Friday, August 14, 2015

Т-90А უკრაინაში

ფოტოზე ასახული რუსული ტანკი Т-90А გადაღებულია ლუგანსკის ოლქში, ნოვოანოვკაიასა და პრიდოროჟნის შორის, 2014 წელს.
მანამდე ტერორისტების ხელში რუსული არმიის Т-72Б3 არაერთხელ დაფიქსირდა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ოთხმოცდაათიანი პირველია ამ კონფლიქტში. თუმცა 100% დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ტანკი უკრაინაშია გადაღებული არ არსებობს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს ჩრდილოელი მეზობლის არაადეკვატურობას თუ გავითვალისწინებთ..............

Thursday, August 13, 2015

"Silent Hawk down"

გუშინ აშშ–ს არმიის 160–ე SOAR (Special Operations Aviation Regiment) კუთვნილი ერთი MH-60M Black Hawk–ის USNS Red Cloud–ის გემბანზე ავარიულმა დაშვებამ კიდევ ერთხელ წამოწია წინ ამ ტიპის ვერტმფრენების "დააპგრედებული" ვერსიის, რომლებსაც "Silent Hawk" უწოდებენ, არსებობის თემა. პირველად ამ ვერტმფრენების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის დროს, როდესაც აშშ–ს სპეცრაზმის ერთი ვერტმფრენი იმ სახლის ეზოში ჩამოვარდა, რომელშიც ბენ ლადენი იმალებოდა.

სავარაუდოდ ეს ვერტმფრენები იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს შემჩნევადობის, მათ შორის აკუსტიკურ სპექტრშიც, შესამცირებლად, სწორედ ამის დასამალავად ნაავარიელ ვერტმფრენს ზემოდან ტენტი აქვს გადაფარებული.



აშშ–ს ავიაციის გამანადგურებლებმა ინჩირლიკის ბაზიდან პირველი ავიადარტყმა განახორციელა

აშშ–ს ავიაციის გამანადგურებლებმა ინჩირლიკის ბაზიდან ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე პირველი ავიადარტყმა განახორციელა

წყარო:

Wednesday, August 12, 2015

დაშლილი БМП-3

გაერთიანებული საემირატოს ტექნიკა უკვე თვე ფაქტიურად რაც იემენშია შესული. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში სწორედ ეს ტექნიკაა ნაჩვენები, ვიდეოში ნათლად ჩანს მარტივ მამრავლებად დაშლილი რუსული ქსმ БМП-3. კოლონა სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა.






Tuesday, August 11, 2015

ტანკოდრომი ვაზიანში

ძალიან მაგარი და საინტერესო სიახლე თავდაცვის სამინისტროსგან – ტანკოდრომი გახსნეს და პლიუს მინისტრის ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი განცხადება:

ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მანქანების ტარების ველის (ე.წ. ტანკოდრომი) გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. გენერალური შტაბის უფროსმა IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ახალი სასწავლო ობიექტის გახსნა მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში თავდაცვითი საშუალებების განახლების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწავლო ობიექტს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრიც გამოიყენებს.
„ვაზიანში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ეს ტანკოდრომიც ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ნაწილი იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს ოფიციალურად გაიხსნება. შეიარაღებისა და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერების თვალსაზრისით აქტიური მოქმედებები დავიწყეთ, ფრანგული კონტრაქტი მთელი ამ მოქმედებების მხოლოდ ნაწილია. ძალიან ბევრი შესყიდვა აქვს დაგეგმილი თავდაცვის სამინისტროს, რის შესახებაც, რა თქმა უნდა, დეტალურად ვერ ვისაუბრებთ. დაგეგმილია, როგორც ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების ფუნდამენტური მოგვარება, ასევე შეიარაღებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ვაზიანში საზეიმოდ გახსნილ საბრძოლო მანქანების ტარების ველს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭა. კაპრალი უგრეხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 44-ე სატანკო ბატალიონის II სატანკო ასეულში ტანკის მძღოლ-მექანიკოსად მსახურობდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად სპეციალურად მოწყობილ კარავში ე.წ. ტანკოდრომის შესაძლებლობებს გაეცნენ. მოგვიანებით ასევე სპეციალურად მოწყობილ ველზე ჯავშანტექნიკის საჩვენებელი სწავლება გაიმართა და სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანებმა სხვადასხვა სირთულის მანევრები შეასრულეს.
ე.წ. ტანკოდრომი მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკის (ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა) მძღოლ მექანიკოსებისა და მეთაურებისთვის რეალური საბრძოლო პირობების მსგავს დაბრკოლებებს შეიცავს. 
სატანკო გვარეობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლია შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამ თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტანკის ეკიპაჟებისთვის ტექნიკის ტარების ველებისა და საბრძოლო დირექტრისების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტანკისტების მზადყოფნის დონის ამაღლებას.





