Showing posts with label Dassault. Show all posts
Showing posts with label Dassault. Show all posts

Wednesday, May 30, 2018

Rafale-ს შემქმნელი, სერჟ დასსო გარდაიცვალა

2018 წლის 28 მაისს, პარიზში, 94 წლის ასაკში, ჯგუფ Groupe Industriel Marcel Dassault-ის მეპატრონე და ცნობილი ფრანგული ავიამშენებელი კომპანიის, Dassault Aviation-ის, საკონტროლო პაკეტის (50,21%) მფლობელი, სერჟ დასსო გარდაიცალა.


სერჟ დასსო, 1925 წლის 4 აპრილს, ცნობილი ფრანგი ავიაკონსტრუქტორისა და მეწარმის, მარსელ ბლოკის (1892-1986, 1946 წელს მარსელ ბლოკმა გვარი დასსოდ გადაიკეთა) ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტექნიკური სკოლა და შემდეგ აერონავტიკის ეროვნული ინსტიტუტი (SUPAERO), 1951 წელს მამამისის კუთვნილი ავიაკომპანიის, Génération aéronautique Marcel Dassault-ის, საკონსტრუქციო ბიუროში ინჟინრად ჩაირიცხა. 1955 წელს კომპანია Dassault-ის საფრენოსნო გამოცდების დირექტორი გახდა, ხოლო 1961 წელს ამავე კომპანიის ექსპორტის დირექტორად დაინიშნა. 1962 წლიდან კურირებდა Dassault-ის ბიზნეს-ავიაციის მიმართულებას. 1986 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობად მიიღო ჯგუფი Dassault Industries (ამჟამად Groupe Industriel Marcel Dassault) და მაშინდელი საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სათავეში ჩაუდგა Dassault Aviation-ს. 2000 წლიდან Dassault Aviation-ის საპატიო თავმჯდომარედ იყო არჩეული.

სერჟ დასსო გამანადგურებელ Dassault Rafale-ს შემქნის აქტიური მხარდამჭერი იყო, მან მისი შექმნის წარმატებით დასრულება და საფრანგეთის საზღვაო და საჰაერო ძალების ძირითად გამანადგურებლად გაყვანა მოახერხა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით დაიცვა Dassault Aviation-ის დამოუკიდებლობა და არ დაუშვა მისი მრავაალრიცხოვანი ეროვნული და საერთაშორისო შერწყმის პროექტებში ჩართვა, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა, 1990-იანებსა და 2000-იანებში, აქტიურად კურირებდა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით განახორციელა Dassault Aviation-ის დივერსიფიცირება და მისი შემოსავლების სამოქალაქო სექტორზე (ბიზნეს-ავიაცია) გადაორიენტირება. ამ ყველაფერმა, ბოლო ოცდაათი წლის მანძლზე, კომპანია გადაარჩინა და სერჟ დასსოს მამამისზე არანაკლები რეპუტაცია შეუქმნა.

სერჟ დასსო აქტიურად აფართოვებდა Groupe Industriel Marcel Dassault-ის ბიზნეს იმპერიას, გახდა კომპანია Dassault Systèmes-ის, ბელგიური ავიაკომპანია SABCA-ს, მედიაკონცერნების Figaro Group (გამოსცემს გაზეთ Le Figaro) და L'Express Group-ის, ასევე სააქციონერო სახლ Artcurial-ის, ღვინოს მწარმოებელი Chateau Dassault-ის და უძრავი ქონების სფეროში და ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების საკონტროლო პაკეტების მფლობელი.

სერჟ დასსო მემარჯვენე კონსერვატორულ შეხედულებებს ემხრობოდა და "ძველი სკოლის კაპიტალისტის" რეპუტაცია ჰქონდა, 2004 წლიდან 2007 წლამდე ეკავა სენატორის თანამდებობა, ხოლო 1995 წლიდან 2009 წლამდე იყო პარიზის შემოგარენში მდებარე ქალაქ კორბეი-ესსონის მერი. არაერთხელ გამოსულა სახალხოდ კონსერვატორული შეხედულებების და ფასეულობების მხარდასაჭერად, მათ შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ.

Forbes-ის მონაცემების თანახმად, 2018 წლისთვის სერჟ დასსოს ქონება 19 მილიარდ ევროს უდრიდა და მას საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.

Saturday, April 19, 2014

უპილოტო nEUROn (UCAV), გამანადგურებელი Rafale და ბიზნეს ჯეტი Falcon 7X ერთობლივ პატრულში

2014 წლის 20 მარტს, ფრანგულმა კომპანია Dassault Aviation–მა, ორგანიზება გაუკეთა სამის ხვადასხვა საფრენი აპარატის ერთ ფორმირებაში ფრენას, კერძოდ კი ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ –  უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი nEUROn (UCAV), მრავალფუნქციური გამანადგურებელი Rafale და ბიზნეს ჯეტი Falcon 7X. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატმა სხვა ტიპის თვითმფრინავებთან განახორციელა ერთობლივი გადაფრენა. მთელი ოპერაცია 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც თვითმფრინავებმა ხმელთაშუაზღვის თავზე რამდენიმე ასეული კილომეტრი დაფარეს.

ვიდეოსიუჟეტი

წყარო:

Thursday, January 10, 2013

Dassault კანადას Rafale–ს სთავაზობს


Dassault Aviation იმ შემთხვევაში თუ კანადის სამხედრო ხელმძღვანელობა უარს იტყვის  F–35–ის შესყიდვაზე შესთავაზოს მათ თავისი გამანადგურებელი Rafale, რომელიც მათი ავიაციისთვის საჭირო ახალი გამანადგურებელის როლს იკისრებს.


ამ სიახლეს, ფრანგული კომპანიის სახელმძღვანელო რგოლის წევრის, Eric Trappier–ის, განცხადების საფუძველზე წერს ფრანგული გაზეთი "Les Echos". Eric Trappier–ის თანახმად – "კანადა არის ფაქტიურად პირველი ქვეყანა სადაც Rafale ამერიკულ F-35–ეს დაუპირისპირდება". 
როგორც ცნობილია კანადელმა ოფიცრება გასულ თვეს განაცხადეს რომ სავარაუდოდ ქვეყანა გაზრდილი ფასის გამო უარს იტყვის ამერიკულ F–35–ზე და თუ ეს მოხდა მაშინ ქვეყანას სხვა გამანადგურებლის ძებნა მოუწევს. მაგრამ ჯერ–ჯერობით კანადის ავიაციაში გარკვეული არაფერი არაა და ამიტომ ფრანგები მხოლოდ ოცნებობენ რომ კანადამ ამერიკულ გამანადგურებელზე უარი თქვას.

წყარო: