Showing posts with label წარმოება. Show all posts
Showing posts with label წარმოება. Show all posts

Monday, December 30, 2019

წარმოებული Abrams-ის რაოდენობა და ინფორმაცია მისი ძრავის შესახებ


2008 წლის ამერიკული დოკუმენტი Abrams-ის აირტურბინული ძრავის - AGT1500-ის შესახებ.

დოკუმენტიდან შემდეგი დეტალები ხდება ცნობილი:


  • AGT1500-ს ტიპის ძრავების წარმოების პირველი ციკლი 1997 წელს დასრულდა
  • ძრავის ხელახალი წარმოება ეგვიპტის მოთხოვნით 2005 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო
  • 2008 წლის დასაწყისისთვის წარმოებული იქნა 12 268 ცალი AGT1500
  • დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია 1500 ცხენისძალიანი ძრავის სიმძლავრის 1600 და 1700 ცხენის ძალამდე გაზრდა, რაც რაიმე განსაკუთრებულ გადაკეთებას არ მოითხოვს
  • 2008 წესლ თითო ძრავის ღირებულება 875 000-იდან 925 000 დოლარამდე მერყეობდა.

აშშ-ს არმიის მიერ Abrams-ის შესყიდვები:

M1 მოდელი

  • 1979 წ. - 110
  • 1980 წ. - 309
  • 1981 წ. - 569
  • 1982 წ. - 700
  • 1983 წ. - 855
  • 1984 წ. - 840
  • 1985 წ. - 840

M1A1/A2 მოდელი

  • 1986 წ. - 790
  • 1987 წ. - 810
  • 1988 წ. - 689
  • 1989 წ. - 555
  • 1990 წ. - 481
  • 1991 წ. - 240
  • 1992 წ. - 18

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ Abrams-ის შესყიდვები:

საზღვაო ქვეითებმა 1985 წელს გადაწყვიტეს Abrams-ების შეძენა, დაფინანსება 88 წელს გამოიყო და შესყიდვები 89 წელს დაიწყო:
  • 1989 წ. - 66
  • 1990 წ. - 155

2008 წლის მდგომარეობით სულ გამოშვებული იქნა 9 400 ცალი Abrams -ი, აქედან:
  • 8040 ცალი აშშ-სთვის
  • 765 ცალი ეგვიპტისთვის (დღეისთვის 1130 ცალი)
  • 315 ცალი საუდის არაბეთისთვის (დღეისთვის 373 ცალი)
  • 218 ცალი ქუვეითისთვის
  • 59 ცალი ავსტრალიისთვის

სულ 9400 ცალი ტანკისთვის წარმოებული იქნა 12 268 ცალი AGT1500 ტიპის ძრავა

მთლიანი დოკუმენტი (ფოტოები გადიდებადია) - დოკუმენტში ძაან ბევრი საინტერესო მომენტია ხაზგასმული










P.S. დავამატებ, რომ 2008 წლის შემდეგ Abrams შემდეგმა ქვეყნებმა შეიძნეს:
  • 144 ცალი ერაყმა (რეზერვიდან)
  • 222 ცალი მაროკომ (რეზერვიდან)
  • 108 ცალი ტაივანმა (რეზერვიდან)

Saturday, May 25, 2019

აშშ-ს ავიაციის F-35A-ს რაოდენობამ F-22A-ს რაოდენობას გადააჭარბა

წინა დღეებში აშშ-ს საჰაერო ძალებს 196-ე F-35A გდაეცა, ამგვარად მათ F-22A-ს მთლიან რაოდენობას გადააჭარბეს


წყარო - F-35 Lightning II


P.S. საინტერესოა თუ როგორ ბარდება წარსულ ამერიკული მე-4 თაობის გამანადგურებლები - დროებით ღირსეული მოწინააღმდეგის არ არსებობის გამო კი გაიწელა თაობათა ცვლა დროში, მაგრამ მაინც შეუქცევადი პროცესია. დღეს ამერიკას უფრო მეტი მე-5 თაობის გამანადგურებელი ყავს ვიდრე რუსეთს მთლიანად ახალი გამანადგურებლები.

Wednesday, May 30, 2018

Rafale-ს შემქმნელი, სერჟ დასსო გარდაიცვალა

2018 წლის 28 მაისს, პარიზში, 94 წლის ასაკში, ჯგუფ Groupe Industriel Marcel Dassault-ის მეპატრონე და ცნობილი ფრანგული ავიამშენებელი კომპანიის, Dassault Aviation-ის, საკონტროლო პაკეტის (50,21%) მფლობელი, სერჟ დასსო გარდაიცალა.


სერჟ დასსო, 1925 წლის 4 აპრილს, ცნობილი ფრანგი ავიაკონსტრუქტორისა და მეწარმის, მარსელ ბლოკის (1892-1986, 1946 წელს მარსელ ბლოკმა გვარი დასსოდ გადაიკეთა) ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტექნიკური სკოლა და შემდეგ აერონავტიკის ეროვნული ინსტიტუტი (SUPAERO), 1951 წელს მამამისის კუთვნილი ავიაკომპანიის, Génération aéronautique Marcel Dassault-ის, საკონსტრუქციო ბიუროში ინჟინრად ჩაირიცხა. 1955 წელს კომპანია Dassault-ის საფრენოსნო გამოცდების დირექტორი გახდა, ხოლო 1961 წელს ამავე კომპანიის ექსპორტის დირექტორად დაინიშნა. 1962 წლიდან კურირებდა Dassault-ის ბიზნეს-ავიაციის მიმართულებას. 1986 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობად მიიღო ჯგუფი Dassault Industries (ამჟამად Groupe Industriel Marcel Dassault) და მაშინდელი საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სათავეში ჩაუდგა Dassault Aviation-ს. 2000 წლიდან Dassault Aviation-ის საპატიო თავმჯდომარედ იყო არჩეული.

სერჟ დასსო გამანადგურებელ Dassault Rafale-ს შემქნის აქტიური მხარდამჭერი იყო, მან მისი შექმნის წარმატებით დასრულება და საფრანგეთის საზღვაო და საჰაერო ძალების ძირითად გამანადგურებლად გაყვანა მოახერხა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით დაიცვა Dassault Aviation-ის დამოუკიდებლობა და არ დაუშვა მისი მრავაალრიცხოვანი ეროვნული და საერთაშორისო შერწყმის პროექტებში ჩართვა, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა, 1990-იანებსა და 2000-იანებში, აქტიურად კურირებდა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით განახორციელა Dassault Aviation-ის დივერსიფიცირება და მისი შემოსავლების სამოქალაქო სექტორზე (ბიზნეს-ავიაცია) გადაორიენტირება. ამ ყველაფერმა, ბოლო ოცდაათი წლის მანძლზე, კომპანია გადაარჩინა და სერჟ დასსოს მამამისზე არანაკლები რეპუტაცია შეუქმნა.

სერჟ დასსო აქტიურად აფართოვებდა Groupe Industriel Marcel Dassault-ის ბიზნეს იმპერიას, გახდა კომპანია Dassault Systèmes-ის, ბელგიური ავიაკომპანია SABCA-ს, მედიაკონცერნების Figaro Group (გამოსცემს გაზეთ Le Figaro) და L'Express Group-ის, ასევე სააქციონერო სახლ Artcurial-ის, ღვინოს მწარმოებელი Chateau Dassault-ის და უძრავი ქონების სფეროში და ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების საკონტროლო პაკეტების მფლობელი.

სერჟ დასსო მემარჯვენე კონსერვატორულ შეხედულებებს ემხრობოდა და "ძველი სკოლის კაპიტალისტის" რეპუტაცია ჰქონდა, 2004 წლიდან 2007 წლამდე ეკავა სენატორის თანამდებობა, ხოლო 1995 წლიდან 2009 წლამდე იყო პარიზის შემოგარენში მდებარე ქალაქ კორბეი-ესსონის მერი. არაერთხელ გამოსულა სახალხოდ კონსერვატორული შეხედულებების და ფასეულობების მხარდასაჭერად, მათ შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ.

Forbes-ის მონაცემების თანახმად, 2018 წლისთვის სერჟ დასსოს ქონება 19 მილიარდ ევროს უდრიდა და მას საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.

Friday, February 9, 2018

Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ

მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები Boeing, Airbus და Bombardier-ი საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ. ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
„2018 წლის ბოლოს ქვეყენაში ფუნქციონირებას დაიწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ სრული დატვირთვის შემდეგ, ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელთა გადამზადებაშიც ისრაელის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული“,- განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა სრულდება. სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს.

წყარო - Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ


Tuesday, December 19, 2017

Lockheed Martin - F-35-ების წლევანდელი გეგმა შესრულებულია

Lockheed Martin-მა 15 დეკემბერს, F-35-ის შესახებ, ანგარიში წარმოადგინა, რომლის თანახმადაც კომპანიამ, 2017 წელს დაგეგმილი 66 ცალი გამანადგურებელი შემკვეთს უკვე მიაწოდა. ამრიგად აშშ-სთვის და უცხოელი მყიდველებისთვის მიწოდებულ გამანადგურებელთა რაოდენობამ "265 ცალს გადააჭარბა". სრულმაშტაბურ წარმოებაზე გასვლას კომპანია 2023 წელს გეგმავს, ამ მომენტისთვის წელიწადში 160 გამანადგურებლის გამოშვება იგეგმება.

სხვა ციფრებიდან აღსანიშნავია 530-ზე მეტი მომზადებული პილოტი და მიახლოებით 5000 ტექნიკოსი. გამანადგურებლის პარკის მთლიანმა საფრენოსნო დრომ 115 ათას საათს მიაღწია.

უყურეთ ვიდეოს და დატკბით

Saturday, June 11, 2016

ფრანგული Nexter Systems და გერმანული KMW ოფიციალურად გაერთიანდნენ

2016 წლის 10 ივნისს საფრანგეთის სახელმწიფო კომპანია Nexter Systems S.A-მ და გერმანულმა კომპანია  Kraus-Maffei Wegmann GmbH & Co. KG-მ (KMW) ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა გაერთიანებულმა ჰოლდინგმა, რომელიც ძირითადად ჯავშანსატანკო ტექნიკაზე და საარტილერიო შეიარაღებაზე ახდენს სპეციალიზირებას, სახელწოდება  KNDS (KMW და Nexter Defense Systems შერწყმისგან) მიიღო. პარიჟში 13 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო თავდაცვით გამოფენა Eurosatory 2016 ორივე კომპანია გაერთიანებული ექსპოზიციის ქვეშ, სახელწოდებით KNDS წარსგდება.


წყარო:

Monday, October 7, 2013

გამანადგურებელ F-16–ის წარმოების გრაფიკი

ინტერნეტ რესურს www.f-16.net–ზე გავრცელდა საკმაოდ საინტერესო გრაფიკული ცხრილი, რომელზეც Lockheed Martin–ის (ადრე General Dynamics–ის) F-16 Fighting Falcon–ის წარმოების ტემპები მთელი მისი წარმოების პერიოდში.
F-16–ის წარმოება 2017 წლამდე გაგრძელდება. ამჟამად ეგვიპტის შეკვეთების რეალიზაცია ხდება, ასევე არსებობს ხელშეკრულება ერაყთან და ომანთან. ასევე არაა გამორციხული რომ კოლუმბიასთანაც გაფორმდეს ახალი F–16–ების შესყიდვის ხელშეკრულება.