წყარო:
ვაზიანში საბრძოლო მანქანების ტარების ველი გაიხსნა

დღის ფოტო – წყალქვეშა ტანკი Т-72Б3

უკრაინის აღმოსავლეთი, რუსი ტერორისტების ტასნკი Т-72Б3, რომელიც კრემლმა ტერორისტებს საკუთარი არმიიდან მიაწოდა. ტანკი ზამთარში ბრძოლების დროს ჩარჩა თხრილში (დაზიანდა, ხანძარი გაუჩნდა). ეხლა კიდევ თხრილი წყლით ამოივსო და წყალქვეშა ექსპონატი გახდა:



Monday, August 10, 2015

ქართული მოიერიშე Ge-31 "ბორა" – Су-25-ის ქართული მოდერნიზაცია

მოიერიშე თვითმფრინავ Су-25–ის პროტოტიპმა პიველი ფრენა 1975 წლის 22 თებერვალს განახორციელა, მისი წარმოება 1978 წელს თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, 1981 წლის აპრილში პირველი Су-25–ები გადაეცა სსრკ–ს საჰაერო ძალებს, ხოლო მათი შეიარაღებაზე მიღება 1987 წელს მოხდა. სულ გამოშვებული ამ მოიერიშის 1300 ცალამდე სხვადასხვა მოდიფიკაცია (მათ შორის სასწავლო–საბრძოლო Су-25УБ, სახომალდო Су-25УТГ, Су-25Т, Су-28, Су-39, Су-25СМ და სხვები), აქედან 800 ცალამდე თბილისის საავიაციო ქარხანაშია აწყობილ, დანარჩენი მანქანებს ულან–უდეს ავიაქარხანაში იქნა წარმოებული. NATO-ს კლასიფიკაციით, მოიერიშეს "Frogfoot" ეწოდება.
ბოლო ცნობების თანახმად სსტც "დელტა" ცდილობს ბებერ მოიერიშეს ახალი სიცოცხლე ჩაჰბეროს და ამით უცხოელი თუ შიდა მყიდველების დაინტერესება გამოიწვიოს.
Су-25–ის ანალოგს მხოლოდ აშშ–ს საჰაერო ძალების A-10C წარმოადგენს, ამ ბოლოზე გაცილებით თანამედროვე საბორტე ელექტრონული სისტემები და შეიარაღებაა განთავსებული, თუმცა მიუხედავად ამისა აშშ–ს საჰაერო ძალები მის შეიარაღებიდან მოხსნას გეგმავდნენ (ბიუჯეტის სეკვესტრის პირობებში პენტაგონი ცდილობდა მოენახა თანხები F–35–ის დასაფინანსებლად), მაგრამ სავარაუდოდ სამხედროების წყალობით მოხდა ამ მეტად ეფექტური ახლო საჰაერო მხარდაჭერის თვითმფრინავის მწყობრში შენარჩუნება და ამას გარდა აშშ–ს სრულებით არ გეგმავს ამ მოიერიშის ექსპორტზე გატანას, მისი წარმოება დიდი ხანია შეწყვეტილია და დაკონსერვებაზე მდგომი მოიერიშეები სავარაუდოდ კანიბალიზაციისთვის გამოიყენება, რათა მოხერხდეს მწყობრში მყოფი მანქანების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

ამ ყველაფრის ფონზე "დელტას" იდეა Су-25–ის მოდერნიზაციის შესახებ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება – ჩვენი მოიერიშე ხო ფაქტიურად უკონკურენტოდ რჩება (ნუ თუ არ ჩავთვლით რუსეთის წინადადებებს მისი მოდერნიზაციის შესახებ). როგორც სსსტც "დელტას" ოფიციალურ ვებ გვერდზეა მითითებული, კომპანია გეგმავს მოიერიშის უცხოური ფირმების დახმარებით მოდერნიზაციას:

დღეისათვის „დელტა“ მუშაობს სუ-25 ის მოდერნიზაციის პროგრამაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რაც სუ-25-ს საშუალებას მისცემს შეასრულოს თვისობრივად ახალი საბრძოლო ამოცანები , დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთსა და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, მაღალი სიზუსტით.
წყარო – მოიერიშე სუ-25 რემონტი/მოდერნიზაცია
მაგრამ ამ ამბიციურ გეგმას წინ საკმაოდ დიდი პრობლემები უნდა შეხვედროდა, კერძოდ კი რუსული მაკომპლექტებლები, რომლებშიც ძირითად პრობლემას ძრავა წარმოადგენს – თბილისში აწყობილი მოიერიშეები საბჭოთა/რუსული წარმოების რეაქტიული ძრავა Р-195–თაა აღჭურვილი და მათი მოპოვება პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩვენთვის ფაქტიურად შეუძლებელია (აზერბაიჯანისთვის მოდერნიზირებული Су-25-ებისთვის ძრავებს თვითონ აზერბაიჯანი ყიდულობდა და მათ თვითონ ამონტაჟებდა მანქანებზე).

მაგრამ როგორც კვირის პალიტრის ვებგვერდზე განთავსებული სათაურიდან ირკვევა, კომპანიამ ამ მხრივ სერიოზული სამუშაო გასწია, კერძოდ კი გაზეთი შემდეგს იუწყება – Ge-31 "ბორა" - ახალი ქართული მოიერიშე თვითმფრინავი არც ერთი რუსული ნაწილით!

თუმცაღა სსტატიის მთლიანად წასაკითხავად ფასიანი რეგისტრაციაა საჭირო.

P.S. სავარაუდოდ Ge - Georgia, 31 თბილავიამშენის ინდექსი, ხოლო "ბორა" ეს მტაცებელი ფრინველია ქორისებრთა ოჯახიდან.
კვირის პალიტრის საიტზე განთავსებული ნახატი (ახალი მოიერიშის სავარაუდო იერი)

ნახატი თუ რეალობასტან ახლოსაა, მაშინ Ge-31–ის შექმნისას გამოყენებული იქნება Су-25Т ფიუზელაჟი და კორპუსის სხვა ნაწილები (იგივე დეტალები იქნა გამოყენებული ქართულ–ებრაული Су-25КМ–ში). სავარაუდოდ შეიცვლება მოიერიშის მთლიანი რადიოელექტრონული შიგთავსიც და ყველაფერი რუსული დასავლური ანალოგებით იქნა ჩანაცვლებული (ცნობისთვის Су-25КМ "მიმინოში" ებრაული ავიონიკა აყენია), რაც მას დღე–ღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ამინდის პირობებში საბრძოლო მოქმედების საშუალებას მისცემს.

ასევე შესაცვლელი იქნება რუსული წარმოების საკატაპულტო სავარძლები. დღეს მოიერიშეებზე საბჭოთა წარმოების К-36Л აყენია, მისი ჩანაცვლება ალბათ რომელიმე ევროპული წარმოების სავარძლით მოხდება, არაა გამორიცხული ბრიტანული Martin-Baker–ის რომელიმე ნაწარმი იქნეს გამოყენებული, ამ კომპანიის საკატაპულტო სავარძლებითაა აღჭურვილი დასავლეთის ფაქტიურად უმეტესი საფრენი აპარატები (კომპანიის ნაწარმი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – www.martin-baker.com).

თუმცა ყველაზე რთული მაინც ძრავების საკითხია – მოახერხებს თუ არა "დელტა" ძრავების ისე შეცვლას რომ არ მოხდეს საჭირო პლანერის სერიოზული გადაკეთება როგორც შიგნიდან ასევე გარედან, რაც დამატებით კვლევებთან და გამოცდებთანაა დაკავშირებული, რაც საკმაოდ თანხებს მოითხოვს. როგორც ცნობილი ხდება "დელტა" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ფრანგულ (სავარაუდოდ SNECMA-ს რომელიმე ძრავა) და იტალიურ ფირმებთან ძრავების შესახებ.

ასევ მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება მოიერიშის გადარჩენადობის გაზრდას, კერძოდ კი მისთვის თანამედროვე ოპტიკური და რადიოლოკაციური ხარვეზების დამდგმელის დაყენებას ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ასევე საჭირო იქნება თანამედროვე სითბური ხაფანგების დაყენება.

და ბოლოს – მოიერიშის შეიარაღება ადაპტირებული უნდა იყოს სხვადასხვა სტანდარტებთან, მას უნდა შეეძლოს როგორც საბჭოთა/რუსული ასევე დასავლეთის სტანდარტების შეიარაღების გამოყენება. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მართვადი შეიარაღებაა (ამ მხრივ საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო Су-25КМ "მიმინო", რომელიც რუსული და დასავლური შეიარაღებისადმი იყო ადაპტირებული). 

ზემოთ მოყვანილ ფოტოზე მოიერიშე შემდეგი შეიარაღებითაა წარმოდგენილი - მართვადი რაკეტები Х-29 МЛ/Х-29Л, გაურკვეველი ტიპის JDAM და ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა Р-60.

უკრაინული მომავლის ტანკები წარსულიდან – Объект–477 "Молот"

ტანმოყვარულთათვის პირდაპირ ზეიმია – ვებგვერდ paralay.iboards.ru გამოქვეყნდა 80–იან წლებში, ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროში (Харьковское конструкторское бюро машиностроения (ХКБМ))  შექმნილი პერსპექტიული საბჭოთა ტანკის, თემა "Молот"–ის ფარგლებში შექმნილი, "Объект–477"–ის ერთ–ერთი საცდელი ვარიანტის ფოტოსურათები. დღემდე "Объект-477"–ის ფოტოები ღია წყაროებში არ ქვეყნდებოდა.



























სულ 1990–ნი წლების დასაწყისისთვის დამზადებული იყო ტაბკ "Объект–477"–ის 4 სავალი მაკეტი და რვა საცდელი ნიმუში. 90–ნი წლების შუისთვის "Молот"–ის თემაზე მოცემული სამუშაოები (რომლის განმავლობაშიც შეიქმნა სხვა საცდელი ნიმუშებიც – "Объект–477А" და "Объект–477А1") შეჩერდა, ძირითადად სსრკ–ს დაშლის მიზეზით, თუმცაღა თვითონ თემა და ამ თემის მიხედვით შექმნილი მანქანები დღემდე გასაიდუმლოებულია (უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ სავარაუდოდ ეს ხელშეკრულება ამ მომენტისთვის ფარატინა ქაღალდია).
ფოტოზე გამოსახულია "Объект–477"–ის ბოლოს (სავარაუდოდ მერვე) დამზადებული საცდელი ნიმუში, რომელიც ხარკოვთან, ХКБМ–ის საცდელ ბაზაზე ინახება ("Объект–477"–ის რამდენიმე საცდელი ნიმუში ცნობილი მიზეზების გამო რუსეთში ინახება).


"Объект 477"–ს გააჩნდა გარეთ გატანილი შეიარაღების დანადგარი, მაგრამ უფრო გვიან შექმნილი გარეთ გატანილი შეიარაღების მქონდე ტანკებისგან განსხვავებით (ისეთების როგორებიცაა ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი Объект–195 და Объект–148 "Армата"), "Объект–477"–ის ეკიპაჟი ტანკის კორპუსის წინა ნწალიში მდებარე დაცულ კაფსულაში კი არ იყო მოთავსებული, არამდე განცალკევებით – ტანკ "Объект–477"–ის მძღოლ–მექანიკოსი მართვის განყოფილებაში, წინ მარცხნივ იჯდა, ხოლო მეთაური და მემიზნე, დასახლებულ, დაბალპროფილიან კოშკურაში იყვნენ განთავსებულები.
ფოტოზე მოყვანილ მანქანაზე, დამხმარე შეიარაღების სახით 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხი გამოიყენებოდა. ფოტოზე ქვემეხი არ ჩანს, მაგრამ ჩანს თვითონ დანადგარი.


80–იან წლებში უკრაინაში შექმნილი სხვა პერსპექტიული ტანკების შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ ვწერდი: