Showing posts with label იემენი. Show all posts
Showing posts with label იემენი. Show all posts

Tuesday, December 22, 2020

Yemen houthi shot down Saudi Arabian CH-4B UAV (video)

 Yemen houthi shot down Saudi Arabian CH-4B UAV


A CH-4B is an unmanned aerial vehicles (UAVs) developed by the China Academy of Aerospace Aerodynamics, an entity under the China Aerospace Science and Technology Corporation (CASC). The CH-4B is a mixed attack and reconnaissance system with provisions for 6 weapons and a payload of up to 250 to 345 kg. CH-4B is under license prodused in Saudi Arabia.









Monday, April 20, 2020

Hybrid combat vehicle HMMWV fitted with various types of weapons

The 90 mm cannon of a french-made Panhard AML-90 armored car mounted onto a HMMWV (Libya)


Hybrid combat vehicle Humvee fitted with BMP-1 73mm turret used by Houthi militia in Yemen.

Sunday, December 8, 2019

ამერიკელებმა ირანული შეიარაღების დიდი პარტია დააკავეს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა USS Forrest Sherman (DDG-98)-მ ირანიდან იემენში მიმავალი ხომალდი დააკავა, რომელსაც ჰუსიტებისთვის განკუთვნილი, დიდი რაოდენობით შეიარაღება გადაჰქონდა. ამოღებული იქნა:
  • TOW-სა და Корнет-ების ირანული ასლები (კორნეტის კუმულატიური და თერმობარული რაკეტები).

  • ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Noor-ის თვიდამიზნების თავაკი.
  • ხელის საზენიტო რაკეტები Misagh-2.


როგორც ჩანს ირანული საჩუქრები ჰუსიტების ნაცვლად ამერიკაში, NAWS China Lake-ზე ამოყოფს თავს


Friday, November 29, 2019

ჰუსიტებმა საუდელების AH-64D ჩამოაგდეს (ვიდეო)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


დღეს, დღის მეორე ნახევარში, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა, იემენში, ასირის რეგიონში, საუდის არაბეთის არმიის, მეორე საავიაციო დაჯგუფების  (King Khalid AB), მე-2 საავიაციო ბატალიონის კუთვნილი AH-64D Apache ჩამოაგდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელი სისტემით მოხდა ვერტმფრენის განადგურება, თუმცა ეჭვია არსებობს რომ ჰუსიტებმა ეს SA-6-ით მოახერხეს.

Two hours ago, IRGC backed Houthi rebels managed to shoot-down an AH-64D Apache attack helicopter of Royal Saudi Arabia Land Forces belonging to its 2nd Aviation Battalion, 2nd Aviation Group (King Khalid AB) most probably using SA-6 SAM at Asir region, Yemen.

Sunday, June 2, 2019

Wednesday, March 28, 2018

ჰუსიტებმა სანა'ას თავზე წარუმატებლად სცადეს გაერთიანებული საემიროს ორი F-16 ჩამოგდება

გუშინ, 27 მარტს, ჰუსიტებმა, სანა'ას თავზე, Р-27Т ტიპის რაკეტის საშუალებით, სცადეს გაერთიანებული საემიროს ორი ცალი F-16 ჩამოგდება, ცდა ორივე ჯერზე წარუმატებელი გამოდგა.

ბლოგის მხრიდან შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, იმავე რაიონში, ჰუსიტებმა საუდის არაბეთის F-15 დაზიანება მოახერხეს. მაშინაც ანალოგიურად, სახმელეთო გამშვებზე დამონტაჟებული Р-27Т ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - იემენის ჰუსიტებმა საუდელების F-15 დააზიანეს

Monday, March 26, 2018

სარაკეტო იერიში ალ-რიადის აეროდრომზე და Patriot-ების ეფექტურობა

მოკლედ, როგოც დილით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა (ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში - საუდური Patriot-ების გაუმართავი მუშაობა), საუდის ჰსთ ძალების Patriot PAC-2 SAM-ებმა გაუმართავად იმუშავეს. თუმცა როგორც შემდეგში გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, იემენური დაჯგუფება, Houthis-ის, მიერ გაშვებული, მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა, Burkan 2-H-ის, გზის გადასაჭრელად, საუდის ჰსთ ძალებმა, MIM-104C ტიპის 7 ცალი რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთმა წარმატებით მოახერხა რაკეტის განადუგრება, ხოლო ბოლო ორმა რაკეტამ ხარვეზებით იმუშავა, რაც სწორედ მაგ ვიდეოებშია ასახაული.




წყარო:
Videos Show Malfunctioning Saudi Patriot Missile Fired To Intercept Houthi SRBM Hitting Capital City Riyadh Instead

საუდური Patriot-ების გაუმართავი მუშაობა

საუდელები, იემენური დაჯგუფება Houthis-ის მიერ ელ-რიადისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის გადაჭერას, ამერიკული, Patriot-ის ტიპის, ჰსთ კომპლექსით შეეცადნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რაკეტებმა გაუმართავად იმუშავეს, სამი რაკეტიდან ერთი ჰაერში აფეთქდა, ხოლო მეორემ ბალისტიკური ტრაექტორია მოხაზა და მიწაზე დაეცა.


Saturday, March 3, 2018

- 1 საუდელთა M1A2S Abrams

იემენში საუდელების კიდევ ერთი M1A2S Abrams შეიწირეს 

Saturday, February 24, 2018

ემირატების დაზიანებული ტანკი Leclerc

იემენი, გაერთიანებული საემირატოს Leclerc-ი ტაიზის გზაზე დაზიანდა, 2018 წლის თებერვალი (Yemen: UAE' Leclerc MBT damaged on Taiz's road Feb2018). მეტი დეტალები უცნბოია, სავარაუდოდ ნაღმზე შედგა, ტიპს ფოტოში მუხლუხის წევრი უკავია. ეს ამ ტანკის მეორე ცნობილი დანაკარგია, პირველი იხილეთ შემდეგ ბმულზე - არაბებმა Leclerc–ისთვისაც მოიცალეს.

Tuesday, January 31, 2017

MV-22 Osprey-ს პირველი საბრძოლო დანაკარგი



დონალდ ტრამპის მიერ სანქცირებულ პირველ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომელიც ცენტრალურ იემენში, ალ-ქაიდის წინააღმდეგ განხორციელდა, ამერიკელთა მსხვერპლი მოჰყვა. ამას გარდა ოპერაციის მსვლელობისას დაკარგული იქნა კონვერტოპლანი MV-22 Osprey, რაც ამ მანქანისთვის პირველი საბრძოლო დანაკარგია. 
როგორც ცნობილია, 28 იანვარს ღამით, ცენტრალურ იემენში, კონვერტოპლან MV-22 Osprey-ს გამოყენებით, სპეცოპერაცია Navy SEAL Team 6 განახორციელა. როგორც New York Times იტყობინება, სამიზნეს ორგანიზაციის შტაბბინა წარმოადგენდა, სწორედ ამიტომაც დაბომბვის ნაცვლად სპეცრაზმის გამოყენება გადაწყდა (პირველ რიგში მნიშვნელოვანი დოკუმენტური ინფორმაციის მოპოვების და მეორეს მხრივ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით). ოპერაცია უმთვარო ღამით განხორციელდა, რათა სპეცრაზმს მაქსიმალურად გამოეყენებინა ღამით ბრძოლის უპირატესობები. ბრძოლას ალ-ქაიდას 14 წევრი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა ამერიკული სპეცრაზმის ერთი და დაიჭრა სამი მებრძოლი. ჯგუფის ევაკუაციის დროს, MV-22 Osprey-მ, მტრის ცეცხლისგან მიღებული ძლიერი დაზიანებების გამო, ვერ მოახერხა აფრენილიყო. ავარიის შედეგად კონვერტოპლანის ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა (ან მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად დაიჭრა). ამერიკულმა ბომბდამშენებმა ხმელეთზე დატოვებული MV-22 Osprey-ს ნარჩენები სრულიად გაანადგურეს.

წყარო:

Sunday, September 20, 2015

არაბებმა Leclerc–ისთვისაც მოიცალეს

იემენი, სადღაც მარიბთან ნაღმზე აფეთქებული საემირატოს არმიის კუთვნილი ძირითადი საბრძოლო ტანკი  Leclerc AZUR

Saturday, September 19, 2015

პატარა ანალიზი იემენში დაზიანებული Abrams–ის შესახებ

იემენში განადგურებული რამდენიმე Abrams–ის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – Abrams–მა - არაბებო წადით თავი გამანებეთო. ამ შემთხვევის ადგილზე ხუსიტურმა მასმედიამ ვიდეო სიუჟეტი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შემდეგი ანალიზის გაკეთება:


გავრცელებული სიუჟეტი


ვიდეოს 2:10 წამზე ჩანს ჩვენი ტანკი, რომელსაც მართვადი რაკეტა ხვდება (2:33 წუთზე) – წითელი ისრით ნაჩვენებია მოხვედრის ადგილი 

ვიდეო №2 – 2:28 წუთზე ჩანს იგივე ტანკის კოშკურა – წითელი ისრაი მოხვედრის ადგილი, მწვანე ისრით ნაჩვენებია ამომგდები პანელი და მის ქვემოთ ჭურვების კასეტაა ამოჩრილი 

დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ეს საბრძოლო მარაგის ნიშა მერე ააფეთქეს, მეორე ვიდეოს 50-ე წამზე ჩანს ბალახებიდან დამალული როგორ უღებს ვიდეოს აფეთქებას.

ასევე როგორც ჩანს ვიდეოს 1:30 წუთზე ტანკს მეორე ჭურვი ბორტში მოხვდა, სავარაუდოდ პირველი მორტყმის მერე გვერდიდან მოუარეს და რო დარწმუნებულიყვნენ კიდევ ესროლეს რამე:

UPD - მე–2 ვიდეოს 50– წამზე ჩანს როგორ აფეთქებენ მიტოვებულ ტანკს. ქვემოთ სავარაუდოდ იგივე ტანკია, რომელიც ამ აფეთქების შედეგად დაიწვა:

Tuesday, August 25, 2015

Abrams–მა - არაბებო წადით თავი გამანებეთო

იემენი, კიდევ ერთი განადგურებული Abrams. როგორც ვიდეოდან ჩანს ტანკი 9К111-1 «Конкурс» იქნა განადგურებული, ტანკის კოშკურის ნიშიაში მდებარე ამომგებმა პანელებმა საშტატოდ იმუშავა, სავარაუდოდ ეკიპაჟი გადარჩა


Monday, August 17, 2015

საუდის არაბეთის განადგურებული ქსმ M2 Bradley და სხვა ტექნიკა

იემენური არხის, "ალ–მასირას" ახალ ვიდეოზე ასახულია საუდის არაბეთის საზღვარზე ხუსიტების მიერ საუდეკლების ქსმ M2 Bradley–ს განადგურების კადრები. ხუსიტები მანქანებს ფაქტიურად მიბრჯნით ცხრილავენ.

პირველი მანქანა

მეორე მანქანა


Wednesday, August 12, 2015

დაშლილი БМП-3

გაერთიანებული საემირატოს ტექნიკა უკვე თვე ფაქტიურად რაც იემენშია შესული. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში სწორედ ეს ტექნიკაა ნაჩვენები, ვიდეოში ნათლად ჩანს მარტივ მამრავლებად დაშლილი რუსული ქსმ БМП-3. კოლონა სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა.






Saturday, August 8, 2015

ისევ იემენი და ისევ БМП-3

ემირატების არმიის БМП-3-ის ფოტოების კიდევ ერთი პორცია:


 ხოლო რაც შეეხება ამ მანქანას, უკვე რაღაცა გაარჭეს, მაგრამ როგორც ჩანს მუშა მდგომარეობაში დარჩა.

P.S. როგორც ამბობენ ადენი ავიღეთო. 

Tuesday, August 4, 2015

საუდის კოალიციის სამხედრო ტექნიკის კოლონა ადენთან

მასმედიაში პირველად ვრცელდება ადენში (იემენი) გადასხმული საუდის კოალიციის ძალების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. როგორც საუდური გაზეთი "ალ–ჰაიატი" იუწყება, ადენში უკვე საუდის კოალიციის წევრი ქვეყნების 1500 სამხედრო მოსამსახურე არის გადასროლილი, უმეტესობა გაერთიანებული არაბული საემირატოდან. "ფრანს–პრესის" სამხედრო წყაროს თანახმად, ადენში სპარსეთის ყურის მონარქიების არმიის ასეულობით სამხედრო მოსამსახურე იქნა გაგზავნილი ('Hundreds' of Gulf Arab troops enter Yemen's liberated Aden).
იემენიდან მოსული შეტყობინებებისა და ფოტო/ვიდეო მასალების თანახმად, საუდის კოალიციის ძალების კოლონები ამჟამად ადენის ჩრდილოეთით გადაადგილდებიან (www.defense-arab.com).

ძსტ–ები AMX Leclerc

შსსმ (შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა) DCL

ქსმ БМП-3

ნაღმდგრადი BAE RG-31 Agrab

 ნაღმდგრადი Oshkosh M-ATV

სატვირთოები TATRA


წყარო:
Колонны сил саудовской коалиции и просаудовских местных сил в районе Адена