელი Chateau Dassault-ის და უძრავი ქონების სფეროში და ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების საკონტროლო პაკეტების მფლობელი.

სერჟ დასსო მემარჯვენე კონსერვატორულ შეხედულებებს ემხრობოდა და "ძველი სკოლის კაპიტალისტის" რეპუტაცია ჰქონდა, 2004 წლიდან 2007 წლამდე ეკავა სენატორის თანამდებობა, ხოლო 1995 წლიდან 2009 წლამდე იყო პარიზის შემოგარენში მდებარე ქალაქ კორბეი-ესსონის მერი. არაერთხელ გამოსულა სახალხოდ კონსერვატორული შეხედულებების და ფასეულობების მხარდასაჭერად, მათ შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ.

Forbes-ის მონაცემების თანახმად, 2018 წლისთვის სერჟ დასსოს ქონება 19 მილიარდ ევროს უდრიდა და მას საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.

Tuesday, May 29, 2018

უკრაინა Airbus helicopters-ისგან 55 ცალ ვერტმფრენს შეიძენს

H225
უკრაინის შინაგან საქმეტა სამინისტრომ, კომპანია Airbus helicopters-თან, 551 მილიონი ევროს (635 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. რომლის თანახმადაც კომპანიამ შემკვეთს, H145, H125 და H225 ტიპის (ძველი სახეელწოდებებით EC145, AS350 B3e Ecureuil და EC725 Caracal), 55 ცალი ვერტმფრენი უნდა მიაწოდოს.

ხელშეკრულების თანახმად, ფრანგული მხარე უკრაინას პირველ პარტიაში 37, ხოლო მეორეშ 18 ვერტმფრენს მიაწოდებს. მათ შორის იქნება H225 ტიპის 21 ვერტმფრენი. აღსანიშნაცია რომ, ამ ბოლოს 10 ტონა მარგი დატვირთვის გადატანა შეუძლია, რაც ძალიან დაეხმარება უკრაინულ ძალოვნებს აწარმოონ როგორც სამაშველო, ასევე კონტრტერორისტული ოპერაციები და განახორციელონ საზღვრის ეფექტური კონტროლი.

H145

H125


წყარო: Ministères de Bercy

სსსტც ,,დელტას,, გასული წლის ექსპორტ იმპორტი

რამდენად რეალური დოკუმენტებია არ ვიცი, გვერდებზე მონიშნული ინტერნეტ მისამართი eflow.mod.ge არ იძებნება. თუმცაღა არარეალურიც არაფერი არ წერია: 

ექსპორტი:
  • 53 ცალი AMEV (სამედიცინო დიდგორი) საუდის არაბეთს
  • 50 ცალი 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი ხორვატიას


იმპორტი:
  • 4200 ცალი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა D-68 სერბეთიდან

Monday, May 28, 2018

სიმულაციური ცენტრი და საველე სწავლება, როგორ ეუფლებიან ახალბედები ტანკისტის პროფესიას?

სიმულაციური ცენტრი და საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე. როგორ ეუფლებიან ახალბედები ტანკისტის პროფესიას? ქართული ბატალიონის 11-კვირიანი სამხედრო მომზადების კურსი.

საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტი პირველი არხისგან. ნაჩვენებია ტანკის ეკიპაჟის სიმულატორები და თეორიული და პრაქტიკული მომზადების სხვადასხვა დეტალები.


P.S. საინტერესო დეტალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. გენერალ ხრულოვის კოლონის გნადგურების მცირე დეტალები - 7 ქართულმა ტანკმა 24 საათის განმავლობაში 2100 ჭურვი გაისროლა და რაც აღსანიშნავია, ბრძოლას მაქსიმალურ დისტანციაზე აწარმოებდა.

Sunday, May 27, 2018

რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე შორსმსროლელი საზენიტო რაკეტის გამოცდა განახორციელა

როგორც ტელეარხი CNBC, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით, იუწყება: რუსეთში С-500-ის საცეცხლე გამოცდები განახორციელეს. გამოცდებისას, ჰსთ კომპლექსმა, საჰაერო სამიზნე 299 მილის მანძილზე, ანუ 481 კმ-ში გაანადგურა, რაც წინა შედეგთან შედარებით 80 კილომეტრით მეტია. ეს მსოფლიში ყველაზე შორ მანძლზე განხორციელებული საზენიტო სროლაა.

რუსების განცხადების თანახმად, С-500-ს, შეუძლია გაანადგუროს ჰიპერბგერითი რაკეტები, თვითმფრინავები და უპილოტოები, და ასევე დაბალი შემჩნევადობის F-22 და F-35 ტიპის გამანადგურებლები.


წყარო: